Home რუბრიკები პოლიტიკა G7-ში არყოფნა რუსეთს ღირსებას ჰმატებს

G7-ში არყოფნა რუსეთს ღირსებას ჰმატებს

636

გთავაზობთ ფრანგი პუბლიცისტის _ ნიკოლა ბონალის საინტერესო სტატიას, რომელიც მან ფრანგულ გამოცემა Boulvard Voltaire-ში რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა.

 

ჩესტერტონი (გილბერტ კიტ ჩესტერტონი _ ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი (1874-1936 ..) _ რედ.) ამბობდა, რომ თანამედროვე მსოფლიოს მართვას სკოლის ქალი მასწავლებლები დაიწყებენ. და, თუ პრეზიდენტობის კანდიდატ კლინტონისა და კანცლერ მერკელის საქმიანობით ვიმსჯელებთ, ჩესტერტონი ჭეშმარიტებისგან არც ისე შორს იყო.

შვიდიანის სამიტზე არ იყვნენ “ონავარი” მოსწავლეები რუსეთიდან. აი, რას ამბობს ამის თაობაზე მკაცრი კანცლერი: “ვინ იფიქრებდა, რომ ცივი ომის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ ევროპაში მშვიდობასა და წესრიგს კვლავ დაემუქრებოდა საფრთხე ყირიმის ანექსიის გამო და რომ ტერორისტული ისლამისტური ორგანიზაცია ახლო აღმოსავლეთის ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე “ხალიფატის” შექმნას შეეცდებოდა?”

საინტერესოა, როგორ შეძლო მერკელმა ასეთი სისულელის თქმა სერიოზული გამომეტყველებით.

სამიტის მოსაწვევი მიიღო ეთიოპიამაც, რუსეთმა კი _ არა! რუსეთი დასჯილია, ის კუთხეში დააყენეს უკრაინის წინააღმდეგ “აგრესიისა” და ადამიანის უფლებების მიმართ უპატივცემულობისთვის. გამაოგნებელია…

გამაოგნებელია იმიტომ, რომ აშშში არის 2,2 მილიონი პატიმარი, გუანტანამოს ციხე და პატრიოტული აქტი, პოლიციელთა მიერ დახოცილი 1200 ადამიანი და ბოლო 50 წლის განმავლობაში მილიონობით დაღუპული შავკანიანი ახალგაზრდა ბანდების ხელით და ნარკოტიკების გამო; იმიტომ, რომ ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა (მერკელი მხოლოდ მათი პაიკია. ეს ცხადი გახდა მის მიერ 2003 წელს თჰე ჭასჰინგტონ Pოსტში გამოქვეყნებული გერმანოფობიური სტატიის გამოქვეყნების შემდეგ) ლიბიაში, ერაყსა და სირიაში გააჩაღეს საშინელი ომები, რომლებიც მოწმობენ მათ ირაციონალურ და შემაშფოთებელ მისწრაფებაზე _ ავნონ.

აქედან გამომდინარე, უნდა რცხვენოდეს კი რუსეთს, რომ შვიდიანის სამიტზე არ იყო? იქ შეიკრიბნენ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები, რუსეთისა და ჩინეთის გარეშე, სამაგიეროდ, იტალიასა და ლიბიელი ლტოლვილების ნაკადთან ერთად, ფუფუნებაში ჩაძირულ სამთო სასტუმროში უალკოჰოლო ლუდთან ერთად!

დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს.

 როდესაც პუტინი ლაპარაკობს პრაგმატიზმზე, დასცინიან; მაშინაც დასცინიან, როდესაც ლაპარაკობს ქრისტიანობაზე. არადა, ამჟამად ის ერთადერთია ევროპის სახელმწიფოების ლიდერთა შორის, ვინც ქრისტიანობას იცავს. სხვები იცავენ ტრანსჰუმანიზმს, ერთსქესიანთა ქორწინებას და Femen.

_ რუსეთს არ აქვს ჩვენნაირი ზნეობრივი და სექსუალური ფასეულობები, _ მუქარის ტონით განაცხადა შარშან ზბიგნევ ბჟეზინსკიმ.

და ამიტომ მორიგი ომი უნდა დაიწყონ!

ბოლშევიკებმა, როდესაც მათ უარი განაცხადეს ინცესტისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებაზე, პოპულარობა მოიხვეჭეს დასავლეთში, რასაც სოლჟენიცინი გვახსენებს. ამას გარდა, ავტორი წიგნისაორასი წელი ერთადხაზს უსვამს, რომ დასავლეთს საბჭოთა კავშირი მხოლოდ მაშინ მოსწონდა, როდესაც ბიუროკრატიამ 15 მილიონი რუსი და უკრაინელი გლეხი გაანადგურა. დღეს კი, როდესაც რუსებმა და რუსეთის ფედერაციის ყველა ხალხმა იგემა მშვიდობა და კეთილდღეობა, მასმედიაში ამ ქვეყნის დემონიზაცის კამპანია დაიწყეს.

რაოდენ პარადოქსულია!

მე კი ვამბობ, რომ ეს მხოლოდ სულელს შეიძლება გაუკვირდეს. დასავლეთს ბარბაროსული რუსეთი უფრო მოსწონს, ვიდრე პუტინის რუსეთი. ბარბაროსობა აფორიაქებს დასავლეთის წარმოსახვას. სწორედ ამიტომ ეხმარება ის ისლამისტ ჯალათებს სირიაში.

ასე რომ, რუსეთი არ უნდა ნანობდეს, რომ ამ იდიოტებთან ერთად მაგიდას არ მიუჯდა!

ნიკოლა ბონალი

Boulevard Voltaire (საფრანგეთი)

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here