Home რუბრიკები პოლიტიკა პოროშენკო, იაცენიუკი და გროსმანი სახრჩობელაზე “ჩამოკიდეს”

პოროშენკო, იაცენიუკი და გროსმანი სახრჩობელაზე “ჩამოკიდეს”

619

უკრაინის ქალაქ უჟგოროდის ცენტრში სახრჩობელაზე ჩამოკიდეს უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს, პრემიერ არსენი იაცენიუკისა და პარლამენტის სპიკერ ვლადიმერ გროისმანის ფიტულები. უჟგოროდელებმა უკრაინის უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეების სამეულის “ჩამოხრჩობა” ქვეყანაში ფასების მომატების გამო გადაწყვიტეს.

ამას გარდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კარპატების საოლქო საბჭოს შენობასთან მიიტანეს უზარმაზარი პლაკატი პოროშენკოს, იაცენიუკისა და გროსმანის გამოსახულებითა და წარწერით: “უკრაინის ინტერესების გამყიდველები”.

აღშფოთებული უკრაინელები მოითხოვდნენ ფასების შემცირებას და უკრაინელთა ხელფასების გათანაბრებას ევროპელთა ხელფასებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here