Home რუბრიკები პოლიტიკა “ოთხი ამერიკული საწვრთნელი ცენტრი საქართველოში უკვე მოქმედებს”

“ოთხი ამერიკული საწვრთნელი ცენტრი საქართველოში უკვე მოქმედებს”

517

სირიასა და ერაყში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა პანკისის ხეობიდან უკვე 7 ახალგაზრდა შეიწირა. ადგილობრივების შეფასებით, სირიასა და ერაყში 50-მდე პანკისელი იბრძვის. დაზუსტება შეუძლებელია. 

საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს პრობლემა აქტუალურია: “ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაკონტროლოთ პანკისში არსებული ვითარება, მაგრამ საქმე არის ის, რომ იქაურები ჯერ ლეგალურად მიდიან თურქეთში, იქიდან კი სირიაში გადადიან და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ”, _ განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაპანკისელებს დღეს ყველაზე მეტად მათი ხეობის ტერორიზმთან გაიგივება აწუხებთ. უცხოეთიდან დაფინანსებას ან სხვა სახის დახმარებას უარყოფს ადგილობრივი იმამი, თუმცა პანკისის ხეობის კავშირი ტერორიზმსა და საეჭვო ფონდებთან მაინც იკვეთება _ წლების განმავლობაში ეს ხეობა ჩეჩენი თუ არაბი საველე მეთაურების თავშესაფარი იყო. ამასთანავე, ამერიკული სანქციების შავ სიაშიალ ქაიდასთანთანამშრომლობაში ეჭვმიტანილი საქველმოქმედო ფონდების _ “ალბირ ალ დავალიასდაჯიერეფის” _ სამოქმედო არეალად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებთან ერთად, დუისიცაა მითითებული. პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა, კომენტარი იმ ადამიანებს ვთხოვეთ, რომლებმაც ეს ხეობა კარგად იციან და იქ არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციაც აქვთ.

ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი:

_ 1990-იანი წლების ბოლოდან პანკისის ხეობაში არეულობის დაწყება რუსეთში მიმდინარე ომმა გამოიწვია. ფედერალურმა ჯარებმა სეპარატისტ ჩეჩნებს შეუტიეს. რუსლან გელაევის დაჯგუფება ხალხთან ერთად საქართველო-რუსეთის საზღვარს მოადგა. საქართველოს მთავრობის იმჟამინდელი მეთაურის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილი ჩეჩნები შემოუშვეს, მაგრამ მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებული დაჯგუფებებიც შემოჰყვნენ, მათი განცალკევება ვერ მოხერხდა. შეიარაღებულმა ხალხმა ყაზბეგის მოსახლეობა შეაწუხა, პრობლემებს ქმნიდნენ, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ჩეჩნები პანკისის ხეობაში გადაეყვანათ, რადგან იქ მათი მონათესავე ხალხი ცხოვრობდა. ყველა ფიქრობდა, რომ ისინი ძალიან მალე დატოვებდნენ ხეობას, მაგრამ რამდენიმე წელიწადს დარჩნენ.

პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების არსებობამ გამოიწვია ის, რომ ნელნელა სახელმწიფო ინსტიტუტები იქ შესვლას ვეღარ ახერხებდნენ. ქართველებსა და ჩეჩენ მოსახლეობას შორის წინააღმდეგობები გაჩნდა, ამიტომ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შემოესაზღვრა ხეობა და, ალბათ, გახსოვთ, რომ სოფელ მატანში და თელავთან ახლოს ბლოკპოსტები გაიხსნა. იმ პერიოდში უფრო მეტად კონტროლდებოდა ყველა შემომსვლელგამსვლელი, ვიდრე დღეს.

დაძაბულობა და ხელისუფლების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ პანკისში გამოჩნდნენ არაბი ემისრები, რომლებიც არა მხოლოდ ვაჰაბიზმს ქადაგებდნენ, არამედ წვრთნებსაც ატარებდნენ _ მოსახლეობას აფეთქების “ხელოვნებაში” წვრთნიდნენ.

_ საქართველოში ვაჰაბიტური მოძრაობა 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო?

_ ვაჰაბიზმი არაბებთან ერთად შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსლან გელაევი იყო შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური, არაბები მეტ ძალაუფლებას ფლობდნენ. ერთი არაბი იყო _ ამჟეტი, რომელიც აკონტროლებდა სიტუაციას.

_ წარმატებით დასრულდა სპეცოპერაცია, რომელიც თქვენი მინისტრობისას პანკისის ხეობაში ჩატარდა?

