Home რუბრიკები პოლიტიკა “ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოოოს…” ანუ გლობალური მიყურადების პრაქტიკა

“ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოოოს…” ანუ გლობალური მიყურადების პრაქტიკა

670

ახლახან უცხოეთის მედია ააფეთქა ბი-ბი-სის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ: პოლონელი მაღალჩინოსნები ფარულად ჩაწერეს მაშინ, როცა ეს პატივცემული ადამიანები ადგილობრივი პოლიტიკოსებისა და სხვა ქვეყნების ლიდერების მისამართით “მოურიდებელ კომენტარებს” აკეთებდნენ.

 

ფარული გასაიდუმლოებულს არ ნიშნავს და გასაჯაროვდა კიდეც ეს ჩანაწერი.

გაირკვა, რომ რადოსლავ სიკორსკი, რომელიც იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ბრიტანეთის პრემიერ დევიდ ქემერონს ევროკავშირის საქმეების მოგვარებაში “არაკომპეტენტურს” უწოდებდა; რომ ვარშავის აშშ-თან კავშირი “არაფრის მომტანია”. სიკორსკი ჩანაწერებში ვულგარულ გამონათქვამებს არ ერიდება და ამბობს, რომ აშშ-სა და პოლონეთის ურთიერთობა ორალურ სექსს ჰგავს.

სიკორსკიმ, რომელიც ბოლო პერიოდში პოლონეთის პარლამენტს თავმჯდომარეობდა, უარყო ბილწსიტყვაობის ფაქტი, მაგრამ იძულებული შეიქნა, თანამდებობა დაეტოვებინა.

ეს სკანდალი მხოლოდ პოლონეთს არ ეხება, არც მხოლოდ ამ ქვეყნის სამთავრობო კრიზისით იფარგლება. პრობლემა, რომელიც დემოკრატიულ და დამოუკიდებელ პოლონეთში ჩირქოვანი მუწუკივით გასკდა, გლობალურია და საყოველთაო მიყურადების, თვალთვალის, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მოსმენისა და გაკონტროლების მტკივნეულ თემას შეეხება.

უფრო ზოგადად, _ ადამიანის თავისუფლებათა ხელყოფის საკითხს, რომელიც ეპიდემიასავით მოედო დასავლეთის სახელმწიფოებს.

გასულ კვირაში კიდევ ერთხელ გაიშიფრა აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ამერიკის მოკავშირე ქვეყნების ლიდერების მოსმენა-მიყურადღების სკანდალური ფაქტი. ვიკილიქსისმიერ გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2006-2012 წლებში აშშის ეროვნული უშიშროების სააგენტო რეგულარულად და გამიზნულად უთვალთვალებდა საფრანგეთის პრეზიდენტებს _ ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს.

ამ ინფორმაციით, რომელიც გასული კვირას გასაჯაროვდა, დადასტურებულია მიყურადების რამდენიმე კონკრეტული მაგალითი. მათგან ერთ-ერთი ეხება ევროზონიდან საბერძნეთის შესაძლო გასვლას, რაზეც ფრანსუა ოლანდი 2012 წელს კონფიდენციურად საუბრობდა. მეორე დოკუმენტი კი 2011 წელს ნიკოლა სარკოზის საუბრის გაშიფრული ჩანაწერია ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკების გამართვის თაობაზე ამერიკის ზურგს უკან.

ამგვარ ფაქტებზეა ლაპარაკი აშშ-ის სპეცსამსახურის ხუთ გასაიდუმლოებულ მოხსენებაში. ეს დოკუმენტები “ვიკილიკსმა” ხელთ იგდო საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული შეტყობინებების მეშვეობით, _ განმარტავს ფრანგული გაზეთი “ლიბერასიონი”.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები სატელეფონო საუბრების ფარული ჩაწერით დაკავებულები არ არიან(!). სხვანაირ რეაქციას ამ სტრუქტურისგან არც არავინ ელოდა.

ასეთმა თავხედურმა უარყოფამ ფრანგულ მედიაში ცეცხლზე ნავთის გადასხმის ეფექტი იქონია. “უკვე ათი წელიწადია, პარიზის თანხმობის მოედანზე განლაგებულ ამერიკის საელჩოში მოქმედებს მიყურადღების სპეციალური ჯგუფი”, _ წერს “ლიბერასიონი” და დასძენს, რომ ეს ჯგუფი მიყურადღებისთვის იდეალურ ადგილზეა მოთავსებული _ ელისეს სასახლის, საფრანგეთის შსს-ს, იუსტიციისა და თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროების, ეროვნული კრების, აგრეთვე, უცხოეთის ქვეყნების საელჩოების მახლობლად”.

