Home რუბრიკები პოლიტიკა ჯუმბერ კირვალიძე: თავდაცვის მინისტრი პროვოკაციას აწყობს

ჯუმბერ კირვალიძე: თავდაცვის მინისტრი პროვოკაციას აწყობს

653

10 ივლისს ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის ტერიტორიაზე თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის ახლოს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი აღმართეს. 

 

კილომეტრნახევრით საზღვრის გადმოწევამ, უფრო ზუსტად, ბანერის დადგმამ წარწერით: “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასრულიად საქართველო შეაშფოთა, მათ შორის, რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანებიც. 14 ივლისს სოფელ ხურვალეთში გაიმართა სხვადასხვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციაარა ოკუპაციას”. ჟურნალისტებმა რუსი ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული .. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოთხარეს და ნაგავში გადააგდეს. ჟურნალისტების თქმით, მათმცოცავი ოკუპაციადა ოკუპანტების მხრიდან საზღვრების უკანონოდ მითვისება გააპროტესტს. ბანერის დადგმას მუქარით უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმამართებულია თუ არა ხელისუფლების, მედიის წარმომადგენლებისა თუ პოლიტიკური ორგანიზაციების რეაქცია .. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დადგმაზე? რამ გააღიზიანა რუსეთის ფედერაცია? დადგა თუ არა დრო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უფრო აქტიურ და მნიშვნელოვან ფაზაში გადავიდეს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე გვესაუბრება.

_ ბატონო ჯუმბერ, მომწიფდა თუ არა სიტუაცია ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთსაქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს და თუნდაც აბაშიძეკარასინის ფორმატის გაფართოებაზე იზრუნოს? პრემიერი ამბობს, რომ ფორმატის გაფართოება არ იგეგმება

_ სიტუაცია მომწიფდა კი არა, გადამწიფდა კიდეც. ორჭოსანთან და ხურვალეთთან საზღვრის კილომეტრნახევრით გადმოწევამ ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს ხელისუფლება. მართალია, ამ ტერიტორიაზე დემარკაცია არ არის, მხოლოდ ბანერი დაიდგა და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, მაგრამ, ქვეყანა ასეთი ფაქტის წინაშე რომ დგება, რეაგირება აუცილებელია, ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე სააკაშვილი ტოვებდა.

ახალმა ხელისუფლებამ თავდაპირველად კარგად დაიწყო რუსეთთან ურთიერთობა, როდესაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრები დაგეგმა, მაგრამ ეს ფორმატი პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის საშუალებას არ იძლევა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლების პირველმა პირებმა არაორდინარული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რუსეთთან ურთიერთობაში მეტი ნაბიჯებია გადასადგმელი, იმის ნაცვლად, რომ აბაშიძეს ფუნქციები გაუზარდონ, ერთ ადგილას გაყინეს.

დიცში რომ გადმოწიეს საზღვარი, ოპოზიციას რომ უწოდებენ, ის დესტრუქციული ძალები ჩავიდნენ იქ და აქციები მოაწყეს, ახლაც ვიღაცები, ჟურნალისტებთან ერთად, ჩავიდნენ და ბანერები ჩამოგლიჯეს, ყველა ეს ადამიანი თბილისში დაბრუნდება. იქ, ადგილზე კი, ადგილობრივი მოსახლეობა რჩება პრობლემის პირისპირ, თანაც _ მარტო. მათზე არავინ ფიქრობს.

_ რუსეთს ასეთი საქციელის მიზეზს ხანდახან საქართველო ხომ არ აძლევს?

_ სექტემბერში ნატოს საწვრთნელი ცენტრები რომ იხსნება, ვინმეს თავში მოსდის აზრად, რომ რუსეთი თვალს დახუჭავს და თავს მოიტყუებს? ეს წარმოუდგენელია.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრების გარდა, რუსეთთან მოლაპარაკების სხვა ფორმატი არ გვაქვს, ჩვენ მათთან პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე ხომ არ ვსაუბრობთ? ნატოს დახურული კარის მტვრევა სარგებელს არ მოგვიტანს, მხარში არავინ დაგვიდგება. ნუთუ უკრაინის მაგალითი საკმარისი არ არის?! რუსეთმა ყირიმი ცხვირწინ ააცალა დასავლეთს. დარწმუნებული ვარ, ორჭოსანთან საზღვრის გადმოწევა პირდაპირ უკავშირდება საწვრთნელი ცენტრების განთავსებას.

თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ რუსეთი თავის ხელით გადაწევს საზღვარს უკან, სააკაშვილის განცხადებისგან არაფრით განსხვავდება. ეს პროვოკაციული განცხადებაა. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან საუბრის ტონი შეცვალა, ამ დროს კი თავდაცვის მინისტრი პროვოკაციას აწყობს. თინა ხიდაშელი სასწრაფოდ ან პარლამენტში დააბრუნონ, ან არასამთავრობი სექტორში გაუშვენ. თუ ხიდაშელის განცხადებას რეაგირება არ მოჰყვება, მაინტერესებს, რამე რომ მოხდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი თავდაცვის მინისტრის უაპელაციო განცხადებაზე _ თვითონ თუ მთელი მთავრობა?

_ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რუსეთთან ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი?

_ რა თქმა უნდა, შეგვიძლია და ბევრი რამ კიდევ არის გასაკეთებელი, ოღონდ ცოტა შორიდან დავიწყებ. ახლახან ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ერთადერთი ვარ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვისაც რუსეთთან საუბარი ძალუძს და რუსეთში მხოლოდ მე მელოდებიანო… მხოლოდ ერთხელ ვიყავი პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც “ერთობა” ერქვა, მას ხელმძღვანელობდნენ ჯუმბერ პატიაშვილი და ალექსანდრე ჭაჭია. იმ პერიოდიდან მახსოვს ნინო ბურჯანაძის თვალსაზრისი რუსეთის ფედერაციაზე. ერთობაიყო ერთადერთი პარტია, რომელმაც საერთაშორისო ხელშეკრულება დადოედინაია როსიასთან” _ პუტინის პარტიასთან, იმხანად ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული არ იყო. არ ვიცი, ბურჯანაძეს მოსკოვში რას ჰპირდებიან, მაგრამ 2002 წელს “ერთობის” ეს ინიციატივა ძალიან ნაყოფიერი იყო და შედეგიც მოჰყვებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესდა. თვითონ ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, ჩვენ რუსეთუმეებს გვეძახდა, ის შევარდნაძის ხელისუფლებას წარმოადგენდა და პროდასავლური კურსის ერთერთი მთავარი გამტარებელი იყორეფორმატორსააკაშვილსა დადემოკრატჟვანიასთან ერთად. ასე იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც

_ საქართველოდან რუსეთში წამსვლელი ძალიან ბევრია და ყველა ვერც ახერხებს გამგზავრებას, რაზეც გრიგორი კარასინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, რომ რუსეთში წამსვლელებს პრობლემა იმიტომ ექმნებათ, რომ საქართველოს საკონსულოში საკმარისი პერსონალი არ ჰყავთ და თანამშრომლების დამატების უფლებას საქართველო არ აძლევს

_ ეს ტექნიკური საკითხია, დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ვიტყვი, ამდენი წლის გასვლის შემდეგ გაუცხოება დაიწყო, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საერთოდ ყველა ძაფი გაწყდა. ამიტომ აუცილებელია, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრა. გასაგებია, რომ ამ შეხვედრის წინააღმდეგნი საქართველოშიც არიან და რუსეთშიც, მაგრამ არიან და იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეეძლოთ. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ევგენი პრიმაკოვის შესაძლებლობები და ვერც იგორ ივანოვისა. რუსეთში ყოველთვის მოიძებნებიან საქართველოს კეთილის მსურველები.

_ რა ნაბიჯები უნდა გადადგას სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საქართველომ, რუსეთთან ურთერთობა უფრო მეტად რომ არ გამწვავდეს?

_ 15 ივლისს აბაშიძე და კარასინი ერთმანეთს ხვდებიან და სწორედ მათ უნდა დაგეგმონ, რათა უმოკლეს ვადაში გაიმართოს საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა. აუცილებელია ამის გაკეთება, რადგან გამოუვალ სიტუაციაში ვართ.

მინდა, ყველას ვუთხრა, ქვეყანაში საგანგაშო სიტუაციაა, ვგრძნობ, რაღაც უნდა მოხდეს, ისიც ვიცი, რომ რუსეთთან დალაპარაკების საშუალება არის, არის ადამიანიც, რომელიც ამას გააკეთებს. ნაბიჯები ხვალვეა გადასადგმელი, 15 ივლისის შეხვედრაზე აბაშიძემ და კარასინმა ყველა შესაძლო პროვოკაცია თავიდან უნდა აირიდონ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here