Home რუბრიკები პოლიტიკა თქვენ გე-ნაც-ვალეთ, ბიჭებო! ანუ როგორ გა-ცოცხ-ლდნენ ნაცები

თქვენ გე-ნაც-ვალეთ, ბიჭებო! ანუ როგორ გა-ცოცხ-ლდნენ ნაცები

564

დღევანდელი დილა (4 მაისი, 2015 წელი) ასეთი ინფორმაციით დაიწყო ჩემი “ფეისბუქის” ე.წ. სიახლეების ზოლზე: “ნაციონალური მოძრაობა” რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს!” _ რომელიღაც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ამ ინფორმაციის ქვეშ დადებულ ფოტოზე კახეთის გზატკეცილზე “ნაცების” ოფისის წინ გამოჯგიმულან რჩეულ-რჩეული “ნაცმანიაკები” და მათი 9-წლიანი მანიაკობის მხარდამჭერ-”გამპრავებლები”…

არა, არ გეჩვენებათ, მართლაც ისეთ სტილში ვყვები ახლა ამას, ახალგაღვიძებული ადამიანი სიზმარს რომ მოგიყვება… თუმცა რა გასაკვირია?! აკი, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა, 2012 წლის ოქტომბრის საერთო სახალხო ტრიუმფიდან 3 წელიწადში ვინ-ვინ და, ისევ “ნაციონალური მოძრაობა” რომ მოითხოვდა რას-რას და, არც მეტი, არც ნაკლები, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს!

სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ _ მანიაკთა გაერთიანებაერთიანი ნაციონალური მოძრაობადღევანდელ საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა, რატომ უნდა და როდის უნდა.

სხვა პოლიტიკური პარტია-გაერთიანებები ან ბევრფულიანი, მაგრამ გაურკვეველი, ურთერთგამომრიცხავი იდეოლოგიის მქონე, უფორმო, უშინაარსო და უწესრიგო კონგლომერატია, ანდა _ არასერიოზული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ სრულიად გაუმართლებელი ფორმულით: “დაფინანსება არ გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებაში გვინდა.

იმ ლეგენდარული “9 წლის”, მანამდელი 3 წლისა და შემდგომი 3 წლის გამოცდილებები ნათლად მიგვითითებს, რომ “ენმ”-მ ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა სურდა და, თუკი ზოგჯერ მათი გარკვეული მოთხოვნები საზოგადოების დიდ ნაწილს “სიგიჟედ” ეჩვენებოდა და ბევრი ირონიულადაც იღიმებოდა, _ “რა უაზრო მოთხოვნები აქვს ამ ხალხსო”, _ უკვე მოგვიანებით მიმხვდარან, რატომ ითხოვდა ეს პოლიტიკური ძალა კონკრეტულად იმ ეტაპზე კონკრეტულად იმას, რასაც ითხოვდა.

გავიხსენოთ, თუნდაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ გრიბოედოვის სახელობის თეატრთან შეკრებილი 150-მდე ადამიანი, რომლებიც ჩატარებული არჩევნების (რომლის შედეგადაც საქართველო 5 პარტიას იღებდა პარლამენტში, ხოლო მმართველ ძალას უმრავლესობა ერთმეოდა) ბათლად ცნობას და ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ

იმხანად ბევრმა, უბრალოდ, “არასერიოზული” უწოდა ამ ყველაფერს და არაერთი “პოლიტოლოგ-ექსპერტი” ირონიული ღიმილით აცხადებდა: სააკაშვილის რეალური რეიტინგი 12-14 პროცენტია და, ეგ კაცი ხელახალ არჩევნებს რომ ითხოვს, ჭკუაზე ხომ არ შერყეულა, მიღებულ 20-25 პროცენტსაც ვეღარ ეღირსება მერეო.

პროცესები როგორ განვითარდა და ვინ რა პროცენტი მიიღო, ყველამ კარგად ვნახეთ!

ეს მაგალითი მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ ის, როგორცნაცებისდღევანდელი მოთხოვნა, კონკრეტულად არჩევნებს შეეხება. თორემ ისე, არაერთი მსგავსი მაგალითის გახსენებაც შეიძლებოდა, როდესაცნაცების” “არასერიოზულიმოთხოვნები სრულიად სერიოზულ პოლიტიკურ პროცესად შემოტრიალებულა.

