Home რუბრიკები პოლიტიკა ევროვიზა, “ევროვიზია”, გაფრენა და ჰარიპოტერიზმი

ევროვიზა, “ევროვიზია”, გაფრენა და ჰარიპოტერიზმი

770

რიგის ევროსამიტი დასრულდა! მეორენაირადაც შეგვიძლია ვთქვათ: რიგის ევროსამიტი დაიწყო? ანუ ამ ფრაზის ბოლოს “დასრულდა”-ს დავწერთ თუ “დაიწყო”-ს და წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანს დავსვამთ თუ კითხვისას, მაინც არაფერი შეიცვლება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სამიტიდან რეალურ შედეგს ელოდნენ.

ვენაში “ევროვიზიაც” დასრულდა და, ვინც მისგან ელოდა რაიმე შედეგს, არც იმათთვის იცვლება რამე _ ევროპას პოლიტიკაშიც ვკიდივართ და მუსიკაშიც!

მთელი ეს ჟივილ-ხივილიანი ევროკვირა საქართველოსთვის, როგორც სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, ნულოვანი შედეგით დასრულდა.

აქ სიტყვებს _ “ლოგიკურიდამოსალოდნელი” _ ხაზს ვუსვამ ქართველთა ჭკვიანი და ნორმალურად მოაზროვნე ნაწილისთვის, თორემ მეორე ნაწილს საერთოდ არაფერში აინტერესებს ლოგიკა _ ისინი მხოლოდცუდი რუსეთისადაკარგი ევროპისკლიშეებში არიან ჩარჩენილი და შეუძლიათ, უსასრულობამდე ელოდონ იმ შედეგს, რომელიც სინამდვილეში არასოდეს დადგება!

სამწუხაროდ, რაც დრო გადის, მით უფრო იკვეთება უფსკრული ჩვენს საზოგადოებაში ნორმალურად მოაზროვნეთა და პროპაგანდას უაზროდ აყოლილთა შორის.

აქ მოქმედებს ერთ მაგიური სიტყვა “გინდა”, უმეტესწილად შეკითხვით, ნამუსზეაგდებით ფორმაში; ანუ, როგორც კი გამოთქვამ რაიმე ეჭვს ქართველებზემზრუნველიევროპის მიმართ, იმწამს არ აყოვნებს რიტორიკა: “აბა, რუსეთი გინდა?!” (არსებობს ამ დემაგოგიის შედარებით მძაფრი ფორმებიც: რუსეთის მონობა, რუსული ჩექმა, პუტინის შნირობა გინდა?!).

ანუ, თუკი შენი აზრი ევროპაზე არის არა წარმოსახვითი, არამედ სავსებით ობიექტური და რეალური, ესე იგი, შენ “გინდა” რუსეთი!

არადა, რა ალოგიკური და არაადეკვატურია სიტყვა “გინდა” მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა გეოსტრატეგიული ინტერესების შეჯახების ეპიცენტრში მოქცეულ სამშობლოზე ლაპარაკობ, ამაზე ცოტა თუ ფიქრობს.

*მინდა, რომ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყოს გადაჭიმული, მაგრამ ეს შესაძლებელია?

*მინდა, რომ საქართველოს ანგარიშს უწევდნენ წინა აზიის დიდი სახელმწიფოები და დახმარებას სთხოვდეს ბერძენ მართლმადიდებელთა სახელმწიფო, მაგრამ ეს შესაძლებელია?

*მინდა, რომ ალამუთის ციხემდე გასულ ქართულ ლაშქარს მულიდთა ბელადი ეგებებოდეს ძღვენით, მაგრამ

მაგრამ ხდება ის, რომ რიგის სამიტზე, ყბადაღებულივიზალიბერალიზაციისნაცვლად, ხის სასტვენითგვაჯილდოებენ”, რომელსაც თურმე ლატვიურადსვილტაუნიექსიჰქვია და რომელიც, თურმე, რამდენიმე ფრინველის ხმას გამოსცემს.

მასპინძლებმა სიმბოლური დატვირთვაც აგვიხსნეს: “ფრინველისთვის არ არსებობს საზღვრები და ფრინველი, სადაც უნდა, იქ ფრენს”.

ფრენს თუ აფრენს?

დიალოგი ფილმიდან “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, როდესაც სამართლის საპოვნელად მიდიან უსტაბაში და მისი თანმხლებნი სოფლის მოსამართლესთან:

_ თქვენა გყვანან?

_ რა, მტრედები?

_ ჰო, მტრედები!

_ კი, გვყვანან, ზემო უბანში…

_ აფრენთ ხოლმე?