_ ყველა ფიქრობს და ამბობს, რომ 2001 წელს პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ირაკლი ალასანიამ ჩაატარა. წლები გავიდა და დღემდე ამბობენ, რომ პანკისის ხეობაში ვითარების დარეგულირებაში ალასანიამ დიდი წვლილი შეიტანა. არადა, ეს პრობლემა და თემა მე წამოვწიე, იმხანად ალასანია ჩემთან არც მუშაობდა. მინისტრობის პერიოდში პანკისის ხეობიდან თითქმის არ გამოვსულვარ. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის მაშინაც ამერიკულ ობიექტებზე აქტიურობდა, იქ იყვნენ რუსული ჯგუფებიც და მათ კოორდინაციას მე ვუწევდი. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო და შინაგანი ჯარების შეყვანის შედეგად ხეობა გავათავისუფლეთ, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ჯგუფები დარჩნენ, მაგრამ კონტროლს ექვემდებარებოდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ირაკლი ალასანია პანკისში იყო, მაგრამ მის სახელს სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს 15%-იც კი არ მიეწერება.

_ თუ თქვენი მინისტრობისას დაცული იყო პანკისის ხეობის შემოსასვლელები, დღეს რამ გამოიწვია ასეთი უკონტროლობა?

_ მძიმე სოციალურმა ფონმა და ხელისუფლების ზედმეტად ლიბერალურმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ პანკისში ვაჰაბიტური დაჯგუფებები გააქტიურდნენ, არ გამოვრიცხავ, რომ კვლავ გამოჩნდებიან არაბი ემისრებიც, რადგან სირიისათვის ახალგაზრდა მებრძოლების რეკრუტირებას ცდილობენ.

სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები, რათა ახალგაზრდები დასაქმდნენ, დაეხმაროს ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებსა და უხუცესთა საბჭოებს.

_ ბატონო ვალერი, როგორ ფიქრობთ, დაგვეხმარება თუ არა საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის განთავსება თუ მეტი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით? ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალასანია ხსნას ნატოს ცენტრის განთავსებაში ხედავს.

_ როდესაც ჩემი მინისტრობისას პანკისში პრობლემა იყო, პროცესს სხვა სახე ჰქონდა… საქართველოში ხალხი ჩამოდიოდა, დღეს კი აქედან სხვაგან მიდიან საბრძოლველად. ადრე თუ გვიან, სირიაში საბრძოლო მოქმედებები დასრულდება და ეს მებრძოლებიც დაბრუნდებიან…

რაც შეეხება ნატოს საწვრთნელ ცენტრს, რაღაც მოგონილი ბოდვა მგონია, რადგან ოთხი ამერიკული საწვრთნელი ცენტრი საქართველოში უკვე მოქმედებს. რა საჭიროა ნატოს ცენტრი, თუ არა ვიღაცის გასაღიზიანებლად?!

_ ვის გააღიზიანებს _ ვაჰაბიტებს?

_ დიახ, გააღიზიანებს ვაჰაბიტებს და ეს რუსეთისთვისაც არასასიამოვნო ფაქტია. არ მესმის, რა საჭიროა იმაზე ძალებისა და ენერგიის ხარჯვა, რაც არაფერში გამოგადგება, სარგებელი არ გაქვს და საფრთხე მძაფრდება.

ტრისტან წითელაშვილი, გენერალი, სამხედრო ექსპერტი:

_ არა მხოლოდ ის, რაც პანკისის ხეობაში ხდება, არამედ ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ჩვენ თვალწინ ხდება, სახელმწიფოს ბრალია. ხელისუფლება ისეთი უნიათო აღმოჩნდა, რომ ყველა მიმართულებით ცუდი პროცესები მიმდინარეობს. ვერ შეძლეს, გადაედგათ სწორი ნაბიჯები, რომლის მილოდინიც ხალხს ჰქონდა და ეს მხოლოდ პანკისს არ ეხება. პანკისის ხეობიდან ადამიანები, ძირითადად, ეკონომიკური და სოციალური პრობლემის გამო მიდიან. ვფიქრობ, ხელისუფლებას ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოუბრუნდება და პანკისის ხეობის მსგავსმა პრობლემამ, შესაძლოა, სრულიად საქართველო მოიცვას.

_ ბატონო ტრისტან, ეს ხელისუფლება რა შუაშია? მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია ეს პრობლემა. არ თვლით, რომ გარე ფაქტორების როლიც ძალიან დიდია?

_ დიახ, დიდია გარე ფაქტორების როლიც, მეც მაგას ვამბობ. რაც მსოფლიოში ხდება, ამერიკის პოლიტიკის ბრალია. “ისლამური სახელმწიფო” ვისი შექმნილი გგონიათ? ამერიკელების ფულით ფინანსდებიან, პასუხისმგებლობაც მათ კისერზეა.

