Home რუბრიკები საზოგადოება თამაზ ელიზბარაშვილი: აქამდე უკრაინელებს პატივს ვცემდი, მაგრამ ყოფილან “ჩმორები”

თამაზ ელიზბარაშვილი: აქამდე უკრაინელებს პატივს ვცემდი, მაგრამ ყოფილან “ჩმორები”

998

ნებისმიერი ქვეყნის ადგილი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, პირველ რიგში, ფასდება მისი ეკონომიკით, ხოლო ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ბიზნესია. მაგრამ რა როლს თამაშობს ქართული ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ჩვენთვის კი არა, ექსპერტებისთვისაც გაუგებარია. 

რატომ კვდება ქართული ბიზნესი, რატომ არ უნდა ველოდოთ პროგრესს, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკური პარტიის შექმნა და ვისთვის არის გამზადებული ცოცხები _ ამ და სხვა საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ექსკლუზიურად ესაუბრა:

_ ქართული ბიზნესი კვდება, დიახ, კვდება! _ აი, ზუსტად ასე დაწერეთ. წარმოიდგინეთ ასეთი ვითარება: კარგი მენეჯერი ზის და გეგმავს ყველაფერს, დაგეგმვა კი ხდება ელემენტარული ფორმულით, რომელშიც უნდა ჩასვას ეს ავადსახსენებელი ლარის კურსი. და, თუ ვერ ჩასვა (არ იცის, რა კურსი უნდა ჩაწეროს), როგორ უნდა აკეთოს ბიზნესი, თანაც _ ქვეყანაში, სადაც პროდუქციის 80% იმპორტირებულია?! თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია. გათავისუფლდა იმ შავი ჭირისგან და წნეხისგან, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, როდესაც შემოვიდოდნენ და პირდაპირ გეტყოდნენ, _ აი, ამდენი და ამდენი თანხა გაქვს გადასახდელი ნახევარ საათში, თუ გადაიხდი, ხომ კარგი, თუ არა, წახვალ გლდანშიო. ვინც გააპროტესტებდა, გლდანის ციხეში ამოყოფდა თავს, მეც ამიტომ მოვხვდი გლდანის საპყრობილეში. მე არ ვეკუთვნი იმ ბიზნესმენების კატეგორიას, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის ოყნები იყვნენ, ამიტომაც გამიშვეს პირდაპირ გლდანში. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ 2012 წელს აქტიურად ჩავერთე ოპოზიციურ მოძრაობაში, ვაფინანსებდი კიდეც რამდენიმე ოპოზიციურ ფრთას.

_ რომელ ოპოზიციურ ძალას?