_ ჰოოო, ვაფრენთ, მაშა!

ანგელა მერკელის განცხადება რიგის ევროსამიტის გახსნამდე სამი საათით ადრე:

“უკრაინისა და საქართველოსთვის ვიზების შერბილების საკითხის დადებითად გადაწყვეტა ამ ეტაპზე შეუძლებელია!”

ბატონისაგან ცოლწართმეული ხელოსანი გოგიას შეძახილი, იმავე ფილმიდან:

“მაშ, მე _ ვირის თავ-ფეხი?!”

რესპუბლიკელი მინისტრის _ პაატა ზაქარეიშვილის განცხადება:

“დიახ! დიახ! რიგის სამიტზე ევროპისაგან ზუსტად ის მივიღეთ, რასაც ველოდით!”

რა ზუსტად ეწყობა ერთმანეთზე, არა?

არც პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ჩამორჩება:

“საქართველომ რიგის სამიტზე ევროპისგან მიიღო იმის მაქსიმუმი, რის მიღებაც ამ ეტაპზე შესაძლებელი იყო!”

ერთი ძველი საბჭოთა დროინდელი ანეკდოტი:

გურული ჯარშია. მოუნდება ოჯახის ნახვა და ჯარისკაცებს ეკითხება:

_ რომ ვთხოვო ჩვენს მეთაურს, არ გამიშვებს ერთი კვირით შვებულებაში?

_ რას ამბობ, მაგას არავინ არასოდეს გაუშვია შვებულებაში, _ უპასუხეს ჯარისკაცებმა.

გურული მაინც ცდის ბედს. შედის ოფიცერთან და შვებულებას სთხოვს.

_ და პაშოლ ტი ნა ხ.. _ პასუხობს ოფიცერი.

გურული გამოდის ყაზარმაში და ალაგებს ნივთებს. ემზადება წასასვლელად.

_ ვა, გაგიშვა? _ უკვირთ ჯარისკაცებს.

_ კი, _ დაბეჯითებით პასუხობს გურული.

_ რაო, რა გითხრა?

_ ასე მითხრა, წაი, ჩემი კუტუნიე ბიჭიო!

ასე გვითხრა მერკელმაც, _ ვიზებს ვერ შეგირბილებთო!

საინტერესოა, რატომ შეცვალა “ვიზების გამარტივება” ფრაზით “ვიზების შერბილება”. ალბათ, შეეცადა, რბილად, ტაქტიანად ეთქვა ჩვენთვის ის, რაც რუსმა ოფიცერმა უთხრა გურულს…

კარგი, მაგრამ, თუ ეს ასეა, ჩვენ, ქართველები და უკრაინელები, რაღას ვაკეთებთ, აბა, გინდ რიგის სამიტზე და გინდაც ევროკავშირის “პადიეზდთან”, ბირჟას ვამაგრებთ?

ანევროვიზიაზერას ვაკეთებდით?

რაღაც საშინელ კოსტიუმში გამოწყობილი ჩვენიმომღერალირაღაც საშინელებას რაღაც საშინლად გაჰკიოდა და ჩვენ მიღებული დაბალი ქულები რატომღაც პუტინს დავაბრალეთ!

აბა, წამოვიდა ახლა ჩემს ჩასაქოლად მომართული ქვა-ღორღი!

აკი, ნინა სუბლატის სიმღერის დაწუნება სამშობლოს ღალატად იქნა შეფასებული არაერთი “ძაან პატრიოტი” ქართველის მიერ!

კარგი, ჯანდაბას, დავაბრალოთ ეს მათ პატრიოტულ ემოციას…

მაგრამ, როდესაც კარგად დავაკვირდი, ნინა სუბლატის ოდნავ გაკრიტიკებისთანავე _ “ქართველი არ ხარ? მაგას როგორ კადრულობ?”, “როგორ შეიძლება, ქართველი ქართველს არ გულშემატკივრობდეს!” “ნუთუ შესაძლებელია, რომ ქართველმა ადამიანმა ქართველი ხელოვანი ასე ლანძღოს?!” _ აი, ასეთ ფრაზებს სწორედ ის ხალხი გაიძახოდა, რომელიც აგერ, თითქმის გუშინ, დიდი ენთუზიაზმითლიბერალურადლანძღავდა შოთა რუსთაველს, ილია ჭავჭავაძეს, ლადო ასათიანს

და, თუკი ხმას ამოიღებდი და უპასუხებდი, რომ ქართველი ერისთვის ასე მნიშვნელოვანი გენიოსი ფიგურების ლანძღვა არ არის მისაღები საქციელი, იმწამს მოგნათლავდნენ ბნელად, ჩამორჩენილად და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მებრძოლად!

