Home რუბრიკები პოლიტიკა კოლექტიური გამოტვინება თუ კოლექტიური ჰალუცინაცია

კოლექტიური გამოტვინება თუ კოლექტიური ჰალუცინაცია

1894

რას ნიშნავს სიტყვა “პატრიოტი” და, საზოგადოდ, რა არის პატრიოტიზმი? არა, რა თქმა უნდა, ლექსიკონურ განმარტებას არ ვგულისხმობ.

ყველამ ვიცით, რომ უცხო სიტყვათა ლექსიკონში ეს სიტყვა განმარტებულია, როგორცადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ქვეყნისა და ხალხის ერთგული”. მაგრამ ხშირად მართლა დასაფიქრებელია, _ რას ნიშნავს რეალურად სამშობლოს სიყვარული? უცხოეთში გადახვეწილთა ფეხსაცმელში ჩაყრილი ქართული მიწა უფროაპატრიოტიზმითუ მათი საქციელი, ვინც თუნდაც მტერთან და დამპყრობელთან ერთგვარიკოლაბორაციისგზით სამშობლოსთვის იმ კონკრეტულ ვითარებაში შესაძლებელ უკეთეს გამოსავალს პოულობს, მინიმალური ზარალით მიჰყავს ქვეყანა გარდატეხის გარკვეულ მომენტამდე და, ბოლოს და ბოლოს, ერის ფიზიკურ გადარჩენას უზრუნველყოფს?

მე პატრიოტიზმი ტვინი უფრო მგონია, ვიდრე გული, ანუ, რომ დავაკონკრეტო _ პატრიოტიზმი უფრო შედეგი მგონია, ვიდრე უშედეგო, უაზრო და მეტიც _ ხშირად მძიმე უკუშედეგის მომტანი ლოზუნგების ღრიალი და გაცილებით ძლიერი მტრის კიდევ უფრო გაღიზიანება, გამოწვევა და ერის ფიზიკური მოსპობის რისკზე გატარება!

რა თქმა უნდა, არსებობს დემაგოგია, რომელიც ასეთ მსჯელობას “ლაჩრობას” უწოდებს… მაგრამ მოდი, ყველამ იქ “ივაჟკაცოს”, სადაც რისკი მხოლოდ მას ეხება! როდესაც რისკის წინაშე ქვეყანა დგას, მაშინ ნურავინ მისცემს თავს უფლებას, თავისთვის “პატრიოტის” იმიჯის შესაქმნელად მთელი ქვეყანა გაწიროს და ბეწვის ხიდზე გაატაროს.

სწორედ ასეთი დემაგოგიური “პატროტიზმის” ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს გასულ კვირაში კიდევ ერთხელ გააქტიურებული თემა “რუსული პროპაგანდის” შესახებ.

რაღა თქმა უნდა, თემის გააქტიურებაენდიაი”- იმ ცნობილმა კვლევამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტს არ სურს ნატოს მუდმივადღია კარზეკაკუნი და თავისი სამშობლოს უკეთესი მომავლის გზა, ამ ეტაპზე, უფრო .. საბაჟო კავშირისკენ ესახება.

ამ ფაქტის გარშემო იმხელა აჟიოტაჟი ატეხა ქართულმა მედიამ, გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იფიქრებდა, ნატო ორივე ხელით ყელგამოწვდილი გვეღრიტინება, _ გეხვეწებით, შემოდით ჩემთანო, მაგრამ ქართველები მაინცსაბაჟო კავშირისკენმივიწევთ.

არ მესმის, რა გასაკვირია, რომ ადამიანებმა ზურგი აქციონ იმას, რასაც არავინ სთავაზობს?

თუმცა, უფრო საინტერესო და პირდაპირ წარმოუდგენელია ის, როგორი ახსნა მოუძებნეს ამ ყოველივეს .. ნატოისტებმა. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება და თვალსაჩინო გამოხატულება იყო ინგა გრიგოლის შოუ ტელეკომპანიაიმედზე”.

ამ შოუში შეკრებილი “ჟურნალისტები” და “ექსპერტები” (ბრჭყალები სულაც არ არის შემთხვევითი) ფრიად წარმოუდგენელ აზრებს გამოთქვამდნენ. ხათუნა ლაგაზიძით დავიწყოთ:

“წალეკა საქართველო რუსულმა საინფორმაციო პროპაგანდამ და არ არსებობს ამის არანაირი ორგანიზებული მედიაწინააღმდეგობა!”

