Home რუბრიკები პოლიტიკა აბრუნდ-დაბრუნდი, ანუ დასაქმებული ღარიბების ქვეყანა

აბრუნდ-დაბრუნდი, ანუ დასაქმებული ღარიბების ქვეყანა

582

თენგიზ აბულაძისნატვრის ხისერთერთი გმირი _ იორამი, ახლა რომ დაედო ყური მიწაზე და გატრუნულიყო, ალბათ, აღარ წამოიძახებდა აღგზნებული ხმით: “მოდის, რევოლუცია მოდის!”

 

ჩვენს ქვეყანაში ამჟამად შექმნილ ვითარებას “წინარევოლუციურს” ვერაფრით დაარქმევს კაცი, თუმცა წინაასაარჩევნო მცირე “სეისმური” ძვრები უკვე შეინიშნება.

მაგალითად, არჩევნების თარიღის კიდევ უფრო მოახლოებაზე მიანიშნებს პრემიერ ღარიბაშვილის ამასწინანდელი განცხადება: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს და ეს ჩვენი სირცხვილია! ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ღირსეულად იცხოვრონ!”

განა ეს ის პრემიერი არ არის, რომელიც ამ ორიოდე თვის წინათ გაიძახოდა, “საქართველოში ყოველი 10 ადამიანიდან 9 დასაქმებულია, ბედნიერია და არაფერი აკლია”-ო? რამ გამოიწვია ასეთი რადიკალური პრემიერული მეტამორფოზა? _ რაღა თქმა უნდა, არჩევნებმა!

უკვე 25 წელიწადია, მივეჩვიეთ, რომ ჩვენს სინამდვილეში არჩევნები მასში მონაწილე ადამიანების საოცარ მეტამორფოზს იწვევს.

ზოგს უცებ ახსენდება ამ ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები, ზოგი სწორედ ამ დროს პოულობს რომელიღაც უბანში გაურემონტებელ საბავშვო მოედანს, ზოგი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს სუფრას უშლის და ზოგიც, საერთოდ, ხიდიდან ხტებაასე იცის არჩევნების მოახლოებამ და ასეთწინასაარჩევნო საქციელს”, როგორც წესი, არჩევნების თარიღამდე 1 წლით ადრე იწყებენ ხოლმე.

მართალია, ამჯერად ცოტა ნაადრევად მოუვიდათ _ წელიწადითა და ორიოდე თვით ადრე დაიწყეს, მაგრამ მოგეხსენებათ, 2016 წლის არჩევნები _ ეს ისეთი მოულოდნელობებით სავსე არჩევნები იქნება, რომ ნაადრევი გააქტიურებაც გასაგებია და საკუთარი თავის სხვადასხვა უცნაური ხერხით “გაპიარებაც”.

ამ მხრივ ყველაზე საინტერსო სწორედ დღევანდელი მმართველი კოალიციაა. მოგეხსენებათ, ნაციონალებს”, “თავისუფალ დემოკრატებს”, “პატრიოტთა ალიანსს”, ლეიბორისტებსა თუგაერთიანებულ დემოკრატებს” _ ყველას თავისი ხელწერა აქვს პიარისა. აი, “ოცნებაკი ისეა დაბნეული, რომ ხან ერთი ნიშის დაჭერას ცდილობს, ხან _ მეორის, ხან _ მესამის და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის განმავლობაში ჯერაც ვერავინ გაგვაგებინა ქართველებს, რა არის ჩვენი ოცნება _ ტრადიციული ქართული ოჯახი თუ ლგბტლიბერალიზმი, ურთიერთობის დათმობდათბობა რუსეთთან თუუკანმოუხედავი ბრახუნი ნატოს კარზე, მემარცხენე სოციალისტური მიდგომები თუ აბსოლუტურად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა

პირდაპირ რომ ვთქვათ, მოქმედ მთავრობას და ხელისუფლებას არც ერთ სფეროში, არც ერთ მიმართულებაზე არ აქვს გამოკვეთილი კონკრეტული პრიორიტეტები და ქვეყანაც ეთგვარი ავტოპილოტით იმართება კონკრეტული საჭიროებების მიხედვით, ანუ იმის მიხედვით, თუ რა აძლევს ხელს ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში მთავრობას.

