მთავარი პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგია

ელიზბარ ჯაველიძე: საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგია

475
გააზიარეთ

საქართველოს 14 აპრილს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. თბილისში ერთობლივი ვიზიტისას მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ და რეფორმების გაგრძელების საჭიროებას გაუსვეს ხაზი.

ვიზიტი რამდენიმე კვირით უსწრებდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს, რომლისგანაც თბილისი ელოდება, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა უზრუნველყოს.

მართალია, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, ჩვენი ქვეყნები პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციასო, მაგრამ მათ, ასევე, ხაზი გაუსვეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც რიგის სამიტამდე იქნება წარმოდგენილი და რომელშიც დეტალურად აისახება, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს რეფორმების განხორციელების კუთხით.

საქართველოს მთავრობა კმაყოფილი დარჩა მინისტრების ვიზიტითაც და საკუთარი მიღწევებითაც, სამაგიეროდ, უკმაყოფილება გამოხატეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ძვირფასი დროის საკმაოდ დიდი ნაწილი დაუთმეს. როგორც გაირკვა, არასამთავრობოებისა და უცხოელი მინისტრების სასაუბრო თემა ქვეყანაში პრორუსული ძალების მომძლავრება იყო.

“თბილისი მერიოტში” გამართული შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ, საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობის გარდა, ქვეყანაში პრორუსული ჯგუფების გააქტიურების საკითხიც დააყენეს.

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის _ ნინო ლომჯარიას განმარტებით, ამ კუთხით მათ კრიტიკული პოზიცია გამოხატეს და ხელისუფლების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ჩვენ ვიყავით კრიტიკული იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. ვფიქრობ, ხელისუფლება უფრო მეტად უნდა საუბრობდეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანას ევროპული პოლიტიკა მოუტანს. ვისაუბრე პრორუსულ ჯგუფებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას კითხვები არ გააჩნია, ამას ვერ ვიტყვით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე, მათი კითხვები დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ არ ხდება დაგმობა იმ განცხადებების, რომლებიც თუნდაც კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება და შეიცავს რუსულ პროპაგანდას. ჩვენი ზრით, ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა ისაუბროს იმ სარგებელზე, რომელსაც ქვეყანას ევროპული კურსი მოუტონს,” _ განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მოგვიანებით კი სატელევიზიო ეთერში, ლომჯარიამ იერიში ბიზნესმენსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგი თოფაძეზე მიიტანა და მის მიერ რამდენიმე თვის წინათ გაკეთებული განცხადება შეახსენა ხალხს: “მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი”…

ნინო ლომჯარიას ამ განცხადებიდან ძალიან მალე, საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” დამფუძნებელმა და მფლობელმა გოჩა მირცხულავამ განაცხადა: “ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა საქართველოში 200-კაციანი დესანტი გადმოსხა. საინტერესოა ის გარემოება, რომ ამ 200 კაცში 200-ვე ქართველია და ისინი არ არიან შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით. მათი მთავარი შეიარაღებაა ინსტრუქციები, ფული და ე. წ. ჩიპები, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, პოლიტიკისების, კომპრომატები “ინახება”. კომპრომატების დედნები კი “მყარად” სხვაგან _ კრემლისთვის უფრო საიმედო ადგილზეა ჩაკეტილი”.

გოჩა მირცხულავას მოსაზრებითვე, “ქართული წარმოშობის რუსული დესანტის მისია ადვილი გასაშიფრია, თუ მათ “დვიჟენიას” დავაკვირდებით…”

2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ პლებისციტში ნატოში გაწევრებას მოსახლეობის 77%-მა დაუჭირა მხარი.

ეს მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე ბევრს საუბრობდნენ, არავის გაუპროტესტებია და თითო-ოროლა ადამიანის მეტს არ დასცდენია, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გაუყალბეს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, როგორც ექსპერტები ამბობენ, ქვეყნის არჩეული კურსიც… ხელისუფლებების გარდა, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილია, რომ ქვეყანაში ახალი პლებისციტი ჩატარდეს და გაირკვეს, – რა სურს ხალხს.

