Home რუბრიკები პოლიტიკა ავთანდილ უნგიაძე: ხელისუფლება კი არა, რეალურად, ეს არის მეხუთე კოლონა, გარე ძალის...

ავთანდილ უნგიაძე: ხელისუფლება კი არა, რეალურად, ეს არის მეხუთე კოლონა, გარე ძალის მიერ მართული პოლიტიკური წარმონაქმნი

806

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” ხელმძღვანელი ავთანდილ უნგიაძე.

_ ბატონო ავთანდილ, წინა კვირას ცნობილი შეიქნა, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამ თანხიდან 50 მილიონი მართლმსაჯულების სექტორის მხარდამჭერ პროგრამებს უნდა მოხმარდეს, ათი კი _ ინიციატივამეტი მეტისთვისფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას. რა მიზანს ემსახურება ეს დახმარება და რას შეიძლება გულისხმობდეს ზემოაღნიშნული ინიციატივა?

_ პირდაპირ ვთქვათ: აქ ფული იგზავნება იმისთვის, რომ გარკვეული ძალები იყიდონ, აქციონ თავიანთ მოკავშირეებად და ეს ძალები მერე ზედმიწევნით შეასრულებენ დასავლეთის დირექტივებს. ამ ძალებში ვგულისხმობ ხელისუფლებას და მასთან ერთად .. არასამთავრობო სექტორსაც.

რაც შეეხება კონკრეტულ პროგრამებს, რეკომენდაციაში შავით თეთრზე წერია, რომ სამოციდან ათი მილიონი ევრო უნდა მოხმარდეს ადამიანის უფლებების დაცვას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს თანხა არ დაიხარჯება, საზოგადოდ, ადამიანის უფლებებზე; მას სრულად მოახმარენ . . სექსუალური უმცირესობების დაცვის პროპაგანდას და მოხდება გარყვნილების კიდევ უფრო ფართო აფიშირება. თუმცა ეს, ალბათ, მხოლოდ დასაწყისია და მომავალში უფრო დიდ თანხებზე იქნება საუბარი. ეს არის გეგმა, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი ახორციელებს ეტაპობრივად

_ ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, დავაკონკრეტოთ, რა იგულისხმება პროპაგანდასა და აფიშირებაში.

_ ერთ ფაქტზე მოგახსენებთ: 16 მაისს იყო აწყურის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე და სამღვდელოებამ მრევლთან ერთად მოაწყო მსვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მსვლელობაში მონაწილეობდა ათასობით ადამიანი, არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. სამაგიეროდ, მეორე დღეს რამდენიმე კაცმა აქცია ჩაატარა მრგვალ ბაღში .. სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად და ჟურნალისტები ერთმანეთს ახტებოდნენ. რას ნიშნავს ეს?!

_ თქვენი აზრით?

_ ეს იმას ნიშნავს, რომ ის მილიონები, რომელიც დასავლეთიდან იგზავნება, ხმარდება პროპაგანდას და ეს პროპაგანდისტები, რასაც იქიდან კარნახობენ, იმას აშუქებენ. ესენი არიან დაქირავებული აგენტები და მათთვის მთავარია, აიღონ ფული. მორჩა, დანარჩენი, რაში აიღებენ, რას მოსთხოვენ სანაცვლოდ და რას დაავალებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები.

_ ანუ ფიქრობთ, რომ ტელევიზიებიც გარე ძალებისგან ფინანსდებიან?

_ მე ამ შემთხვევაში ვმსჯელობ შედეგით და შედეგი არის ის, რომ, რომელი არხიც უნდა ჩართო _ “იმედი”, “რუსთავი 2” თუ ე.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, 24 საათის განმავლობაში გარყვნილების ნიაღვარი მოედინება. ჩნდება შეკითხვა: ვის დაკვეთას ასრულებენ ეს არხები, ხალხის? გამორიცხულია, ასეთ შემთხვევაში ის გარყვნილების პროპაგანდა საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი არ იქნებოდა. პირიქით _ ყველა იტყოდა, რომ ეს კარგია და მისასალმებელი; ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ესენი არიან დაქირავებული პროპაგანდისტები და, რასაც აკეთებენ, თუნდაც იმ აღვირახსნილი შოუების სახით, ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკა. ის 10 მილიონი ემსახურება საქართველოს ლგბტ-ზაციას და მერწმუნეთ, ამ მიზნით გამოყოფილ მილიონებს მომავალშიც არაერთხელ ვიხილავთ.