საინტერესოა, რომაშშ მსოფლიოში ელექტრონული მიყურადღების 80 ასეთი ცენტრი აქვს, მათგან 19 ევროპაშია (Der Spiegel).

“ეს ყოვლად დაუშვებელი და არანორმალური პრაქტიკაა, _ განაცხადა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა საფრანგეთის ეროვნულ საკრებულოში გამოსვლისას, _ საფრანგეთი არასოდეს განახორციელებს დაზვერვით მოქმედებას პარტნიორი ქვეყნების მიმართ”.

ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ ფარული თვალთვალის არსებული პრაქტიკის გამო. ასეთი მეთოდები “პრინციპულად მიუღებელია, განსაკუთრებით კი, მოკავშირეთა ურთიერთობაში”, _ განუცხადა სარკოზიმ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას ამ სკანდალის თაობაზე ჰკითხეს.

საფრანგეთის უდიდეს ოპოზიციურ პარტიაში აღშფოთებას არ მალავენ ამერიკელი მოკავშირეების ასეთი უცერემონიო დამოკიდებულების გამო: ევროპარლამენტში რესპუბლიკელების წარმომადგენელმა რენე მიუზელემ პროტესტის ნიშნად საფრანგეთიდან აშშის ელჩისგანდევნისწინადადებაც კი წამოაყენა.

გერმანიის მთავრობა ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს.

დუმს ევროკავშირიც. არადა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს უშიშროებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარის _ ირინა იაროვაიას განცხადებით, “მთავარი არის ის, როგორი რეაგირება ექნება ევროკავშირს აშშ-ის “ჯაშუშურ თავხედობაზე”, რომელიც, ფაქტობრივად, ფარდას ხდის ამერიკელების მისწრაფებას, გადააქციოს ევროპა თოჯინების საკუთარ თეატრად”.

აპრილში ევროპაში აგორდა მორიგი სკანდალი, როცა რიგმა გერმანულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო საფრანგეთისა და ავსტრიის პოლიტიკოსების, ასევე, მსხვილი ევროპული კორპორაციების სათვალთვალოდ იყენებდა დაზვერვის ფედერალური სამსახურის ტექნიკურ საშუალებებს.

ტელეარხ RTBF-ის ცნობით, გერმანიის სპეცსამსახური აკონტროლებს ევროპის 30 ქვეყნის 134 ინტერნეტხაზს, მათგან 15 ბელგიურია. ისინი თავმოყრილია ფრანკფურტში, საიდანაც გერმანიის სპეცსამსახურებს დაწესებული აქვთ თვალთვალი აშშის ეროვნული უშიშროების სააგენტოს სასარგებლოდ.

ბელგიის პროკურატურამ დაადასტურა, რომ დაიწყო გამოძიება აღნიშნულზე.

ამასობაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა შინდლერმა აღიარა, რომ მისმა უწყებამ შეცდომები დაუშვა ამერიკის დაზვერვასთან თანამშრომლობისას. როგორც Die Zeit-ი წერს, საკმარისად არ ამოწმებდნენ სათვალთვალო ობიექტების სიებს, რომლებსაც ამერიკელი კოლეგებისგან იღებდნენ.

შინდლერმა აღნიშნა, რომ გერმანული სპეცსამსახურების ზოგიერთი თანამშრომელი აშშის დაზვერვის საეჭვო მიზნების შესახებ საქმის კურსში იყო ჯერ კიდევ 2005 წლიდან, მაგრამ პირადად მან ეს მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში შეიტყო. ამგვარი უყურადღებობა კი იმით ახსნა, რომ მისი სამსახური ძლიერაა დამოკიდებული აშშის შესაბამის სტრუქტურაზე, რაც გერმანიის დაზვერვის თანამშრომლებს აიძულებს, ხმა არ ამოიღონ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, შინდლერმა გამორიცხა ამერიკელებთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესაძლებლობა, რადგან აშშ-დან მისი უწყება იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ტერორისტული ჯგუფების გააქტიურებისა და ექსტრემისტების მოქმედების მეთოდების შესახებ.