_ ვერ დაგისახელებთ. მხოლოდ გეტყვით, რომ ამ პარტიებიდან ერთ-ერთი ხელისუფლების სათავეშია. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ჩემს მეგობართან ერთად ციხეშივე გადავწყვიტე, შემექმნა იურიდიული კომპანია “სამართლის სახლი”. შევქმენი კიდეც და დავიწყეთ ბრძოლა ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად. იმ ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა ყველაფერი წაართვა, უფასოდ ვემსახურებით. ჩვენთან ბევრი მოდის და ყველას ვეუბნები: თუ ამ ბრძოლაში ბოლომდე გამომყვებით და უკან არ დაიხევთ, მაშინ გადაგიხდით ბაჟის ფულს და ვიწყებთ ბრძოლას-მეთქი. რა ხდება, იცით? მეორე მხარე, რომელსაც აქვს ამ ადამიანისთვის წართმეული ქონება, კერძო პირია ეს თუ სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო, როცა უკვე ყველა ბერკეტი გვიჭირავს ხელში იმისა, რომ საქმეს მოვიგებთ, დაზარალებულთან მიდის და იწყება მოლაპარაკება-გარიგება. შემდეგ ეს დაზარალებული გვეუბნება, აღარ მინდა დახმარება, დიდი მადლობაო და მიდის. ჰოდა, ახლა ვეუბნები ყველას: არა, ჩემო კარგებო, გინდათ ბრძოლა? _ ვიბრძოლოთ, სხვანაირად არ გამოვა! აგერ, ცოცხალი მაგალითი ვარ, ვიბრძოლე და, რაც წამართვა სააკაშვილმა, ყველაფერი დავიბრუნე, მხოლოდ ერთი მანქანაღა დამრჩა დასაბრუნებელი, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროს აქვს მისაკუთრებული. სიმბოლურად ერთ ლარს ვითხოვ. პირველი ინსტანციის სასამართლო მოვუგე ეკონომიკის სამინისტროს და გაასაჩივრა. ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, ელიზბარაშვილმა ეს მანქანა თავისი სურვილით აჩუქა სააკაშვილს, 6 მილიონი ჰქონდა გირაოზე დადებული და გადაწყვიტა, მანქანაც ეჩუქებინაო. ხვდებით, რისი დემონსტრირება მოახდინა ეკონომიკის სამინისტრომ, ამ მართლა დებილმა კვირიკაშვილმა?! დიახ, დებილია და რატომ, იცით? იმიტომ, რომ მე არ ვარ დებილი. მან დებილი მიწოდა კულტურული ფორმით, მაგრამ მე პირდაპირ ვეუბნები უზრდელურად: დებილი ხარ შენ, კვირიკაშვილო, ამას მე რომ მაკადრებ, იმიტომ! ხომ ხვდებით, ამას რატომ აკეთებს? არ აინტერესებს სამართლიანობის აღდგენა და იმიტომ! ჩემსავით უამრავ ადამიანს წაართვეს მანქანა და არ სურთ, დაუშვან პრეცედენტი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ თუნდაც ერთი ლარი დამიბრუნოს. ანუ, როცა მე აღვიდგენ სამართლიანობას, მერე სხვებიც მიადგებიან, _ აგერ, ელიზბარაშვილს რომ დაუბრუნეთ წართმეული მანქანა, მეც წამართვეს და დამიბრუნეთო. ამათ უნდოდათ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დაებრუნებინა 80 მილიონი და დაიბრუნა კიდეც პირველივე დღეს. თუ ივანიშვილს წაართვეს ქონება, არ შეიძლებოდა, რომ სხვებისთვისაც წაერთმიათ? _ თურმე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი დაუჩაგრავთ. ვიმეორებ: “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, არც ახლა მაქვს მათზე გული აყრილი, ძალიან ბევრთან ვმეგობრობ, მაგრამ კვირიკაშვილისნაირი ერთი-ორი ნაძირალა და სულელი დამღუპველია “ოცნებისთვის”. თქვე კაი დედმამიშვილებო, რომ მოხვედით აქ დიდი ლოზუნგებითა და დაპირებებით, რატომ არ ასრულებთ?! ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გარეშე რეჟიმის გადაგდებას ვერ შეძლებდა, ჩვენ კი ამას ლიდერის გარეშე ვერ შევძლებდით, ამისთვის დიდი მადლობა ივანიშვილს, მაგრამ დაპირებები რატომ არ შეასრულეთ, რატომ?

_ ამბობენ, სწორედ ივანიშვილი ცდილობს სააკაშვილის გაცოცხლებასო

_ არ მინდა, ვიფიქრო, რომ ივანიშვილი ვერ ხვდება: “არ გათეთრდების ყორანი!” თუ სააკაშვილი დაბრუნდა ხელისუფლების სათავეში და ბატონი ბიძინა იმედოვნებს, რომ მიშა გათეთრდა და მასთან კოაბიტაციას დაიწყებს, ძალიან შემცდარა. სააკაშვილი რომ დაბრუნდეს, პირველი, რასაც მიადგება, იქნება შუშის სასახლე და ნაწილნაწილ დააშლევინებს ივანიშვილს საკუთარი ხელით. ბატონო ბიძინა, ხომ გვპირდებოდით, დამნაშავეები დაისჯებიან და სამართლიანობა აღდგებაო, რატომ არ შეასრულეთ სიტყვა? და რა მივიღეთ? _ ამერიკელებისგან თავს მოხვეული კოაბიტაცია.

_ ამერიკა უხეშად ხომ არ ერევა დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში?

_ ამერიკა მხოლოდ საქართველოს საქმეებში კი არ ერევა უხეშად, ეს ქვეყანა მოწადინებულია, მსოფლიოზე იბატონოს. მე მას საქართველოს ამაოხრებელ ურდოებს ვადარებ. დღეს, XXI საუკუნეში, ამერიკა არის ნომერი პირველი დამპყრობელი, რომელიც მოწადინებულია, მსოფლიოზე იბატონოს და ამას არც მალავს. თუ სადმე რამე ცუდი ხდება, ყველგან ამერიკის ხელი ურევია და ისეთი ბინძური ხერხებით აკეთებს ამას, გული მერევა. მაგალითად, რუსეთს უკრაინისა და საქართველოს ხელით უპირისპირდება. ბრმა უნდა იყო და სულელი, ეს რომ ვერ დაინახო, ვერ გაიგო, რა უნდა დღეს ამერიკას საქართველოსგან. მხოლოდ ის, რომ გამოგვიყენოს რუსეთის წინააღმდეგ. ჩემი რჩევაა, გაანებეთ თავი ამ ამერიკას, გინდაც _ რუსეთს. თუ არსებობს პრორუსული და პროამერიკული პარტიები, ხომ შეიძლება ერთი პარტია მაინც იყოს პროქართული, რომელიც მხოლოდ საქართველოზე იზრუნებს. ვიყოთ ნეიტრალური სახელმწიფო, მაგრამ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს ყველასთან.