ქვეყნის ასეთი მეთოდით მართვა რომ საბოლოოდ “ავტოპილოტის” მოშლასა და გარდაუვალ “შეჯახებებს” იწვევს, საკამათო არ არის. თუმცა ვის რა უნდა მოსთხოვო, როდესაც ჯერ ისიც ვერ გადაუწყვეტიათ მოქმედ პოლიტიკურ ელიტარებს, მათი “ბელადი” პოლიტიკაში მობრუნდება თუ არა.

აი, ეს არის, ალბათ, ის ერთადერთი “კოზირი”, რომელსაც “ქართული ოცნება” დღეს ფლობს, თუმცა ეჭვი მეპარება, მისი სწორად, დროულად და ეფექტიანად გამოყენება შეეძლოს.

არადა, ფაქტია, როგორც კი მძიმე საზოგადოებრივი ნიჰილიზმის ნიშნებს შენიშნავენ, წამსვე იწყება .. კულუარული საუბრები ივანიშვილის დაბრუნებაზე დიდ პოლიტიკაში!

ბიძინა ბრუნდება”- ილეთიოცნების” “პიარშიკებმაარაერთხელ გამოიყენეს და, თუკი კვლავაც ასე განაგრძობენ, ეჭვი მაქვს, 2016 წლის შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის მას უკვე ცნობილი იგავის _ “ცრუსეფექტიღა ექნება შერჩენილი _ “მგელი მოდის!” ანუ, ამ ილეთით გადაღლილი ამომრჩეველი, ყურადღებას საერთოდ აღარ მიაქცევს, მოდის თუ არამგელი” _ მართლა ბრუნდება თუ არა ბიძინა.

ესეც რომ არ იყოს, ისედაც ისმის მარტივი კითხვა _ წყვეტს კი რამეს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვლის დაბრუნებაარდაბრუნება?

ალბათ, ერთადერთს _ ივანიშვილის დაბრუნების შემთხვევაში უკვე ხელჩაქნეული ამომრჩევლის რაღაც ნაწილი კიდევ ერთხელ მობრუნდება “ოცნებისკენ” და ბოლო იმედის ფენომენით მიცემს ხმას “ქართულ ოცნებას”, ანუ ბიძინას მობრუნებას მხოლოდ ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოსატყუებლად და გასაწბილებლად ექნება მნიშვნელობა, თორემ რეალურად ეს ვერაფერს შეცვლის. მეტიც, ჩვენ შეგვიძლია, ლეგიტიმურად დავსვათ კითხვა _ წავიდა კი ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან?

როგორც წესი, პოლიტიკა ისეთი რამეა, იქ არც მოსვლას აქვს აზრი გუნდური მოსვლის გარეშე და არც წასვლას გუნდური წასვლის გარეშე.

ჰოდა, თუ გავიხსენებთ, რომ პრემიერმინისტრიც, პრეზიდენტიც, დედაქალაქის მერიც და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებიც, არათუ უბრალოდ კოალიციაქართული ოცნების”, არამედ კონკრეტულად ივანიშვილის პირადი კადრები არიან, მაშინ მის სადმეწასვლაზესაუბარი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია.

მერე რა, თუკი ამ პირადი კადრებიდან ერთეულებმა არ გაუმართლეს და, ასე ვთქვათ, საჩვენებელი ურჩობა გაუბედეს?! საბოლოო ჯამში, ფაქტია, რომ მილიარდერის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და წასვლა კი სულაც არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ გადაადგილებას ერთი კაბინეტიდან მეორეში ან თუნდაც ერთი შენობიდან მეორეში.

ამიტომ მედიაში აქაიქ გაჟონილი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვლის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე, მიწაზე დასანარცხებლად განწირულიქართული ოცნებისთვისკვლავ აღმაფრენის ძალის მისანიჭებელი ტრიუკია მხოლოდ.

არა, ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი, თუ საჭირო შეიქნა, ხალხს მოატყუებს დაბრუნების დაპირებით და არ დაბრუნდება. ის მართლაც მოუბრუნდება ფორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მის პარტიას შეუნარჩუნებს პოლიტიკურ სიცოცხლეს და არაფერს შეცვლის იმ ხალხისთვის, რომელიც ამის გამო კიდევ ერთხელ გამოუცხადებს ნდობას “ქართულ ოცნებას”, უფრო ზუსტად კი _ გაცრუებულ ქართულ იმედს.

