Home რუბრიკები პოლიტიკა თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი მოსულა!

თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი მოსულა!

780

გენიალური დოსტოევსკის სენტენციადქცეული ფრაზის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი ამეკვიატა ამ წერილზე მუშაობისას და ამიტომაც ვარჩიე სათაურად სტატიისა, რომლის დაწერის მიზეზი ქვემოთ მოთხრობილი ამბავია.

 

მოსკოვის საპატრიარქომ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა საფრანგეთისა და შოტლანდიის პროტესტანტულ ეკლესიებთან! _ ეს ამბავი რუსეთის ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამა “ვესტის” მეშვეობით სრულიად შემთხვევით შევიტყვე.

რატომ და რისთვის მოაწყო მოსკოვის საპატრიარქომ ასეთი დემარში?

ამას ახლავე მოგახსენებთ და ცხადი გახდება მკითხველისთვის, რატომ “გამორჩათ” ამ ამბის გაშუქება “რუსთავი 2”-დან, ვიდრე “იმედამდე” ნეოლიბერალური, ანუ, ქართულ მედიაში დამკვიდრებული ტერმინის მიხედვით, “ლიბერასტული” იდეოლოგიის მქადაგებელ ტელევიზიებს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ერთ-ერთმა იერარქმა, მეუფემ ტელეკორესპონდენტს განუცხადა, რომ ზემოთ ხსენებულ ეკლესიებს ოდესღაც ქრისტიანული თემებიერქვათო კორესპონდენტის შეკითხვაზე _ აბა, ახლა რა ჰქვიათო, მეუფის პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო _ ლგბტ!

თურმე, ნუ იტყვით და, ზემოხსენებულ პროტესტანტულეკლესიებსთავიანთწმინდა კრებებზეხმათა დიდი უმრავლესობით დაუკანონებიათ ერთსქესიანი წყვილების კურთხევა მათი ჯვრისწერის სახით და უფრო მეტიც _ ამ პროტესტანტულ ეკლესიებში გეიმღვდლებიც აშკარად, სოდომისტური ორიენტაციის გაცხადებით, თანაბარუფლებიანი სტატუსით ეწევიან, ღმერთო შემინდე ეს მკრეხელობა, “ღვთისმსახურებას”… გეიხატებიც კი შეუქმნიათ, რომლებზეც თავიანთი მამათმავალიწმინდანებიგამოუსახავთ და რომლებზეც მარიამ ღვთიშობელს კი არა, მამა ღმერთს უზის კალთაში ყრმა იესო!

ღმერთო, კიდევ ერთხელ შემინდე, რომ უნებლიეთ მიწევს იმ სიბინძურეების გამეორება, რომელთა უბრალოდ ნახვა-გაგონებაც კი სულის წაწყმედაა მორწმუნე ადამიანისთვის…

იქვე, ტელესიუჟეტის მომდევნო კადრებში პირველი “ახალჯვარდაწერილი” ბედნიერი ერთსქესიანი წყვილის “ზასაობაც” ვიხილეთ, რაც უნდა იყოს, ოდესღაც ქრისტანულ ტაძარში.

დიახ, რაც უნდა იყოს, რადგანაც, მიუხედავად მართლმადიდებელ და კათოლიკურ, მით უმეტეს, პროტესტანტულ სარწმუნოებებს შორის განსხვავებებისა, მთავარში ყველა ქრისტიანული და, საერთოდ, ყველა ტრადიციული რელიგიური კონფესია თანხმდება. და ეს მთავარი არის ის, რომ მამაზეციერმა შექმნა ადამი და ევა და არა ადამი და ადამი ან ევა და ევა!..

აუცილებლად ხაზგასასმელია ისიც, როგორი დამცინავი ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე “ღვთითკურთხეულ” ერთსქესიან წყვილებს _ თითქოს გვეუბნებოდნენ: აი, ხომ მივაღწიეთ საწადელს _ ეკლესიაში შევაღწიეთ, მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ პროტესტანტულში, მაგრამ…

ეს მაგრამ და ჯეჯერობით ერთმა პროტესტანტმა პადრემ ასე განმარტა: ღვთის შექმნილები არიან პედერასტებიც და ამიტომ მათაც ეკუთვნით ადგილი ეკლესიის წიაღშიო; პროტესტანტიზმი იყოო ყოველთვის რეფორმატორობის ავანგარდში და მალე კათოლიკური ეკლესიაც, ანუ ვატიკანიც იძულებული შეიქნება, იგივე აღიაროს, რადგან სხვა არჩევანი არ ექნებათო.

ვატიკანის მიმართ, ალბათ, მართალნი არიან პროტესტანტები _ პედოფილიის სკანდალებით მოცულ ვატიკანს მალე, ალბათ, მართლაც აღარ ექნება სხვა არჩევანი და ისიც დაჰყვება ნეოლიბერალურ დოქტრინას, თანაც პროტესტანტიზმი ხომ გარკვეულწილად კათოლიციზმის განშტოებაა.

 პირველი “რეფორმატორები” კი იმხანად განუყოფელი და ყველა ქრისტიანის გამაერთიანებელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა სწორედ კათოლიკენი იყვნენ და პირველნი სწორედ ისინი გამოეყვნენ ერთიან ქრისტიანულ რელიგიას.

