Home რუბრიკები ისტორია საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან დიდ სამამულო ომში

საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან დიდ სამამულო ომში

3630

საბჭოთა კავშირის გმირებზე, ამ ლეგენდადქცეულ ადამიანებზე, რომლებმაც კაცობრიობა იხსნეს კაციჭამია ჰიტლერელებისაგან, უამრავი ლექსი, ნოველა თუ რომანი დაიწერა; შეიქმნა მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები, მხატვრული ტილოები; მოქანდაკეები ძერწავდნენ და აქანდაკებდნენ ბრძოლებში დაცემულ თუ გვერდით მდგარ ოქროს ვარსკვლავებით მკერდამშვენებულ რაინდებს.

ბავშვები სკოლის მერხებიდან ვემზადებოდით გმირობისათვის, სამშობლოსათვის თავის გასაწირად. ხშირად ომის გმირები საკოლმეურნეო მინდვრებზე შრომის გმირებიც ხდებოდნენ. ჩვენი ქვეყანა გმირების სამშობლო გახდა. საქართველოს 164 შვილს სამამულო ომის გმირის წოდება მიენიჭა. მათგან ზოგი ბრძოლის ველზე დარჩა, ზოგს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა გმირის ოქროს ვარსკვლავი, რომელიც მის ოჯახს გადაეცა; უმეტესობამ კი _ სიკვდილამდე ატარასამარადისო დიდება გმირებს!

ლიტვინჩუკი ბორის მიხეილის ძე (1917-1998) _ თბილისი. 1944 წლის 16 მაისს მიენიჭა გმირის წოდება ყირიმის გათავისუფლებისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ლოკტიონოვი პანტელეიმონ ბორისის ძე (1919-1944) _ თბილისი. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე ბუგის მარცხენა ნაპირზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ლურსმანაშვილი ვლადიმერ სამსონის ძე (1909-1987) _ხარაგაულის რაიონის სოფელი ჩხერი. 1942 წლის 13 დეკემბერს მიენიჭა გმირის წოდება ნალჩიკში ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის;

მაისურაძე გიორგი ვასილის ძე (1908-1966) _ ონის რაიონის სოფელი ქედი. 1944 წლის 15 იანვარს მიენიჭა გმირობა გომელის მისადგომებთან თავგანწირული ბრძოლისათვის;

მებაღიშვილი კარლო ალექსანდრეს ძე (1920-1949) _ თბილისი. 1945 წლის 29 ივნისს მიენიჭა გმირის წოდება აღმოსავლეთ პრუსიაში საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

მელითიანი არუთინ რუბენის ძე (1925-უცნ.) _ გაგრა. 1945 წლის 27 ივნისს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე ოდერზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

მერკვილაძე გარი ალექსანდრეს ძე (1923-1971) _ ბათუმი. 1945 წლის 27 იანვარს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

მერკვილაძე დავით სერგოს ძე (1919-1967) _ ზესტაფონის რაიონის სოფელი ქვემო საქარა. 1945 წლის 28 აპრილს მიენიჭა გმირის წოდება უნგრეთში მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

მურადოვი ბედირ ბეიმონდის ძე (1909-1944) _ ადიგენის რაიონის სოფელი ზედვანი. 1945 წლის 20 აპრილს (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა გმირის წოდება დუნაის მარჯვენა ნაპირზე ბრძოლებში მამაცობის გამოჩენისათვის;

მუსტაფაევი ბექირ დურსუნ ოღლი (1895-1978) _ ახალციხის რაიონი. 1944 წლის 10 მაისს მიენიჭა გმირის წოდება ქერჩის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ნანეიშვილი ვლადიმერ ვარდენის ძე (1903-1978) _ ქუთაისი. 1940 წლის 21 მარტს მიენიჭა გმირის წოდება მამაცობისა და თავდადებისათვის;