ის, რაც პანკისში ხდება, გამოიწვია საქართველოს მთავრობის რიტორიკამ, რომელიც წინა მთავრობის რიტორიკისგან არაფრით განსხვავდება. აი, აქამდე მიგვიყვანა ირაკლი ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადებებმა, საკუთარ თავზე დიდმა წარმოდგენამ, თავნებობამ.

თუ საქართველოში ნატოს ცენტრები განთავსდება, საფრთხე მოიმატებს. იქ, სადაც ნატოს ბაზები და ცენტრებია, ყველგან არასტაბილური ვითარებაა, სწორედ ეს ქვეყნებია მიმზიდველი “ისლამური სახელმწიფოსთვის”.

_ ეს ხეობა ადრე იმაზე მეტად დაცული თუ ყოფილა, ვიდრე დღეს არის?

_დღეს რომ არის, ასე უპატრონოდ, პანკისის ხეობა არასოდეს ყოფილა. ვისაც უნდა, როგორც უნდა და როცა უნდა, მაშინ შემოდის საზღვარზე. რა დაცულობაზე მელაპარაკებით? პირტიტველა ბავშვები წაიყვანეს ქვეყნიდან, ამას ვინ მოახერხებდა და რომელ პერიოდში? ასეთი ვითარება პანკისში ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას არ ყოფილა, როცა იქ რუსლან გელაევი “დაჯირითობდა”.

ხელისუფლება ვალდებულია, მეტი კავშირი იქონიოს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და ყველაზე მთავარი _ გადახედოს ნატოში ინტეგრირების საკითხს; დაფიქრდეს, არის თუ არა ნატო საქართველოსთვის სიკეთის მომტანი. ერთდერთი გამოსავალია, _ ჩატადრეს რეფერენდუმი და გაირკვეს, რა სურს საქართველოს მოსახლეობას.

როდის გააქტიურდნენ ვაჰაბიტური დაჯგუფებები საქართველოში? _ მას შედეგ, რაც ირაკლი ალასანიამ საჰაერო თავდაცვით სისტემებსა და ნატოს ცენტრებზე დაიწყო ლაპარაკი და, არა მხოლოდ ალასანიამ, მის აზრს ხელისუფლების აზრიც ემთხვევა.

მოლაპარაკება ვაჰაბიტებთანაც შეიძლება, თუ ხელისუფლება სწორ გზას დაადგება და გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. ამერიკელების მეთოდით მუშაობა არაფერში გამოგვადგება.

ცნობისათვის:

პანკისის ხეობა მდინარე ალაზნის ველზე მდებარეობს. მას დასავლეთიდან ემიჯნება თიანეთის ზეგანი და ზემო არაგვის ველი, სადაც ხევსურები სახლობენ, აღმოსავლეთიდან კი _ თუშეთის მაღალმთიანი ქვაბული.

პანკისის ხეობაში შევდივართ გომბორის უღელტეხილის გავლით, რომელიც კახეთის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრამდეთელავამდე მიდის.

ქართველი ქისტები (საქართველოში ჩეჩნებისა და ინგუშების სახელწოდება) _ ვაინახები, ძირითადად, პანკისის რაიონში სახლობენ. ოფიციალური ცნობების მიხედვით, საქართველოში 12 000 ქისტი ცხოვრობს, მათი ნახევარი კი პანკისშია თავმოყრილი. 1970-1980-იან წლებში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო, ბევრი მათგანი წავიდა რუსეთში, თუმცა, ბოლო ათწლეულია, საქართველოში ქისტების რადენობა გაორმაგდა ჩეჩნეთიდან ლტოლვილების შემოდინების ხარჯზე.

1989 წლის სტატისტიკური მონაცემებით, პანკისში ქისტები მოსახლეობის 43 %- შეადგენდნენ, ქართველები _ 29%-, ოსების წილი კი 28% იყო, თუმცა ეთნოდემოგრაფიული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა 1990-იანი წლების დასაწყისიდან. ჩეჩნეთის ომების შედეგად ლტოლვილები და ოსების ემიგრაციის შედეგად ვაინახები ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფად იქცნენ ხეობაში.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

 

1 COMMENT

  1. აფსუები შემოვუშვით, წაგვართვეს აფხაზეთი.
    ოსები შემოვუშვით, წაგვართვეს ცხინვალი.
    ჩეჩნები შემოვუშვით, ფაქტობრივად წაეთმეულია პანკისის ხეობა
    სომხები და აზერბაიჯანელები გვყავს კიდევ შემოშვებულები და ცოტა ხანში მოითხოვენ ავტონომიას.
    მარა ჩვენი აზროვნებით-ვიღაც ურჯულოები თავზე მაინც ვერ დაგვაჯდებიან.
    თავზე დაგვაჯდნენ კი არა დაგვაჯვეს თავზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here