ამასთანავე, არსებობს უტყუარი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც გერმანიის დაზვერვის სამსახური, მოპოვებული ცნობების ამერიკელებისთვის მიწოდების პარალელურად, აღნიშნულ მასალებს თავადაც იყენებდა. იგულისხმება როგორც მოპოვებული მეტამონაცემები (ვინ ვის და როდის დაელაპარაკა ტელეფონით ან ელექტროფოსტით ჰქონდა მიმოწერა), ასევე, წერილებისა და ხმოვანი ფაილების სრულად გაშიფრული ტექსტები).

ასეთია ევროპაში მიყურადების თავისუფლება.

რა ხდება ამერიკაში?

მიუხედავად იმისა, რომ 1 ივნისს ვადა გაუვიდაპატრიოტული აქტისიმ მუხლს, რომელიც აშშის სპეცსამსახურებს მოქალაქეების საყოველთაო თვალთვალის უფლებას აძლევდა, ეროვნული უშიშროების სააგენტოს კვლავაც ეძლევა უფლება, შეაგროვოს მონაცემები, რომლებიც მიმდინარე გამოძიებებისთვის იქნება საჭირო. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ აშშის მოქალაქეთა სატელეფონო საუბრებს სახელმწიფო სტრუქტურა კი არ ჩაიწერს, არამედ ტელესაკომუნიკაციო კომპანიები. ექსპერტების აზრით, ეს არის ტოტალური თვალთვალის მხოლოდ ახალი, შეფარული საშუალება. ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა.

ექსპერტები ამ “ახალი” ვითარების გაანალიზებისას ყურადღებას მიაქცევენ ასეთ გარემოებას: პრეზიდენტ ობამას მიერ 3 ივნისს ხელმოწერილი “თავისუფლების აქტის” მიხედვით, ეროვნული უშიშროების სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ამერიკელების პერსონალურ მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ მხოლოდ კავშირგაბმულობის ოპერატორების მეშვეობით სასამართლოს ორდერის საფუძველზე. ფორმალურად ასეა, მაგრამ ასოშიაიტედ პრესისგამოძიებით დადასტურდა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აქვს თვითმფრინავების პარკი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერებითა და მობილური ტელეფონების თვალთვალის სპეციალური საშუალებით და ამ ტექნიკის ასამოქმედებლად სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებას ჩვეულებრივ არც საჭიროებს და არც მოითხოვს. დადგინდა, რომ ეს თვითმფრინავები რეგისტრირებულია, სულ ცოტა, 13 ყალბი კომპანიის სახელზე.

ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი კირკ უები აღნიშნავს, რომ “თავისუფლების აქტი”, “პატრიოტული აქტი”, “უცხოეთის დაზვერვაზე დაკვირვების აქტის შესწორებები” “ეგრეთ წოდებული კანონებია”, ხელისუფლების ხრიკი, რომლის მეშვეობით ცდილობს, დამალოს, რომ მის განკარგულებაშია მთელი რიგი ორგანოებისა, აგრეთვე, თვალთვალის მეთოდები, რომლებსაც ამერიკელების წინააღმდეგ ისეთი ინტენსივობით იყენებს, თითქოს ჩვენ, ყველანი, პოტენციური ტერორისტები და დამნაშავეები ვიყოთ”.

აშშის დაზვერვა უსმენს არა მხოლოდ სატელეფონო საუბრებს, არამედ აკვირდება თავისი მოქალაქეების ფულის მოძრაობასაც. არსებული მონაცემებით, ჯერ კიდევ 2013 წელს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო იმ გეგმის შემუშავება, რომლის განხორციელების შემთხვევაში აშშის სპეცსამსახურებს საშუალება მიეცემათ, გააკონტროლონ ქვეყნის ყველა მოქალაქის ფინანსები, აგრეთვე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებისაც, რომლებიც ამერიკული ბანკების მომსახურებით სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომპატრიოტული აქტი” “თავისუფლების აქტითშეცვალეს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებს შეშფოთების ყველა საფუძველი აქვთ _ მათი პირადი ცხოვრება დაცული არ არის.

როცა ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეებზე საყოველთაო თვალთვალი აქვს დაწესებული, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი საცეცები, ევროპის გარდა, ლათინური ამერიკის ქვეყნებსაც სწვდება.

მაგალითები? ინებეთ:

*2013 წლის 7 ივლისს გავლენიანმა ბრაზილიურმა გაზეთმა O Globo-მ გაასაჯაროვა მონაცემები იმის თაობაზე, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს ამ ქვეყანაში მოწყობილი ჰქონდათ საყრდენი პუნქტი, რომლის მეშვეობით უსმენდნენ სატელეფონო საუბრებს და იწერდნენ ელექტრონულ წერილებს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ პირთა შორის, რომლებსაც აშშ უთვალთვალებდა, იყო ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი. ამ სკანდალური ფაქტის გამო დილმა რუსეფმა გადადო სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.