ოგანოვი სერგო მამბრეს ძე (1921-1941) _ თბილისი. 1943 წლის 27 თებერვალს მიენიჭა გმირის წოდება როსტოვის ოლქის სოფელ ბოლშოი სალისთვის წარმოებულ ომში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ოსტაევი ალექსი იაგორის ძე (1905-1942) _ ჯავის რაიონის სოფელი სოხთა. 1940 წლის 21 მარტს მიენიჭა გმირის წოდება ფინელებთან წარმოებულ ომში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ოჩელენკო ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (1922-1944) _ სოხუმი. 1945 წლის 15 აპრილს მიენიჭა გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ) ნიკოლაევისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

პაპიძე ვლადიმერ ივანეს ძე (1900-1975) _ ჭიათურის რაიონის სოფელი უსახელო. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება ქერჩთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

პაპუაშვილი გიორგი იოსების ძე (1913-1944) _ ხაშურის რაიონის სოფელი დუმაცხო. 1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დუნაის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

პილიპენკო ვლადიმერ სტეფანეს ძე (1918-2005) _ თბილისი. 1944 წლის 16 მაისს მიენიჭა გმირის წოდება ქალაქ ანაპისათვის გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

პირმისაშვილი ალექსი ზაქარიას ძე (1913-1986) _ დუშეთის რაიონის სოფელი პირმისაანთკარი. 1942 წლის 13 დეკემბერს მიენიჭა გმირის წოდება კავკასიისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

პოპკოვი ვიტალი ივანეს ძე (1922-2010) _ სოხუმი. ორჯერ _ 1943 წლის 8 სექტემბერს და 1945 წლის 27 ივნისს _ მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში უმაგალითო მამაცობისათვის;

რაზმაძე გალაქტიონ სამსონის ძე (1913-1988) _ ონის რაიონის სოფელი წმინდაურა. 1944 წლის 23 ივლისს მიენიჭა გმირის წოდება სოფელ კალინინოს მახლობლად წარმოებულ ომში გამოჩენილი მამაცობისათვის;

რედკინი ნიკოლოზ ეფიმეს ძე (1907-2000) _ სოხუმი. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე ნემანის გადალახვისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის;

რიკაჩევი იური ბორისის ძე (1910-უცნ.) _ თბილისი. 1942 წლის 10 თებერვალს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის;

როსტიაშვილი შოთა პეტრეს ძე (1924-1945) _ მცხეთის რაიონის სოფელი ძეგვი. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე სინიაიას გადალახვისას წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

როსტომიანი აპავენ ვასილის ძე (1905-1945) _ ბოლნისის რაიონი სოფელი ხაჩინი. 1945 წლის 10 აპრილს მიენიჭა (სიკვდილის შემდეგ) გმირის წოდება პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

საბანოვი გრიგოლ გერასიმეს ძე (1910-1968) ლენინგორის (ახალგორის) რაიონის სოფელი ქედიგორა. 1943 წლის 1 ნოემბერს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

სამხარაძე გრიგოლ სევასტის ძე (1917-1965) _ ხაშურის რაიონის სოფელი წაღვლი. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ომში გამოჩენილი მამაცობისათვის;

სიმონიანი კარაპეტ სიმონის ძე (1918-1983) _ თბილისი. 1940 წლის 15 იანვარს მიენიჭა გმირის წოდება ფინეთთან წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

სირტლანოვა მაგუბა ჰუსეინის ასული (1912-1971) _ თბილისი. 1946 წლის 15 მაისს მიენიჭა გმირის წოდება პოლონეთსა და აღმოსავლეთ

პრუსიაში, აგრეთვე, ბერლინისათვის საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

სიხნო პეტრე მიხეილის ძე (1920-1945) _ გარდაბანი. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება ქალაქ ტორნოსათვის გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

სლიუსარევი სიდორ ვასილის ძე (1906-1981) _ თბილისი. პირველი გმირი საქართველოდან. 1939 წლის 22 თებერვალს მიენიჭა გმირის წოდება მთავრობის დავალებათა ბრწყინვალე შესრულებისათვის;

