Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაჭერას მოითხოვს სრულიად საქართველო, ბიძინა ივანიშვილი კი...

ვასილ ჭიჭინაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაჭერას მოითხოვს სრულიად საქართველო, ბიძინა ივანიშვილი კი გამოდის და ამბობს, _ ყველაფერი ვაპატიეო. ვინ ჰკითხავს ივანიშვილს? ქვეყანას პროკურატურა და პოლიცია რისთვის ჰყავს?

509

13 ივნისს ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გონს მოსულმა ხელისუფლებამ სტიქიით გამოწვეული ზარალი დათვალა. თანხამ 100 მილიონს გადააჭარბა. არადა, ქვეყანაში ისედაც გაუსაძლისი ეკონომიკური ვითარებაა.

 

ერთი თვის წინათ პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის სეკვესტრირებული ვარიანტის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა მისცა, მაგრამ ბიუჯეტი აქამდე არ არის წარმოდგენილი. მოქალაქეები ქვეყნის ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილონი არიან. სოციალურ ქსელში წერენ, _ ლომის მაგივრად, ეგებ ღარიბაშვილი დავაძინოთო…  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე გვესაუბრება.

_ უბედურება დაატყდა ქვეყანას, მოვარდნილმა ღვარცოფმა ნახევარი ქალაქი დაანგრია, არის მსხვერპლიც. შეძლო ჩვენმა მთავრობამ კოორდინირებული მუშაობა? გაართვა თავი პრობლემას?

_ არა, მათ ვერ შეძლეს კოორდინირებული მუშაობა. ექსპერტები, რომლებმაც ამ საქმეში ჩემზე მეტი იციან, ამბობენ, რომ ხელისუფლებას შეეძლო პრევენციული ზომების გატარება და ესტაკადის გადაკეტვა, აგრეთვე, ხალხის ევაკუაციაც. ე.წ. ახალ გზასთან, იქვეა პოლიციის სამმართველო და სამართალდამცველებს შეეძლოთ, გზა გადაეკეტათ, რადგან ცხადი იყო, რომ ჩვეულებრივი წვიმა არ მოდიოდა, ძლიერდებოდა და ძლერდებოდა. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ მეწყერის ჩამოწოლამდე საკმარისი დრო იყო ხალხის საევაკუაციოდ.

ასე რომ, მთავრობის მუშაობაში მოსაწონი არაფერი ყოფილა ან რა კოორდინაციაზეა ლაპარაკი, როდესაც განაცხადეს, არც ერთი ცხოველი აღარ არის გარეთო და მეორე დღეს დედაქალაქის ცენტრში ვეფხვი ადამიანს ჭამს თუ კლავს! თავმოყვარე მთავრობა უნდა გადამდგარიყო!

არ ვიცი, ხალხს ახსოვს თუ არა, ლიტვაში დატრიალებული ტრაგედიისას რა მოხდა და რა ქნა მთავრობამ. ლიტვაში უნივერმაღის შენობა ჩამოინგრა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არაფერ შუაში იყო, ის შენობა მისი აშენებული არ იყო, მაინც გადადგა, პასუხისმგებლობა დაიკისრეს, ჩათვალეს, რომ როგორმე თავიდან მაინც უნდა აეცილებინათ მოსალოდნელი ტრაგედია.

მთავრობას პასუხისმგებლობის განცდა უნდა ჰქონდეს, ბოდიშის მოხდა საქმეს არ შველის, ამით დაღუპულებს ვერ გააცოცხლებ, განსაკუთრებით _ ვეფხვისგან მოკლულს.

ერთ-ერთი მაშველი, რომელმაც შვიდი ადამიანი გადაარჩნია და მერე თვითონაც დაიღუპა, რაღაც მედლით დააჯილდოვეს. საინტერესოა, ჩვენი ხელისუფლების წევრები გმირობას რას ეძახიან?!

ამ ყველაფერს დეტალურად რომ დააკვირდები და მოვლენებს თვალს ადევნებ, მთავრობის კოორდინირებულ მუშაობაზე საუბარიც კი სასაცილო ხდება.

_ სტიქიით გამოწვეული ზარალი ძალიან დიდია. ქვეყანაში კი ისედაც მძიმე ეკონომიკური ვითარება იყო, პრემიერმა სტიქიამდე რამდენიმე კვირით ადრე ფინანსთა მინისტრს სეკვესტრირებული ბიუჯეტის წარდგენა მოსთხოვა, რაც დღემდე არ შესრულებულა. როგორ ფიქრობთ, რა ხდება მთავრობაში?

