Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში?

რატომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში?

1393

2013 წელს “საქართველო და მსოფლიოში” (#34. 18-24 სექტემბერი) გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან, რომელშიც ის საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობდა. ამ ინტერვიუში ბატონი ალექსანდრეს მიერ გამოთქმული შეფასებები და პოლიტიკური პროგნოზები ზედმიწევნით ახდა. გაზეთის მრავალრიცხოვანი მკითხველის თხოვნით, გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან:

ივანიშვილი, როგორც ჩანს, ტოვებს თავის პოსტს. ეს სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდეს, მათ შორის, ძალიან ნეგატიურადაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მან უდიდესი ეროვნული საქმე გააკეთა _ ხელისუფლებას მოაშორა და მარგინალად აქცია სამარცხვინონაციონალური მოძრაობა”. ივანიშვილის გარდა, ამ საქმეში ამერიკელები მხარს არავის დაუჭერდნენ. პარალელურად მან, რა თქმა უნდა, შეასრულა ამერიკელების დავალება _ ითამაშა ლოკომოტივის როლი და ხელისუფლებაში მოიყვანა ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. იქნებ მისი წასვლა უკეთესიც იყოს. ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, ქვეყანაში მდგომარეობის უკეთესობისკენ მალე შეცვლის იმედით მოსახლეობა კიდევ ორიოდე წელიწადი ილუზიებში, მოლოდინის რეჟიმში იქნებოდა და ბოლოს უფრო მეტად იმედგაცრუებული აღმოჩნდებოდა. საქმე ისაა, რომ, პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლება უმნიშვნელოდ თუ გამოირჩევა წარმავალი რეჟიმისგან, ამიტომ უახლოეს წლებში არანაირი თვისობრივი პოზიტიური ცვლილებები არ იქნება, მეტიც, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, სოციალური, ეროვნებათაშორისი და რელიგიათაშორისი დაპირისპირება გაიზრდება.

ივანიშვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუკი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც კომერციულ ფირმას, კერძო კომპანიას, რომელშიც მას აქციათა თითქმის 100-პროცენტიანი პაკეტი აქვს და მინისტრები, დეპუტატები მისი თანაშემწეები, კლერკები მისი ნებასურვილის შემსრულებლები არიან. მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ დატოვებსსაინტერესოპრეზიდენტს დასაინტერესოპრემიერს, ხოლო თვითონ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას, არის ბიზნესმენის ტიპური მიდგომა ბიზნესსტრუქტურისადმი: შევქმნი კომპანიას, დავნიშნავ ჩემს ხალხს და გავაკონტროლებო, მაგრამ სახელმწიფო კერძო კომპანია არ არის”.

რამდენიმე კვირაა, ყოფილი პრემიერი, აწ უკვე პირველი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი, არსად ჩანს, ის უკვე საკუთარი ტელევიზიის ეთერიდანაც აღარ გვმოძღვრავს. სოციალურ ქსელებში ხალხი სვამს კითხვებს _ სად გაქრა ივანიშვილი? რატომ აიღო ხელიწარმატების ფორმულის ლექციების კითხვაზე”? და საერთოდ _ რატომ მოვიდა პოლიტიკაში ან რატომ წავიდა? იყო თუ არა ის ამერიკული პროექტი და შეასრულა თუ არა ლოკომოტივის ფუნქცია? _ ამ და სხვა შეკითხვებზე ექსპერტები და პოლიტიკოსები გვიპასუხებენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ რა მოხდა რეალურად საქართველოში? შეასრულა თუ არა ივანიშვილმა ამერიკელების დაკვეთა და ჩაება თუ არა ის ლოკომოტივად იმ პარტიებს, რომლებსაც საკუთარი ძალებით ხელისუფლებაში მოსვლა არ შეეძლოთ?

_ თქვენი შეკითხვა, თავისთავად პასუხსაც მოიცავს. ივანიშვილიც ისეთივე თაღლითია, როგორც სააკაშვილი. ორივენი ამერიკის დაკვეთის შემსრულებლები არიან. ხომ ხედავთ, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, მას ამერიკელები არ წირავენ და შესაძლოა, მალე საქართველოშიც დააბრუნონ.

