Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოფაშიზმი ანუ როგორ აწყობენ ტერორისტულ აქტებს ნატოს საიდუმლო არმიები

ნატოფაშიზმი ანუ როგორ აწყობენ ტერორისტულ აქტებს ნატოს საიდუმლო არმიები

1294

ნატოს საიდუმლო ქვედანაყოფებზე მასალების გამოქვეყნება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ნატოსთან თანამშრომლობის, მით უმეტეს _ ამ სამხედრო ალიანსში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო მოხელეებმა, აგრეთვე, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდნენ, რა არის ნატო, რა მეთოდებით მუშაობს და ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა რა შედეგებს მოუტანს სახელმწიფოსა და მის თითოეულ მოქალაქეს.

ბუნება საერთაშორისო ტერორიზმისა, რომლის გამოც პასუხისმგებლობა აშშ-ისა და ნატოს ხელმძღვანელობას უნდა დაეკისროს, მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში გამომჟღავნდა. შვეიცარიელმა მკვლევარმა დენიელ განსერმა გამოიკვლია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ბრიტანული MI6-ის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ნატოს საიდუმლო ქვედანაყოფების შექმნის ისტორია. ნატოს საიდუმლო ქვედანაყოფები სსრკთან ბრძოლის საბაბით შეიქმნა საბჭოეთის მხრიდან მოსალოდნელი ინტერვენციის შემთხვევაში. სინამდვილეში, ფაშისტებითა და ულტრამემარჯვენე ელემენტებით დაკომპლექტებული ეს საიდუმლო არმიები, რომლებსაც ბრიუსელში მდებარე ნატოს შტაბბინიდან საიდუმლო კომიტეტი ხელმძღვანელობდა, აშშისდესტაბილიზაციის სტრატეგიისადასხვისი დროშის ქვეშ ტერორიზმისნაწილს წარმოადგენდა.

იტალიაში საიდუმლო ქსელს უწოდეს გლადიო (“მახვილი”), სხვა სახელმწიფოებში კი ქვედანაყოფებს სხვა სახელები ერქვა. ტერორისტულ აქტებსა და არასასურველი პოლიტიკოსების ლიკვიდაციას აწყობდნენ მოსახლეობის შესაშინებლად და მემარცხენე ძალების დისკრედიტაციის მიზნით, რომლებსაც სხვადასხვა მეთოდით აჰკიდებდნენ ხოლმე პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულებზე.

ამ საიდუმლო არმიებიდან ყველაზე ცნობილია სწორედ იტალიურიგლადიო”. ის 1959 წლის 1 ივნისს შეიქმნა იტალიის სამხედრო სპეცსამსახურის (SIFAR) გადაწყვეტილებით. მის შექმნაში განსაკუთრებული როლი ითამაშა უმაღლესი რანგის მასონმა, 1953-1961 წლებში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა შეფმა _ ალენ დალესმა.

ამ ქვედანაყოფებში წევრებად იღებდნენ ყოფილ ფაშისტებსა და ნეოფაშისტებს ორგანიზაცია “იტალიური სოციალური მოძრაობიდან”, რომელიც 1946 წელს შექმნეს გარდაცვლილი დიქტატორის _ ბენიტო მუსოლინის მომხრეებმა. 1960-იან წლებში “იტალიური სოციალური მოძრაობა” წარმატების პიკზე იყო და წევრების რაოდენობის მხრივ ქვეყანაში მეოთხე პარტიად ითვლებოდა.

ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავსდესტაბილიზაციის სტრატეგია”. საჭიროა, ვილაპარაკოთ ამაზე და ავუხსნათ ადამიანებს. ეს არის ტაქტიკა, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები მიეწერება სხვას. ტერმინიდესტაბილიზაციაგანსაზღვრავს ემოციურ დაძაბულობას, იმას, რაც ქმნის შიშის განცდას, ტერმინისტრატეგიაკი _ იმას, რითაც იკვებება ადამიანების შიში გარკვეული ჯგუფის მიმართ”, _ დენიელ განსერი.

