Home რუბრიკები საზოგადოება თხუნელები

თხუნელები

1960

“მე ვარ ნათელი სულისა; რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა”

(იოანე. 8, 12)

დღენი წელიწადთა ჩვენთანი სამეოცდაათ წელ…” (ფს. 89.10) თუ ჩვენ ამ წლებს, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელს, დღეებში გადავიყვანთ, მივიღებთ დაახლოებით 25 000 დღეს. ეს არის 25 000 შესაძლებლობა ადამიანის ჩამოყალიბებისა ღმრთის მსგავს პიროვნებად. ამ დღეთა სიმრავლეში, რომელთაგან ყოველი მათგანი ძვირფასია, არის გამორჩეული დღეები, რომელთაც ქართველმა კაცმა დღესასწაულები უწოდა. ისინი, ვითარცა გზის მაჩვენებლები, ისე დგანან კაცობრიობის, ერის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებზე. ასეთ დღეებს მიეკუთვუნება 25 დეკემბერი _ შობა უფლისა, პასექი _ ეგვიპტის მონობიდან ებრაელი ერის გამოსვლის დღე, 12 აგვისტო _ ძლევაი საკვირველის დღეამ დღეთა შორის საპატიო ადგილს იკავებს 9 მაისი, რომელიც არის არა მხოლოდ ერთი ქვეყნის მეორეზე გამარჯვების დღე, არამედ ქრისტეს მიერ ძლევის დღე ანტიქრისტეზე, სიცოცხლისა _ სიკვდილზე.

70-ე წელია, რაც მსოფლიოს თავისუფალი ნებისა და აზროვნების ადამიანები ამ დღეს დიდი მადლიერებით აღნიშნავენ მის შემოქმედთა, ჩვენი მამებისა და პაპების მიმართ; განსაკუთრებით კი _ იმ ქვეყნებში, რომლებმაც დიდი მსხვერპლი გაიღეს გამარჯვებისათვის, ამ დღისათვის. ჩვენდა სასიქადულოდ, საქართველო, ჩვენი სამშობლო, მათ რიგშია. საქართველომ დაახლოებით 300 000 შვილის სიცოცხლე გაიღო, უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს ზესახელმწიფომ აშშმა. ამ ბრძოლის პირველი მთავარსარდალიც ქართველი იყო და აპოკალიფსური მხეცის ბუნაგზე გამარჯვების დროშის აღმმართველიც _ ქართველი. მით უმეტეს, დამაფიქრებელი და გულსატკენია, რომ ბოლო ორ ათწლეულია, საქართველოში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, დააკნინონ, გააფერმკრთალონ 9 მაისის შემოქმედი გმირებისა და მათი მთავარსარდლის _ სტალინის ღვაწლი დღევანდელი თაობისა და კაცობრიობის წინაშე.

ვინ არიან ეს ადამიანები? რა ამოძრავებთ მათ საკუთარი ისტორიის, საკუთარი ფესვების წინააღმდეგ? რასთან გვაქვს საქმე _ უვიცობასთან და დამახინჯებულ წარმოდგენასთან ისტორიაზე, რომელიც ადვილად შეიძლება განიკურნოს, თუ უფრო მძიმე შემთხვევასთან, იმ კამპანიის ნაწილთან, რომელსაც მსოფლიოში გააქტიურებული სატანური ძალები ეწევიან?

ამ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული ჭეშმარიტების დასადგენად, არამედ ქვეყნის სამომავლო, ოპტიმალური გზის ასარჩევადაც, რადგანაც დღეს ქვეყნის სათავეში ის ძალები დგანან, რომელთაც არ ესმით 9 მაისის მნიშვნელობა.

ეს ადამიანები თხუნელებს ჰგვანან!