* იმავე წლის ივლისში ამერიკულმა ესპანურენოვანმა ტელეარხმა Univison გამოაქვეყნა აშშის სპეცსამსახურების მიერ ეკვადორის პრეზიდენტის _ რაფაელ კორეას, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სხვათა ფარულად მოპოვებული მიმოწერა.

ამ გადასახედიდან აბსოლუტურად ხელოვნური ჩანს ცოტა ხნის წინათ საქართველოში ე.წ. გასაღების (ფარული მიყურადების) პრობლემის გარშემო ატეხილი დავა და კამათი, რომლის კოორდინაციას, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლები ახდენდნენ, რომელზეც ამ წერილში ვილაპარაკეთ.

გინების დიპლომატია

პოლონელი მაღალჩინოსნების ბილწსიტყვაობა, როგორც ირკვევა, არც პირველია და არც ორიგინალური.

ჩაკირკიტებულმა ჟურნალისტებმა მოიძიეს “დიპლომატიური გინების” თავდაპირველი ფაქტი, რომელსაც “ადგილი ჰქონდა” კარგა ხნის წინათ და რომლის ფიგურანტები იყვნენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და გორდონ ბრაუნის მთავრობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მილიბენდი.

დაპირისპირებულმა მხარეებმა ამ ფაქტის (თუ “ფეიკის”) ინტერპრეტირების თავიანთი ვარიანტები გაავრცელეს. დღეს დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება ძნელია _ მტყუან-მართალს ვერ გაარკვევ. მართალია, თავის დროზე ამ ფაქტის გამო დიდი ხმაური არ ამტყდარა, შეიძლება ითქვას, არც დიდი ინტერესი გამოუჩენიათ მიმომხილველებს, მაგრამ, ეგებ, გამოდგეს, როგორც მაგალითი, რომელზეც შეიძლება ისწავლო, გაითვალისწინო იმ შემთხვევაში, როცა დაგაბრალებენ იმას, რაც არ გითქვამს.

The Dauly Telegraph-მა თავის დროზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით (თუ მის უტყუარობას ვირწმუნებთ), თითქოს ლავროვმა თავის ინგლისელ კოლეგას _ მილიბენდს (რომელიც ინგლისში მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდათ), რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მიზეზებზე საუბრისას ლამის შეაგინა.

მილიბენდი მოხალისე ადვოკატად დაუდგა მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში კატასტროფისკენ უბიძგა საქართველოს, თავს მოახვია ომის საშინელება და, შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა. ახალგაზრდა კოლეგამ ლავროვს ჭკუის დარიგება დაუწყო, თითი დაუქნია, რის გამოც მიიღო არცთუ დიპლომატიური პასუხი.

ინგლისურიდან რუსულად (შესატყვის ვარიანტში) ესუხამსობაასე ითარგმნა: “Who are you to foukng lectyre me?!” _ “Кто ты такой, чтобы читать мне, блядь, нотации?!” ქართულად, ალბათ, ასე უნდა იყოს: “ვინა ხარ, შე ნაბოზარო, მე ნოტაციები რომ მიკითხო?”

ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ბრიტანული “დეილი ტელეგრაფის” მკითხველებს აცნობა გაზეთის პოლიტიკურმა რედაქტორმა ენდრიუ პორტერმა, რომელიც “ტელეგრაფში” სამუშაოდ 2007 წელს გადავიდა სკანდალურ ტაბლოიდ The Sun-იდან. ლავროვმა მილიბენდს შეუტია და თავისი პოზიცია თითქოს ასე განავრცო: იცის კი რამე მილიბენდმა რუსეთის ისტორიის შესახებ? და ახსოვს თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი აშშ-თან ერთად შეიჭრა ერაყში 2003 წელს? ახლა კი ბედავს ილაპარაკოს საერთაშორისო სამართლის შესახებ?

ენდრიუ პორტერი განმარტავდა: “ბატონი ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში და იქცა რუსეთის ახალი აგრესიული საგარეო პოლიტიკის საფრთხობელად”.