STAY BEHIND _ ნატოს საიდუმლო არმიები ევროპაში

ნატოში შესვლის წინ დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს ხელი უნდა მოეწერათ საიდუმლო ოქმებზე, რომლებიც მათ მთავრობებს ავალდებულებდა, ნებისმიერი საშუალებით გარანტირებული ყოფილიყო შიგა ორიენტაცია დასავლურ ბლოკზე, ელექტორატს სხვა მიმართულებითაც რომ ჰქონდეს აღებული ორიენტაცია”. დასავლურმა მედიასაშუალებებმა ნატოს საიდუმლო არმიების ისტორიას “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე გულმოდგინედ დაფარული და სახიფათო სამხედრო-პოლიტიკური საიდუმლო უწოდეს. ნატოს უნდა ეწარმოებინა ტერორი თვითონ ალიანსის წევრი სახელმწიფოების შიგნით, რათა ისინი არ გამოსულიყვნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩარჩოებიდან.

გენსერმა ამხილა ნატოსა და ცსს-ს პროვოკაციულ-ტერორისტული ქსელის განსაკუთრებული ნაწილი; ესენი არიან არა მხოლოდ “კრიშის” მქონე ტერორისტები, არამედ ტერორისტული ქვედანაყოფები, რომლებიც არაკანონიერად შექმნეს ნატოს სპეცსამსახურებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თითქოსდა საბჭოთა კავშირის მიერ მოსალოდნელი ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მოსალოდნელმესამე მსოფლიო ომშიSTEY BEHINDის არმიების ქსელისთვის უნდა ეხელმძღვანელა საიდუმლო კომიტეტს, რომელიც 1957 წელს შეიქმნა ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მხედართმთავრის ბრძანებით. ამ სტრუქტურაზე გავლენა ჰქონდა აშშ. საერთაშორისო საიდუმლო ქსელმა მოიცვა ბელგია, ჰოლანდია, დანია, ნორვეგია, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და თურქეთი. ის გავრცელდა ნეიტრალურ ქვეყნებშიც: ავსტრიაში; შვეიცარიაში, შვედეთსა და ფინეთში.

1992 წელს ადამიანის უფლებების პარაგვაელ დამცველს _ მარტინ ალმადას ხელში ჩაუვარდა ტერორის არქივები _ დოსიეები, ანგარიშები, ოპერაცია “კონდორის” მიმდინარეობისას დიქტატორული რეჟიმების მიერ დისიდენტებისა და ოპოზიციონერების განადგურების შესახებ ცნობები.

გლადიო”: იტალიური ტერორი ცსს მუსიკით

იტალიური “გლადიო” ყველაზე აქტიურად 1960-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში მოქმედებდა. გლადიომონაწილეობდა მოზამბიკის განმათავისუფლებელი ეროვნული ფრონტის ერთერთი დამფუძნებლის _ ედუარდო მონდლანეს მკვლელობაში 1969 წელს. აგრეთვე, მონაწილეობდა 1975 წელს იტალიის დედაქალაქში ჩასულ ჩილეს ვიცეპრეზიდენტ ბერნარდო ლეიტონზე ტერორისტულ თავდასხმაში. “გლადიო”, ძირითადად, აშშ-დან ფინანსდებოდა. ნატოს საიდუმლო სამსახურების დაფინანსებაში ვატიკანის ბანკის დიდი მაგისტრი ლიჩო ჯეტიც კი მონაწილეობდა.

პერიოდში, რომელიც იტალიის ისტორიაშიტყვიის დროებისსახელწოდებით შევიდა, “გლადიოსმუშაობის ერთერთი მიმართულება იყო ოპერაციაკონდორი”.

ოპერაციაკონდორი” _ ჰენრი კისინჯერის სამხედრო დანაშაულები

ოპერაცია “კონდორის” სულისჩამდგმელად ითვლება ჰენრი კისინჯერი, რომელიც იმხანად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იყო.