ივანიშვილი არის თაღლითი, რომელიც თავის სიტყვას პატივს არ სცემს. მას აქვს დიდძალი ფული, რომელიც თაღლითობით იშოვა. მსოფლიოში ყველა მილიარდერი თაღლითია, დაწყებული სოროსიდან

ამერიკელებმა ივანიშვილს თავდაპირველად ოპოზიციონერობა დაავალეს, ის დათანხმდა, თანაც ისე, რომ ქვეყანაზე არც უფიქრია.

_ შესაძლოა, თავდაპირველად ივანიშვილს ქვეყანაზე არ უფიქრია, მაგრამ შემდეგ მიხვდა, ვერაფერს გახდებოდა და, ხალხს ილუზიებში რომ არ ეცხოვრა, გადადგა

_ კი არ გადადგა, ეზარებოდა საქმის კეთება და წავიდა. ივანიშვილს რომ სცოდნოდა, რას ნიშნავს სახელმწიფო და მისი აპარატი, არავითარ შემთხვევაში არ დანიშნავდა ისეთ მინისტრებს, როგორიც გვყავს. არ დაიჭერდა საქმეს დღევანდელ პრემიერმინისტრთან და არ გაუწევდა რეკომენდაციას მარგველაშვილს… ივანიშვილმა კარგად იცის ფულის შოვნა, თუმცა დღეს უკვე მეეჭვება, რამე იშოვოს, რადგან მასზე ჭვიანი თაღლითები გამოჩნდნენ.

ვაღიაროთ, რომ ამერიკამ ბიძინა დროებით მოიყვანა, თანაც არსად წასულა _ ქვეყანას ისევ მართავს, უბრალოდ, ძალიან ზარმაცი კაცია. მას არ შეუძლია დილით ადრე ადგომა, სამსახურში წასვლა, წერილების კითხვა, ამიტომ იმ რეჟიმს არჩევს, როგორშიც ახლა არის _ როცა უნდა, ადგება, როცა უნდა, დაწვება, როცა გუნება გამოუკეთდება, ტელეეკრანზეც გამოჩნდება.

ივანიშვილმა კარგად იცოდა ისიც, რომ, თუ პოლიტიკიდან არ წავიდოდა, ისეთივე ჩასვრილი იქნებოდა, როგორც მისი დანატოვარი ხელისუფლება.

არ იცის ივანიშვილმა ქვეყნის მართვა, ჩვენი ხალხი კი მას ისე უყურებს, როგორც მხსნელს. ადამიანი, რომელიც ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში მაია ფანჯიკიძეს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნავს, თან იტრაბახებს, ჩემი აღმოჩენააო, იდიოტია.

ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად მზად არ იყო, ის არჩევნებში მეორე ადგილს ელოდა, მაგრამ “ცოცხების” ამბავმა რეალობა შეცვალა, ამერიკელებს ხელს აძლევდათ ამ “გაურკვეველი ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან იქ ის ძალები იყვნენ, რომლებიც კურსს არ შეცვლიდნენ.

დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს არც პოლიტიკოსი და არც პოლიტოლოგი. ცისკარიშვილისნაირ გონებაზე გადასულ ადამიანს პოლიტოლოგი არ ჰქვია.

მართალი სიტყვის თქმა ამ ქვეყანაში ძალიან ძნელია, ვერ გაიგებენ, ამიტომ ურჩევიათ ისე ილაპარაკონ, რომ ფული იშოვონ. ჩვენს ქვეყანაში ზოგი ბიძინათი იკვებებება, ზოგი _ არასამთავარობოთი და ა.შ. სააკაშვილის დროს იყომიშლენდი”, ახლა არისბიძლენდი”.

დღეს საქართველო ივანიშვილის მოჯამაგირეა!

ზაზა ვეკუა, თბილისის საკრებულოს ფრაქციაგაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისთავმჯდომარე:

_ ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ივანიშვილი ამერიკული პროექტი იმისთვის, რომ ლოკომოტივად ჩაბმოდა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა დამოუკიდებლად არ შეეძლოთ?

