Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ვასაძე: ერთმორწმუნე “რუსები ჩვენი მოკავშირეები არიან”

ლევან ვასაძე: ერთმორწმუნე “რუსები ჩვენი მოკავშირეები არიან”

977

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ რუსების გინებას, სჯობს, საკუთარ თავს მივხედოთ, რადგან ორმხრივი შეცდომების შედეგად რუსეთი ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა.

“უკომპრომისოები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს _ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს ეხება, მაგრამ უაზროდ რუსების გინებას, ჯობია, თავს მივხედოთ. რუსეთის მხრიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება სხვა არაფერია, თუ არა თვითონ რუსეთში არსებული საკუთარი ქვეყნის დაშლის შიშის რეფლექსი. რუსები ჩვენი მოკავშირეები არიან. მიუხედავად ყველაფრისა, გავბედავ და თანამედროვე საქართველოში უაღრესად არაპოპულარულ და სახიფათო აზრს ვიტყვი: ერთმორწმუნე რუსები კულტურულადაც და ზნეობრივადაც, მტრები კი არა, ჩვენი მოკავშირეები არიან და ორივე ერის უდიდესი შეცდომაა და ამ ერების მტრული ძალების დიდი “ჩალიჩის” შედეგი ჩვენი ასეთ დაპირისპირებამდე მისვლა. საქართველო არასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მიწების წართმევას და, სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ მას, საქართველოს ნამსხვრევების ნაცვლად, საქართველოსთან სჭირდება მოკავშირეობა, მანამდე იქნება ორივე ქვეყანა გაჩხერილი ამ ორივესთვის უაღრესად მავნებელ ჩიხში!” _ განაცხადა ბიზნესმენმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here