დეილი ტელეგრაფიარა მხოლოდ უაღრესად პატივდებული გაზეთია ინგლისში, საუკუნენახევრიანი ისტორიით, არამედ ყველაზე უფრო კონსერვატული გამოცემა. კონსერვატორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მსოფლიოს ყველა კრიზისში ჩარევის პრაქტიკა და ყურადღება საშინაო საქმეებზე გაამახვილოს, საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ბრიტანეთის მიდებმოდების პოლიტიკა, რომელიც ბრაუნის მთავრობას ტონი ბლერისგან შთამომავლობით ერგო, კონსერვატორებს გულზე არ ეხატებათ. აქედან გამომდინარე, ლავროვის მიერ მილიბენდისშემოლაწუნებაკონსერვატორებს შეიძლება ესიამოვნათ კიდეც.

საინტერესოა, რომ ვიდრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავდა ფაქტს, არავინ გამოსულა ენერგიული პროტესტით და არც არავინ დაეჭვებულა “დეილი ტელეგრაფის” მიერ გადმოცემული ამბის სიზუსტეში. მიმომხილველების აზრით, ეს ნიშნავდა, რომ საზოგადოებრიობა (როგორც დასავლეთში, ასევე, რუსეთში) მზად იყო, მიეღო, როგორც უტყუარი მოცემულობა, ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაგინა თავის დიდბრიტანელ კოლეგას: “ზოგისთვის ეს აღმოჩნდა მხიარული განწყობილების საბაბი, ზოგისთვის _ “რუსეთის ბარბაროსობის” მორიგი გამოვლენა, მაგრამ არავისთვის ყოფილა რაღაც წარმოუდგენელი რამ”.

რატომ? ამაზე ოდნავ ქვემოთ.

ახლა _ ლავროვის განმარტების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მილიბენდს კატეგორიულად არ სურდა, ეღიარებინა, რომ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში საქართველომ აგრესორის როლი შეასრულა. მაშინ ლავროვმა მოიშველია დაუსახელებელი, დასავლეთევროპელი ლიდერის აღიარება, რომ ომი წამოიწყო საქართველომ, ხოლო სააკაშვილს უწოდა Fucking Lunatic (რუსულად დაახლოებით _ гребанный псих, ქართულად _ გიჟი, გადარეული, თანაც_ “ნახმარი”), ანუ, გაიმეორა სხვისი ნათქვამი, ხოლო “დეილი ტელეგრაფის” ანონიმური წყაროების მტკიცება, რომ მან მილიბენდს თითქოს აგინა, ამ წყაროების ავტორთა სინდისზე შეაგდო.

რატომ არ გაუკვირდა საზოგადოებრიობას ლავროვის ბილწსიტყვაობა, ამაზე მიმომხილველებს ასეთი აზრი ჩამოუყალიბდათ:

ლავროვი პუტინის კაცია. პუტინი კი თავის გამონათქვამებში ყოველთვის კორექტული არ არის. მაგალითად ასახელებენ პუტინის შარშანდელ (11 სექტემბერს) გამონათქვამს, როცა მანვალდაისკლუბის სხდომაზე დამსწრე დასავლელი ჟურნალისტის შეკითხვას _ რამდენად პროპორციული იყო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ გამოყენებული სამხედრო ძალა, ასე უპასუხა: “ჩვენ იძულებული ვიყავით, გვეპასუხა. ან, იქნებ, უნდა მოგვეხოცა სისხლიანი ჟღვინტი და, როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ, ქედი მოგვეხარა? თქვენ რა, გინდოდათ, რომ ჯაყვა გვექნია? რას ნიშნავსადეკვატური ძალის გამოყენება”, როცა გვიტევენ ტანკებით, მძიმე არტილერიით, საზალპო ცეცხლის სისტემებით? ჩვენ რა, “რაგატკაუნდა გვესროლა?.. მათ სიფათში მოხვდათ, როგორც საჭირო იყო, ისე”.

ის, რაც პუტინმა თქვა და, თითქოს უბრძანესო, შემდეგ ყველამ გაიმეორა, _ წერენ ექსპერტები, დასავლელ პოლიტიკოსებს არ მოეწონათ, მაგრამ მოეწონა დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებრიობას, რადგან რუსი პოლიტიკოსები დასავლელებს ეუბნებიან იმას, რისი გაგონებაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს სურთ.

თუ მკითხველები სააკაშვილის არადიპლომატიურ და უხამს გამონაქვამებს გაიხსენებენ იმავე რუსეთისა და, კერძოდ, პუტინის წინააღმდეგ, შეიძლება დავასკვნათ, რომ პარიტეტი დაცულია.

მიმოხილვა მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here