_ ფაქტია, რომ ივანიშვილმა ამერიკელების დავალება შეასრულა და მართლაც გამოაცოცხლა ის პარტიები, რომლებსაც პულსი არ ესინჯებოდათ, თანაც ისე, რომ ყველა ამ პარტიის წევრები წამყვან თანამდებობებზე დასვა. დიახ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელით განხორციელებული ამერიკელების სურვილი. სახეზეა მცდელობა, საზოგადოებას თავს მოახვიონ ძალები, რომლებსაც ავტორიტეტი არ აქვთ და ხალხი არ ენდობა.

_ დავუშვათ, ივანიშვილმა ამერიკელთა დაკვეთა შეასრულა, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ მან თავისი წასვლით ხალხის რეალობის წინაშე დაყენებას შეუწყო ხელი, ცოტა ადრე მიგვახვედრა, რომ საქმე კარგად არ არის?

_ ივანიშვილს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ აინტერესებდა. მან 2012 წელს დაკვეთა შეასრულა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინას საზოგადოებისთვის კარგი საქმეების კეთება უნდოდა, რადგან ფაქტია, “ნაციონალებიცკი არ მოგვაშორა. აქედან გამომდინარე, ის თვალსაზრისი, რომ პოლიტიკა დატოვა, რათა ხალხისთვის რეალობა დაენახვებინა, სწორი არ არის. “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები სასიკეთო არ არის, ვიცით ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” ივანიშვილი მართავს. ბიძინას პოლიტიკა არ დაუტოვებია, არც პირველი პირის თანამდებობა.

პოლიტიკაში ოლიგარქების მოსვლა ყოვლად დაუშვებელია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახვა, რომ საქართველო ერთი პირის საწარმოდ იქცა. ყველანი ვხედავთ, რაც მოხდა: სწორედ ისე, როგორც კომპანიის მეპატრონემ, მან დანიშნა პრეზიდენტიცა და პრემიერიც, თუმცა მერე გააცნობიერა, რომ აღარ მოსწონს, ასე მოხდა მერის შემთხვევაშიც. ახლახან კი პრემიერის მიერ გაცხადებული ორი მინისტრის ნაცვლად სამი მინისტრი შეიცვალა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ერთი კაცის ხელში ვართ.

_ “ნაციონალებიდაბრუნდებიან ხელისუფლებაში?

_ “ნაციონალები” უკან ვეღარ დაბრუნდებიან, ხოლო ის, რომ ისინი კიდევ ჩანან, “ოცნების” ხელშეწყობით ხდება. დებატებში თუ შოუებში “ოცნება” მხოლოდ “ნაციონალებთან” ჯდება სალაპარაკოდ, სულს უბერავენ, სხვა ოპონენტი რომ არ ჰყავდეთ, ეს კი საკუთარი უსუსურობისა და არაკომპეტენტურობის დასაფარავად სჭირდებათ.

ვასილ ჭიჭინაძე, დიპლომატი:

_ ივანიშვილს, ხელისუფლებაში რომ მოდიოდა, მხოლოდ ბოღმა ჰქონდა, სააკაშვილის მოშორება სურდა, თუმცა ახლა ნამდვილად იქცა ურეიტინგო პარტიების ლოკომოტივად, ეს ამერიკელების დავალება იყო. მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი ალასანია მოხსნეს და თავიანთი კაცი დანიშნეს, ამერიკელები გააქტიურდნენ და მოითხოვეს ხიდაშელის დანიშვნა, რაც დაუყოვნებლივ შესრულდა კიდეც. “ნაციონალებს” იმიჯი აღარ აქვთ და მათი დაბრუნება აღარ შეიძლება, ამერიკამ ფსონი რესპუბლიკელებზე დადო.

_ რა გათვალა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლით?

