Home რუბრიკები ისტორია წითელი არმიის მიერ ევროპის გათავისუფლება 1944-1945 წლებში და თანამედროვე ისტორიული მეხსიერება

წითელი არმიის მიერ ევროპის გათავისუფლება 1944-1945 წლებში და თანამედროვე ისტორიული მეხსიერება

979

გთავაზობთ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის ცენტრის _ “რუსეთი, სსრკ XX საუკუნის ისტორიაში” _ უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, ხელმძღვანელის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის _ ალექსანდრე სენიავსკის მოხსენებას, რომელიც მან წაიკითხა მოსკოვში ახლახან გამართულ გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”.

ალექსანდრე სენიევსკი ლაპარაკობს იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, დიდ სამამულო ომში საბჭოთა არმიის როლის დაკნინებას, ისტორიული მეხსიერების ტრანსფორმირებას და ისტორიის ფალსიფიცირებას.

ევროპაში საბჭოთა არმიის განმათავისუფლებელი მისია 1944-1945 წლებში დიდი სამამულო ომის აპოგეაა. მას ღრმა ჰუმანიტარული აზრი აქვს, რადგან საბჭოთა ჯარისკაცმა თავისი ქვეყნის დაცვითა და გათავისუფლებით სხვა ხალხებსაც მოუტანა თავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან, ნაცისტური მონობისგან, პროფაშისტური დიქტატორული რეჟიმებისგან. ამასთანავე, მან მოიპოვა გამარჯვება და მშვიდობა, უზრუნველყო მილიონობით ადამიანის უფლება სიცოცხლეზე _ მთავარი უფლება, რომლის გარეშეც ადამიანის დანარჩენ უფლებებს აზრი ეკარგება. ამისათვის საბჭოთა ტერიტორიის გარეთ სსრკ-მა უდიდესი მსხვერპლი გაიღო.

ევროპის გასათავისუფლებლად დაახლოებით 7 მლნ საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი იბრძოდა. მილიონზე მეტმა საბჭოთა მეომარმა სიცოცხლე გაწირა: პოლონეთის გასათავისუფლებლად _ 600 ათასზე მეტმა; ჩეხოსლოვაკიის _ 140 ათასმა; უნგრეთის _ 140 ათასზე მეტმა; რუმინეთის _ 69 ათასმა; გერმანიის _ 102 ათასმა; ავსტრიის _ 26 ათასმაამ ციფრებში გათვალისწინებული არ არიან დაჭრილები და დასახიჩრებულები, რომლებიც, სულ ცოტა, სამჯერ მეტი იყო, მევრი მათგანი კი ჭრილობებისგან მალე გარდაიცვალა. მუშათა და გლეხთა წითელი არმიის მებრძოლთა უმეტესობა ინვალიდი დარჩა.

საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში საბჭოთა არმიის განმათავისუფლებელი მისია, ბუნებრივია, განსაკუთრებით პოზიტიურ ხასიათს ატარებდა. ის აცნობიერებდა მეომარი-განმათავისუფლებლის გმირობას, ჩადენილს სხვა ხალხებისთვის, მათ შორის, მათთვის, ვინც ომში აგრესორთა შორის იყო.

საბჭოთა ხალხების მიერ თავისი თავისუფლებისა და სხვა ქვეყნების გათავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობა, ქედუხრელობა, მასობრივი ჰეროიზმი საბჭოთა ადამიანების რამდენიმე თაობის ისტორიულ მეხსიერებაში აღიბეჭდა, როგორც უდიდესი ფასეულობა, როგორც უნარი, სძლიოს მძლავრ და დაუნდობელ მტერს, მიუხედავად სასფასურისა, რომლის გადახდაც მოუწევდა არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვისი თავისუფლებისთვის.

განმათავისუფლებელი მისიის ჰუმანიტარულ მხარეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სამხედრო მხარეც: წითელმა არმიამ უზრუნველყო გათავისუფლებულ ქვეყნებში სიცოცხლე და ცხოვრება, ომისგან დანგრეულ ტერიტორიებზე ქმნიდა მოსახლეობის გადარჩენის პირობებს, ეხმარებოდა ინფრასრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენაში და ა.შ. ომის შემდეგ მოგვარდა გათავისუფლებული ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობა სსრკ-თან და ჩვენი ქვეყანა, თვითონაც ნანგრევებად ქცეული, მათ უზარმაზარ ეკონომიკურ დახმარებას უწევდა.