ეს ყოვლად უაზრო და ულოგიკო ფრაზა არის ზოგადი ფორმულა იმისა, რასაც “ექსპერტთა” და “ჟურნალისტთა” კოჰორტა ერთხმად გაჰკივის. ნადვილად ვერ გეტყვით, რა არის ეს _ კოლექტიუური გამოტვინება თუ კოლექტიური ჰალუცინაცია.

მაშინ, როდესაც ყველა ქართული ტელეარხი პირდაპირ და აშკარად ამერიკულია (თავსართიპროშეგნებულად არ გამოვიყენე, რადგან აქპრომართლაც არაფერ შუაშია და ეს ტელევიზიები პირდაპირ ამერიკულები არიან), ეს ადამიანები სადღაც და როგორღაც რუსულ მედიაპროპაგანდას ხედავენ! ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იგი არა ჩვეულებრივი, არამედყველაფრის წამლეკავიცკი ყოფილა.

ახლა მე ჩამოვთვლი და თქვენ მითხარით, რომელია აქედანრუსული პროპაგანდისკორიფე:

“იმედი”, “რუსთავი 2”, “პირველი არხი”, “კავკასია”, “პალიტრა ტვ”, “ტაბულა”, “არტარეა”…

განვაგრძო?

კარგი, ჯანდაბას, ვინმე შეიძლება შემომედავოს და ერთი ან ორი აბსოლუტურად უფინანსო ტელეარხი და ჰაჰა, ამდენივე გაზეთი დაასახელოს, რომლებსაც ასე თუ ისე შეიძლება დააბრალოს, ისიც ძალიან შარიანმა ადამიანმა, “რუსეთის სასარგებლო პროპაგანდა”, თუმცა ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკისთვის არასასურველ გარკვეული ტიპის სიმართლესრუსულ პროპაგანდადჩავთვლით.

მე თუ მკითხავთ, არ შეიძლება სიმართლე ვისიმე პროპაგანდად ჩაითვალოს და, ჩემი აზრით, რუსული პროპაგანდა საქართველოში საერთოდ არ არის!

მაგრამ დავუშვათ და დავუჯეროთ ამ “შარიანებს”. ნუთუ ორიოდე ცუდად დაფინანსებული მედიასაშუალების ფართხალი ათეულობით კარგად დაფინანსებული და მსუყედ გამაძღარი, მთელ ქვეყანაზე მაუწყებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ პროპაგანდისტული “ურაგანი”, “ქარიშხალი” და “ცუნამია”?

თუ არა, მაშ, როგორ გავიგოთ ხათუნა ლაგაზიძისა და მისნაირიექსპერტებისან თუნდაცჟურნალისტებისპანიკა _ “არიქა! წალეკა რუსულმა პროპაგანდამ ქართული მედია”?

ვითომ შეუძლია ერთ-ორ ღარიბ გაზეთს ათობით მატერიალურად უზრუნველყოფილი ტელევიზიის “წალეკვა”?

ერთადერთი, რაც შეიძლება ასეთ შემთხვევაში ადამიანს გაგახსენდეს, არის ცნობილი ძველი იუმორისტული სკეტჩი, როდესაც მეგრელი ყვება სვანებთან ჩხუბის შესახებ. ის ამბავს ასეთი სიტყვებით იწყებს: მივდიოდით ორმოცდაათი მეგრელი კანტიკუნტად და დაგვედევნა ორი სვანი ჯგროდ!”

სწორედ ასეა საქმე. ანეკდოტის პერსონაჟი მეგრელი ცდილობს, გაამართლოს ის ამბავი, რომ ორმა სვანმა ორმოცდაათი მეგრელი გალახა და ამ მიზნით, აი, ასეთ სასაცილო სისულელეს გაიძახის.

სწორედ ასეანატოისტთასაქმეც: ამერიკულ პროპაგანდას ვაწარმოებთ ორმოცდაათი მედიასაშულება კანტიკუნტად და დაგვასიეს ორი პრორუსული გაზეთი ჯგროდ! _ დაახლოებით ასე შეიძლება გავიგოთ მათ ეს სასაცილო წუწუნი.

სხვათა შორის, ამ “კანტიკუნტ” პროამერიკელებს რუსული პროპაგანდის “ბრბოს” საწინააღმდეგო მოწოდებებიც არ ავიწყდება. აი, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის _ დავით ბაქრაძის განცხადება:

ახლა, როცა მომრავლებულია რუსული ორიენტაციის მხარდამჭერები და გააქტიურებულია რუსული პროპაგანდა, საქართველოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის და ყველა ჩვენგანის მომავლისთვის აუცილებელია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან!”