მახსოვს ქართული ზღაპარი, რომლის გმირი აბრუნდ-დაბრუნდის ჯადოსნურ ჯოხს თუ რაღაც საგანს ფლობდა; მისი მეშვეობით შეეძლო, უცებ გაჩენილიყო იქ, სადაც სურდა, და მერე, როცა მოესურვებოდა, დაბრუნებულიყო იქ, საიდანაც “აორთქლდა”. ეს _ ზღაპარში, მაგრამ რეალობაში, აბრუნდდაბრუნდისრამდენი ფოკუსიც უნდა აკეთოს ივანიშვილმა, ბოლო სამმა წელიწადმა უფრო ნათლად დაგვანახვა, რომ საქართველოს ბედი საქართველოში არ წყდება და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება საქართველოში პირველი პირი და სად იჯდება ის _ სახელმწიფო კანცელარიის შენობაში თუ .. სოლოლაკის შუშის სასახლეში.

მთავარი აქ დიღმის სასახლეა და სხვა ყველანაირი სასახლე თუ რეზიდენცია _ მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრძანებების უტყვი გამტარებელი; თუნდაც ისეთი ბრძანებების, რომლებიც ქართველ ხალხს არაფრად ეპიტნავება, მაგრამ მოქმედი ხელისუფლება მაინც ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ წევს. მიხვდით, ალბათ, რომ ამის ყველაზე აშკარა და ნათელი მაგალითი “ნაციონალური მოძრაობისთვის” პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესია.

სიტყვამ მოიტანა და, როგორც შესავალში აღვნიშნეთ, ერთიანად დასაქმებული”, მაგრამ რატომღაც მაინც სიღარიბეში მცხოვრები ქართველი ხალხის გულის მოგება მალე კოჰაბიტაციის სასტიკი დაგმობითაც დაიწყება. გეგონება, ეს კოჰაბიტაცია ცხონებულმა ბაბუაჩემმა წამოიწყო!

ამას დაემატება ფეხებზე დაკიდებულ თანამებრძოლთადაფასებისმოწოდებები _ გეგონება, ეს თანამებრძოლები, ასევე, მამაჩემის მამამ დაიკიდა თავის დროზე ფეხებზე!

ერთი ამბავი ატყდება პრემიებისა და დანამატების გამოც _ გეგონება, ამ პრემიებსა და დანამატებს ჩემი უბნელი ლოთი ჯემალა უნაწილებდა თავის “კოლეგა” უშანგას და ვალიკოს…

და ამბუკეტსდაემატება თვით ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების დაპირება _ გეგონება, ვიდრე წავიდოდა, არც კოჰაბიტაცია დაწყებულა, არც ფეხებზე დაუკიდებიათ თანამებრძოლები და არც პრემიები და დანამატები უჭამიათ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს!

და მაინც, საკითხავია: უშველის კი ეს ყველაფერიხიდიდან გადამხტარისგარეშე და გათავდაცვისმინისტრებულის დაქალების ამარა დარჩენილქართულ ოცნებას”?

მით უმეტეს ახლა, როდესაც ხალხმა მათგან ლგბტთემისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მხარდაჭერა უკვე მოისმინა?

ასეთ კითხვებზე პირდაპირი პასუხები ისეთი რთულია, ჯერ რომ არ ყოფილა. აკი, შესავალშივე ვთქვით _ შეიძლება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უამრავი მოულოდნელობით იყოს აღსავსე…

ასპროცენტიანი და უტყუარი მხოლოდ ერთია _ ჩვენს ქვეყანაში ცნობილმა პოლიტიკოსებმა უკვე დაიწყეს ისეთი მოძრაობები და ისეთი საქციელის ჩადენა, რომ იმ ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის გმირს მიწაზე დამხობა და ყურის დადებაც აღარ დასჭირდება, ისედაც შეუძლია, აღგზნებული ხმით წამოიძახოს: მოდის, არჩევნები მოდის!”

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here