სორდია ბონძინ ავქსენტის ძე (1911-1944) _ ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიში. 1943 წლის 13 ნოემბერს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისათვის ბრძოლებში ასეულის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის;

სოტნიკოვი ალექსანდრე ტიმოთეს ძე (1900-1974) _ თბილისი. 1946 წლის 15 მაისს მიენიჭა გმირის წოდება ბერლინის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

სულაბერიძე ალექსანდრე სერგოს ძე (1916-1958) _ ლანჩხუთის რაიონის სოფელი ლესა-ჭინათი. 1940 წლის 21 მარტს მიენიჭა გმირის წოდება ფინელებთან ბრძოლაში გამოჩენილი გულადობისა და ვაჟკაცობისათვის;

სურამელაშვილი გრიგოლ თევდორეს ძე (1915- ) მცხეთის რაიონის სოფელი ძეგვი. 1944 წლის 29 სექტემბერს მიენიჭა გმირის წოდება პადევის რაიონში მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

სხულუხია გრიგოლ პეტრეს ძე (1909-1942) _ ზუგდიდის რაიონის სოფელი რუხი. 1945 წლის 29 ივნისის ბრძანებულებით მიენიჭა გმირის წოდება ყირიმისათვის ერთ-ერთ სისხლიმღვრელ ბრძოლაში გამოჩენილი უმაგალითო გმირობისათვის (გერმანელებმა ცოცხლად დაწვეს კოცონზე);

ტარაკანოვი ნიკოლოზ სერგოს ძე (1918_1993) _ თბილისი. 1945 წლის 29 ივნისს მიენიჭა გმირის წოდება გაიდუასათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ტარანოვსკი ვასილ იაკობის ძე (1907-უცნ.) თბილისი. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება ქალაქ პლოცკისთვის გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ტერელაძე აკაკი ლუკას ძე (1919-1943) წულუკიძის (ხონის) რაიონის სოფელი გვაზაური. 1944 წლის 10 იანვარს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისას წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ტიაშენკო გაბრიელ ელიზბარის ძე (1912-1944) _ თბილისი. 1945 წლის 19 აპრილს მიენიჭა გმირის წოდება ქალაქ ნიკოლაევში გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ტიბუა შოთა პლატონის ძე (1918-1945) _ ზუგდიდის რაიონის სოფელი ჭაქვინჯი. 1945 წლის 24 მარტს მდინარე ვისლის გადალახვის ბრძოლებში მოპოვებული მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;

ტურკული ვლადისლავ ალექსანდრეს ძე (1923-2002) _ თბილისი. 1945 წლის 18 აგვისტოს მიენიჭა გმირის წოდება პოლონეთის განთავისუფლებისა და აღმოსავლეთ პრუსიის ასაღებად გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ტუღუში ელისე სიმონის ძე (1913-1982) _ ლანჩხუთის რაიონის სოფელი ახალსოფელი. 1945 წლის 31 მაისს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე ოდერის დასავლეთ ნაპირზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ტყაბლაძე კონსტანტინე ესტატეს ძე (1910-1980) _ წყალტუბოს რაიონის სოფელი ყუმისთავი. 1943 წლის 21 ოქტომბერს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის;

უდალცოვი ეფიმ გრიგოლის ძე (1922-1973) _ თბილისი. 1945 წლის 16 ივნისს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში მოპოვებული წარმატებებისათვის;

უკლება კირილე ნიკიფორეს ძე (1913-1997) _ ტყიბულის რაიონის სოფელი კურსები. 1945 წლის 27 თებერვალს მიენიჭა გმირის წოდება ოდერისათვის ბრძოლებში გამოჩენილი უმაგალითო გმირობისათვის;

ურუშაძე ნოე ალექსანდრეს ძე (1920-1943) _ ლანჩხუთი. 1944 3 ივნისს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისათვის;