_ საქმე ის არის, რომ არაფერიც არ ხდება. თავშივე ვისაუბრეთ, რომ მთავრობაში კოორდინაცია არ არის, სტუქტურებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვთ, ყველა თავისთვისიქაჩება”. პრემიერს რა ფუნქცია აქვს, გაურვეველია. მინისტრი რომ პრემიერის დავალებას არ შეასრულებს, ამას რა ჰქვია? მე ამ საქციელს სახელი ვერ ვუპოვე.

_ ფიქრობთ, რომ მინისტრებს ბიძინა ივანიშვილი აფარებს ხელს?

_ ასე ჩანს. მინისტრი მოსახსნელია და პრემიერი ვერ ხსნის, ე.ი. ვიღაც მფარველობს.

ქვეყანაში რა ხდება, ვერ გაიგებ. ვინ მართავს ამ ქვეყანას ან რა მმართველობა გვაქვს? პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს, თუმცა არც პრემიერი წარმოადგენს რამეს. ერს თავმოყვარეობა დააკარგვინეს, თვითონ ხომ არ აქვთ და არ აქვთ.

თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებმა, ანუ ორმა ქალმა ივანიშვილი რამდენიმე დღის წინათ ბათუმში ჩაიყვანა და ევროკავშირის ვიღაც წარმომადგენლებს შეახვედრა. მითხარით, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? რას წარმოდგენს? რაზე ისაუბრა, რა გადაგვიწყვიტა?

_ ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის, ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრები, ყოფილ პრემიერს ხშირად ადანაშაულებენ პროკურატურაზე ზემოქმედებაში. როგორ ფიქრობთ, ერევა ივანიშვილი პროკურატურის საქმიანობაში?

_ ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობ, როცა ვამბობ, რომ ღირსება დავკარგეთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაჭერას მოითხოვს სრულიად საქართველო, ბიძინა ივანიშვილი კი გამოდის და ამბობს, _ ყველაფერი ვაპატიეო. ვინ ჰკითხავს ივანიშვილს? ქვეყანას პროკურატურა და პოლიცია რისთვის ჰყავს?

კიდევ ვიტყვი: ჩვენ ქვეყანა აღარ ვართ. მოვა ვიღაც, დაგანიშნინებს მინისტრს, მოვა მეორე ვიღაც და გეტყვის, მართალია, ესა და ეს კაცი ქურდია, ყაჩაღია, მკვლელი, მაგრამ უნდა აპატიო და შენც მიუტევებ…

_ დაჭერამიტევებაზე ბევრს საუბრობენ, განსაკუთრებით _ ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. თითქმის ყველა ამბობს, რომ მომხდარინაციონალებისკისერზეა, თუმცა ივანიშვილიცა და მთავრობის დანარჩენი წევრებიც გვეუბნებიან, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი წარსულია და უნდა დავივიწყოთ. ფიქრობთ, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი ესტაკადის მშენებლობისთვისაც უნდა დაისაჯოს?

_ რა თქმა უნდა, საქმე სასწრაფოდ გამოსაძიებელია და დამნაშავე სასტიკად დასასჯელი. რაც შეეხება სააკაშვილის დავიწყებას, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც მას ლობირებენ, ძვირფასია ამ ხელისუფლებისთვისაც. ჩვენ ხომ დამოუკიდებლები არ ვართ? ჩვენს საყვარელივანიშვილს იმდენი ფული აქვს, წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებს, რადგან, შესაძლოა, ერთი არასწორი ნაბიჯის გამო, მისი ფული განულდეს, ამიტომ ივანიშვილი, თავისი ფული რომ არ დაკარგოს, იძულებულია, ნორლანდის მითითებას დაემორჩილოს და სააკაშვილს თავი დაანებოს.

არ ვიცი, ესტაკადა როგორ აშენდა, რა დარღვევები იყო, მაგრამ ფართხა-ფურთხით რომ გაკეთდა, ვიცი. ეს იცოდა ყველამ. ხელისუფლება, რომელიც სამი წელიწადია, ქვეყნის სათავეშია და ახლა, უბედურების დატრიალების შემდეგ ამბობს, გზა ცუდად იყო გაკეთებულიო, მართალი არ მგონია. თუ ყველაფერი იცოდნენ, ზომები მიეღოთ, ეს გზა უნდა გაეუქმებინათ.

“ნაციონალები” ვინც იყვნენ და რასაც აკეთებდნენ, ყველამ ვიცით, ეს პარტია გასაუქმებელი იყო და ხალხიც ამას მოითხოვდა, ხალხის ნებას გადააბიჯეს და კოჰაბიტაცია დაიწყეს.

_ საფრანგეთში რა დოკუმენტს მოაწერა ხელი თავდაცვის მინისტრმა?

