Home რუბრიკები პოლიტიკა რომან ფარცვანია: ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ მეორედ მომიწევდა იარაღის ხელში აღება

რომან ფარცვანია: ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ მეორედ მომიწევდა იარაღის ხელში აღება

620

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზიის ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა სახალხო ლაშქრის ბრიგადა “ვოსტოკის” მე-2 ბატალიონის ასეულის მეთაურს _ რომან ფარცვანიასა და მისი 19 წლის ვაჟს _ გიას (გიორგს). მათი ასეული დონეცკის ოლქის დასახლება სპარტაკის ყველაზე სახიფათო ზონაში იბრძვის. საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი ლეიტენანტი რომან ფარცვანია საუბრობს, როგორ მოხვდა შვილთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძმათამკვლელ ომში. გთავაზობთ ამ ინტერვიუს, რომელიც მიმდინარე წლის 2 ივნისს “იუთუბზე” აიტვირთა.

 

გია: _ ომამდე სპორტით ვიყავი დაკავებული, ვსწავლობდი მზარეულობას. ახლაც, როდესაც სროლები არ არის, ვცდილობ, სასწავლებელში ვიარო.

რომანი: _ გია ჩვენი ქვედანაყოფის ფელდშერია. უნარ-ჩვევებს გზადაგზა ვიძენთ, ვინც უნდა იყოს _ ჩემი შვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი მებრძოლი. ყველა ერთნაირად მუშაობს, თითოეულმა თავისი საქმე იცის.

ჩემს ქვედანაყოფში, ჩემს ასეულში არიან აზერბაიჯანელებიც, მე ქართველი ვარ, ყაზახებიც იყვნენ. მრავალეროვანი ასეულია, ისეთივე, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი, შეიძლება ითქვას, აი აქ, ჩვენთან კვლავ შეიკრიბა საბჭოთა კავშირი, ჩვენ აქ ერთად ვდგავართ. იმის მიუხედავად, ვინ ვის წინააღმდეგ იბრძოდა _ ქართველები აფხაზების თუ ოსების წინააღმდეგ, ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და ლუკმაპურს ვიყოფთ. ჩვენთან არავინ ფიქრობს შურისძიებაზე ან იმაზე, რომ ვიღაცას ზურგში ესროლოს, ღმერთმა დაგვიფაროს!

ჩემს ასეულში არის ოსიც, რომელიც დაჯილდოებულია ჯვრით და ღირსეული მებრძოლია, ჩემი თითოეული მებრძოლი ღირსეული პიროვნებაა, დიდი მეომარი. ყველამ როტაციის გარეშე გამოვიზამთრეთ.

იქითა მხარეს რაც შეეხება, ბევრი აქვთ ტექნიკა, ამუნიცია, მაგრამ სული, სიმამაცე არ ჰყოფნით. ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის არა უკრაინული არმია ანმემარჯვენე სექტორი”, თუმცა ისინიც გვებრძვიან, მაგრამ ძირითადად ნატოს ბლოკის წარმომადგენლები არიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სულ უფრო ხშირად გვივარდება ხელში იარაღი, დანით დაწყებული, მძიმე ტექნიკით დასრულებული, რომელიც ნატოს შეიარაღებაშია, ნატოს ნუმერაციაც კი აქვს. ვისაც ახსოვს საბჭოთა წლები, ცივი ომი ყოველთვის მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის, ასეა დღესაც _ უბრალოდ, ამერიკას ახალი პლაცდარმი სჭირდებოდა ვალების ჩამოსაწერად, რომელიც მსოფლიოს მიმართ აქვს, ამიტომ ჩაითრიეს უკრაინა ამ ომში და ახლა ძმა ძმის წინააღმდეგ და ნათესავი ნათესავის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის. ეროვნებით ქართველი ვარ, ნამდვილი ქართველი. ვფიქრობ, უახლოეს ხანში აღდგება მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო, ყოველ შემთხვევაში, რაც თავი მახსოვს. და არსებობს კიდევ ისტორიაც, სადაც ბევრი რამ არის ნათქვამი; აგრეთვე, მშობლებისა და ბაბუების მონათხრობი, რომ კავკასიაში ყოველთვის მოხარული იყვნენ რუსეთის.

სააკაშვილმა, რომელიც იქითა მხარემ უკვე მაღალ პოსტზე დანიშნა, საქართველოს ძირითადი ნაწილი ამერიკას მიჰყიდა. ის, რაც ხალხს გადაუგდეს, მოხელეების ხელფასებს მოხმარდა. ადრეც და ახლაც, ვინც ნორმალურ ხელფასს იღებს, არიან სამხედროები და პოლიციელები, პენსიონერ ბებიას კი პურის ფული არ აქვს. იქ არ არის ისეთი ცხოვრება, როგორც აპიარებენ. კი, ქალაქი ლამაზად გადაღებეს ამერიკული ფულით და მორჩა. ცხოვრება, როგორიც იყო, ისეთივე დარჩა; სამუშაო ადგილები, როგორც არ იყო, ახლაც არ არის.

თუკი ყველაფერი რიგზეა, რატომ მიდიან სამშობლოდან ქართველები? ჩვენი თანამოძმეები უკრაინაში ჩავიდნენ და რუსეთშიც ძალიან ბევრი ცხოვრობს. რა აზრი აქვს უცხოეთში გამგზავრებას, თუ სამშობლოში ცხოვრება კარგია?!

მე ჩემი პირველი ომის შემდეგ წამოვედი, არ ვმონაწილეობდი არც აფხაზეთისა და არც ოსეთის ომში. მე ზუსტად ასეთ ომში, სამოქალაქო ომში ვიბრძოდი, როდესაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომლისკენაც გზას იკაფავდა შევარდნაძე. მე შევარდნაძის წინააღმდეგ ვიბრძოდი. იმხანად უკვე მქონდა წოდება _ საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი ლეიტენანტი. ცხონებული მამაჩემიც იბრძოდა _ დასავლეთ საქართველოში კომენდანტი იყო აი, ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ მეორედ მომიწევდა ხელში იარაღის აღება. იარაღი კი იმიტომ ავიღე, რომ ჩემი ორი შვილი აქ დაიბადა. მეორე ნიუანსი არის ის, რომ საღ გონებაზე ვარ, არ ვარ ინვალიდი და იმის ყურება, როგორ ბომბავენ ქალაქებს, იღუპებიან ბავშვები და ქალები, ძალიან მძიმეა; რეალურად ვხედავთ, როგორ იწყებს ფაშიზმი აყვავებას, აყვავებას ჩვენ წინააღმდეგ და სწრაფად ვრცელდება.

როგორ შეიძლება იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრება, რომელთა წინააღმდეგაც იყო ომი და რომელშიც ჩვენმა ბაბუებმა გაიმარჯვეს?!

 რისთვის და ვისთვის იბრძოდნენ ისინი?! _ ჩვენი კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის.

მომზადდა youtubeზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

https://www.youtube.com/watch?v=zsKGxxn7R9U

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here