_ არაფერიც არ გათვალა. ივანიშვილმა მოიცილა სააკაშვილი, მერე გადგა განზე და თავისი გამოზრდილი პრემიერი დატოვა, რომელსაც ადვილად მართავს. აქ არის მხოლოდ ერთი გათვლა: რამე რომ მოხდეს, გინდ ამერიკის მხრიდან და გინდ რუსეთის, ივანიშვილი იტყვის _ უსისხლოდ გადავაბარე ხელისუფლება სხვა ძალას, წავედი და რას აკეთებენ, არ ვიციო.

_ იქნებ თავისი წასვლით რეალობა უფრო ადრე დაგვანახვა, იქნებ არ უნდოდა, ოთხი წელიოცნებითგვეცხოვრა?

_ უამისოდაც მიხვდებოდა ხალხი, რაც მოხდა და თვალიც აეხილებოდა. ვინ ვერ შეამჩნევს იმას, რომ მთავრობის კრიტიკის უფლება მხოლოდ “ნაციონალებს” აქვთ, სხვა დანარჩენს კი ხან რას მიაწერენ და ხან რას…

უთავმოყვარეო ერი გავხდით. კაცი, რომელიც თავმოყვარეობას დაკარგავს, კაცად აღარ ვარგა, ასეა, ერიც…

ვიზების ლიბერალიზაცია ჩვენ არ მოგვცეს, სამაგიეროდ მისცეს ვანუატუს, ამით ნათლად დაგვანახვეს, რომ სახლში იმას შეუშვებენ, ვინც სურთ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? უთავმოყვარეოდ ისევ მათ კართან ვართ ატუზული. ევროპელებმა და ამერიკელებმა ჩვენს პოლიტიკოსებს რომ უთხრან, მეათე სართულიდან გადახტითო, გადახტებიან

_ ივანიშვილიც გადახტება?

_ ივანიშვილს ბევრი რამ აქვს დასაკარგავი, ჩვენსავით კი არ არის. ივანიშვილი, ამერიკის დავალება რომ არ შეასრულოს, იმ წუთში ნულზე დარჩება. ბიძინაც ადამიანია და მასაც ეშინია, ამიტომ განზე გადგა და თავს იმართლებს, _ მე გავაკეთე ის, რაც ვერავინ შეძლო, მე ქვეყანას მიშა მოვაშორეო.

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა რომ გადაწყვიტა, უალტერნატივო მდგომარეობაში იყო, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ ჰქონდა საშუალება, ახალი სახეები მოეძებნა, თანაც უკვე გამზადებული იყო მთავარი პროდასავლური ძალა რესპუბლიკელების სახით, რომელსაც კარგად იცნობდა დასავლეთიც და ამერიკაც. ქართველი რესპუბლიკელები ამერიკაში მოქმედ ორივე პარტიაზე მეტი პროდასავლურები და პროამერიკულები არიან, ასე ვთქვათ, რომის პაპზე მეტ კათოლიკობას იჩემებენ. ამერიკელები სექსუალურ უმცირესობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ეროვნულ უმცირესობებს, ასეთები არიან რესპუბლიკელებიც. ამიტომ ბევრი საფიქრალიც არ ჰქონდა, საქართველოში ამერიკელების საყრდენი ძალა არსებობდა.

ივანიშვილის გამოუვალ მდგომარეობაში იყო.

ჩემთვის მადრიდის სამეფო კარის საიდუმლოებად რჩება, რატომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ივანიშვილს უნდოდა დემოკრატიული ფასეულობების დაცვა. ის ძალიან კარგად იცნობდა იმ მონასტერს, სადაც ნაციონალები “ლოცულობდნენ”… ვერ ვხვდები, რა შავმა კატამ გაირბინა ივანიშვილ-სააკაშვილს შორის, ფაქტია, პირადული შუღლი იყო.

_ რატომ წავიდა ივანიშვილი ხელისუფლებიდან?

_ შესაძლოა, იმედგაცრუება განიცადა, მიხვდა, რას წარმოადგენენ პარტიები. გარდა ამისა, ივანიშვილი მიხვდა, რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, მიხვდა იმასაც, რომ ხალხის ნდობის უვადო კრედიტი არ გააჩნდა, ნდობა არ იყო საბჭოთა ობლიგაციასავით უვადო.

_ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლით ამერიკელების დაკვეთა შეასულა და ურეიტინგო პარტიების ლოკომოტივად იქცა? დღეს, როდესაც ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებზე რესპუბლიკელებს ვხედავთ და ყველასთვის მოულოდნელად თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად ინიშნება, ეს არ არის ამერიკელების მოთხოვნა?

_ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა დარჩება ყველაზე შავ ლაქად ქართული პოლიტიკური ელიტისთვის. დიახ, რაც ხიდაშელის მიმართ მოხდა, ამერიკული დიპლომატიის საფირმო ნიშანია, ევროპელები ასე არ იქცევიან. ამერიკის ელჩი საჯაროდ ესტუმრა ივანიშვილს და მის კაბინეტში გადაწყდა ხიდაშელის გამინისტრება ისე, რომ ეს ამბავი პრემიერმაც კი ბოლოს შეიტყო.

_ რა ჰქვია ქვეყნას, რომელშიც ვცხოვობთ?

_ არშემდგარი სახელმწიფო ვართ. სახელმწიფო, რომელსაც ერთი კაცი მართავს და არა ინსტიტუტები, არშემდგარია. როდესაც ინსტიტუტები მუშაობს, ნაპოლეონიც ვერ შეძლებს ქვეყნის ერთპიროვნულად მართვას. საქმე ის არის, რომ ივანიშვილს არათუ ვალდებულება, თანამდებობაც არ აქვს, თუმცა მაინც მმართველია.

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

_ მსოფლიოში მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა გეოპოლიტიკური მიმართულებებისთვის. ამერიკასა და რუსეთს შორის ცივი ომია, თუმცა ამ ვითარებაში საქართველო მკვეთრად პროდასავლურ კურსს ინარჩუნებს. ეს მიმართულება არც სამართლებრივ და არც პოლიტიკურ დონეზე არავის შეუცვლია.

ამერიკელების მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარება, აგრეთვე, აღლუმში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკას დიდი ინტერესი აქვს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სრულიად რეგიონის მიმართ. გავიმეორებ ისევ, რომ ცივი ომი დაწყებულია და რუსეთი და ამერიკა მოწინააღმდეგეები არიან, ისინი უკვე კონფრონტაციის სცენარებსაც ითვალისწინებენ _ ამასწინანდელი ინციდენტი შავ ზღვაზე ბრძოლის მოდელირებული ვარიანტი იყო.

გეოპოლიტიკური გადათამაშების სცენარში მოხვდა საქართველო და მეზობელი ქვეყნებიც.

_ ვინ მართავს ჩვენს ქვეყანას და არის კი საქართველო სახელმწიფო?

_ ძალიან რთულია იმაზე საუბარი, როგორი ქვეყანა ვართ. როდესაც სხვა სახელმწიფო შენს აზრს არ იზიარებს, პრეტენზია იმაზე, რომ შედგარი სახელმწიფო ხარ, არ უნდა გქონდეს. ავიღოთ, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი. როდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებულ და ძებნილ ადამიანს მეგობარ ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ, ცუდი ფაქტია. ასეთი შემთხვევების დროს ნათლად ჩანს, რანი ვართ და რას წარმოვადგენთ.

_ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ვის აკისრებთ?

_ იცით, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა თავისი არჩევანი და წავიდა პოლიტიკიდან… დატოვა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველა ბერკეტი უჭირავს ხელში იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს, მაგრამ თავს ვერ აბამს. ეს არის ძალა, რომელმაც სამართლიანობა არ აღადგინა. ხალხი ყველაფერს ამერიკელებს აბრალებს, მაგრამ გვესინჯა და დაგვედო უცხოელებისთვის მტკიცებულებები იმ დანაშაულებისა, რომლებიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა და იქნებ ჩვენი მხარე დაეჭირათ, ჩვენმა ხელისუფლებამ ხომ ესეც არ გააკეთა?!

ობამას ადმინისტრაციას არ უყვარს სააკაშვილი და ის ძალიან შორს გაუშვეს.

_ ახალი ხელისუფლება უყვარს?