_ ხიდაშელმა ხელი რას მოაწერა, თვითონ მთავრობის წევრებმაც არ იციან, ამაში დარწმუნებული ვარ. ასეთი რაღაცები ასე არ უნდა ხდებოდეს. მთავრობა ვალდებულია, ხალხი საქმის კურსში ჩააყენოს, ჩვენ ვართ იმის ღირსი, რომ აგვიხსნან, რა ხდება. ხიდაშელს ხომ კიტრისა და პომიდვრის ყიდვაგაყიდვის საკითხებზე არ მოუწერია ხელი, საუბარია სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე. ამ ქვეყნის შვილებს უფლება აქვთ, იცოდნენ დეტალები, რადგან ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები აქვს დაკარგული.

ნებისმიერმა ნაბიჯმა, რომელსაც გაუთვლელად გადავდგამთ, შეიძლება დაგვაზარალოს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას რუსეთი არ უყვარს, გამუდმებით გვეუბნება, რუსეთს დაელაპარაკეთო, მაგრამ, როგორც ჩანს, ტერიტორიები არავის ადარდებს. ბოლო რამდენიმე წელიწადია, აფხაზეთსა და ოსეთზე არც კი ლაპარაკობენ.

სამი წელიწადია, “ოცნება” ხელისუფლებაშია და, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების გარდა, ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რაც ნორმალური არ არის. როდესაც გაქვს ამბიცია, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ხარ, შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედო. ჩვენი ინტერესია, უახლოეს მეზობლებთან კარგად ვიყოთ. არ შეიძლება, რუსეთს გამუდმებით უძახო ოკუპანტი, ხოლო თურქეთს _ მეგობარი. ხელისუფლებების ლოგიკა არ მესმის.

ახალ მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ტეროტორიების დასაბრუნებლად. ეს კი მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით არის შესაძლებელი.

რადენი წელიწადია, ამ მდგომარეობაში ვართ, რამდენ ხანს უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამერიკა უფრო კარგი სახელმწიფოა?! აი, ის უფრო კარგად გვიტირებს დედას.

_ ბატონო ვასილ, 2013 წელს პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ასეთი რამ თქვა: “ივანიშვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუკი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც კომერციულ ფირმას, კერძო კომპანიას, რომელშიც მას აქციათა თითქმის 100-პროცენტიანი პაკეტი აქვს და სადაც მინისტრები, დეპუტატები _ მისი თანაშემწეები, კლერკები, ნებასურვილის შემსრულებლები არიან. მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ დატოვებსსაინტერესოპრეზიდენტს დასაინტერესოპრემიერს, ხოლო თვითონ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას, არის ბიზნესმენის ტიპური მიდგომა ბიზნესსტრუქტურისადმი: შევქმნი კომპანიას, დავნიშნავ ჩემს ხალხს და გავაკონტროლებო, მაგრამ სახელმწიფო კერძო კომპანია არ არის”.

თქვენც ფიქრობთ, რომ მთავრობის წევრები ივანიშვილის კლერკები არიან და რომ ერთი კაცის კომპანიაში ვცხოვრობთ?

_ აბსოლუტურად სწორად არის შეფასებული ქვეყანაში არსებული ვითარება. ალექსანდრე ჭკვიანი კაცია, მას ყველაფერში ვეთანხმები. ჩვენ მართლაც ვცხოვრობთ ბიზნესმენის კომპანიაში, ხოლო მთავრობას მისი “საინტერესო” ხელისუფალნი მართავენ.

ისინი მართლაც ძალიან “საინტერესოები” არიან. ქვეყანაში არაფერია სწორად შეფასებული. შეუძლებელია, არ ვთქვა: ივანიშვილის მოფიქრებული მგონია ეს ახალი სამინისტრო, რომელზეც საუბრობენ, ვგულისხმობმთის მინისტრს”. ცოტა ხანში აზრად მოუვათპიტალო კლდისმინისტრის დანიშვნა, მერე ვერეს ხეობასაც დაუნიშნავენ მინისტრს _ “ვერე რეჩკასმინისტრი და .. არადა, საქართველოში ყოველ წელიწადს გაუსაძლისი ყოფისგან სამასი ბავშვი იღუპება, დემოგრაფიული ფონდი ნადგურდება, ძალიან მალე ქართველი აღარ იქნება. მთავრობა კი გვაჯერებს, რომ ვმრავლდებით და მოსახლეობის რიცხვმა იმატაო; დიახ, იმატა, მაგრამ აზერბაიჯანელების ხარჯზე

ამ ყველაფრის შემხედვარე, როგორ შეიძლება, ალექსანდრე ჭაჭიას არ დაეთანხმო. ჩვენ მართლაც ვიღაცის შპს-ში ვცხოვრობთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here