არა, სულაც არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ ერთი ჩვეულებრივი ავანტიურისტ-უწიგნური მიხეილ სააკაშვილი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, ან ვინმეზე მეტად გათვითცნობიერებული რამეში.

და საქმეც სწორედ ის არის, რომერთი ცანცარა ტიპის არასერიოზული გამოხდომებისინამდვილეში ზუსტ და დროულ პოლიტიკურ ნაბიჯებად გადაიქცევა ხოლმე. დიდი და განსაკუთრებული გონება არ უნდა სჭირდებოდეს იმის მიხვედრას, რომ ამცანცარატიპს, ასეთ ერთი შეხედვითცანცარობებსკონკრეტულიუხილავიძალა აკეთებინებს და იგივე ძალა განაპირობებს იმას, რომ ესცანცარობებიმიზანში გარტყმულ პოლიტიკურ ნაბიჯებად იქცეს ნებისმიერ ფასად!

ჭკუათმყოფელი ადამიანები იმაშიც დამეთანხმებიან, რომ ეს “უხილავი ძალა” სულაც არ არის “ზებუნებრივი” და უცხოპლანეტური. პირიქით _ თუ ყველაფერს ზუსტად გავაანალიზებთ და ანალოგიებსაც მოვიშველიებთ, ამ “უხილავი ძალის” კონკრეტულ ადგილსამყოფელსა და კონკრეტულ სახელ-გვარებსაც იოლად დავასახელებთ.

მინისტრების ცვლილებები _ აი, სწორედ ის, ერთი შეხედვით, “ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი”, რომლის გახშირება უპირობოდ უძღვის ხოლმე წინ ხსენებულიცანცარულიმოთხოვნების კასკადს. აუცილებლად უნდა ვთქვათ: აქ მნიშვნელობა სულაც არ აქვსწასულებს”, მთავარი აქმოსულებია”…

მოდით, ნუ მივაქცევთ ყურადღებას სქესს, გარეგნობას, სხვა მორალურ-ზნეობრივ დახასიათებებს (რომელთა შესახებაც უჩემოდაც დაწერს ბევრი სხვა) და პირდაპირ ვთქვათ _ რესპუბლიკურიპარლამენტის კვალდაკვალ გამოკვეთილადრესპუბლიკურიმთავრობა მივიღეთ!

ეს კი ის ძალაა, რომლის ერთერთ (სქესს კიდევ ერთხელ შევეშვათ) ლიდერს სრულიად უტიფრად შეუძლია, განაცხადოს სრულიად უტიფარი ტყუილი: “ნაციონალურ მოძრაობასთანკოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალა”…

მანამდე მას შეუძლია, ასევე, თქვას: “მე აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ”.

ახლა კი მას შეუძლია თქვას: “ჩემთვის ეს სფერო სრულიადაც არ არის უცხო და მე მას შესანიშნავად გავართმევ თავს”.

და არც არავინ არაფერს იტყოდა, “ეს სფერო” გრანტების ათვისება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედება ან თუნდაც, ჯანდაბას და, რაიმე ისეთი სფერო რომ ყოფილიყო, რომელიც მხოლოდ თეორიულ-იურიდიულ ცოდნას მოითხოვს.

მაგრამ, აი, რატომ და რანაირად არ არის თავდაცვის, ჯარის, ომის სფერო თინა ხიდაშელისთვის (სქესი კიდევ ერთხელ იქით იყოს) უცხო და რა გამოცდილება აქვს მას ამ მიმართულებით, ეს მართლაც ამოუცნობი და ამოუხსნელი იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ რა ტიპის და რა დონის უტიფარ ადამიანებთან გვაქვს საქმე.

კი მაგრამ, რა კავშირშიანაციონალებისმიერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევენების მოთხოვნა ხიდაშელაგულაშვილის გამინისტრებასთან? _ ასეთ კითხვას, ალბათ, ყველაზე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი თუ დასვამს.