ამ ოპერაციით 1970-1980-იან წლებში სამხრეთ ამერიკის რიგ ქვეყნებში გათვალისწინებული იყო პოლიტიკური ოპოზიციის დევნა და განადგურება _ ძირითადად, კომუნისტებისა და სოციალისტების. აშშ მხარს უჭერდა დიქტატორულ რეჟიმს ჩილეში, არგენტინაში, ურუგვაიში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, ბოლივიაში. ამ ქვეყნებში სპეცსამსახურები კოორდინირებულად მოქმედებდნენ. მათ მიერ ხორციელდებოდა ოპოზიციის წარმომადგენელთა _ პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და საზოგადო მოღვაწეების _ მოტაცება, წამება და დასჯა სასამართლოს გარეშე (ცნობილია, როგორცსასიკვდილო გაფრენები”). სხვადასხვა შეფასებით, იმ წლებში ტერორმა 40-დან 60 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის: 3 ათასი არგენტინელის, 3 ათასი პერუელის, 3 ათასი ჩილელის, 160 _ პარაგვაელის, 150 _ ბოლივიელის, 140 ურუგვაელის და 6 ეკვადორელის.

1973 წლის ზაფხულში ჩილეს მემარჯვენე ძალები აშშ-ის პირდაპირი მხარდაჭერით ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალების გეგმას. ხუნტის პროპაგანდისტებმა გამოაცხადეს მოქმედების დაწყება “გეგმა ძ”-ის ჩასაშლელად, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მმართველმა ბლოკმა “ხალხის ერთობამ” ჯერ კიდევ 1971 წელს თითქოს დაიწყო ჩილეში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანა. მოგვიანებით თვით აუგუსტო პინოჩეტიც კი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ არავითარი “გეგმა Z” არ არსებობდა. ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე დაადანაშაულეს ავტორიტარიზმში, საკანონმდებლო ორგანოს როლის დაკნინების მცდელობაში, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში, საკუთრებაზე მოქალაქეების უფლებების ფეხქვეშ გათელვაში და ა.შ.

1973 წლის 11 სექტემბერს ჩილეში მოხდა სამხედრო გადატრიალება. პრეზიდენტის სასახლის შტურმისას დაიღუპა სალვადორ ალიენდე. ერთ-ერთი ვერსიით, ის თავდამსხმელებმა დახვრიტეს. პინოჩეტის ხელისუფლების ვერსიით კი, ალიენდემ თავი მოიკლა კალაშნიკოვის ავტომატით(?!). გადატრიალების ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ გენერალი აუგუსტო პინოჩეტი. ეს იყო კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია: კომბინირებული შეტევა არტილერიის, სახმელეთო ჯარებისა და ავიაციის გამოყენებით. პრეზიდენტის სასახლეს რაკეტები დაუშინეს. სამხედროებმა დაიკავეს ყველა სამთავრობო დაწესებულება. მიღებულ იქნა ზომები ალიენდეს ხელისუფლების მხარდამჭერი გამოსვლების აღსაკვეთად. ზოგიერთი ოფიცერი, რომლებმაც უარი განაცხადეს პუტჩისადმი მხარდაჭერაზე, დახვრიტეს. სალვადორ ალიენდეს მთავრობა დაემხო და შეიქმნა სამხედრო ხუნტა: გენერალი აუგუსტო პინოჩეტი (არმიისგან); ადმირალი ხოსე ტორიბიო მერინო კასტრო (სამხედროსაზღვაო ფლოტისგან), გენერალი გუსტავო ლი გუსმანი (სამხედროსაჰაერო ფლოტისგან) და გენერალი სეზარ მენდოსა დიურანი (კარაბინერებისგან). პინოჩეტმა მალე დაამყარა ერთპიროვნული დიქტატურა (1974-1990). გენერალი გუსტავო გუსმანი თადარიგში გაუშვეს, ადმირალ მერინოს ყველა სამხედრო უფლება აჰყარეს, პინოჩეტის მომხრე ერთ-ერთი გენერალი ოსკარ ბონილია კი ავიაკატასტროფაში დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში.

1974 წლის ზაფხულში მიიღეს კანონი “სამთავრობო ხუნტის იურიდიული სტატუსის შესახებ”, რომელშიც პინოჩეტი უზენაესი ხელისუფლების მქონედ გამოცხადდა. მას ფართო უფლებები მიენიჭა.

