Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი _ “ნაციონალებს”: გყავდათ სპეციალურად მომზადებული ქილერები, რომლებსაც არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად...

ირაკლი ღარიბაშვილი _ “ნაციონალებს”: გყავდათ სპეციალურად მომზადებული ქილერები, რომლებსაც არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად ამუშავებდით

514

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობას მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრი ისეთი დანაშაულია გამოძიებული, რომლებიც წინა მთავრობის პერიოდში იყო ჩადენილი.

“ყოფილი პოლკოვნიკების, მაიორებისა და ა.შ. ადამიანების გაუჩინარება, მათი დახოცვა, ეს საქმეები შემდგომ ახალმა ხელისფლებამ გამოიძია ჩემი მინისტრობის დროს. შემიძლია, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ გყავდათ სპეციალურად მომზადებული ჯგუფები, ე.წ. ქილერები, რომლებსაც ამუშავებდით თქვენთვის არასასურველი პიროვნებების გასანეიტრალებლად. ეს იყო რეალობა”, _ მიმართა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლ ირმა ნადირაშვილს.

“სამეგრელოში ჩადენილია უმძიმესი დანაშაულები. მე ძალიან მიკვირს, როგორ ბედავთ სამეგრელოში ჩასვლას, იმ ტრაგედიის შემდეგ, რომელიც გადაიტანა ამ რეგიონის მოსახლეობამ. საშინელი სტრესის ქვეშ ამყოფებდით არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ სხვა რეგიონებსაც. ეს არის სწორედ ის მეთოდები, პრაქტიკა და სტილი თქვენი მუშაობისა, რომელიც დამკვიდრებული იყო საქართველოში და ჩვენ დავასრულეთ. დიახ, მე ვიყავი მინისტრი, როდესაც ეს უმძიმესი დანაშაულები გამოვიძიეთ. უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც საუბრობთ და ვითომ იცავთ პოლიციელების ინტერესებს. ჩემზე მეტად ნამდვილად არ შეგტკივათ გული არც იმ სპეცრაზმელებზე, არც პოლიციისა და პროკურატურის იმ თანამშრომლებზე თუ სხვებზე. მე ამის გარანტიას გაძლევთ!” _ მიმართა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here