Home რუბრიკები პოლიტიკა გაეროს სამშვიდობო მისია – დამცველები თუ გამაუპატიურებლები?

გაეროს სამშვიდობო მისია – დამცველები თუ გამაუპატიურებლები?

1152

სკანდალი გაეროს სამშვიდობო მისიის წევრების მიერ ცენტრალურ აფრიკაში ბავშვების გაუპატიურების გარშემო, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელთა დიდი მონდომების მიუხედავად, უკვე ვეღარ მიჩუმათდება. მსოფლიოს საზოგადოებრიობამ კი, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიხსენოს ჭეშმარიტი როლი საერთაშორისო ორგანიზაცისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებმა დააარსეს 1945 წლის 24 ოქტომბერს (ამ დღეს შევიდა ძალაში გაეროს წესდება).

ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, რომლებიც საზოგადოებრიობას წარუდგინეს ისეთმა გამოცემებმა, როგორებიცაა Bruxelles 2, France info, Guardian-ი და სხვ., ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე რამდენიმე ფრანგი ჯარისკაცი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის აქტებში მონაწილეობდა.

ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებასა და ამბოხებულთა (ძირითადად, მუსლიმანები) შორის კონფლიქტის გამო (ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი 2004-2007 წლებშიც მძვინვარებდა), 2013 წლის 26 ნოემბერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟანივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1000 ფრანგი ჯარისკაცი გაგზავნოს გაეროს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. 2013 წლის 9 დეკემბერს ამ ოპერაციას შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატებიც. 2014 წლის 22 თებერვალს კი საქართველოს პარლამენტიც დაეთანხმა ამ მისიაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობას და ცენტრალურ აფრიკაში 140 ქართველი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას.

როგორც ზემოხსენებული მედიასაშუალებები იუწყებიან, ფრანგმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო კონფლიქტის ზონაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის აეროპორტ მ’პოკოში 8-დან 15 წლამდე რამდენიმე მოზარდი გააუპატიურეს.

აქ აღსანიშნავია ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის დეზინფორმაცია. მან აფრიკელი მოზარდების გაუპატიურებაში ბრალი ქართველ ჯარისკაცებსაც დასდო, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ამ ქვეყანაში ჩვენი სამხედროების ჩასვლამდე მოხდა, ანუ 2014 წლის ივნისამდე; ქართველმა ჯარისკაცებმა კი გაეროს მისიის შესრულება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებში დაიწყეს. სამწუხაროდ, ამ ბინძური დეზინფორმაციის გავრცელების გამო ტელეკომპანიარუსთავი 2”-ისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.

2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის ივნისამდე პერიოდში აეროპორტ მ’პოკოსთან მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი სექსუალური ძალადობის ცალკეული ინციდენტი მოხსენიებული იყო გაეროსთვის გაგზავნილ სპეციალურ, დახურულ მოხსენებაში (“Sexual Abuse on Children by International Armed Forces”). ამ დოკუმენტში მოყვანილია ჩვენებები მოზარდებისა (მათგან რამდენიმე ობოლი ბიჭის), რომლებსაც ფრანგი სამხედროები წყლისა და საკვების სანაცვლოდ სქესობრივ კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

2014 წლის ზაფხულში ეს ჩვენებები ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის მაღალჩინოსნებს გადასცეს, მაგრამ გაეროს ხელმძღვანელობას არც გამოიძიება დაუწყია და არც მნიშვნელოვანი ზომები გაუტარებია.

ცოტა ხნის წინათ კი გაეროს ჟენევის განყოფილების თანამშრომელმა ანდერს კომპასმა თავისი ინიციატივით გადასცა ეს დოკუმენტები საფრანგეთის ხელისუფლებას, რათა დაწყებულიყო გამოვლენილი ინციდენტების გამოძიება და გაეროს საერთაშორისო მისიაში მონაწილე ჯარისკაცები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მკაცრად დასჯილიყვნენ.

მიუხედავად ამისა, გაეროს ხელმძღვანელობა, რომელსაც არ სურსჭუჭყიანი თეთრეულის გამომზეურება”, სხვა გზით წავიდა და განზრახული აქვს, ანდერს კომპასი სამსახურიდან დაითხოვოსსამსახურებრივი ინფორმაციის არასანქცირებული გამჟღავნებისთვის”.

აღსანიშნავია, რომ წარსულში გაერო უკვე მოხვდა პედოფილიის ინციდენტების მიჩქმალვასთან დაკავშირებულ სკანდალებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ გაეროს საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები კონგოს რესპუბლიკაში, კოსოვოსა და ბოსნიაში, აგრეთვე, ჰაიტიზე, ბერუნდისა და ლიბერიაში.