თვით დამარცხებული ქვეყნებისა და ხალხების მიმართაც კი სსრკ იჩენდა ისტორიაში არნახულ ჰუმანიზმსა და დიდსულოვნებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორი ბარბაროსული დანაშაულებიც ჩაიდინეს აგრესორებმა და ოკუპანტებმა საბჭოეთის ტერიტორიაზე. გერმანელი ხალხი არათუ გადარჩა, არამედ სახელმწიფოებრიობაც შეინარჩუნა. წითელი არმია კი არ იმონებდა, არამედ ათავისუფლებდა აგრესორ ქვეყნებს დიქტატორული პრონაცისტური რეჟიმებისგან. თითქმის ყველა მტრული ქვეყნისთვის, გერმანიის გარდა, რეპარაციები სიმბოლური უფრო იყო _ განუზომლად შეუსაბამო ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზარალისა. ამასთანავე, საბჭოეთი ყოფილ მოწინააღმდეგე ქვეყნებსაც კი არ ეუბნებოდა უარს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებაზე.

დღეს დაცემულთა მიმართ გულმოწყალება”, დამარცხებული მტრის მიმართ დიდსულოვნება დავიწყებას მიეცა. ხშირად ივიწყებენ იმ უზარმაზარ მსხვერპლსაც, რომელიც საბჭოთა ხალხმა გაიღო ნაცისტური გერმანიის მიერ დამონებული ქვეყნების გასათავისუფლებლად და მათი ხალხების განადგურებისგან გადასარჩენად (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და სხვ.). საერთო თანამედროვე ტენდენციად იქცა დიდი სამამულო ომის შესახებ მეხსიერების გამოყენება რუსოფობიის გასაღვივებლად, ამ ომში სსრკ-სა და წითელი არმიის ნეგატიური სახით წარმოჩენა, და ამის საფუძველზე _ ნეგატიური დამოკიდებულება თანამედროვე რუსეთისადმი და მის მიმართ სხვადასხვა პრეტენზიის წამოყენება. ამისათვის გამოყენებულია ინსტრუმენტების ფართო სპექტრი _ კოლაბორაციონისტებისა და სამხედრო დამნაშავეთა რეაბილიტაცია, მემარჯვენე რადიკალიზმის რეანიმაცია, კოლაბორანტების გმირების რანგში აყვანაც კი.

დღეს, დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან 70 წლის შემდეგ, როდესაც იმქვეყნად მიდიან უკანასკნელი ვეტერანები, მონაწილეები და თვითმხილველები, ომის შესახებ მეხსიერებას აყალბებს სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტი (განათლების სისტემა, მასმედია, მხატვრული ფილმები, ლიტერატურა).

დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორიული მეხსიერების მდგომარეობა პოსტსაბჭოთა რუსეთში, ისტორიული პოლიტიკის (თუმცა არასაკმარისად თანმიმდევრული და სისტემური) გააქტიურების წყალობით, დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს: ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, სხვადასხვა სოციალურ და სქესობრივ-ასაკობრივ კატეგორიებს, ძირითადად, ადეკვატური წარმოდგენა აქვთ ამ ომზე; და ეს _ 1980-1990-იან წლებში ნეგატიური პროპაგანდის, მასმედიაში, პუბლიცისტიკაში, კინოხელოვნებისა და ა.შ. შენახული ფალსიფიცირებული გამოსვლების შემდეგ. თუმცა ისტორიის ცოდნის დონე, ამ საგნის სწავლების ხარისხის დაქვეითების გამო, სასურველია, უკეთესი იყოს…

ხარისხობრივად სხვაგვარი სიტუაცია ომისადმი მეხსიერების მიმართ პოსტსოციალისტურ და რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით _ პროდასავლური (და კანონზომიერად _ ანტირუსული) კურსით, სადაც დიდ სამამულო ომზე წარმოდგენები იქმნება ნაციონალისტური, როგორც წესი, რუსოფობი ელიტის მიერ.