ლოგიკა?

ანუ “მომრავლებული” მხარდამჭერები “რუსული კურსისა” არ არიან “საქართველოში მცხოვრები ოჯახები”? და, თუ არიან და მხარს რუსულ კურსს უჭერენ, მაშინ მათი კეთილდღეობისთვის რანაირად არის აუცილებელი ამერიკასთან თანამშრომლობა?

სიმართლე არის ის, რომ ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა საჭირო და აუცილებელია არასაქართველოში მცხოვრები ოჯახების”, არამედ დავით ბაქრაძისნაირთა ოჯახების კეთილდღეობისთვის. მაგალითად, “ექსპერტი” (ეს სიტყვა ბრჭყალებში ყველგან შეგნებულადაა ჩასმული, ალბათ, მიხვდებით რატომაც) თორნიკე შარაშენიძის ოჯახის კეთილდღეობისთვის, რომელიც პირდაპირ ამბობს: “საჭიროა დროული და ქმედითი წინააღმდეგობა ჩვენს ქვეყანაში გააქტიურებული რუსული პროპაგანდის მიმართ, თორემ სულ მალე, 30 კი არა, 70 პროცენტი იქნება ამ ქვეყანაში რუსული ორიენტაციისა!”

ანუ რა გამოდის? _ ამერიკული პროპაგანდასიტყვის თავისუფლებაა”, ხოლორუსული პროპაგანდა” (რომელიც სინამდვილეში არც კი არსებობს) _ მოსასპობი, დასაგმობი, ამოსაძირკვი; ის ხალხი კი, რომელიც ამ მიმართულებას ემხრობა, მათი რაოდენობა 70 პროცენტიც რომ იყოს, _ მაინც ქვეყნიდან გასაძევებელი, დასაპატიმრებელი, დასახვრეტი?

ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ეს “პოლიტიკოს-ექსპერტები” ისე დააფეთა “საბაჟო კავშირის” მომხრეთა 30-მა პროცენტმა, რომ უკვე რას მიედ-მოედებიან, თავადაც არ იციან და აღელვების ნიადაგზე უნებურად ამზეურებენ აქამდე დაფარულ ფიქრებს, ანუ იმას, რომ ეს “დიადი დემოკრატიის” მომხრე “პოლიტიკოს-ექსპერტები”, სინამდვილეში არავისზე ნაკლები დიქტატორული ბუნებისანი არიან!

ისინი მზად არიან, მოსპონმოწინააღმდეგე კლასი”, როგორც ეს ერთხელ, პარლამენტში გამოსვლისას, მათხერხემალს” _ ვანო მერაბიშვილს წამოსცდა.

ერთი ეგ არის, ისე არ მოუვიდეთ, როგორც ზემონახსენებ იუმორისტულ სკეტჩშია, ბოლოს მეგრელი რომ ამბობს: დავიჭირე ეს სვანი და იმდენი ვცემე, იმდენი ვცემე, სულ სახე ვურტყი ფეხებშიო! დაახლოებით ასეთ დღეშია დღეს საქართველოში ამერიკული პროპაგანდაც. აშკარადდაჭერილიჰყავს მას რუსული მიმართულება და სულ სახეს ურტყამს ფეხებში!

კიდევ ერთი დამახასიათებელი მომენტი ხსენებული ჟურნალისტ-ექსპერტ-პოლიტიკოსებისა არის საკუთარი სიბეცის გასაღება ზოგად სიბეცედ.

იმავე ინგა გრიგოლიას შოუში რამდენიმეჟურნალისტიდაექსპერტიგაოცებას ვერ მალავდა, _ “ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2008 წლის მოვლენებიდან 7 წელიწადში რუსულ ორიენტაციას ამდენი მომხრე ეყოლებოდა”-!

აქ საინტერესო ამ კონკრეტული ჟურნალისტ-ექსპერტების სიბეცე კი არ არის, არამედ ის, რომ ისინი იყენებენ სიტყვას “ვერავინ”.

ანუ ეს რაღაც კონკრეტული მოვლენა რომ ვერ განვსაზღვრეთ და წინასწარ ვერ გავითალისწინეთ, პირადად ჩვენი ბრალი კი არ არის, არამედ, საზოგადოდ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, ისეთი მოულოდნელი იყოო!