თხუნელები იკვებებიან მზის ენერგიით აღმოცენებული მცენარეების ფესვებით, მაგრამ მზის დანახვაც არ უნდათ. ათეისტების მემკვიდრე ლიბერალ-დემოკრატები მშვენივრად გრძნობენ თავს მათი არსებობისათვის ყველაფრით უზრუნველყოფილ, საოცარი ჰარმონიითა და წესრიგით შექმნილ სამყაროში და მათაც არ სურთ დანახვა მისი, ვინც არის დასაბამი ამ სამყაროში, შემოქმედი ამ წესრიგისა _ იესოს!

თხუნელასთვის გაუგებარია, რატომ ინგრევა ხანდახან მისი სორო.

ვერც ამათ გაუგიათ ფაშიზმის წარმოშობისა და მილიონობით ადამიანის ცხოვრების დამანგრეველი ომის ჭეშმარიტი მიზეზები და მიზნები.

ტელეკამერების წინ მსხდომი თვითკმაყოფილი სახით მომზირალიბრმა წინამძღოლები”, ყველაფრის ექსპერტები, ბრძნული იერით მსჯელობენ დემოკრატიულ ფასეულობებზე, თავისუფლებაზე, პოლიტიკურ და სხვა ორიენტაციებზე, ეროვნულ ინტერესებსა და გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობებზე; ვერ ხედავენ, რომ ყველა ეს წინააღმდეგობა (საერთაშორისო, ეროვნული, იდეოლოგიური და ოჯახურიც კი) დასაბამს იღებს წინააღმდეგობიდან ღმერთსა და სატანას შორის. არ იციან, რომ თავისუფლების და, შესაბამისად, დემოკრატიის ერთერთი წყარო არს უფალი _ მზე სიმართლისა.

და როგორ გახსნის კვანძს თხუნელა, რომელიც თოკის მხოლოდ ერთ წვერს ხედავს სოროში?! ან წყალს საიდან მოიტანს, თუ წყაროსთვის ვერ მიუგნია?! მით უმეტეს, მიუწვდომელი იქნება მათი გონების თვალისათვის იმ ნაგვის წარმომავლობა, რომელსაც 9 მაისის გმირებსა და სტალინს ესვრიან, და შეუმჩნეველი ის კავშირები, რომელიც ამ ბინძურ საქმიანობასა და რუსეთში 1917 წლიდან განვითარებულ მოვლენებს შორის არსებობს. მათი კარგად მესმის, რადგან ოთხმოციან წლებში მეც ვიყავი თხუნელა _ ანტისტალინელი და ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი დემოკრატიული დასავლეთის ფანი.

ნათელმა სიმართლის მზისა და შეხვედრებმა თანამედროვეობის ერთ-ერთ დიდ სულიერ მოღვაწესთან _ მამა გიორგისთან (ბასილაძე) გამომიყვანა სოროდან და დამანახვა მოვლენათა რეალური სახე:

1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩვენს ერზე, ჩვენს სახელმწიფოზე, არ ყოფილა არც სოციალური, არც სოციალისტური. არც რუსული. იგი, როგორც დოსტოევსკი წინასწარმეტყველებდა, იყო რელიგიური. რევოლუციის შედეგად ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს რუსეთიდან წლების წინათ გაძევებულმა, ევროპაში გამოკვებილმა და გაწვრთნილმა როტშილდების ოჯახის მიერ უხვად დაფინანსებულმა “რევოლუციონერებმა”: სატანური ძალების _ საერთაშორისო სიონიზმისა და მასონური ლოჟების აგენტებმა. ამ უღმერთო, უსამშობლო, უეროვნებო, ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს იდეით შეპყრობილ ადამიანებს მხოლოდ ნგრევა, მოსპობა, განადგურება სურდათ და შეეძლოთ. ასეთ ადამიანებს პიროვნებას ვერ ვუწოდებთ. მათ არ აქვთ სახე. მათი დანახვა მხოლოდ მათი საქმეებით შეიძლება. თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის, მშვიდობის, კეთილდღეობის ლოზუნგებით მოსულებმა, ქვეყანაში ძმათა მკვლელი სამოქალაქო ომი გააჩაღეს, რომელსაც ცივილიზებული ევროპის ინტერვენცია მოჰყვა და, როცა ქვეყანა ინგრეოდა, იშლებოდა, მათმა ბელადმა ქვეყნის გადასარჩენად ბრძანება გამოსცა:

ბრძანება #13666/2 1.05. 1919 წელი

სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს ამხ. . ძერჟინსკის!

სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს მღვდლებისა და რელიგიის საქმე. მღვდლები დაპატიმრებულნი უნდა იყვნენ, როგორც კონტრრევოლუციონერები და მესაბოტაჟეები. ისინი ყველგან უმოწყალოდ უნდა იყვნენ დახვრეტილნი და რაც შეიძლება მეტი ეკლესია უნდა დაექვემდებაროს დახურვას. ტაძრები დალუქული და საწყობებად გამოყენებული უნდა იქნეს.

სრულიად რუსეთის ..ის თავმჯდომარე: კალინინი

სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე: ულიანოვი (ლენინი)”

მეორე ბელადი _ სამხედრო საქმეთა კომისარიატის ხელმძღვანელი ლევ ტროცკი ასე აკვალიანებდა თანამებრძოლებს: “რით შეიძლება ჩვენი გამოუცდელობის (სახელმწიფოს მართვაში _ ავტ.) კომპენსირება? დაიმახსოვრეთ, ამხანაგებო, მხოლოდ ტერორით. დადგა დრო, შევქმნათ ორგანიზაცია, აპარატი, რომელიც, თუ საჭირო გახდა, მოსპობს ათეულ ათასებს. ჩვენ დრო არ გვაქვს და არც საშუალება, ვეძებოთ ჩვენი ნამდვილი და აქტიური მტრები. ჩვენ იძულებულნი ვართ, დავადგეთ მოსპობის გზას მოსახლეობის ყველა ჯგუფის, საიდანაც შეიძლება გამოვიდნენ ჩვენი ძალაუფლების მტრები”.

აპარატი შეიქმნა, სამაგიეროდ სახელმწიფო დაინგრა და ომების, შიმშილობის, ეპიდემიებისა და რეპრესიების შედეგად 10 მლნ ადამიანი განადგურდა. მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურებისა და მართლმადიდებელი ერების გენოციდის გეგმა წარმატებით ხორციელდებოდა.

სად იყო ამ დროს ყველა უბედურებაში ეჭვმიტანილი სტალინი?

მაშინ, როცა “რევოლუციონერთა” კოჰორტა კვალიფიკაციას იმაღლებდა ევროპის კომფორტაბელურ სასტუმროებში, სტალინი ციმბირის “კურორტებზე” ჰყავდა გაგზავნილი მეფის ოხრანკას.

მაშინ, როცა “რევოლუციონერები სპეცრეისით ჩამოვიდნენ პეტერბურგში, სტალინი იქ იდგა, ვაგზალზე, უსმენდა ლენინს, სჯეროდა მისი და მზად იყო, სიცოცხლე გაეწირა ხალხის უკეთესი მომავლისთვის.

სამოქალაქო ომის წლებში მას როგორც ზღაპარში დედინაცვალი საძულველ გერს, ისე გზავნიდნენ ფრონტის ყველაზე მძიმე უბნებზე და იქ მდგომარეობა უმალ იცვლებოდა. დენიკინი ამბობდა: “სადაც სტალინია, იქ წითლების გამარჯვებაა”.

მაგრამ 20-იანი წლების შუა ხანში ბრძოლების ველიდან დაბრუნებული სტალინი შეაძრწუნა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლების სისასტიკემ. 1924-26 წლებში მან სამჯერ მიმართა პარტიის უმაღლეს ორგანოს პოლიტბიუროდან გათავისუფლების თხოვნით. აი, ერთი მათგანი: “ლენინის სიკვდილის შემდეგ პოლიტბიუროში ამხ. ზინოვიევსა და კამენევთან ერთად მუშაობამ ჩემთვის სრულიად ნათელი გახადა, რომ შეუძლებელია ამ ამხანაგებთან ერთად პატიოსანი, გულახდილი მოღვაწეობა. ამიტომ გთხოვთ, ჩამთვალოთ პოლიტბიუროს შემადგენლობიდან გასულად”.