პინოჩეტის პირველი ოპერაცია იყო სალვადორ ალიენდეს მთავრობაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრის _ ორლანდო ლეტელიერის მკვლელობა. დადგენილია, რომ ლიტელიერის ლიკვიდაციის ბრძანება პირადად პინოჩეტმა გასცა.

1973 წლის 11 სექტემბერს _ გადატრიალების დღეს _ პუტჩისტებმა პირველი, ვინც დააპატიმრეს, ლეტალიერი იყო. მინისტრს თავზე კაპიუშონი გადააფარეს და სამხედრო ყაზარმაში წაიყვანეს. მან რვა თვე გაატარა კუნძულ დოუსონზე საკონცენტრაციო ბანაკში.

1974 წელს ლეტელიერი ვენესუელის მთავრობის შუამდგომლობით გაათავისუფლეს და ვენესუელაში გადაბარგდა. თუმცა მალე წავიდა ვაშინგტონში, სადაც პინოჩეტის სამხედრო რეჟიმის მხილების საქმეში ჩაერთო. მის მიერ ორგანიზებულ აქციებს დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა.

სპესამსახურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ორლანდო ლეტელიერი სამუდამოდ დაედუმებინათ. 1976 წლის 21 სექტემბერს ვაშინგტონის ცენტრში აფეთქდა ავტომობილი, რომლითაც ლეტელიერი სამსახურში მიდიოდა. ლეტელიერთან ერთად დაიღუპა მისი მდივანი რონი მოფიტიც.

2001 წელს ადამიანის უფლებების დამცველმა რამდენიმე ორგანიზაციამ სარჩელი აღძრა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის _ ჰენრი კისინჯერის წინააღმდეგ. ის ოპერაცია “კონდორის” განხორციელებაში დაადანაშაულეს. არგენტინელმა მოსამართლემ განაცხადა, რომ კისინჯერი პოტენციური ეჭვმიტანილია და მოპასუხეც კი. კისინჯერმა, რომელიც იმ მომენტში საფრანგეთში იმყოფებოდა, როგორც კი შეიტყო, რომ გამომძიებელი დასაკითხავად იბარებდა, მყისვე დატოვა საფრანგეთი და უარი თქვა ბრაზილიაში დაგეგმილ ვიზიტზე…

რისთვის სჭირდება საიდუმლო არმიები ნატოს

“საბჭოთა საფრთხე” (არადა, დამანგრეველი და სისხლისმღვრელი ომის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების ყურადღება ქვეყნის აღდგენისკენ იყო მიმართული) ამერიკელ და ევროპელ რადიკალებს რეპრესიული აპარატის შესაქმნელად თვითონ სჭირდებოდათ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, რათა თავიდან აეცილებინათ ხელისუფლებაში მემარცხენე ძალების მოსვლა, რომელთა პოპულარობამაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მკვეთრად მოიმატა, ანტიფაშისტური მოძრაობის ძირითად ნაწილს ხომ ისინი წარმოადგენდნენ.

სოციალისტური სისტემის განადგურებამ ნატოს აგრესია ვერ შეაჩერა. პირიქით _ დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავისი პასუხისმგებლობის გეოგრაფიული ზონიდან საკმაოდ შორს მოქმედებს _ ფეხს იკიდებს შუა აზიაში და სამხედრო ოპერაციებს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში.

ნატოს დოკუმენტებში დეტალურად იყო გაწერილი საბჭოთა კავშირზე ატომური დარტყმების რაოდენობა, ქალაქების ზუსტი მითითებით (მათ შორის იყო თბილისიც), განსაზღვრული იყოდამორჩილებულ მოსახლეობასთანმუშაობის მეთოდებიც.