ქანთარია მელიტონ ვარლამის ძე (1920-1993) _ წალენჯიხის რაიონის სოფელი ჯვარი. 1946 წლის 8 მაისს მიენიჭა გმირის წოდება ბერლინის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ქირია შალვა ნესტორის ძე (1910-1988) _ ზუგდიდის რაიონი სოფელი ცაიში. 1944 წლის 26 ოქტომბერს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ყაზარიანი აშოტ ვაღარშაკის ძე (1919-1995) _ წალკის რაიონის სოფელი ჩივთქილისა. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება აღმოსავლეთ პრუსიისათვის ბრძოლებში გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის;

ყოჩიევი კონსტანტინე გიორგის ძე (1913-1946) _ ჯავის რაიონის სოფელი ტონტობეთი. 1944 წლის 16 მაისს მიენიჭა გმირის წოდება ,,მცირე მიწის~ განთავისუფლებისათვის ბრძოლაში;

შაპირო ვალენტინე ეფიმეს ძე (1922-1996) _ ბათუმი. 1946 წლის 15 მაისს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში თავგანწირული მოქმედებებისთვის;

შენგელია გიორგი დავითის ძე (1908-1981) _ სამტრედიის რაიონი, სოფელი კულაში. 1944 წლის 2 იანვარს მიენიჭა გმირის წოდება, ქალაქ ხერსონისათვის მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

შიშინაშვილი აბიბო ერასტის ძე (1919-1945) _ ამბროლაურის რაიონის სოფელი ტოლაში. 1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა გმირის წოდება ბაუსკასთან (ბალტიისპირეთი) ბრძოლებისას გამოჩენილი მამაცობისათვის;

შმაროზოვი გრიგოლ სტეფანეს ძე (1912- უცნ.) _ გორის რაიონი. 1944 წლის 10 იანვარს მიენიჭა გმირის წოდება დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

შორნიკოვი ალექსანდრე სერგოს ძე (1912-1983) _ თბილისი. 1944 წლის 20 ივნისს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

შურღაია შოთა იოსების ძე (1920-2005) _ ფოთი. 1946 წლის 15 მაისს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ჩაკრიანი არუთინ ხაჩიკის ძე (1918-1944) _ სოხუმი. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება საპუნგორაზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.

ჩანჩიბაძე პორფილე გიორგის ძე (1901-1950) _ ოზურგეთი. მხედართმთავარი, გენერალ-ლეიტენატი. 1945 წლის 19 აპრილს მიენიჭა გმირის წოდება მხედრული მამაცობისათვის;

ჩეჩელაშვილი ოთარ გრიგოლის ძე (1923-1959) _ თბილისი. 1945 წლის 27 ივნისს ბერლინის შტურმზე გამოჩენილი მამაცობისათვის;

ჩილაჩავა შალვა ილიას ძე (1911-უცნ.) _ ზუგდიდი. 1944 წლის 23 აგვისტოს მიენიჭა გმირის წოდება ოზარიჩევსკის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ჩიქოვანი ვახტანგ ვლადიმერის ძე (1919-1944) _ სამტრედია. 1944 წლის 13 სექტემბერს მიენიჭა გმირის წოდება კორსუნ-შენჩევკოვოს რაიონში მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ჩოჩიევი ვასილ სიმონის ძე (1917-1947) _ ცხინვალის რაიონის სოფელი ბაბინეთი. 1943 წლის 1 ნოემბერს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