მსოფლიოს ხალხების მეხსიერების რადიკალური გადასხვაფერება დიდ სამამულო ომში სსრკის როლის შესახებ, შეფასებების შეცვლა პოზიტიურიდან ნეგატიურზე, შემთხვევითი ტენდენცია კი არა, ერთერთი საკვანძო მიმართულებაა მიზანმიმართული მუშაობისა მასების ცნობიერებისგადასაფორმატებლად”, რუსეთისადმი და ჩვენი, საერთო საბჭოთა ისტორიისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად.

ომის შესახებ მეხსიერება ომის შემდგომ პერიოდში იდეოლოგიური დაპირისპირებებისა და შეჯახებების სფეროდ იქცა. დასავლეთი თავიდანვე ცდილობდა, საკუთარი თავისთვის მიეწერა გამარჯვებაში ძირითადი როლის შესრულება, გადაეწერა ისტორია თავისი შეხედულებისამებრ “რეალური პოლიტიკის” მიზნით.

ამ ომის გარშემო იდეური შეჯახებების მიზეზი რამდენიმეა. მისი შედეგები საფუძვლად დაედო იალტა-პოტსდამის სისტემის საერთაშორისო ურთიერთობებს. “ცივმა ომმა” სტარტი მისცა ორპოლუსიანი სისტემის ჩამოყალიბებას ამერიკული და საბჭოთა ძალების გარშემო შესაბამისი იდეოლოგიური გაფორმებით, მაგრამ დასავლეთში ომის ისტორიის ინტერპრეტაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას ანტისაბჭოთა მიმართულება ჰქონდა, “საზღვრებში” რჩებოდა. ომის შესახებ საერთო პოზიტიური მეხსიერება ურთიერთობებში მიმდინარე პრობლემების მოსაგვარებლად პოლიტიკური კლიმატის “დასათბობ” ინსტრუმენტად გამოიყენებოდა.

ომის შესახებ მეხსიერების გარშემო იდეური შეჯახებების მეორე მიზეზი არის მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა ომისა და ომის შემგომი თაობებისთვის.

1985 წელს ამერიკელთა 30 პროცენტმა XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში პირველ ადგილას მეორე მსოფლიო ომი დაასახელა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის და სამართლიანობას ამ ომში აშშის მონაწილეობით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და უკავია ამ ომს რუსების ისტორიულ ცნობიერებაში. მისთვის შემთხვევით არ უწოდებიათ დიდი და სამამულო, რაც ხაზს უსვამდა არა მხოლოდ ომის მასშტაბს, არამედ მნიშვნელობას ქვეყნის, ხალხის, თვით რუსული ცივილიზაციის გაარჩენისთვის. მისი აღქმა, როგორც საბედისწერო ომისა, გამყარებული იყო კოლოსალური მსხვერპლით, რომელიც გაღებული იქნა ოთხწლიანი დაპირისპირებისას მესამე რაიხის მიერ ფეხქვეშ გათელილ ევროპაში.

ომი ტრაგედიად იქცა ყველა საბჭოთა ხალხის ოჯახების უმავლესობისთვის.

სამამულო ცნობიერებაში დიადი გამარჯვების ფასს ამაღლებს რამდენიმე გარემოება: ომის თავდაცვითი ხასიათი; ფრონტზე მებრძოლი თაობის უნარი, წინააღმდეგობა გაეწია ნაცისტური იდეოლოგიით გონებადაბინდული ძლიერი და დაუნდობელი ძალისთვის; და მზადყოფნა ხალხისა, რომელმაც შეძლო მობილიზება თავისი ნებისყოფისა და ქვეყნის რესურსებისა, შეძლო, გადაელახა დროებითი წარუმატებლობები ფრონტზე, გაეთავისუფლებინა არა მხოლოდ თავისი ოკუპირებული მიწები, არამედ მოეწყო განმათავისუფლებელი ლაშქრობა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, უდიდესი მსხვერპლის ფასად ეჩუქებინა ხალხებისთვის სიცოცხლე და გაეთავისუფლებინა ფაშისტური რეჟიმის ოკუპაციისა და ტირანიისგან. ამიტომ ეს პრინციპულიბრძოლა გონებისათვისუაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიდ პოლიტიკაში.

მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ფალსიფიკაცია მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საბჭოთა საზოგადოების ფასეულობებისთვის ძირის გამოთხრას მისი საბოლოო დაშლის მიზნით, გარდამტეხი იყო 1980-1990-იანი წლები. გადაფასდა ასწლეულში მომხდარი ყველა საომარი მოვლენა, განსაკუთრებით _ დიდი სამამულო ომი, მათ შორის, წითელი არმიის განმათავისუფლებელი მისიაც. მიზეზი ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში კაპიტალიზმის რესტავრაციაა მისივე ინვერსიული შეფასებებით, აგრეთვე, _ მსოფლიოს რუკაზე გეოპოლიტიკური ცვლილებები. შედეგად რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მძლავრი ზემოქმედების ობიექტად იქცა _ დასავლეთი რუსეთს თავს ახვევდა “ცივ ომში” დამარცხებული ქვეყნის როლს.

ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, ბალტიისპირეთში, თავისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცება რუსეთთან დაპირისპირების ხარჯზე დაიწყო.

სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ საბჭოთა კავშირიც გაქრა “ცივი ომის” ერთ-ერთი პოლუსიდან. და, საერთოდ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა: “ცივ ომში” “გამარჯვებულებმა” დაიწყეს თანამედროვე ცხოვრების შესახებ თავიათი ნების ჩამოყალიბება და სრულიად მსოფლიოსთვის ისტორიის თავიანთი ვერსიის თავსმოხვევა.

ომის ისტორიის გაყალბება მაშინაც კი გრძელდებოდა, როდესაც “ცივ ომში” “გამარჯვებულებმა” გაცხარებით დაიწყეს საბჭოთა მემკვიდრეობის ათვისება.

ამ რთულ ვითარებაში ხდებოდა ტრანსფორმაცია ისტორიული მეხსიერებისა, მათ შორის, დიდ სამამულო ომზეც _ სხვადასხვა კატეგორიის ქვეყანაში, სხვადასხვა “ისტორიული ინტერესებით”. ეს პროცესი შეეხო ყველა ქვეყანას: დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებსაც, აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ყოფილ ქვეყნებსაც და ახალ სახელმწიფოებსაც, რომლებიც უწინ სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ, მათ შორის, პოსტსაბჭოთა რუსეთსაც.

დიდ სამამულო ომზე ისტორიული მეხსიერების ტრანსფორმაცია მიზანმიმართული ისტორიული პოლიტიკააცივი ომისპერიოდიდან დღემდე. ის იყო უმთავრესი საშუალება საბჭოთა კავშირისთვის ნეგატიური სახის შექმნის საქმეში, ნგრევის ინსტრუმენტი ჯერ სოციალისტური სისტემისა ევროპაში, შემდეგ _ სსრკის დაშლისა მოსახლეობის დემორალიზაციის მეთოდით.

თუმცა ეს პოლიტიკა არ შეწყვეტილა საბჭოთა სისტემის განადგურების შემდეგაც, არამედ გარდაიქმნა რუსეთზე ფსიქოლოგიური შეტევის საშუალებად, პოსტსაბჭოთა სივრცეზე მტრობის, რუსოფობიისა და რუსეთისადმი სიძულვილის გასაღვივებელ ინსტრუმეტად.

ამასთანავე, ინტენსიურობამ შეტევებისა ისტორიულ მეხსიერებაში მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის როლზე და თავდასხმების ცინიკურობის ხარისხმა მრავალჯერ მოიმატა.

ფალსიფიკაცია მეორე მსოფლიო ომის ისტორიისა, რომელიც სსრკ-ის ხალხებისთვის დიდი სამამულო ომი იყო, დღეს პოსტსაბჭოთა ხალხების გათიშვის, მათ შორის შუღლის ჩამოგდების ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის წაქეზებასა და პროვოცირებას დღეს მიზანმიმართულად ეწევა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც სურს, სამუდამოდ დაამკვიდროს ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელშიც ამერიკელები მუდმივად იქნებიან ჰეგემონები და დიქტატორები.

ცნობიერებაში ისტორიული, რეგიონული და რელიგიური საფუძვლების ასეთი ტრანსფორმაცია აუცილებლად იწვევს სისხლისმღვრელ ომებს, როგორიც იყო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ერაყში, ლიბიაში, დღეს _ სირიასა და უკრაინაში.