იტალიელი კომუნისტები დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ ხელისუფლებისგან განმარტებას საიდუმლო არმიის არსებობაზე, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდნენ იმ საბაბით, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო. მხოლოდ 1990 წელს იტალიის 71- პრემიერმა ჯულიო ანდრეოტიმ აღიარაგლადიოსარსებობა და ამ ორგანიზაციის კავშირი ნატოსთან, ცსსსა და MI6-თან. სწორედ მან უწოდა იმ ადამიანებს, რომლებმაც 1978 წელს იტალიის პრემიერი ალდო მორო გაიტაცეს და მოკლეს, “ნატოსთან ძალიან დაახლოებული”, საფრანგეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს კი _ აშშის მარიონეტი.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან (MI6) ერთად, აღჭურვილობას აძლევდა, აფინანსებდა და წვრთნიდა ნატოს საიდუმლო სტრუქტურებს. ამ სტრუქტურებს ამზადებდნენ შეიარაღებულ ძალებთან საბრძოლველად, აგრეთვე, ტერორისტული აქტების მოსაწყობად სხვადასხვა ქვეყანაში, მიზანი მოსახლეობაში შიშის გამოწვევა იყო, შემდეგ კი _ ჩადენილ ბოროტმოქმედებაში კომუნისტების დადანაშაულება. იმ პერიოდში კომუნისტურ პარტიას საკმაო ძალაუფლება ჰქონდა იტალიის პარლამენტში. “დესტაბილიზაციის სტრატეგიას” კომუნისტების დისკრედიტაცია და დასუსტება უნდა გამოეწვია, რათა ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერ მოსულიყვნენ.

დენიელ განსერს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, როდესაც ტერაქტები კომუნისტებს გადააბრალეს, მათი დისკრედიტაციის მიზნით. მაგალითად, 1984 წელს იტალიელი მოსამართლე ფელიჩე კასონმა ხელახლა დაიწყო დახურული საქმის გამოძიება: 1972 წლის 31 მაისს იტალიურ სოფელ პეტეანოსთან ახლოს, ტყეში, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი. კარაბინერები ანონიმური სატელეფონო ზარით გამოიძახეს “ფიატ 500”-თან. როდესაც მათ კაპოტი გახსნეს, ბომბი აფეთქდა. ორი დღის შემდეგ პოლიციამ კვლავ მიიღო ანონიმური ინფორმაცია, რომ დანაშაული ჩაიდინა ორგანიზაცია “წითელმა ბრიგადებმა” _ მემარცხენე რადიკალურმა პროკომუნისტურმა ჯგუფმა. 200-მდე კომუნისტი დააპატიმრეს. იტალიელებს შთააგონეს, რომ ტერორისტული აქტი პეტეანოში “წითელმა ბრიგადებმა” მოაწყვეს.

1990 წელს მოსამართლე ფელიჩე კასონმა დაამტკიცა, რომ 1972 წელს პეტეანოს ტერორისტული აქტი, რომელიც მემარცხენე დაჯგუფებებს მიაწერეს, სინამდვილეში მოაწყო ვინჩენცო ვინჩეგერამ _ ნეოფაშისტური დაჯგუფებაახალი წესრიგისერთერთმა ლიდერმა. სასამართლო პროცესზე ვინჩეგერამ აღიარა, რომ პეტეანოში ტერორისტული აქტი იტალიის სპეცსამსახურების დახმარებით მოაწყო. ამასთანავე, კასონმა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებითაც დამტკიცდა ნატოსა და აშშის მონაწილეობაგლადიოსმიერ ჩადენილ დივერსიებში იტალიასა და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში.

1959 წლის 8 აპრილიდან 1962 წლის 19 მარტამდე ნეოფაშისტებმა იტალიაში 95 ტერაქტი მოაწყვეს; მწყობრიდან გამოიყვანეს ელექტროგადამცემი ხაზების 75 ანძა, თავს დაესხნენ სარკინიგზო მაგისტრალების 44 ობიექტს, აგრეთვე, სატრანსპორტო კომუნიკაციისა და სამრეწველო ობიექტებს. დაანგრიეს 8 საცხოვრებელი სახლი.

1950-იანი წლების ბოლოს იტალიაში შეიქმნა ფაშისტური ორგანიზაცია კლემენტე გრაციანეს ხელმძღვანელობით, რომელმაც რომში რამდენიმე აფეთქება მოაწყო, აგრეთვე, თავს დაესხა იტალიის პრემიერმინისტრს. ამ ორგანიზაციის 21 წევრი დააპატიმრეს.

