Home რუბრიკები პოლიტიკა საპატრიარქომ 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ამერიკის საელჩოს ზემოქმედებით გააუქმა!

საპატრიარქომ 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ამერიკის საელჩოს ზემოქმედებით გააუქმა!

557

წელს, 17 მაისს, საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შარშან დაწესებული “ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის” დღე ვერ აღინიშნა.

წინა წლისგან განსხვავებით, რუსთაველზე მრევლის მსვლელობა არ ყოფილა და არც სხვა ღონისძიებები ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლითმართლმადიდებელ მშობელთა კავშირისმიერ ორგანიზებულ პროცესიას, რომელსაც, მიუხედავად მრავალრიცხოვნებისა, პოლიციამ გზის გადაკეტვის საშუალებაც არ მისცა. მიზეზად ის დასახელდა, რომ წინა დღეს, 16 მაისს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში შემობრძანება აღინიშნა. ამის თაობაზე სპეციალური განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები (16-17 მაისი) ლოცვით მსვლელობებსა და მსახურებას დათმობოდა. დაგეგმილი ღონისძიებების გადადებაც ოფიციალურად ამ მიზეზით ახსნეს, მაგრამ ამ ყველაფერმა ეჭვები მაინც გააჩინა. იყო საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურმა კონიუქტურამ განაპირობა, რომ ხელისუფლებამ ეკლესია აიძულა, დათმობაზე წასულიყო.

რეალურად აი, რა მოხდა: როგორც მცირე ხნის წინათ პატრიარქის გარემოცვასთან დაახლოებულმა სანდო წყარომ მაცნობა, 17 მაისს სასულიერო პირთა და მრევლის მსვლელობის ჩაშლა უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციაიდენტობისძალისხმევით მოხდა. ამ ორგანიზაციის მესვეურებმა, თურმე, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აეძულებინათ, ზემოქმედება მოეხდინა ეკლესიაზე და მისთვის უარი ეთქმევინებინა ღია სივრცეში შეკრებაზე ან მსვლელობის მოწყობაზე. ამისთვის თურმე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “იდენტობის” წარმომადგენლებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, გაიმართა რამდენიმე შეხვედრაც და ამ პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. მეტიც, მოლაპარაკებებში ჩართული იყო დიპლომატიური კორპუსიც, კერძოდ, ამერიკის საელჩო და უშუალოდ ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომელიც ლგბტ თემის უფლებადამცველიდენტობასლობირებდა და ხელისუფლებას მისი ინტერესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებდა. პირველი საინფორმაციო შეხვედრაც 24 აპრილს სწორედ ნორლანდის ინიციატივით მოხდა და “იდენტობასთან” ერთად მას ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ევროკომისიის ადამიანის უფლებათა ოფიცერი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა საკითხებში. იმავე დღეს, 24 აპრილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინიციატივით გაიმართა პირველი შეხვედრა დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე და როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან კონკრეტული მოსაზრებები გამოითქვა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კანცელარიის წინ აქციის გამართვა არ იქნებოდა მართებული (ლგბტ-ები სწორედ ამას ითხოვდნენ), რადგან ხელისუფლება თვითონაც ეწინააღმდეგება ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას. მან ღონისძიების გამართვის ალტერნატიულ ადგილად წერეთლის პროსპექტზე მდებარე საგამოფენო ცენტრი დაასახელა, თუმცა “იდენტობა” ამას კატეგორიულად არ დაეთანხმა. ეს შეთავაზება მიუღებლად მიიჩნიეს შეხვედრაზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რადგან, მათი აზრით, ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ღონისძიების ჩატარება ქალაქის ცენტრიდან შორს, კომიკური და დამამცირებელია. მოკლედ, პირველი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

მომდევნო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა და ამჯერად იდენტობასდედაქალაქის ცენტრში, საბურთალოზე, სასტუმროჰოლიდეი ინისპარკინგზე შესთავაზეს აქციის გამართვა. შს მინისტრის მოადგილის თქმით, ძალოვნები უზრუნველყოფდნენ მათ სრულ უსაფრთხოებას და ინციდენტის შემთხვევაში, რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს აქციასთან მიახლოების საშუალება არ ექნებოდათ. მიუხედავად ამისა, ლგბტ თემისთვის შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა. მათი თქმით, სასტუმროს პარკინგზე აქციის გამართვა დამამცირებელი იყო. “იდენტობამ” სხვა ადგილი, კერძოდ, სასტუმრო “რადისონის” მიმდებარე ტერიტორია ან ვარდების მოედანი (ყოფილი რესპუბლიკის მოედანი) მოითხოვა, თუმცა “მხარეებმა” ვერც ამჯერად მიაღწიეს შეთანხმებას და მოლაპარაკება ისევ უშედეგოდ დასრულდა.

