Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: ამერიკელების წაქეზებით, საქართველოში, შესაძლოა, მეორე ფრონტი გაიხსნას

გულბაათ რცხილაძე: ამერიკელების წაქეზებით, საქართველოში, შესაძლოა, მეორე ფრონტი გაიხსნას

587

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე ესაუბრება.

_ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გამართეთ. სათანადოდ აღინიშნება ეს დღე საქართველოში?

 _ ისტორიული მეხსიერების შესანარჩუნებლად “ევრაზიის ინსტიტუტი” ბევრ ღონისძიებას ატარებს. გარდა ამისა, მივიწყებული მონუმენტების, საძმო სასაფლაოების აღსადგენადაც არ ვიშურებთ ძალისხმევას. ცოტა ხნის წინათ, ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით, თელავისა და შიდა ქართლის რაიონის სოფელ დირბის ვეტერანებს 45-ლარიანი უფასო ვაუჩერები გადავეცით. ამ საქმეში ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი, კომპანია “ნიჟფარმის” დირექტორი ალექსანდრე პაპუკაშვილი. შიდა ქართლში მცხოვრები ლტოლვილი მოზარდები ჩამოვიყვანეთ თბილისში და დიდი სამამულო ომის თემატიკაზე მე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნანა წითელაშვილმა სემინარი ჩავატარეთ. ვაჩვენეთ ფილმები, ახალგაზრდებმა მოუსმინეს ომის ვეტერანებს _ ტარას იჩქიტიძესა და შოთა ბუაძეს, რომლებმაც მათ რეალური სამხედრო ისტორიები უამბეს. ეს მეტად საჭირო ღონისძიება იყო, ვინაიდან სკოლის სახელმძღვანელოებში იმ ქართველებს, რომლებიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მხოლოდ ერთი გვერდი აქვთ დათმობილი, ფაშისტების მომხრე ერთ მუჭა ქართველებს კი ორგვერდნახევარი ეძღვნებათ. გარდა ამისა, ამ სახელმძღვანელოებში შეურაცხყოფენ ქართველ მებრძოლებს, თითქოს წითელი არმიის ჯარისკაცები ევროპის ტერიტორიაზე ისევე იქცეოდნენ, როგორც ფაშისტები _ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. აი, ასეთ დამახინჯებულ ისტორიას ასწავლიან სკოლებში და ჩვენი ნაბიჯით სწორედ ამ დეზინფორმაციას გავეცით პასუხი.

 ახალგაზრდებმა თემებიც დაწერეს _ “რატომ არის 9 მაისი გამარჯვების დღე საქართველოსთვის” და ყველა მონაწილე სერტიფიკატებით, წიგნებითა და აკვაპარკ “ჯინო პარადაიზის” პაკეტებით დავაჯილდოვეთ. აქვე მინდა, აუცილებლად აღვნიშნო აკვაპარკის ადმინისტრაციის კეთილი ჟესტი, რომელმაც გაითვალისწინა ვითარება და ვაუჩერებზე ფასები გაგვინახევრა.

საქართველოში ვეტერანების მდგომარეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალოა. ის მაინც ხომ შეეძლო მერიას, მისალოცი პლაკატი გამოეფინა ქალაქში ვეტერანებისთვის? ეს სულში ჩაფურთხება არ არის?! თუ არ უნდათ, ნუ დაახატავდნენ ამგიორგიევსკის ბაფთას”, საქართველოს დროშა დაეხატათ პლაკატზე და ისე მიელოცათ; ან ამ წმინდა გიორგის ორდენის ბაფთას რას ერჩიან? ახალაიასნაბიჭვრებმააქციეს ოკუპაციის სიმბოლოდ, თორემ რა შუაშია ოკუპაცია ამ ბაფთასთან?! რუსულ-ქართული ომის დროს ამ ბაფთით არავინ შემოსულა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამით უკრაინელებს ბაძავენ. მაპატიეთ და, მე მაგათი უკრაინა ფეხებზე მკიდია, რადგან უკრაინა დღეს ჩვენთვის მტრული სახელმწიფოა, ამას პირდაპირ ვაცხადებ. უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგა და ის დღეს არის რაღაც მახინჯი წარმონაქმნი, რომლის მეშვეობითაც დასავლეთი ცდილობს, საქართველოში, რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში არიოს სიტუაცია.

9 მაისს ჩვენ შევხვდით რეგიონების მცხოვრებლებს, წმინდა გიორგის ბაფთებით გავედით თბილისში _ ვაკის პარკში, ბათუმში _საძმო სასაფლაოზე, თელავში ჩვენი მეგობრების დახმარებით ვეტერანებს შევხვდით და დიდების მემორიალი ყვავილებით შევამკეთ… ხალხი ყველგან კარგად გვხვდებოდა, ყველგან იგრძნობოდა, რომ 25-წლიანი სტაგნაციის შემდეგ ქართველ ერს დიდი განახლებები სურს.