_ რა აზრის ხართ ამერიკის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის მიერ წინა კვირას .. სექსუალური უმცირესობების მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე? მან თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანის უფლებაა და ეს უფლება არავის უნდა ეზღუდებოდეს.

_ ნორლანდზე სულ ორი სიტყვით, შემიძლია, გითხრათ _ მისგან ეს არ მიკვირს.

რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, მინდა, მკითხველს შევახსენო, რა რეკომენდაციებს აძლევდა ევროკავშირი საქართველოს 2012 წელს. აი, მაგალითად: “იმის გათვალისწინებით, რომ მშობლის უფლებასა და მეურვეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი, წევრმა სახელმწიფოებმა (ევროპის მინისტრთა საბჭოზეა საუბარი) უნდა უზრუნველყონ, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით. სახელმწიფომ არასრულწლოვან ლგბტ პირებს უნდა შესთავაზოს ეფექტიანი დაცვა ოჯახური ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ზეწოლისგან ოჯახის წევრთა მხრიდან, რომლებიც აიძულებენ არასრუწლოვან ლგბტ პირებს, გაიარონ სამედიცინო მკურნალობა ორიენტაციის შესაცვლელად.”

ხვდებით, რაზეა საუბარი? ამათ რომ ჰკითხოთ, თურმე ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ბიჭია თუ გოგო, თურმე მშობელს უფლება არ აქვს, ჩაერიოს შვილის აღზრდაში. რა ჰქვია ამას? ეს არის ჩვენი არჩევანი? როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და ძარღვის გაწყვეტამდე გავიძახით, ევროპის იქით გზა არ გვაქვსო, ამ ევროპაში გვინდა ყოფნა?!

_ გასაგებია, მაგრამ რეკომენდაცია ხომ არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს?

_ რეკომენდაციას ისე ამბობენ, საზოგადოებას რომ შეაყარონ თვალში ნაცარი, თორემ, აბა, არ შეასრულოს ხელისუფლებამ რომელიმე მათგანი და ნახავთ, რაც დაემართებათ. ყველამ ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის დირექტივები და ესენი ვალდებულნი არიან, ზედმიწევნით განახორციელონ. ამიტომ ერთია ტერმინი და მეორეა, რა იგულისხმება მის მიღმა.

აქვე მკითხველს კიდევ ერთ “რეკომენდაციას” შევახსენებ, რომელიც განათლების სამინისტროს მისცეს: განათლების სამინისტრომ, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, უნდა შეიმუშაოს პროგრამები, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას. მაგალითად, შესაძლებელია სასკოლო პროგრამაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების ჩართვა…”

ანუ ეს რას ნიშნავს _ ბავშვები სკოლის მერხიდანვე უნდა მომზადდნენ ისე, რომ მათთვის სექსუალური გადახრა ჩვეულებრივი მოვლენა იყოს. არავის აზრადაც არ უნდა მოუვიდეს, რომ მამაკაცის სექსუალური ლტოლვა მამაკაცისადმი ან ქალის _ ქალისადმი, ნორმალური არ არის, რომ ეს არის ავადმყოფობა და არ შეიძლება ამას, როგორც ბუნებრივ მდგომარეობას, ისე ვუყუროთ.

_ როგორ ფიქრობთ, მოხერხდება ამრეკომენდაციებისგანხორციელება საქართველოში?

_ მოხერხდება კი არა, ეს გარდაუვალია, თუ საზოგადოება არ იქნება პრინციპული და არ დაანახვებს ხელისუფლებას, რომ მსგავს ცვლილებებს არ შეეგუება. მეტსაც გეტყვით, ახლა მიმდინარეობს საზოგადოების მოსინჯვა, _ ნელნელა აწვეთებენ ხალხს რაღაცრაღაცებს და, თუ დარწმუნდებიან, რომ ხმის ამომღები არავინ არის, დაიწყება .. რეფორმები. თანაც, ამას დიდი დრო არ დასჭირდება, ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, _ თუ საზოგადოება იქნება პრინციპული და სოლიდარული, ცხადია, მათ გაუჭირდებათ თავიანთი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა…

_ ბოლო ხანს .. ლგბტ პირების უფლებათა დაცვის პროპაგანდაში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობენ. მაგალითად, ამასწინათ ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, გამოხატვის უფლება ყველა ადამიანს თანაბრად აქვს და ერთი ჯგუფი მეორეზე არ უნდა ძალადობდესო.

_ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქრისტეს სახელით ცდილობენ ცოდვის გამართლებას. არ მინდა, დავიჯერო, მაგრამ ასეთი ადამიანები, შეიძლება, ჩვენს ეკლესიაშიც მოძებნონ.

რაც შეეხება კონკრეტულად კათოლიკურ ეკლესიას, რომის პაპმა ამას წინათ პირდაპირ განაცხადა, ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები სექსუალური უმცირესობების მიმართ, ისინი ეკლესიაში უნდა მოვიდნენ და შევიწყნაროთო. კი, ბატონო, მოვიდნენ, ჩვენი კარიც ღიაა მათთვის და მოდიან კიდეც, ვისაც ამის სურვილი აქვს, მაგრამ ერთია, კარის გაღება და მეორეა, ცოდვის მიმართ შემწყნარებლობა. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: მე, როგორც მართლმადიდებელი ქართველი, ვერ ვიქნები სოდომური ცოდვის მიმართ შემწყნარებელი, ვერ მივიღებ ამას, როგორც ნორმალურ მოვლენას, და ვერ ვიტყვი, რომ ეს არ არის გადახრა. ჩვენი სარწმუნოება ამას არ გვასწავლის და არ გვეუბნება, ცოდვა უნდა შეიწყნაროთო. ვისაც სხვანაირად სწამს კიდევ, იმას თავის გზა აქვს და მართლმადიდებლობა თავს არავის არაფერს ახვევს. აქ, უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ პროპაგანდა არ უნდა ხდებოდეს; სასულიერო პირად რომ მოაქვს თავი, პაზოტო იქნება თუ სონღულაშვილი, აგიტაციას არ უნდა ეწეოდეს და არ უნდა “ქადაგებდეს”, ტოლერანტულები ვიყოთო… დანარჩენი, ყველა ყველაფერში თავისუფალია და ვინც რაც უნდა ილაპარაკოს, სხვა კონფესიები რაზე რას ფიქრობენ, ჩვენ არ გვეხება…

_ ამას წინათ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დაუსვეს შეკითხვა, _ არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაო, და ყველამ განაცხადა (ზვიად ძიძიგურის გარდა), რომ არ არის.

_ ესენიც ისეთივე გაყიდულები არიან, როგორც ის ე.წ. არასამთავრობოები და ტელევიზიები, რომლებიც დასავლეთის ინსტრუქციით მოქმედებენ. ხელისუფლება კი არა, რეალურად ეს არის მეხუთე კოლონა, გარე ძალის მიერ მართული პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს საკუთარი ქვეყანა. მათ აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლება და ფული, ასე რომ, ნურაფერი გიკვირთ. რაც ხდება, სავსებით ლოგიკურია, ეს იყო იმთავითვე ამათი ამოცანა და ამ პირობით დასვეს თავის დროზე ქვეყნის სათავეში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

2 COMMENTS

  1. გმადლობტ მარტალი სიტყვებისტვის!! კარტველ ერსერტი"შემოლაწუნება" სჭირდება ტორემ ძალიან გამოტაყვანდა, ანუ გარედან უნდატ რომ გამოგვატაყვანონ და მგონი აღწევენ კიდევაც მტელი რიგირ მიზეზებისა გამო (ზოგიერტი ტავადაც აღნიშნეტ).

  2. ჩვენ, ხალხი, ქრისტიანები, მართლმადიდებლები რატომღა ვმონაწილეობთ სიყალბეში და რატომღა ვხდებით თანამონაწილეები იმ საარჩევნო ფარსისა, რითაც ეს მეხუთე კოლონა მოაჯდება ხოლმე სახელმწიფო მმართველობას?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here