ანუ, ამ ადამიანებს რომ ჰკითხო, შოთა რუსთაველის ლანძღვა განსხვავებული აზრია და ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს განსხვავებული აზრი ნებისმიერ პერსონაზე! მაგრამ, თუ ნინა სუბლატზე თქვი რამე უარყოფითი, ეს უკვე აღარ შეიძლება! ესპუტინის შნირობასდა ერის ღალატს ნიშნავს!

არ ვიცი, არც დამითვლია და არც მაქვს სურვილი, დავთვალო იმ ქართველ “პატრიოტთა” რაოდენობა, რომელთათვისაც ნინა სუბლატი უფრო ხელშეუხებელი პერსონაა, ვიდრე შოთა რუსთაველი…

სამაგიეროდ, შეგვიძლია, თავისუფლად დავითვალოთ “ჰარი პოტერები” ქართულ პოლიტიკაში!

ანუ ის ადამიანები, რომლებმაც რიგის სამიტზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის არდაშვების გამო, დრო იხელთეს და მათ ხელში არსებული “ჯადოსნური ჯოხის” შესახებ გაგვიმხილეს!

რა თქმა უნდა, “ჰარი პოტერების” ნომინაციაში აუცილებლად დასასახელებელია ყოფილი და ძებნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან იმდენი ქნა, ვიზების ლიბერალიზაციისა და ნინა სუბლატის საკითხი ერთმანეთზე მიაბა და მომცა კიდეც ამ სტატიის ასეთი ფორმით დაწერის მუზა.

ჩვენ ევროვიზიაზე საქარათველოს მონაწილეობის ისტორიაში პირველად ავიღეთ ასეთი დაბალი ქულები. არც ერთმა ქვეყანამ არ მოგვცა უმაღლესი შეფასება, ასევე არ მოგვცეს უვიზო მიმოსვლის უფლება რიგის სამიტზე. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს მთავრობამ თავი გაიბანძა საერთაშორისო ურთიერთობებში. მაგრამ არა უშავს, მალე ჩვენ ისევ აღვიდგენთ პოზიციებს და ყველაფერი კარგად იქნება!” _ განაცხადაჰარიპოტერსააკაშვილმა და ასპარეზიჰარიპოტერფანჯიკიძეს გადაულოცა.

მაია ფანჯიკიძე: “მთავრობიდან ჩვენი გუნდის წევრი მინისტრების წასვლის შემდეგ საქართველომ ძალიან ბევრი რამ დაკარგა საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამის გამო დაიდო ის შედეგი რიგის სამიტზე, რაც დაიდო. ჩვენი მთავრობაში ყოფნის შემთხვევაში შედეგი გაცილებით სერიოზული იქნებოდა!”

ვერ გეტყვით, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში “გაცილებით სერიოზული შედეგი”, რადგან უვიზო მიმოსვლის საშუალება ან უნდა მოგანიჭონ, ან _ არა!

“გაცილებით სერიოზული” რა არის _ საზღვარზე ჭოკით გადახტომის უფლებას მოგვცემდნენ, ნეტავ, თუ ბატუტით გადაფრენის?!

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოში ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხის ქონას ბევრი იჩემებს. ერთი ეგ არის, ამ “ჯადოსნურ ჯოხს” რატომღაც ვერ იყენებენ ხელისუფლებაში ყოფნისას და მხოლოდ მთავრობიდან წასვლის შემდეგ გვიმხელენ, თურმე როგორი ჯადოსნური ჯოხის მფლობელები ყოფილან!

სამწუხაროდ, ასეთიჰარიპოტერიზმისაქართველოში არამხოლოდ ორ ხსენებულ პერსონას ახასიათებს და არამხოლოდ ევროვიზებისა და ევროვიზიების თემაზე. ქართველ პოლიტიკოსჰარიპოტერებს ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით და მათიჯადოსნური ჯოხებისმოქმედების სფეროებიც შეუზღუდავია

არადა, ზოგიერთი ძალიან “ევროპისკენ გაქაჩულის” და რუსეთის მგმობელის რეალურ გონებრივ შესაძლებლობებს და უნარებს რომ ვაფასებ, მთელი ეს აჟიოტაჟი და “ძალადპატრიოტიზმი” მათთვის, უბრალოდ, პოზაა… მახსენდება პერიფრაზი კინოფილმიდან “უძინართა მზე”:

ძაან არ გაარჩიოს ახლა მაგან, ევროპაშია თუ რუსეთში…”

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here