არადა, მეც და ჩემ გარშემოც არა ერთი, არამედ ათასობით ადამიანი ყოველთვის ამბობდა, რომ, თუკი ამერიკული მიმართულება ასეთ იდიოტურ მოქმედებას განაგრძობდა, აუცილებლად მოიმატებდა რუსული მიმართულების მომხრეთა რაოდენობა და საბოლოოდ უმრავლესობა სწორედ ე.წ. რუსული გზისკენ გადაიხრებოდა.

სხვათა შორის, ასეთი უტიფარი პოლიტიკოს-ექსპერტ-ჟურნალისტების განცხადებები არა მხოლოდ საქართველოს საშინაო მოვლენებს, არამედ საგარეო ამბებსაც ეხება. მაგალითად, თავდაცვის მინსიტრმა თინა ხიდაშელმა ამას წინათ სატელევიზიო ეთერში განაცხადა:

აბა, მეიდნის მოვლენების პირველ დღეებში ვინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყებოდა? ამის წინაწარ განსაზღვრა ხომ არავის შეეძლო!”

აბა, მითხარით, რა არის ეს, თუ არა საკუთარი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სიბეცის “გაპრავება” იმით, რომ თითქოს ომი უკრაინაში რაღაც “ზებუნებრივი” მოვლენაა?!

სინამდვილოეში, ამის განჭვრეტა არავის შეეძლო კი არა, ჩემი ათასზე მეტი “ფეისბუქ-ფრენდის” 80 პროცენტი მეიდნის მოვლენების დაწყებიდან ნახევარ საათში უკვე წერდა, რომ უკრაინაში სწორედ ფართომასშტაბიანი ომი გაჩაღდებოდა და რუსეთი ყირიმს დაიბრუნებდა!

წესით, ასეთ შემთხვევაში, ის ადამიანები, რომლებმაც ერთხელვერ წარმოიდგინეს”, ორჯერვერ წარმოიდგინეს”, სამჯერვერ წარმოიდგინეს”, რა მოხდებოდა უახლოეს მომავალში და მათივერწარმოდგენისმიზეზით ქვეყანა დაზარალდა, უნდა გადგნენ გვერდზე და გზა მისცენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც წარმოიდგენდნენ კიდეც და რომლებმაც ზუსტადაც იცოდნენ, რა როგორ მოხდებოდა!

მით უმეტეს, რომ არაფერი იყო აქ წარმოუდგენელი და ყველაფერი სწორედაც რომ უმარტივესი ლოგიკით მოხდა!

და, როდესაც ასეთი უმარტივესი ლოგიკაც კი არ აქვს ადამიანს, “წამყვან თოქშოუებში” კი არ უნდა იწვევდნენ “ბრძნული აზრების” საფრქვევად ან მინისტრად კი არ უნდა ნიშნავდნენ (მით უფრო _ თავდაცვის!), არამედ შერცხვენილები უნდა მიდიოდნენ სახლში!

მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი “დიდი პროამერიკელები” სულ სხვა სტრატეგიით მოქმედებენ!

დააბრალე შენი სიბეცე და უტვინობაზებუნებრივ ძალებს”! განაცხადე, რომ ის, რაც მოხდა, უბრალოდ, “წარმოუდგენელიიყო არა კონკრეტულად შენი ვიწრო აზროვნებისთვის, არამედყველასთვის”! და ისევ უტიფრად გამოთქვი პრეტენზიადიდ პოლიტიკოსობაზე” “გამჭრიახ ექსპერტობაზეანწამყვან ჟურნალისტობაზე”!

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს, ასევე, მოქმედი ხელისუფლებისგან არც ისე შორეულ წარსულში განდგომილ პოლიტიკოსებს ერთი საერთო შტრიხი აქვთ _ თავიანთი პოლიტიკური, საზოგადოებრვი, ეკონომიკური თუ სამხედრო ჩასვრილობის გადაბრალება გარკვეულიპროპაგანდებისთვის”.

განა ამას წინათ, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, ირაკლი ალასანიამ არ განაცხადა “მზარდი რუსული პროპაგანდის” თაობაზე?

ან, თუნდაც, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას “რუსთავი 2”-ის პროპაგანდას არ აბრალებს?

ვერ გეტყვით, რატომ ურჩევნია ამ ადამიანებს აშკარა მარცხის რეალური მიზეზების ძიებასა და გამოსწორებას ის, რომ სულელური აზრები აფრქვიონ და რეალური მდგომარეობა არსებული და მით უმეტეს არარსებული პროპაგანდის შედეგად გაასაღონ.