_ რატომ ცდილობს დღეს ზოგიერთი ამ გამარჯვების გაუფასურებას?

_ სურთ, ხალხის ცნობიერება შეცვალონ. მათი მიზანია, ისტორიული მეხსიერება დაიკარგოს და მართული საზოგადოება გავხდეთ. დასავლური იდეოლოგებიც კარგად ხედავენ, რომ, ტაქტიკური უთანხმოების მიუხედავად, ეს ომი აღიქმება, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამაერთიანებელი რაღაც წმინდა მოვლენა ჩვენს ისტორიაში. თვით სომეხსა და აზერბაიჯანელსაც კი, რომლებიც, სამწუხაროდ, ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან, ეს დღე აერთიანებთ. დიდი სამამულო ომის დისკრედიტაციის კამპანიის საბოლოო მიზანი საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო ინსტრუმენტად გადაქცევაა.

_ ბოლოდროინდელ სამთავრობო ცვლილებებს როგორ შეაფასებთ და, როგორც დღეს საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, არის თუ არა გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებში?

_ ვფიქრობ, დღეს უკვე არც რიგგარეშე არჩევნები შეცვლის ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილს რიგგარეშე არჩევნები შარშან, დეკემბერში რომ დაენიშნა ან წლის დასაწყისში, უპირობოდ გაიმარჯვებდა, მაგრამ ახლა მეეჭვება, მან არჩევნები ასე იოლად მოიგოს, რადგან უკვე დისკრედიტებულია, როგორც სუსტი მმართველი. მან ვერ გაბედა თამამი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, ვერც რუსეთთან ურთიერთობაში…

დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, _ თინა ხიდაშელი იქნება თავდაცვის მინისტრი თუ ირაკლი ალასანია, მაგრამ მაინც და მაინც თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნით ირაკლი ღარიბაშვილი დაამცირეს. კარგად გვახსოვს, როგორი უშვერი სიტყვებით იხსენიებდა ღარიბაშვილი ხიდაშელს და ამ ქალს უნიშნავენ მინისტრად მის დაუკითხავად.

_ ვინ დაუნიშნა, ვის გულისხმობთ?

_ სავარაუდოდ, აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და მისმა მესვეურებმა. რადგან “ქართული ოცნება” მათ გარეშე ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს. რესპუბლიკელები რომ განუდგნენ “ოცნებას”, ეს ავტომატურად საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას გამოიწვევს. დააკვირდით, ოპოზიცია ამ ხელისუფლებას ყველაზე ხშირად უნიათოს ეძახის. რადგან არავინ იჭერს მათ და ცოცხებს არავინ უკეთებს, ამიტომ გათამამდნენ. ხელისუფლება “ნაციონალების” ბანდიტებისგან ტურისტების დაცვას ვერ ახერხებს, რომლებიც წმინდა გიორგის ორდენის ბაფთებს ხალხს ძალადობრივი გზით ართმევენ. ამ ხელისუფლებამ ვერ შეიგნო, რომთავისუფალი ზონათუ ქათმების ზონა ამას იმიტომ აკეთებს, რომ რუსეთიდან ტურისტები არ შემოვიდნენ და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ძირი გამოეთხაროს. ჰკითხეთ ნებისმიერი ბარის ან რესტორნის მენეჯერს, რამდენ თანხას ხარჯავენ რუსი ტურისტები. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი ტურისტული სექტორი სწორედ რუსმა ტურისტებმა გამოაცოცხლეს.

ჩვენს ქვეყანას სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად მოაზროვნე ერთი კაცი მაინც სჭირდება მთავრობაში. ასეთი სტრატეგის ფუნქციას ერთადერთი ჩვენი პატრიარქი ითავსებს, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობა, რაც, თავის მხრივ, სხვა ქვეყნებთან კარგ ურთიერთობას არ გამორიცხავს. ასე რომ, სჯობს, ჩვენს პატრიარქს უფრო მეტად დავუჯეროთ, ვიდრე გამყიდველ პოლიტიკოსებს.

ამ დღეებში მოხდა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლებიც ასე შეიძლება შეფასდეს _ მორალური შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, ამერიკელების მითითებით, “ნაციონალებს” უკრაინაში სასათბურე პირობები შეუქმნა, მაგრამ რა ხდება აზერბაიჯანში? პრეზიდენტ ალიევის მიწვევით, სააკაშვილმა ბაქოში ამოყო თავი და აზერბაიჯანიდან თავს უფლება მისცა, საქართველოს წინააღმდეგ საშიში და დამცინავი განცხადებები გაეკეთებინა. საყურადღებოა, რომ ეს ალიევმა დაუშვა. სომხეთში კი სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი სომხეთის პარლამენტის სპიკერ გალუსტ სააკიანს შეხვდა. სომხეთის მხრიდან, რომელიც არ აღიარებს ამ რესპუბლიკებს, მაგრამ იღებს ოსების პარლამენტის თავმჯდომარეს, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის. მთლიანობაში კი, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ “კბილს უსინჯავენ”, რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლება, დაიცვას საქართველოს ინტერესები. მეზობელი სახელმწიფოები თავს ასე მოქცევის უფლებას არ უნდა აძლევდნენ, მაგრამ დააკვირდით, როგორი უნიათოა საქართველოს ხელისუფლების რეაქცია _ ამ ქვეყნებს დიპლომატიური ნოტაც კი არ აკადრეს.