2014 წლის შემოდგომაზე ევრაზიული ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდა კვლევა, გამოკითხეს საქართველოს 1700-ზე მეტი მოქალაქე. შეკითხვაზე _ ხვალ რომ ნატოში საქართველოს შესვლის საკითხზე პლებისციტი იმართებოდეს, როგორი იქნებოდა თქვენი არჩევანი? _ შედეგი ასეთია:

) დადებითად ვუყრიდი კენჭს: 32%

) უარყოფითად ვუყრიდი კენჭს: 40%

) არ წავიდოდი ხმის მისაცემად: 16%

) მიჭირს პასუხის გაცემა: 12%

რა თქმა უნდა, ევრაზიის ინსტიტუტის კვლევის შედეგები სარწმუნო არავისთვის აღმოჩნდა და, ერთი შეხედვით, უყურადღებოდ დარჩა, მაგრამ ამ კვლევამ, როგორც ჩანს, მაინც მიაღწია საქართველოს “კეთილის მსურველთა” ყურამდე და 2014 წლის დეკემბერში აშშ-მა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას დამატებით 10 მილიონი დოლარი გამოუყო, რათა გააქტიურდეს “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” მაუწყებლობა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, ევროპასა და ამერიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მართლაც ძალიანცუდად მისდით საქმე”, რადგან ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროსაბჭოში იწყება რუსულენოვანი ექსპერტების გადამზადება, რომლებსაც დაევალებათ სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, ბელარუსსა და მოლდოვაში ყველა რუსულენოვანი გამოცემის გაკონტროლება, განსაკუთრებით _ იმ მასალებისა, რომლებიც ევროპის პოლიტიკას შეეხება. ამ ინფორმაციის მიხედვით, რეკომენდებულია, რომ ყველა გამომცემლობამ, სულ ცოტა, ხუთი რუსულენოვანი ჟურნალისტი დაიქირავოს ყოველთვიური ანაზღაურებით 4350 ევრო. ამ თანხას ის ქვეყნები გადაიხდიან, რომლებიც კონკრეტულ თანამშრომელს დაიქირავებენ.

“საქართველო და მსოფლიო” ორი დღის განმავლობაში ცდილობდა “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელ ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ის უცხო ნომრიდან დარეკილ ზარს არ პასუხობს და სოციალურ ქსელშიც არ მეგობრობს იმ ადამიანებთან, რომელთა იდეოლოგიასაც კარგად არ იცნობს… არადა, ძალიან გვაინტერესებდა, რატომ დადგა დღის წესრიგში რამდენიმე თვის წინათ გამოყოფილი მილიონების შემდეგ დამატებითი თანხის მოთხოვნა? მოსახლეობის რამდენი პროცენტია ევრაზიული კავშირის მომხრე და აქვს თუ არა ეს ინფორმაცია ნინო ლომჯარიას? _ ეს შეკითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დაგვრჩა…

მიაღწია თუ არა “საშიშ” ზღვარს პრორუსული ძალების რაოდენობამ და რამ შეაშფოთა არასამთავრობო ორგანიზაციები? _ ამ საკითხზე სასაუბროდ ეროვნული მთავრობის წევრს, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს მივმართეთ:

_ დიახ, მართლაც დიდია რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც არ სურთ ამერიკის პოლიტიკის გატარება საქართველოში. ხშირად დავდივარ რაიონებში, იქაც და დედაქალაქშიც უამრავ ადამიანს ვხვდები, მათი უმრავლესობა ამერიკის წინააღმდეგია. ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად გააცნობიერა, რომ ამერიკას სიკეთე არ მოაქვს და მისი მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებაა. მას სურს, აქ განალაგოს ბაზები და ძალის დემონსტრირება მოახდინოს.

“ნატო-ნატოს” ძახილი საქართველოს ძალიან აზარალებს. ყველამ კარგად იცის, რომ ნატოში არავინ მიგვიღებს, მაგრამ ეს არავის ადარდებს, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების მიზანი ფულის ხელში ჩაგდებაა, ისინი უცხოელთა დავალებას ასრულებენ.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას _ ეს არის ერთი უწიგნური, უვიცი დედაკაცი, რომლის ტელეეკრანზე გამოჩენაც კი სირცხვილია. ნუთუ ასე დაეცა ქართველი საზოგადოება, რომ ლომჯარიას უსმენს? მარტო ეს დედაკაცი რომ იყოს, რაღა გვიჭირს. ასეთია გიგაურიც დაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისყველა წარმომადგენელი. ეს ორგანიზაციები შექმნა ამერიკამ და დავალებასაც ის აძლევს; თვლიან, რომდემოკრატიას აშენებენ”, მაგრამ, აბა, ჰკითხეთ ლომჯარიას, იცის კი, რა არის დემოკრატია? ეს ქალი ძალიან ბნელია, საწყალმა პომადის წასმაც არ იცის.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი განცხადებები შემთხვევითი არ არის, ისინი გავლენის ფასიანი აგენტები არიან. მათი პირდაპირი მოვალეობა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული მოქმედებებია.

თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა განდევნოს ქვეყნიდან სააკაშვილის არასამთავრობოები.

_ ნინო ლომჯარიამ უცხოელ სტუმრებს მოახსენა გოგი თოფაძის სიტყვები, ნატო არაფერში გვჭირდებაო, ამით მან ხელისუფლების დადანაშაულებაც შეძლო

_ გოგი თოფაძე ერთ-ერთია, რომელმაც სიმართლის თქმა გაბედა. დიდი ხანია, ვიცნობ და ვიცი, მისი აზრი ამ საკითხზე. თოფაძეს აზრი არ შეუცვლია; პოლიტიკაშია თუ ბიზნესში, მაინც ასე ფიქრობს, მეც ვეთანხმები. ნატო საქართველოს ღუპავს, ის ამერიკის პოლიციაა. თუ ვინმე დამისახელებს ერთ ქვეყანას მაინც, რომელშიც ნატომ დემოკრატია დაამყარა და თავისუფლება მოუტანა ხალხს, ხმას აღარ ამოვიღებ.

მოშორდეს ნატო საქართველოდან, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვინდა დამოუკიდებელი და არა _ ვიღაცის პროვინცია. გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გაითვალისწინებს და უცხოელს არ დაემონება.

_ ფიქრობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგია?

_ დიახ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგია და მინდა, ამისთვისდიდი მადლობასააკაშვილს გადავუხადო. მან ახადა ფარდა ამერიკის საგარეო პოლიტიკას, მისმა სიბინძურემ ყველას დაანახვა, რისი გაკეთება შეუძლია აშშ. სააკაშვილმა ამერიკასთან ერთად ქართველი ხალხის გენოციდი მოაწყო და ერი უზნეობის ჭაობში ჩაძირა, რაშიც ესჭიაყელაარასამთავრობოები უწყობდნენ ხელს.

ახლა, რაც შეეხება პოლონეთის, შვედეთისა თუ ვიღაცვიღაცების საგარეო საქმეთა მინისტრებს, სჯობს, თავიანთმამიდებსმიხედონ, რადგან, როგორც ვიცი, “ძალიან უწესო ქალბატონებიარიან.

სამწუხაროა, რომ ნინო ლომჯარია, რომლის არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდამჭერი ასი ადამიანიც არ მოიძებნება ქვეყანაში, ამდენს ბედავს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. გვიღებენ კი! 25- წელი დავკარგეთ ამ სისულელეში, მესამედ გადაგვაგდო ევროპამ !

  2. ბატონი ელიზბარი 100%-ით მართალია.მე არ მეგულება ადამიანი ჩემს ირგვლივ ვინც აშშ-ს მომხრეა.ბნელი,უვიცი და ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო აშშ-ს მიზანი საქართველოში.ის ატარებს თავის დამღუპველ ინტერესებს ქვეყნისთვის,რათა მიუჩოჩდეს რუსეთს,მეტი არაფერი არ აინტერესებს.რა თქმა უნდა აშშ-ს ურჩევნია საქართველო ქართველების გარეშე.

  3. ბოლო 25 წლის მანძილზე ,დასავლელი ნეოლიბერალების დახმარებით:საქართველომ დაკარგა ტერიტორიები,მიმდინარეობს ერის გენოციდი,დაინგრა განათლების სისტემა,განადგურდა კულტურა,მეცნიერება,მოსპეს ყველა სამეცნიერო ინსტიტუტები,200 გამყიდველის ხელშია მთელი ქონება, რომელიც ყველა მოქალაქის საკუთრებაა,1990წლამდე ,ქართველი და არაქართველის ავტორიტეტი იყო გალაქტიონი,კონსტანტინე გამსახურდია,ცნობილი საზოგადო თუ სამეცნიეროწრეების წარმომადგენლებიდღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს აიძულებენ მატი ავტორიტეტი იყოს ეს გაუნათლებელი დასავლეთისგან დაგრანტული უვიცი გოგო ბიჭები?!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here