არ მინდა ეს ნატო, თუ ის რუსეთს დაემუქრება და ამით საფრთხეს საქართველოს შეუქმნის. საგარეო პოლიტიკური კურსი აუცილებლად გადასახედია. რესპუბლიკელები აცხადებენ, ამერიკა ჩვენი მეგობარიაო, მაგრამ არის კი ჩვენი მეგობარი?! მან ჩვენი დამაქცევარი კაცი შეიფარა, წაიყვანა და საწყალ უკრაინელებს თავზე დაასვა. აქამდე უკრაინელებს პატივს ვცემდი, მაგრამ ყოფილან “ჩმორები”, დიახ, “ჩმორები”! გამოვიდნენ და დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი მათაც და ჩვენმა ხელისუფლებამაც. ჩემს მეგობრებსოცნებიდანვეუბნები: თუ კაცები ხართ და გინდათ, ქართველი ხალხის წინაშე იყოთ მართალი, გამოდით და თქვით, იმიტომ ვერ აღვადგინეთ სამართლიანობა, რომ ამერიკამ გვაიძულა და ვერ ვეწინააღმდეგებითო.

ვინაიდან დღეს საქართველოში პროქართული პარტია არ არის, მალე ახალი პარტიის შექმნას დავაანონსებთ, მე ჩავუდგები სათავეში ამ პარტიას, შევკრებ დიდ არმიას ჩემი მეგობრებისაგან და აუცილებლად ვიტყვი სათქმელს. ძალიან მომწონს ინაშვილის “პატრიოტთა ალიანსი” და არ არის გამორიცხული, მასთან ვითანამშრომლო. შემოდგომაზე დავიწყებ პარტიის რეგისტრაციას და არჩევნებისთვის მოვემზადები. იმასაც გეტყვით, რა დაემართა ლარს: ეკონომიკური გუნდი ამბობს, ლარი გარე ფაქტორების გამო გაუფასურდაო. გარე ფაქტორი კი არის ის, რომ მეზობელ ქვეყნებში არის სავალუტო კრიზისი და მაგალითად რუსეთი მოჰყავთ, _ კარგა ხანია, არ შემოდის ფულადი გზავნილებიო. მართალია, მაგრამ რამ გამოიწვია ეს, ვისი ხელი ურევია? ისევ და ისევ ჩვენი მეგობრის _ ამერიკის, ანუ ეს გამოიწვია პოლიტიკურიეკონომიკურმა სანქციებმა, რომლებიც ევროპამ და ამერიკამ დაუწესეს რუსეთს. ეგონათ, რუსეთი დაიქცეოდა, მაგრამ ფეხები ვერ მოჭამეს და ვერც მოჭამენ. და რატომ, იცით? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ მართლმადიდებლობა დაიცავს ამ ქვეყანას!

რატომ არ უწევს წინააღმდეგობასოცნებაამერიკას, ვერ გამიგია. როდემდე შეიძლება, თავი დაუხარო ამ ქვეყანას? პირში ვეუბნები ჩემს მეგობარ რესპუბლიკელებს, გამოდით და უთხარით ხალხს სიმართლე, უთხარით, რა უბედურება არის ეს ამერიკამეთქი.

_ და რა არის მათი პასუხი?

_ ნაწილი მეუბნება, აუცილებელი იყო კოაბიტაცია, რადგან არ გვინდა, ამერიკას ვაწყენინოთო. სწორედ ამიტომ გამოვდივარ პოლიტიკურ ასპარეზზე და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ.

როგორ გგონიათ, ამერიკელები სულელები არიან და იმიტომ წაიყვანეს სააკაშვილი უკრაინაში, რომ იქ აპირებენ მის დატოვებას? უკრაინაში სააკაშვილს საქართველოში დასაბრუნებლად ამზადებენ. მისი თანაგუნდელები კი ახალ ცოცხებს აგროვებენ და, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდებიან, ამ ცოცხებით პირველს ვისაც დაერევიან, ხომ ადვილი გამოსაცნობია?!