 ჩუბინიძე ლევან ვარლამისძე (1916-1943) ზესტაფონის რაიონი სოფელი როდინოული. 1943 წლის 17 ოქტონმერს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ჩხაიძე ვლადიმერ მიხეილის ძე (1922-1943) _ მოსკოვი. 1943 წლის 20 დეკემბერს მიენიჭა გმირის წოდება, სოლოშინოს რაიონში წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ჩხაიძე სერგო ალისტრახოს ძე (1919-1971) _ ლანჩხუთის რაიონის სოფელი აკეთი. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება სევასტოპოლისათვის გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ციციშვილი ირაკლი ნიკოლოზის ძე (1918-2001) _ თბილისი. 1943 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა გმირის წოდება საომარი მოქმედებების დროს სამშენებლო საქმიანობის უმაგალითო წარმოებისათვის;

ცუცქირიძე კონსტანტინე ზაქარიას ძე (1912-1945) _ ჭიათურის რაიონი სოფელი სვერი. 1946 წლის 15 მაისს მიენიჭა გმირის წოდება ბერლინისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ცხოვრებოვი ივანე დავითის ძე (1919-1943) _ ზნაურის რაიონის სოფელი ალიბარი. 1944 წლის 22 თებერვალს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისთვის წარმოებულ ბრძოლებში;

წიქორიძე პლატონ ლუკას ძე (1918-1994) _ ჩოხატაურის რაიონის სოფელი ინტაბუეთი. 1943 წლის 17 ნოემბერს მიენიჭა გმირის წოდება ყირიმის ნახევარკუნძულზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

წულუკიძე ბორის აბესალომის ძე (1917-1981) _ ამბროლაურის რაიონი, სოფელი კაჩაეთი. 1946 წლის 9 მაისს მიენიჭა გმირის წოდება პოლონეთის მიწა-წყლის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის;

წურწუმია ალექსანდრე პეხუს ძე (1910-1941) _ ცხაკაიას (სენაკი) რაიონის სოფელი გოდასყური. 1944 წლის 22 თებერვალს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ჭიღლაძე სერგო გედევანის ძე (1920-1944) _ ჭიათურის რაიონი, სოფელი ზოდი. 1944 წლის 23 ივნისს მიენიჭა გმირის წოდება სოფელ დუბროვოსათვის სისხლისმღვრელ შეტაკებაში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ხაპროვი ივანე ვასილის ძე (1918-1939) _ თბილისი. 1940 წლის 21 მარტს მიენიჭა გმირის წოდება ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ხარაზია ვლადიმერ კამსაგის ძე (1916-1942) _ გუდაუთის რაიონის სოფელი ჯირხვა. 1942 წლის 2 ივნისს მიენიჭა გმირის წოდება კავკასიონზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ხაჯიევი კონსტანტინე ილის ძე (1911-1977) _ წყალტუბო. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება სევასტოპოლის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ხიტალიშვილი ზაქარია სოლომონის ძე (1923-1986 ) _ დუშეთის რაიონის სოფელი არანისი. 1944 წლის 13 აპრილს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ხმალაძე ილია გიორგის ძე (1916-1941) _ ახალციხე. 1940 წლის 21 მარტს მიენიჭა გმირის წოდება ფინელებთან ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის;

ხოდოსოვი ნიკოლოზ იაკობის ძე (1913-1984) _ სოხუმი. 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა გმირის წოდება დნეპრის მარჯვენა ნაპირზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.

ჯაბიძე დავით ვასილის ძე (1917-1982) _ თერჯოლის რაიონის სოფელი ჩხარი. 1946 წლის 15 მაისს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ჯანჯღავა ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (1907-1982) _ წულუკიძის (ხონი) რაიონის სოფელი გუბი. 1945 წლის 29 მაისს გენერალ მაიორი დაჯილდოვდა გმირის წოდებით მხედრული მამაცობისათვის;

ჯაფარიძე თენგიზ ივანეს ძე (1925-1944) _ თბილისი. 1944 წლის 23 სექტემბერს მიენიჭა გმირის წოდება მდინარე ვისლის ნაპირზე გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

ჯინჭარაძე ისრაფილ ქემალის ძე (1916-1943) _ სოფელი მახინჯაური. 1944 წლის 4 თებერვალს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.

გრიგოლ ონიანი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here