Home რუბრიკები პოლიტიკა “ვიკილიქსის” დამფუძნებელს საფრანგეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა

“ვიკილიქსის” დამფუძნებელს საფრანგეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა

482

 “ვიკილიქსისდამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ცოტა ხნის წინათ ღია წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და თავშესაფარი სთხოვა

 

 “ჩემი მიღება საფრანგეთისთვის ჰუმანიტარული და სიმბოლური ჟესტი იქნება, რაც თითოეულ ჟურნალისტსა და აქტივისტს წაახალისებს”, – წერია ასანჟის წერილში.

“ვიკილიქსის” დამფუძნებელი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ოლანდის რეზიდენციაში განაცხადეს, რომ განიხილეს ასანჟის თხოვნა და გადაწყვიტეს, არ დააკმაყოფილონ. “ასანჟი რაიმე საფრთხის წინაშე არ დგას. უფრო მეტიც, მასზე ევროპაში დაკავების ორდერია გაცემული”, – აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ავსტრალიელი ჟურნალისტი და აქტივისტი, ჯულიან ასანჟი 2012 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში იმყოფება. იგი დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ვერ ტოვებს იმის გამო, რომ შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დააკავონ, რადგან საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებისთვის მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here