ცოტა ხნის წინათ გაეროს ბრალდება წაუყენა ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა ჯეიმს ვასერშტრომმა, რომელიც ამ ორგანიზაციიდან იმის გამო დაითხოვეს, რომ კოსოვოში გაეროს მისიის მაღალი თანმდებობის პირებს შორის კორუფციაზე ალაპარაკდა.

ვასერშტრომმა განაცხადა, რომ, ანდერს კომპასის დათხოვნის ნაცვლად, რომელმაც ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკის მისიის გაეროს სამშვიდობო ძალებში სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროა, ამ საერთაშორისო ორგანიზაციას ასეთი ფაქტების განმეორების წინააღმდეგ პრევენციული ზომები უნდა მიეღო და დამნაშავეები დროულად და მკაცრად დაესაჯა.

გამოძიების გულდასმით ჩატარება და გაეროს თანამშრომლების მხრიდან მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ანდერს რონკვისტმაც, რომელმაც ანდერს კომპასს დაუჭირა მხარი.

რა თქმა უნდა, გაეროს თანამშრომელთა მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულები ხელს არ უწყობს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიტეტის განმტკიცებას, ამიტომაც არის საჭირო ზემოაღნიშნული ინციდენტების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

საგულისხმოა, რომ ავტორიტეტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად შეიქმნა, სულაც არ იზრდება, პირიქით ამ ორგანიზაციის ზოგიერთი წევრის მიერ თავისი სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად, შეიარაღებული კოალიციის შეკოწიწებისა და ამა თუ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შედეგად განუხრელად ეცემა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, რომელიც უკვე სრულიად ემორჩილება აშშ-ის ნებას, ბოლო წლებში სანქციები გასცა სხვადასხვა რეგიონში ინტერვენციაზე, რითაც დააკმაყოფილა დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო წრეების მოთხოვნები. ამ პოლიტიკის შედეგად კი ასიათასობით ადამიანი დაიღუპა, კიდევ მეტი დაიჭრა და უსახლკაროდ დარჩა ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, სირიასა და ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის ქვეყნებში, აგრეთვე, ყოფილ იუგოსლავიაში. ეს პოლიტიკა ამჟამადაც გრძელდება, საერთაშორისო იურიდიული ნორმები დღესაც ირღვევა და ეს ხდება გაეროს ჩუმი თანხმობით.

თუ უახლეს პერიოდში გაეროს მოქმედებაში რეალური პოლიტიკური ცვლილებები არ მოხდება, გამორიცხული არ არის, რომ მან წინამორბედ ერთა ლიგის ბედი გაიზიაროს, რომელიც უუნარო აღმოჩნდა, _ საერთაშორისო იურიდიული ნორმების დაცვით თავიდან აეცილებინა კონფლიქტები და მოეგვარებინა კაცობრიობის წინაშე მდგარი გამოწვევები, რომელთა გამოც მხოლოდ 27 წელი იარსება და 1946 წელს გაუქმდა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

 

ცნობისათვის:

გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) _ საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გასავითარებლად. მისი მოღვაწეობის საფუძვლები და სტრუქტურა შემუშავდა მეორე მსოფლიო ომის წლებში ანტიჰიტლერული კოალიციის წამყვანი წევრი ქვეყნების მიერ. სახელმწოდება “გაერთიანებული ერები” პირველად გამოიყენეს გაერთიანებული ერების დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოეწერა 1942 წლის 1 იანვარს.

გაეროს წესდება დამტკიცდა სან ფრანცისკოს კონფერენციაზე 1945 წლის 26 ივნისს 50 სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ, ძალაში კი იმავე წლის 24 ოქტომბერს შევიდა.

გაეროს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი, რომელიც 5 წლით ირჩევა. ამჟამად ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანია სამხრეთ კორეელი პან გი მუნი (2007 წლის 1 იანვრიდან).

წარმომადგენლობითი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელსაც აქვს 6 კომიტეტი.

უშიშროების საბჭო, რომელშიც 5 მუდმივი (დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, ჩინეთი) და 10 “არამუდმივი” წევრია, პასუხისმგებელია მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებასა და უსაფრთხოებაზე.

გარდა ამისა, გაეროს ეგიდით მოქმედებს საერთაშორისო სასამართლო, რომლის რეზიდენციაც არის ჰააგაში (ჰოლანდია).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here