მესამე შეხვედრა 1 მაისს (ან შესაძლოა, 2-ში) გაიმართა _ კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით. აქ უკვე გადაჭრით ითქვა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა მხოლოდ სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” წინ იძლეოდა აქციის უსაფრთხოების გარანტიას. იმავე შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ, თუ “იდენტობა” ვარდების მოედანზე ან სასტუმრო “რადისონთან” მოაწყობდა შეკრებას, მოსალოდნელ გართულებებზე პასუხისმგებლობა თვითონ ამ ორგანიზაციას უნდა დაეკისრებინა. ეს იყო ძალოვანი უწყების მკაფიო და მყარი პოზიცია, რამაც “იდენტობის” წარმომადგენელთა გაღიზიანება და პროტესტი გამოიწვია.

ბოლო შეხვედრა 6 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივით შედგა და “იდენტობის” წარმომადგენელს პირდაპირ განუცხადეს, რომ, თუ ისინი აქციას დედაქალაქის ცენტრში ჩაატარებდნენ, უმჯობესი იქნებოდა, ეს არ ყოფილიყო წინასწარ დაანონსებული. ლგბტ-თა დამცველებისთვის ეს მოწოდებაც “დამამცირებელი” აღმოჩნდა. მოკლედ, შეხვედრამ ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა და შეთანხმებას ვერც ამჯერად მიაღწიეს.

ამის შემდეგ “იდენტობას” მოლაპარაკებები არ უცდია, მათ არ ჰქონიათ არანაირი კონტაქტი არც შსს-თან და არც სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან, რომელსაც რამე კავშირი აქვს ძალოვან სტრუქტურებთან. ეს საკითხი თითქოს დავიწყებას მიეცა _ არც განხილვები და არც სატელეფონო კონტაქტი. ორივე მხარე გაჩერდა, ამ თემაზე ყველანაირი დისკუსია და მსჯელობა შეწყდა.

საბოლოო ჯამში, “იდენტობავერ შეიკრიბა დედაქალაქის ცენტრში და ვერ მოაწყო ლგბტთა აქცია, მაგრამ 17 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე საპატრიარქომაც სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო _ გააუქმა ყველა ღონისძიება, რომლებიც პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო; გააუქმა დაგეგმილი მსვლელობა და მრევლს მოუწოდა, ამ დღეს ტაძრებში ან თუნდაც სახლებში ელოცა. ცხადია, ამ ყველაფერმა უამრავი ეჭვი გააჩინა და ეს ეჭვები არცთუ უსაფუძვლო აღმოჩნდა. გაირკვა, რომ იდენტობასთანმოლაპარაკების პარალელურად ხელისუფლება ეკლესიაზე ზემოქმედებდა. მეტიც, სანდო წყარომ მაცნობა, რომ ამ ზემოქმედების პირველწყარო არა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არამედ ამერიკის საელჩო და მისი ლობისტური უცხოური თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. სწორედ ისინი აიძულებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამღვდელოებისთვის ხელის შეშლას და პირობების წაყენებას, რომ “იდენტობის” აქციის გაუქმების სანაცვლოდ თვითონაც უარი ეთქვათ ყველა დაგეგმილ ღონისძიებაზე. საბოლოოდ, ზემოქმედებამ გაჭრა და საპატრიაქომ დათმო. მას არა მხოლოდ კონცერტები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გააუქმებინეს, აწყურის ღვთისმშობლის ხატის მსვლელობაც კი წინა დღეს, 16 მაისს გადმოატანინეს. ამით, ფაქტობრივად, იმის დემონსტრირება მოხდა, რომ, თუკი არ იქნება ლგბტ-ების უფლებები გარანტირებული, არც უმრავლესობის ნება იქნება დაცული და, თუკი ე.წ. უმცირესობა ვერ შეძლებს თავისი ნების თავისუფლად გამოხატვას (თუნდაც ეს ნება სცილდებოდეს ყოველგვარ ნორმას), მაშინ ვერც უმრავლესობა დაიცავს საკუთარ ტრადიციებსა და ღირებულებებს.

მოკლედ, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში მართლმადიდებელი მრევლის, ანუ მოსახლეობის, უმრავლესობის ნებას ლგბტ თემის ვარიების კრიახზე მეტი ფასი არ აქვს. ეს ფაქტია და ამას უკვე ყველა ხედავს, ამის უკან კი ჩვენისტრატეგიული პარტნიორიამერიკა და ჩვენი სათაყვანებელი დასავლეთი დგას. როგორც ჩანს, ევროინტეგრაცია სხვანაირად არ გამოდის და “ბნელმა ღრუზინებმა” ერთი ადგილი უნდა დავაყენოთ. “ისტორიული არჩევანი” მსხვერპლს მოითხოვს _ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია…

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here