Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ახალი გუბერნატორი ჰყავს

საქართველოს ახალი გუბერნატორი ჰყავს

542

აშშ-ის სენატმა საქართველოში ახალ ელჩად იან კელი დაამტკიცა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა თბილისში სექტემბერში ჩამოვლენ. რიჩარდ ნორლანდმა კი გასამგზავრებლად მზადება დაიწყო. “სადაც უნდა ვიყოთ, საქართველო და ქართველები მუდამ დარჩება მერისა და ჩემს გულებში”, _ განაცხადა საქართველოში აშშ-ის აწ უკვე ყოფილმა ელჩმა.

 

რიჩარდ ნორლანდის “თბილი” დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გასაკვირი არ არის, რადგან აშშ-ის ინტერესებს ისე ატარებდა საქართველოში, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა, მის მითითებებს ხომ უსიტყვოდ ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებები.

სწორედ ნორლანდის მეცადინეობითა და საქართველოს ხელისუფლების უსიტყვო თანხმობით შეიქმნა საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორია და ნატოს საწვრთნელი ცენტრი, რომლის გამოც ტერიტორიადაკარგული ქვეყანა რუსული რაკეტების სამიზნე გახდა. შემდეგ დამნაშავე “ნაციონალებს”, რომლებიც 9 წლის განმავლობაში სისხლს სწოვდნენ და აწამებდნენ ქართველებს, ებრძოდნენ ქართულ ტრადიციებს, ფასეულობებს, მართლმადიდებლობას და ანგრევდნენ ქვეყანას, კალთა გადააფარა და ახალ ხელისუფლებას უბრძანა, მათთვის ხელი არ ეხლოთ. სწორედ ნორლანდის ინიციატივით დაიწყო ე.წ. კოაბიტაციის პროცესი, რომელმაც დამნაშავე “ნაციონალები” ისე გაათამამა, რომ ახლა ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაზე აქვთ პრეტენზია; სწორედ ნორლანდის ელჩობის პერიოდში წამოყო თავი ლგბტ თემმა, რომელიც ყველაფერ ქართულთან ერთად ქრისტიანულ ღირებულებებსაც ებრძვის, იმ ღირებულებებს, რომლებმაც კაცობრიობა აქამდე მოიყვანა; სწორედ ნორლანდის ელჩობის პერიოდში მიიღო საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საფუძველია. ბოლოს კი, წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე, ნორლანდის მითითებით თუ ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრად რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი დანიშნეს.

სექტემბრიდან საქართველოს აშშ-ის ახალი ელჩი, უფრო ზუსტად, ახალი გუბერნატორი ეყოლება, რომელიც განაგრძობს წინამორბედის დაწყებულ საქმეს _ ბრძოლას ყოველივე ქართულის წინააღმდეგ, თავისი გუბერნიის _ საქართველოს გადაქცევას აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების პლაცდარმად, ქართული კულტურისა და განათლების ნგრევას და ამის გაკეთებას შეეცდება არა საკუთარი, არამედ საქართველოს ხელისუფლების ხელით, თუმცა ჯერ თვითონ საქართველოს ხელისუფლების სრულად დანგრევა და ქვეყნის სათავეში ამერიკელთა ახალი ძაღლიშვილების მოყვანა მოუწევს რესპუბლიკელების ან ალასანიას სახით, რადგან საქართველოს პრემიერმინისტრის _ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება _ “ყველაფერს ვიღონებ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა”, ეწინააღმდეგება აშშის მიზნებს, რომლის პირველი პირები ცდილობენ, მსოფლიოს ყველა ქვეყანას თავს მოახვიონ სოდომია და ქრისტიანობის საწინააღმდეგო ღირებულებები.

საქართველოს პრემიერმინისტრს ანტიამერიკული, ქართული ტრადიციების, მართლმადიდებლობის დასაცავად მიმართული განცხადება შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

 აქ პარალელის გავლება შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შორის, რომელიც ქართველი ერის გადარჩენის ერთადერთ გზად ქრისტიანული და ქართული ეროვნული ღირებულებების დაცვას მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა), ზვიად გამსახურდია მდინარების საწინააღმდეგოდ მიცურავსო, თუმცა პასუხიც საკადრისი მიიღო: “მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან”.

აი, რას ამბობდა ზვიად გამსახურდია წლების წინათ, როდესაც ჯერ კიდევ ასე მძლავრი არ იყო დასავლური პროპაგანდა ქრისტიანული ღირებულებებისა და ქართული ტრადიციების წინააღმდეგ:

ქართველთა ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა

ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ის, ვინც “გაინგლისელდება”, “გაგერმანელდება”, “გაფრანგდება”, “გარუსდება”, “გაამერიკელდება”, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიოს მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფა”.

რაც შეეხება მაიკლ კელის, მას მდიდარი გამოცდილება აქვს. 2007-2009 წლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ხელმძღვანელობდა ევროპისა და ევრაზიის საქმეების ბიუროს რუსულ მიმართულებას. მანამდე კი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა რუსულ ენას. მუშაობდა რუსეთსა და სსრკ-ის სხვა ყოფილ რესპუბლიკებში, აგრეთვე, ყოფილ იუგოსლავიაში (ამ ქვეყანას რაც დამართეს ამერიკელებმა, როგორ დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს სერბეთის მართლმადიდებლური ტაძრები, ყველასთვის ცნობილია).

როგორც ჩანს, სექტემბრიდან საქართველოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება და ვნახოთ, თუ გაუძლებს ქართველი საზოგადოება ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური ღირებულებების ექსპანსიას.

გიორგი გაჩეჩილაძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here