ისიც საინტერესოა, ამერიკულ მიმართულებას მართლა მხოლოდ ამდენად სუსტი და სასაცილოდ უაზრო მეთოდებიღა დარჩა საქართველოშიდასაყრდენად”?

ამ კითხვებს, როგორც კლასიკურად იტყვიან ხოლმე, დრო გასცემს პასუხს…

რაც შეეხება ხალხს…

ხალხი ყოველთვის მშვენივრად ხედავს ყველაფერს… აკი “რუსული პროპაგანდის” რეალური “ძალა” საქართველოში ნებისმიერ მსუყედ დაფინანსებულ ტელეარხზე ჩანს, ზუსტად ისევე, როგორც ქართული ეკონომიკის “სიმყარე” ვალუტის გადამცვლელი ნებისმიერი ჯიხურის აბრაზე…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. სიტყვის თავისუფლების მეტად თავისებური გაგება აქვთ „ დემოკრატ“ „ჟურნალისტებს“ და „ექსპერტებს“
    „ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს სიტყვის თავისუფლებას, – არ მოგვწონს, რომ ადამიანები რუსეთის ინტერესებს ლობირებენ, მაგრამ ამის გამო მათ ვერ დავაპატიმრებთ“.
    ე.ი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა როცა მხარს უჭერ ლგბტ საზოგადოებას, მამათმავლობას, ლესბოსელობას, ნატოში გაწევრიანებას, ევროკავშირში გაწევრიანებას, მხარს უჭერ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავ ქართული მიწების გაყიდვას და ა.შ. ყველაფერს ვერ ჩამოთვლი
    მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასია
    გამოთქვა საკუთარ აზრი მართლმადიდებლობის შესახებ, ტრადიციული ოჯახების შესახებ ქალისა და მამაკაცის ტრადიციულ ურთიერთობაზე.
    გამოთქვა მოსაზრებას რუსეთთან მიმართებაში ან ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში თუნდაც იმ კუთხით რომ ჩატარდეს რეფერენდუმი და ვკითხოთ საქართველოს მოსახლეობას რა აზრის არიან თუნდაც ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით
    თავისუფლების ხომ „საუკეთესო“ გაგებაა––––––– არა და სამწუხაროდ ასეთი „დემოკრატიები“ ბევრი გვყავს ქვეყანაში

  2. ბრავო!…

    გეთანხმები, ბაკურ.

    არ არსებობს არავითარი "რუსული" კვალი ქართველების დასაბოლებლად. ხალხს ყელში ამოუვიდა ამათი სიბეცე, "ბრძნული აზრები" და პოლიტიკანობა!

    ამ უსაშველოდ "განათლებულ" მთავრობას, "ექსპერტებსა" და "ჟურნალისტებს" XX საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსის უინსტონ ჩერჩილის ერთ ჭეშმარიტსდ ბრძნულ ნათქვამს შევახსენებ პოლიტიკოსისა და პოლიტიკანის თაობაზე:

    "პოლიტიკოსი ზრუნავს მომავალი თაობებისათვის, პოლიტიკანი კი მომავალი არჩევნებისათვის"…

  3. რუსეთის დროშაზე გრიგოლიამ წიოკობა ატეხა, მაშინ, როცა უკვე 13 წელიასაქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე თუ სამინისტროებში ევროკავშირის დროშა ფრიალებს და ყველას ჰგონია, სწორედ ამ დროშის ფრიალის წყალობით დღეს თუ არა ხვალ ევროკავშირში შევალთ.
    არიან მინისტრები, რომლებსაც თავი უკვე ევროკავშირში ჰგონიათ. ზოგი კი რეინტეგრაციაზე ჭიკჭიკებს, ისე, რომ არც იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა.
    არ არსებობს ევროკავშირი და ვიზალიბერალიზაცია და ხვალვე რომ მოხდეს უარეს სიღატაკეს მოუტანს ქვეყანას.
    რაც შეეხება ნატოს, ნატოს მონები ვართ და არა წევრები და არც არასდროს გავხდებით ნატოს წევრები. პირიქით, როგორც იდეა,იდეაშიც კი უნდა გვეშინოდეს ნატოსი.

  4. გადავრჩებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა დაბადებს ბაკურისნაირ ადამიანებს, თუნდაც რამდენიმე ათეულს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here