კავშირი ძალიან თვალსაჩინოა ჩემთვის და, ალბათ, არაერთი იმ ადამიანისთვის, რომლიც 2003 წელს “ვარდების” მოახლოებას სწორედ მსგავსი პროცესების კვალდაკვალ ხედავდა. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მაშინ ირონიული ღიმილით უპასუხებდნენ მავანი ხელისუფალნი _ “კაი, კაცო, რა გაპანიკებთ, მაგ ცანცარა მიშას პრეზიდენტად ვინ მოიყვანს?!”.

აი, ასეთმა არასერიოზულმა მიდგომებმა, “არხეინიზმმა” დაღუპა ქვეყანა მაშინ და საგანგაშო ახლაც სწორედ ეგ არის, რომ “არხეინიზმის” დონე არანაკლებ ნიშნულს აღწევს “ოცნების” ხელმძღვანელებშიც.

ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთინიშნისმოგებითიგამოთქმა, პუბლიკაცია, თვალსაზრისი ვნახე მათი მისამართით, ვინც ჩემსავით, სხვადასხვა კონრეტული პროცესების დროს შეშფოთებას გამოთქვამდანაციონალებისხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნების გამო.

“აგე, თქვე მშიშრებო და პანიკის მთესველებო! ხომ ჩაიარა ამა და ამ კონკრეტულმა ამბავმა ისე, რომ “ნაცები” ვერსადაც ვერ მობრუნდნენ!” _ მოზეიმე ტონით აცხადებენ ხოლმე მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერნი თუ მთავრობის თანამდებობის პირები…

საქმე ის არის, რომ ეს მიდგომაც ძალიან ნაცნობია! აკი, 2003 წლამდეც, მთელი 3 წელიწადი მწიფდებოდა ის, რაც შემდეგ ქვეყანას თავს დაატყდალეგენდარული 9 წლისსახით და რომლის შესახებაც სრული 3 წლის განმავლობაში არაერთი ჟურნალისტი, მართლა კარგი ექსპერტი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე აფრთხილებდაუდარდელხელისუფალთ. მაშინაც სწორედ ასე ხდებოდა გარკვეული ცალკეული პროცესები, რომლებიც შემდეგ “ნაციონალთა კრახად” ფასდებოდა და “პანიკიორებს” სწორედ ასეთი ირონიული ფრაზებით ამუნათებდნენ. სინამდვილეში კი, ეს ცალკეული პროცესები იყო არა “ნაციონალთა” დამარცხებები ან მათი კრახი, არამედ სწორედაც მეთოდური, თანმიმდევრული მზადება და სიტუაციის საბოლოო მომწიფება იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებაში მოსულიყვნენ.

პუბლიკაციის თითქმის ბოლოშიც გავედით და უკვე დროა, გახსნილადაც ვთქვათ: ის, ვინცცანცარათა” “არასერიოზულმოთხოვნებს რეალურ, დროულ და სწორ პოლიტიკურ ჩარჩოს აძლევს, რაღა თქმა უნდა, “დიღმის ბაზა”, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა საქართველოში!

დღეს უკვე საიდუმლო აღარ არის, რომვარდებამდედაახლოებით 1 წლით ადრეპრორუსებადმონათლული ძალოვანი მინისტრების გაშვება სწორედ მაშინდელინორლანდის” (არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ დროს კონკრეტულად რა გვარი იყო ის, ვინც ახლა ნორლანდია, თორემ არც მაგის გახსენება გამიჭირდებოდა) პირდაპირი ჩარევისა და დაჟინებული მოთხოვნის შედეგი იყო. ერთი ეგაა, იმჟამინდელი ხელისუფლება მთლად ასე, 100 პროცენტით არ იყოჩამოკიდებულიამერიკისდიღმის ბაზაზედა მათ დასაშოშმინებლად გაშვებულიპრორუსიმინისტრებისარც ისე ამერიკელებითჩანაცვლება მოხერხდა

თუმცა საბოლოოდ ვერც ამან უშველა სიტუაციას და მოხდა ის, რაც ლოგიკურად მოსალოდნელი იყო!