რეფორმატორკათოლიკეთა წიაღში იშვნენ კიდევ უფრო რადიკალირეფორმატორებიპროტესტანტების სახით და სწორედ მათთან ბრძოლისთვის შეიქმნა .. წმინდა ინკვიზიცია და მაშინ, როდესაც ქართველი კაცივეფხისტყაოსანსწერდა, “შენ ხარ ვენახი”-, _ გალობდა დაჩაკრულოსმღეროდა, “განათლებული ევროპაადამიანების ხორცით აბრიალებული კოცონებით იყო მოცული!

ახლა მავანი, ალბათ, იკითხავს: მერე ჩვენ რა?

თავშიც ქვა უხლიათ ფრანგ და შოტლანდიელ პროტესტანტებსო და, ერთი შეხედვით, მართალნიც იქნებიან, მაგრამ, თუ გავიხსენებთ 21-ე საუკუნის დასაწყისში მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ დასამშვიდებლად ნამდვილად არ გვაქვს საქმე, რადგან მსოფლიო პედერასტიზაციის სათავეში, არც მეტი, არც ნაკლები, აშშ და მისი სატელიტი დასავლეთი ევროპა დგანან!

აშშ, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, და ევროპა, რომლისკენაც ვითომ მივდივართ და, როგორ გგონიათ, ლგბტ, რომელიც მუმლივით მოდებულია დასავლეთში, უკვე პროტესტანტულ ეკლესიაშიც შეუღწევია და, დაწმუნებული ბრძანდებოდეთ, მალე ვატიკანიც მსგავს ნოტებზე ამღერდება, ჩვენ, ქართველებს არ შეგვეხება?

შეგვეხება და თანაც ისე, რომ ვერც ნატოში შევალთ და ვერც ევროკავშირში, რომლის კარიც კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ!) ცხვირწინ მოგვიხურმოგვიჯახუნეს რიგის სამიტზე სამათხოვროდ მისულ ქართველებს!

მიუხედავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მუდარისა, ჩვენი დასაკლავი დანა ხომ თავადვე გავლესეთ ე. წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით!

მაშ, სად არის ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სრულიად ქრისტიანული ცივილიზაციის ხსნა?

დღეს, უზნეობა ებრძვის ზნეობას, უღმერთობა _ ღმერთს და ა.შ.

ამ ყველაფრის სადარაჯოზე მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია დგას, რომელიც ყელში ძვალივით გასჩხერიათ თანამედროვე ნეოლიბერალებს.

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ბურჯი, შეურყეველი ბასტიონი კი მართლმადიდებელი რუსეთია და ეს უნდა გვესმოდეს! რუსეთი, რომელსაც სასოებით შესცქერის არა მხოლოდ მართლმადიდებელი საქრისტიანო, არამედ დასავლეთის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ნეოლიბერალური აგრესიული უმცირესობის დიქტატის ქვეშ ცხოვრობს!

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ დაიწყო მსოფლიოს ლგბტ-ზაცია, რომელიც თითქმის შეუქცევადი ჩანს:

ჯერ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა გამოაცხადა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ე.წ. სექსუმცირესობების უფლებების დაცვა მსოფლიოში; ამას ბარაკ ჰუსეინ ობამას განცხადება მოჰყვა იმის თაობაზე, რომ ამერიკა იმ ქვეყნებს არ დაეხმარება ფინანსურ-პოლიტიკურად, რომლებიც ლგბტ თემს არ აჯეჯილებენ; ახლახან კი ბარაკ ობამამ კონგრესის წინაშე ანგარიშგებისას თავისი პრეზიდენტობის მთავარ მიღწევად ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება დაასახელა (ობამას მართლაც საამაყოდ აქვს საქმე _ მისი პრეზიდენტობის დასაწყისში აშშ-ის მხოლოდ 4-5 შტატში იყო დაშვებული მსგავსი “პროგრესი”; ახლა კი, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის წინ, იმ შტატთა რაოდენობა, რომლებშიც ერთსქესიანი ქორწინებებია დაკანონებული, 30-ზე მეტია).

დღეს “ნაცებ-ქოცების” პოლიტელიტის წარმომადგენლები, ვისაც არ ეზარება, ყველა საქართველოს წინაშე არსებულ ე.წ. გამოწვევებზე საუბრობს. ამ გამოწვევებში კი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი იგულისხმება!

ჩემი აჯამი ჭკუით კი, როგორც ქიზიყში იტყოდნენ, მთავარი გამოწვევა სწორედ ზემოაღნიშნული მგონია იმიტომ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს, როცა იქნება, დავიბრუნებთ, მაგრამ, თუ ზნეობა დავკარგეთ ქართველებმა, ვერასოდეს დავიბრუნებთ!

ამიტომ, ვიდრე გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს რუსეთის მიმართ, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ტრაქტატის მსგავსი შეთანხმება უნდა გააფორმოს რუსეთის ერთმორწმუნე ეკლესიასთან, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე (ეს რუსეთის გარეშე რომ შეუძლებელია, სადავო, ალბათ, არ არის) ლგბტ-ზაციის აშკარა საფრთხეს ერთად დავუპირისპირდეთ რუსები და ქართველები!

ეგეც არ იყოს, რომელი სჯობს _ ევროპაში ამერიკის თამადობით ჩისბურგერ-ჰამბურგერებით გაწყობილი სუფრა, სადაც ქართველებს მხოლოდ მიმტან-მომტანებად გაგვამწესებენ, თუ ევრაზიულ კავშირში ზუთხი-ხიზილალით გაწყობილი, სადაც საქართველოს თამადად ელიან… ჯერ კიდევ ელიან!

დავით მხეიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here