Home რუბრიკები პოლიტიკა “ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა საფუძველს იძლევა, ეჭვი შევიტანოთ პოროშენკოს საღად...

“ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა საფუძველს იძლევა, ეჭვი შევიტანოთ პოროშენკოს საღად აზროვნებაში”

590

 “მიხეილ სააკაშვილის კარიერაში ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა”, _ წერს ბრიტანული გამოცემა “ფაინენშელ თაიმსის” მიმომხილველი ტონი ბარბერი, _ “უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა”.

 

“მე, განსხვავებით რუსეთის ხელისუფლებისაგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სძულს და განსხვავებით იმ ზოგიერთი დასავლელი მეგობრისგანაც, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი დიდ გმირად მიაჩნიათ დავით აღმაშენებელის შემდეგ, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ მტკიცე აზრი არ მაქვს, ანუ არც მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე”, _ აღნიშნავს ტონი ბარბერი. მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმაშთამბეჭდავი და ცოტა სიგიჟემდე მისული რეფორმატორული სიმკვირცხლე გამოიჩინა, საკუთარ თავში ერთმანეთს შეუთავსა ჯიუტი თავდაჯერებულობა, არაპროგნოზირებულობა და არასწორი აზროვნების უნარი, რომელიც ხშირად უგუნურებასთან უფრო ახლოა, ვიდრე გონიერებასთან.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ორი თვის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუს დროს ქართველი ლიდერი ღრმა დეპრესიაში იყო _ შესაძლებელია, მან უცებ გააცნობიერა, თუ როგორ მოხვდა კონფლიქტის დაწყების წინ რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში”.

“მიხეილ სააკაშვილი პირველი უცხოელი არ არის, რომელიც პეტრო პოროშენკომ დაასაქმა უკრაინაში _ ქვეყანაში, რომელიც ომს სამ ფრონტზე აწარმოებს: ეკონომიკურ კრახთან, ინსტიტუციურ კორუფციასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ დონბასთან. უფრო მეტიც _ იგი პირველი ქართველიც არ არის, რომელიც 2014 წლის რევოლუციის შემდეგ პეტრო პოროშენკოს გუნდს შეუერთდა. ამასთანავე, იგი პირველი უცხოელია, რომელსაც უკრაინის ერთ-ერთი ოლქი ჩააბარეს სამართავად. აი, სწორედ აქ იწყება პრობლემები”, _ განაგრძობს ჟურნალისტი. იგი ეთანხმება უკრაინის გაზეთ Kyiv Post-ის ერთ-ერთ მკითხველს, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის “შეუფერებელია რუსულენოვანი მოსახლეობის მქონე რეგიონის გუბერნატორობა” და რომ ამ თანამდებობაზე უკეთესი იქნებოდა “კვალიფიციური უკრაინელი” დანიშნულიყო. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია: ოდესის ოლქს “სტრატეგიული მნიშვნელობა” აქვს, რადგან ის მდებარეობს მოლდოვის პრორუსულ-სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს შორის.

ოდესა ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი იყო. ძნელია იმის დაჯერება, რომ ვერ იპოვეს გუბერნატორობის ადგილობრივი კანდიდატი. პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, მოხიბლულია მიხეილ სააკაშვილით, აფასებს მის გამოცდილებას და უნარს, მაგრამ კალმის ერთი მოსმით მისი გუბერნატორად გადაქცევა?! ამით პოროშენკო რისკზე მიდის, რომ ოდესელებსაც აწყენინებს და საფუძველს იძლევა, ეჭვი შევიტანოთ მის საღად აზროვნებაში”.

“FINANCIAL TIMES

 (დიდი ბრიტანეთი)

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here