_ ამერიკა ითვლება საქართველოს პარტნიორ ქვეყნად. ამ ქვეყანას საქართველოს მიმართ აქვს გამოკვეთილი პოზიცია და ინტერესებიც. ვფიქრობ, სააკაშვილის მოშორება ობამას ადმინისტრაციის დაკვეთით მოხდა, მათ გარეშე სააკაშვილის მოშორება გაჭირდებოდა.

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ ქართველები მხოლოდ ამერიკის დაკვეთას კი არ ვასრულებთ, არამედ იმ პოლიტიკას ვატარებთ, რომელსაც ეს ქვეყანა მსოფლიოში ახორციელებს. დაკვეთა ერთია, გავალებენ და იძულებული ხარ, შეასრულო, მაგრამ ჩვენები სისხლხორცეულად არიან ჩებმული ამ საოცრად არაკაცთმოყვარე, არაჰუმანური პოლიტიკის გავრცელებაში მსოფლიოს მასშტაბით. უპირველეს ყოვლისა, ბრძოლა მიმდინარეობს ერის, ხალხის, ოჯახისა და სამშობლოს წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. სამწუხაროა, ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ბედს, ხელისუფლებაზე მეტად ამერიკის ელჩი წყვეტს

ამბობენ, საბჭოთა კავშირის პერიოდში მოსკოვში წყდებოდა ჩვენი ბედიო, მაგრამ კარგად მახსოვს, კანდიდატურას საქართველოში არჩევდნენ და მოსკოვში მტკიცდებოდა. დღეს არავინ გვეკითხება, ვინ უნდა დავნიშნოთჩემთვის საშინელება იყო ის, რაც ამერიკის ელჩმა თინა ხიდაშელის მინისტრად დანიშვნისას ჩაიდინა.

ამერიკა ყველა ქვეყნის პოლიტიკაში ხელს აფათურებს, მაგრამ ის, რაც აქ მოხდა, საშინელებაა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რა ჩაიდინა ამერიკამ მსოფლიო ფეხბურთის პოლიტიკაშიც, ეს მთელი სამყაროს თავის მოჭრაა, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო საჯდომის ქვეშ ჰყავთ ამოდებული.

_ ივანიშვილმა შეასრულა თუ არა ამერიკული დაკვეთა, როდესაც ხელისუფლებაში ურეიტინგო პარტიები მოიყვანა?

_ ივანიშვილის მეტს არავის შეეძლო სააკაშვილის მოშორება, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ივანიშვილის გარეშე ვერც რესპუბლიკური პარტია და ვერც ალასანია ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ…

ის, რომ თინა დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, საგანაგაშოა, მაგრამ შეხედეთ, რა ხდება სხვაგან… სააკაშვილი და მისიხელები და ფეხებიდაინიშნენ თანამდებობებზე, ყველაფერი გასაგებიაეს იგივეა, მე პეკინის მერად დავინიშნოამ ფაქტით ამერიკა გვიჩვენებს, რომ არც უკრაინა ადარდებს და არც საქართველო, უბრალოდ, მსოფლიოს მართვას ცდილობს. საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამერიკის განსაზღვრულია. ჩვენი ქვეყანა დენთის კასრზე ზის!

ამერიკელებს 2012 წელს ეშინოდათ, რევოლუცია არ მომხდარიყო და სააკაშვილი არ წაელეკა, რადგან ზეგავლენას დაკარგავდნენ

_ რა ჰქვია ჩვენს ქვეყანას?

_ ჩვენ არ ვართ ამერიკის შტატი, რადგან მათ, ყველას თავისი უფლებები გააჩნიათ… ამ ლოგიკით თუ გავყვებით, უფრო კოლონიას ვგავართ. ჩვენი სურვილები და ქართული ინტერესები ვერ განვახორციელეთ და ვერც განვახორციელებთ, თუ ეს სისტემა არ დაინგრევა, სისტემა, რომელიც სააკაშვილის მიერ ამერიკის მითითებით არის შექმნილი. თუ ასე არ მოხდა, არაფერი გვეშველება და სახელმწიფოც ვერ გავხდებით. არსებული სისტემა ხერხემალში ამტვრევს საქართველოს.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here