ამ ქვეყნებში ანტიკომუნიზმი, ანტისოვეტიზმი და რუსოფობია შემადგენელი ნაწილია პოლიტიკური სტრატეგიისა, რომელიც აგებულია “ნაციონალურ იდენტობაზე” (როგორც უკრაინაში, სადაც დღეს ლენინისა და კუტუზოვის ძეგლებს ერთნაირი გულმოდგინებით ანგრევენ და მათ ადგილას ბანდერას ძეგლებს დგამენ, სასკოლო სახელმძღვანელოებს ხელახლა წერენ, პოლიტიკოსები კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში “გერმანიასა და უკაინაში საბჭოთა ჯარების შეჭრაზე” ლაპარაკობენ).

ანალოგიურია ისტორიული პოლიტიკა ბალტიისპირეთის ახალ სახელმწიფოებში, სადაც მოხდა ეს-ეს-ის რაზმებში მებრძოლი ნაციონალისტური ფორმირებებისა და ჯალათების რეაბილიტაცია, რომლებიც დიდი სამამულო ომის ვეტერანებს დევნიან.

ამ ქვეყნებში ელიტა და ხელისუფლება დაკავებულია ისტორიის გაყალბებით, პოლიტიკური მიზნებისთვის თანმიმდევრულად ცდილობენ მოსახლეობის ეროვნული ცნობიერების ტრანსფორმირებას. ისინი წითელი არმიის განმათავისუფლებელ მისიას, ელემენტარული ლოგიკის საწინააღმდეგოდ, წარმოადგენენ, როგორც ახალ ოკუპაციად, და ივიწყებენ, რომ ეს ახალი ქვეყნები ოდესღაც რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო; შემდეგ კი, 1917 წლის რევოლუციის წყალობითა და საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ქვეყნები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდნენ, თავიანთი სახელმწიფოებრიობა გაიფორმეს. ასობით ათასმა მებრძოლმა _ ამ ხალხების წარმომადგენლებმა _ სიცოცხლე გაწირეს საერთო სამშობლოსთვის, საერთო თავისუფლებისთვის, ნაცისტური მონობისგან თავის დახსნისა და ამ ხალხების გენოციდისგან გადარჩენისთვის.

დიდ სამამულო ომში სსრკ-ის როლის პოზიტიური სახით შენარჩუნება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთისთვის; არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ ომზე ადეკვატური მეხსიერება შენარჩუნდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, უწინარესად, ომში მონაწილეების, როგორც ყოფილი მოკავშირეების, ისე მოწინააღმდეგეთა რიგებში.

მნიშვნელოვანია, რომ მათ არ დაივიწყონ:

ომის სამართლიანი, თავდაცვითი და განმათავისუფლებელი ხასიათი სსრკის მხრიდან; არც სსრკის გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში, არც ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და არმიის მიერ გამოვლენილი უნარი უდიდესი მობილიზაციისა და ჰეროიზმისა თავისუფლებისთვის ბრძოლაში; მზადყოფნისა, გადაელახა არნახული სირთულეები და შეემუსრა მტრის მრავალრიცხოვანი ძალები, რომელთა წინაშეც ქედს იდრეკდა ნახევარი მსოფლიო.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთო მეხსიერების შენარჩუნება პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ხალხებთან ერთად. ომის შესახებ მეხსიერება უმნიშვნელოვანესია საერთო (და გამაერთიანებელი) პოზიტიური ფასეულობების შესანარჩუნებლად პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხებისთვის, რომლებმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ბევრი დრამატული მოვლენა გადაიტანეს.

ეს არის მეხსიერება იმის შესახებ, რომ ჩვენს მამებსა და ბაბუებს აღმოაჩნდათ უნარი, ერთობლივი ძალით გაენადგურებინათ მანამდე დაუმარცხებელი მტერი _ ნაცისტური გერმანია, რომელმაც მის მიერ დაპყრობილი ევროპის ძალები აღმოსავლეთისკენ, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გადაისროლა, და ამ მეხსიერებას დღესაც შეუძლია ხალხების მობილიზება ახალი გამოწვევების გადასალახავად. ეს მეხსიერება გვეუბნება, რომ ჩვენ, ყველამ, ერთად გავიმარჯვეთ, რომ ერთად ყოფნისას წარმოვადგენდით ძალას, რომელსაც შესწევდა უნარი, წინააღმდეგობა გაეწია ნებისმიერი ძალისთვის და დაემარცხებინა ნებისმიერი მტერი, დაეძლია ნებისმიერი სირთულე და გამოწვევა.

ალექსანდრე სენიავსკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here