არ ჩათვალეს! სტალინი კარგი ჯარისკაცი იყო და სჭირდებოდათ.

აი აქ, შეიძლება ითქვას, დამთავრდა ოქტომბრის რევოლუციის სატანური ყველაზე წარმატებული სატანური წლები და დაიწყო სატანისთვის კატასტროფული ათწლეული.

სტალინმა დაიწყო პარტიის საშუალო და ქვედა რგოლებში რევოლუციის ერთგული, პატრიოტი ადამიანების მოძებნა და დარწმუნება. მათზე დაყრდნობით და მათი დახმარებით შეძლო ტროცკის მხილება და გაძევება ქვეყნიდან. სტალინმა მტკიცედ ჩასჭიდა ხელი მართვის სადავეებს, დაიწყო პირველი ხუთწლედი და დადგა დრო მშენებლობისა. 1928 წელს დაიწყო სტალინის მიერ დამტკიცებული ხუთწლიანი გეგმის განხორციელება, შექმნილი რეპრესიული აპარატის დაშლა.

ამონაწერი პოლიტბიუროს სხდომის ოქმიდან. 12.03.33 .

“ 20-30-იან წლებში მოსკოვსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სრულიად განადგურდა 10 ეკლესია, 300 დარჩენილი კი გადაკეთდა ქარხნის საამქროებად, კლუბებად, საერთო საცხოვრებლად, ციხეებად, არასრულწლოვანი მაწანწალებისთვის განკუთვნილ იზოლატორებად და კოლონებად.

არქიტექტორული განაშენიანების გეგმები ითვალისწინებს 500-ზე მეტი ტაძრისა და ეკლესიის აღებას.

ყოველივე ამაზე დაყრდნობით ცკ შეუძლებლად მიიჩნევს მშენებლობის პროექტირებას იმ ტაძრებისა და ეკლესიების ხარჯზე, რომლებიც ძველი რუსული ხუროთმოძღვრების არქიტექტურულ ძეგლებად უნდა ჩაითვალოს.

საბჭოთა ხელისუფლების ორგანოები და მუშურგლეხური მილიცია მოვალენი არიან, ყველა ზომა მიიღონ ამ ძეგლების დასაცავად და ამ საქმეში დისციპლინური და პარტიული პასუხისმგებლობაც გამოიყენონ.”

სატანურ ძალებს აცოფებს ქვეყნის აღმშენებლობა, ეკლესიების დაცვა და ისინი ტერორს იწყებენ სტალინის მომხრეების მიმართ. 1935 წელს მოკლეს სტალინის უახლოესი თანამბრძოლი, ჭეშმარიტი რევოლუციონერი, ხალხის საყვარელი პიროვნება სერგეი კიროვი. სტალინმა ძალიან განიცადა ეს, მაგრამ წონასწორობა არ დაუკარგავს და სცადა, ახალი კონსტიტუციის ჩარჩოებში, არჩევნებით ჩამოეშორებინა ხელისუფლებისგან სატანური აგენტურა. მათ იგრძნეს საფრთხე და გამოითხოვეს სტალინისგან უფლება, კონტრევოლუციასთან ბრძოლის საბაბით მოესპოთ ადგილებზე თავიანთი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. ძალთა იმ თანაფარდობაში სტალინი იძულებული შეიქნა, დაეთმო. ასე დაიწყო ავადსახსენებელი 37-ის რეპრესიები, რომელმაც საბოლოოდ, მრავალ უდანაშაულო ადამიანთან ერთად, მათი წამომწყებნიც შეიწირა.

1937 წლის ბოლოს არჩევნები ისე ჩატარდა, როგორც ქვეყანას სურდა, და სტალინმა საბოლოოდ განიმტკიცა ძალაუფლება.