1969 წლის 18 აპრილს ნეოფაშისტების მიერ პადუაში გამართულ თათბირზე შეიმუშავეს ტერაქტების მოწყობის გეგმა რესპუბლიკური რეჟიმის კომპრომეტაციისა და საზოგადოების ცნობიერებაში მემარჯვენე-ავტორიტარული გადატრიალების მოსამზადებლად. მხოლოდ 9 თვის განმავლობაში ნეოფაშისტურმა ჯგუფებმა 22 ტერაქტი და თავდასხმა განახორციელეს:

*15 აპრილს ააფეთქეს პადუის უნივერსიტეტის რექტორის _ გვიდო ოპოკერის კაბინეტი, მილანში, ბაზრობაზე ცეცხლი წაუკიდეს ფირმაფიატისსტენდს.

*25 აპრილს _ აფეთქება მოაწყვეს მილანის ცენტრალური სარკინიგზო სადგურში.

*8 აგვისტოს ააფეთქეს მატარებელი, რომელიც რომიდან მილანში მიემართებოდა. მილანში ააფეთქეს სასოფლოსამეურნეო ბანკის შენობა.

*12 დეკემბერს რომში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 17 კაცი, 100-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქება მოაწყვეს მიწისქვეშა გადასასვლელში და ძეგლთან _ “მამულის საკურთხეველი”.

*1974 წლის აპრილში ტერორისტებმა მოაწყვეს აფეთქებები ლეკოში, ბარისა და ბოლონიაში. 15 ოქტომბერს კი რომში აფეთქებების სერია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. “შავი წესრიგისანგარიშზე სულ 11 დივერსიული აქტია.

1990 წლის 22 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმო “გლადიო” და მოსთხოვა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება, შემდეგ კი _ STEY BEHIND-ის სტუქტურების ლიკვიდაცია. რეზოლუციაში საიდუმლო არმიების ქსელი დახასიათებული იყო, როგორც დემოკრატიული მმართველობის სფეროდან გასული და იმ სახელმწიფოების სპეცსამსახურების კონტროლს დაქვემდებარებული, რომლებიც დაინტერესებული არიან ნატოსთან თანამშრომლობით. ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მიენიჭა უფლებამოსილება, მიღებული რეზოლუციის შინაარსი გაეცნო ნატოს გენერალური მდივნისა და აშშ-ის ხელისუფლებისთვის. ჯორჯ ბუშიუფროსის ადმინისტრაციამ, რომელიც ერაყთან საომრად ემზადებოდა, უარი განაცხადა ამ თემის კომენტირებაზე. ევროპაში კი სრულმასშტაბიანი გამოძიება მხოლოდ იტალიაში, ბელგიასა და შვეიცარიაში ჩატარდა. საფრანგეთსა და ფინეთში ამ საიდუმლო არმიების სახელწოდებებიც კი დღემდე მკაცრად არის გასაიდუმლოებული. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ნატოს ქვეყნების სპეცსამსახურებმა, stey behind-ის არმიების გამოცდილება გაუზიარეს ლიბიელ “ამბოხებულებს” და ამით მოხერხებულად მიიყვანეს საქმე მუამარ კადაფის მკვლელობამდე.

სადამ ჰუსეინისა და თვით უგო ჩავესისთვისაც კი “ალ ქაიდასთან” თანამშრომლობის დაბრალება _ ეს არის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გამოცდილება, რომელსაც ის იტალიელი კომუნისტების დისკრედიტაციისთვის იყენებდა საერთაშორისო არენაზე.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

1 COMMENT

  1. პირდაპირ "ნაცმოძრაობა" მახსენდება. შენი სხვას გადააბრალო.

  2. ყოჩაღ გაჩეჩილაძე! კარგი სტატიაა, კარგი სტატისტიკაა. გამოდის რომ "მიშიკო" ლაჩარი კი არა აშშ აკეთებდა ყველაფერს! უფრო სწორედ ორივე აკეთებდა ამ შავ საქმეს და აკეთებს ეხლაც. ძირს ნაძირალა "ნაცები" და მათი სატრფოები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here