ჩემთვისაც გამზადებულია ცოცხი უკრაინაში, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან და რატომ, იცით? _ ცეცხლითა და მახვილით დავხვდები სააკაშვილს. მე ამას შევეწირები, ხოლო ის, ვინც წაიკუზება (და წამკუზველი ბევრია “ოცნებაში”), ცოცხს დაიმსახურებს… სააკაშვილის ხროვა ფიქრობს, შემოდგომამდე ისე აირ-დაირევა ყველაფერი საქართველოში, ისე გაგიჟდება და გაღატაკდება ხალხი, რომ იქნება საფუძველი კიდევ ერთი “ფერადი რევოლუციის” მოწყობის.

_ რაშიცნაცებსხელს რესპუბლიკელებიც შეუწყობენო

_ ეს თუ ასეა, მაშინ მე ვიქნები პირველი მტერი რესპუბლიკელების! სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ, 9 კი არა, 90 წელს გაგრძელდება ხალხის გაუპატიურება საქართველოში და ყველა ქართველი იქნება წაკუზულ და მონურ მდგომარეობაში.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ღმერთმა ნუ ქნას ისევ ქართველთყლაპია ღნაცების საქართველოში დაბრუნება! მაშინ გავყიდი საქართველოში ყველაფერს და სანამ ეგ სატანის მსახურები იქნებიან,მანდ ფეხის დამდგმელი აღარ ვიქნები,მაგრამ უფლის იმედი მაქვს,რომ ასე არ გაწირავს ქართველ ხალხს,ისევ მიშა და მისი ფაშისტები დაგვასვან თავზე!

  2. მე არ ვეკუთვნი იმ ბიზნესმენების კატეგორიას, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის ოყნები იყვნენ, ამიტომაც გამიშვეს პირდაპირ გლდანში. ————————-:):):):):)ტრაგი-კომედია……..შარლ-პეროსაც კი არ მოუვიდოდა თვით დიიიდი შთაგონების ჟამს მსგავსი ფანტაზია….

  3. ელისბარაშვლიმა დადოს ზუსტად საქმის მასალები, რაზედაც გლდანში გაუშვეს:)))) საინტერესოა:)))) რამდენად მართალი და პატიოსანი "ბიზნესმენი" იყო:)))))

  4. მარტო ბიზნესის წართმევა დაბრუნება არაა სამართლიანობა, ვისაც დრო ნერვები და თავისუფლება წაგვართვა იმათმა რავქნათ? მე არამაქვს მილიონები მაგრამ იმის გამო რომ უსამართლოდ მიშას ციხეში ვიჯექი ვალები დამიგროვდა ბინა დაგირავებულიმაქვს. დასაკარგი არაფერია. ომი მთლიან უსამართლობასთან გარდაუვალი იქნება. მერე ვინ რა შეცდომა დაუშვა გვიანი იქნება ამის გარკვევა! ჩემნაირები ბევრია და გეშინოდეთ ვისაც სამართლიანობის აღდგენა არგინდათ საქართველო არაკაცების სათარეშო აღარასოდეს იქნება !!!

  5. მართმადიდებლობისა რა მოგახსენოთ ბატონო თამაზ ისე კი გეთანხმებით

  6. ელიზბარაშვილს პირადად არ ვიცნობ მაგრამ მის საჯარო გამოსვლებს ვადევნებდი თვალს და პატივს ვცემდი.. არ არის მისგან ლამაზი, მოიხსენიო ადამიანი რომლსიგანაც ერთ ლარს მოითხოვ….ჩვენ"ქართულ ფილმს"ვგულისხმობ…. ჩვენც წაგვართვეს 15000 000 ქონებიდან 1/3 (აქციონერებს წინახელისუფლებასთან მიახლოვებულმა პირებმა გაუყიდეს აქციები) ეს ქონება ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის… უკვე ორი წელია ეკონომიკის სამინისტროსთან ვაწყობთ აქციებს, გვქონდა სატელევიზიო გამოსვლები…ჩვენც მაგარი გაბრაზებულები ვართ, მაგრამ საჯაროდ ესეთ შეურაცყოფას არ ვაყენებთ,მითუმეტეს კვირიკაშვილს…თბილისი პატარა ქალაქია, თუ კარგად იკითხავთ კვირიკაშვილის პიროვნებას აუცილებლად სხვა შეფასებას მიიღებთ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here