ამჯერად კი, როგორც ჩანს, მაშინდელი გამოცდილების გამო, ნორლანდბატონის მკაცრი და უშუალო კონტროლის ქვეშ ჩაიბარა თავდაცვა ამას წინათ გაშვებული პირწავარდნილი პროამერიკელის ნაცვლად (ჯანელიძეს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), ისევ და ისევ არა მხოლოდპრო”, არამედ თხემით ტერფამდე ამერიკელმა ხიდაშელმა, რომელსაც, ალბათ, მხოლოდ გვარი და მოქალაქეობაღა თუ აქვს შერჩენილი ქართული. სხვა მხრივ, იგი ამერიკის სახელმწიფო ინტერესების განუხრელი გამტარებელია და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფხაზეთის შესახებ ამერიკელებისთვის მისაღები პოზიციისმოსინჯვაზეცარის წამსვლელი და იმაზეც, რომ ამერიკელთაგან თავსმოხვეული კოაბიტაცია ქართველ ხალხსნახალკადშეტენოს.

საბოლოოდ, ფაქტია, რომ მივიღეთ ამას წინათ გა-ცოცხ-ილთა გა-ცოცხ-ლება! უფრო ზუსტად, მათი გა-ცოცხ-ლების სამწლიანი პერიოდი უკვე ახალი ტიპის გამო-ცოცხ-ლების ეტაპად გადაიქცა და ამასწინანდელი მოკრძალებული “კოჰაბიტაცია” უკვე “ნაცთა” ხამამაღალმა, გაბედულმა განცხადებებმა ჩაანაცვლა!

საპასუხოდ კი “ოცნების” ხელისუფლება, კონკრეტული ქმედებების ნაცვლად, მხოლოდ და მხოლოდ ეკა ბესელიასებრთა ირონიულ-არხეინული განცხადებებით შემოიფარგლება: საინტერესოა, მართლა რომ დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სად ხედავენ საკუთარ თავს ნაციონალები”?

მოკლედ ვიტყვი: ამ კითხვას ისინი პასუხს მხოლოდ მაშინ გასცემენ, როდესაც უკვე თქვენც საკუთარი თვალით დაინახავთ, თურმე სად, რას და როგორ ხედავდნენ “ნაციონალები”…

წინასწარ ხედვის უნარი, როგორც ჩანს, “ოცნებებშია” ჩაძირული!

ამაოდ ელის ვინმე, რომ მე ახლა რაიმე კონკრეტულ პროგნოზს ვიტყვი _ რა მოხდება, როგორ მოხდება და როდის მოხდება. არა, უკვე საკმაოდ ვისწავლე ჭკუა. სულაც არ ვაპირებ პანიკიორის, შეგზავნილის, ინტრიგნის ეპითეტები ვისმინო ჩემი მისამართით, იმ დრომდე, ვიდრე იგივენი მოგვიანებით არ მოვლენ და “ვახ, საიდან იცოდი, კაცო, რომ ასე მოხდებოდა”-ს თანხლებით ბოდიშს არ მომიხდიან.

მე, უბრალოდ, შეგახსენეთ ის, რაც იყო…

სხვა მხრივ კი, რადგან სიმართლის თქმას მშიშრობად და პანიკორობად მიიჩნევთ, არც მე გამიჭირდება ერთი გამამხნეველი შეძახილი შეგაწიოთ:

აბა, თქვენ იცით! არაფრის შეგეშინდეთ! იყავით არხეინად, თქვენ გე-”ნაც”-ვალეთ, ბიჭებო!

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. ეგ დიდი ხანია უკვე თვალში საცემი რეალობაა, მაგრამ ქართული ხასიათისა ეგოიზმის გათვალისწინებით მხოლოდ მაშინ დაიჯერებენ როცა სურათი სახეზე იქნება და თან დაგვიანებულად. მაგრამ ღმერთის წყალობით ჯერ კიდევ გვაქვს დრო გამოსაფხიზლებლად თუმცა არც თუ ისე ბევრი. P.S გაიღვიძეთ ხალხნოოოოოო 😀 (PEOPLEEEEEEEE დავესესხე ერთ მაღალჩინოსან მანდილოსანს)

  2. ცამდე მართალი ხარ ბაკურ! 50% მოგება, კიდევ იმდენი შენარჩუნება. ეს მარტივი მცნება არ იცის ხალისუფლებამ და რაც 3 000 წლის განმავლობაში ვერც ერთმა გადამთიელმა ვერ შესძლო, ესენი იზავენ (აშშ) და საქართველოს დაშლიან სამუდამოთ, უკრაინასავით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here