ამონაწერი ცკის პოლიტბიუროს სხდომის ოქმიდან 11.11.39 .

“რელიგიის, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა და მართლმადიდებელი მორწმუნეების მიმართ ცკ ადგენს:

1. ამიერიდან მიზანშეუწონლად ჩაითვალოს სსრკ-ს შსსკ-ს ორგანოების პრაქტიკა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა და მართლმადიდებელ მორწმუნეთა დაპატიმრებისა.

2. ამხ. ულიანოვის 1919 წ. 1 მაისის ბრძანებულება #13666/2 “მღვდლებთან და რელიგიასთან ბრძოლის შესახებ”, რომლის შესრულება დავალებული ჰქონდა ამხ. ძერჟინსკის და შესაბამის ორგანოებს, გაუქმდეს.

3. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ჩაატაროს იმ დაპატიმრებულთა საქმეების რევიზია, რომლებიც უკავშირდებოდა ღმრთისმსახურებს. გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც ამ მოტივაციით იყვნენ დაპატიმრებულნი, თუკი მათ მოქმედებას ზიანი არ მოუტანია საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

4. გადაწყვეტილებას იმ მორწმუნეთა საკითხის შესახებ, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან და სხვა კონფესიებს განეკუთვნებიან, ცკ დამატებით გამოიტანს.

ცკის მდივანი

. სტალინი

საბჭოთა ქვეყნის შიგნით კატასტროფული მარცხის შემდეგ სატანის მსახურებმა სცადეს გარეშე ძალების გამოყენებით ქვეყნის განადგურება. სტალინის მიმართ სიძულვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ, მიუხედავად იმ დიდი საფრთხისა, რომელიც მათ შეიძლებოდა დამუქრებოდათ სატანის ცოფიანი ძაღლის _ ფაშიზმის მხრიდან, მაინც მის აღზევებასა და გაძლიერებას შეუწყვეს ხელი.

1941 წლის 22 ივნისს მათი ოცნება ასრულდა _ სატანის ცოფიანი ძაღლი თავს დაესხა ქვეყანას, რომლის ნაწილიც ჩვენ ვიყავით. სატანა ზეიმობდა, მაგრამ ჩვენი მამების, პაპების წარმოუდგენელი თავდადებით, სტალინის გენიალური მთავარსარდლობითა და, რა თქმა უნდა, ღმრთისმშობლის შეწევნით 1945 წელს 9 მაისს გამანადგურებელი მარცხი იწვნია.

სსრკ ომიდან უფრო ძლიერი გავიდა, ვიდრე მანამდე იყო. ქვეყანა აკავებდა სატანის ამბიციებს მსოფლიოს ბატონობაზე და, რაც მთავარია, ჩვენი მამა-პაპები, რომლებიც უღმერთო 20-იანი წლებში ანგრევდნენ ტაძრებს, გმობდნენ უფალს, შეურაცხყოფდნენ ღმრთისმსახურებსა და გამზადებული იყვნენ საჯოჯოხეთოდ, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში განცდილი საშინელი ტანჯვის, გაღებული სისხლისა და სიცოცხლის ფასად გადარჩნენ (!). მილიონობით ადამიანმა ჯოჯოხეთის მაგივრად სასუფევლის კარი შეაღო!

ამის შემდეგ განა საკითხავია, ვის და რატომ შეიძლება სძულდეს სტალინი და უპატივცემულოდ ეპყრობოდეს დიდი სამამულო ომის გმირებს, მათთვის და ყველა თვალხილული ადამიანისთვის ძვირფას დღეს _ 9 მაისს?!

გილოცავთ, გმირებო, 9 მაისს აქაც და იქაც!

შენდობას ვითხოვ ჯუღაშვილის სულისგან, რაც უსამართლოდ მითქვამს მის მიმართ!

მამა გრიგოლი (მეზვრიშვილი),

მოხისის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი

5 მაისი, 2015 .

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here