_ საქართველოში ჩატარდება ქართულამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები, პროგრამამაღალი დონის პარტნიორონისფარგლებში მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების დაახლოებასა და ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას. ამ ფაქტს რუსულ პრესაში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. შესაძლოა თუ არა, ამან რაიმე საფრთხე შეუქმნას ჩვენს ქვეყანას?

_ თვითონ ეს ფაქტი პირველი ნაბიჯია, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო პროვოკაციების მოსაწყობად რომ გამოიყენონ და საქართველო იყოს ამერიკის სტრატეგიულ ორბიტაზე. დასაფიქრებელია ისიც, რომ სწორედ ამ დროს ხდება მინისტრის შეცვლაც. ასე რომ, ამერიკელების წაქეზებით, საქართველოში, შესაძლოა, მეორე ფრონტი გაიხსნას. ამ ომში ამერიკელები არც გამოჩნდებიან.

ეს წვრთნები, რა თქმა უნდა, ქვეყანას საფრთხეს უქმნის, ვინაიდან, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით არ ვიცით. ამას გარდა, ყოველ წუთს შეიძლება დაბრუნდნენ საქართველოში ისლამისტები, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში ხელს უწყობდა და ისინიც რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ.

_ გაჩნდა ასეთი მოსაზრებაც, რომ ვაზიანი, შესაძლოა, საქართველოში ნატოს პირველ სამხედრო ბაზად იქცეს

_ დიახ, ის რეალურად იქცევა სამხედრო ბაზად. ის ფაქტი, რომ აქ საყრდენი პუნქტი შეიქმნეს ამერიკელებმა, ცხადია. კარგი იქნება, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მასმედიის წარმომადგენლებს თუ შეუშვებენ და აჩვენებენ, რა ხდება იქ. თუ საწვრთნელი ცენტრია, რა პრობლემაა, მონიტორინგი ჩავიტაროთ?

_ ცოტა ხნის წინათ თბილისში ჯორჯ ბუშის ბანერი დააზიანეს. მსგავსი შემთხვევა 2010 წელსაც მოხდა, როცა ირაკლი კაკაბაძემ და ახალგაზრდებმა, ქუჩისთვის ბუშის სახელის გადარქმევის მოთხოვნთ აქცია ჩაატარეს და აბრა შეღებეს. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში, რა მოტივაცია ჰქონდათ, ვინც ეს ჩაიდინა?

_ არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ სამარცხვინოა საქართველოში ჯორჯ ბუშის ქუჩის არსებობა. სხვათა შორის, ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდებმა საკრებულოში შეიტანეს ხელმოწერები, რომ კონსტანტინე ლესელიძის ქუჩას თავისი სახელი დაუბრუნდეს. პასუხად მივიღეთ საკრებულოს წევრის, ვინმე ჯახველაძის პასუხი, რომ თურმე გლდანში უკვე დაურქმევიათ ქუჩისთვის ლესელიძის სახელი და რაიმეს შეცვლა საჭიროდ აღარ მიაჩნიათ.

ვფიქრობ, ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა, ბუშის ქუჩის ბანერის შემდეგ მალე, ალბათ, მარჯანიშვილის ხიდსაც გადაღებავენ, რომელიც ახალაიას დამქაშებმა უკრაინის დროშის ფერებად გათხუპნეს. რას აკეთებს მერია? ჩვენს უნიათო ხელისუფლებას ეშინია, ვაიმე, უკრაინის დროშა არ წაეშალოთ. მეცოდებიან!

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ელგებეტეს საკითხებში პირველი ოფიციალური დესპანი ჰყავს. გეირწმუნებულის ახალ თანამდებობაზე რენდი ბერი აირჩიეს, რომელიც ჰომოსექსუალთა უფლებებს დაიცავს მსოფლიოში. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა აუცილებელი ცალკე თანამდებობა ელგებეტე ადამიანების უფლებების დასაცავად?

_ ეს ყველაფერი უკვე კომედიას ემსგავსება. მე პირიქით _ კმაყოფილი ვარ, ამას ასე ღიად რომ აკეთებენ. შეფარვით მოქმედებას, ისევ გულახდილობა სჯობს, რადგან ასე ხალხი უფრო კარგად დაინახავს დასავლეთის სახეს და, მოყვარეა თუ მტერი, დასკვნასაც თვითონ გამოიტანს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here