Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პატრიარქმა აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდი შეცდომა უწოდა

საქართველოს პატრიარქმა აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდი შეცდომა უწოდა

498

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას გამოეხმაურა და ბრძანა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ.

 

“მედიიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა. სრული თავისუფლება რომ მისცე ადამიანს, მაშინ არ იქნებოდა საჭირო 10 მცნება, კანონები და წეს-ჩვეულებები. ამიტომ ჩვენ უნდა გავარჩიოთ, რა არის სასარგებლო ჩვენთვის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები, სახელმწიფოები, უკანონობას აკანონებენ,” _ განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და ბოროტი და რა არის მისაღები და მიუღებელი.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here