Home რუბრიკები პოლიტიკა მოკლეს ბიძინას დროს!

მოკლეს ბიძინას დროს!

911

ჩვეულებრივი ამბავია _ ამა თუ იმ პერიოდს საზოგადოება იმახსოვრებს იმის მიხედვით, ვინ მართავდა ქვეყანას იმ კონკრეტულ პერიოდში, მაგალითად, _ “თამარ მეფის დროს”, “ერეკლე მეორის დროს”, “დენიკინის დროს”, “მჟავანაძის დროს”, “ედიკას დროს” და ა. შ. შესაბამისად, ხალხი რაიმე ფაქტს, მოვლენას, შემთხვევასაც ამის მიხედვით ასახავს ხოლმე მეხსიერებაში. თანაც ეს ფაქტები დადებითიც შეიძლება იყოს და უარყოფითიც. მაგალითად _ “თბილისის მტკვრის სანაპირო აშენდა ბერიას დროს” ან “ქართველი ინტელიგენციის დიდი ნაწილი დახვრიტეს ბერიას დროს”.

სხვათა შორის, სულაც არ არის აუცილებელი ქვეყნის იმ კონკრეტულ მმართველს რაიმე კონკრეტულ ფაქტთან მაინცდამაინც უშუალო კავშირი ჰქონდეს. ხალხის მეხსიერებაში ეს ფაქტი მაინც “მის დროსთან” იქნება ასოცირებული.

მაგალითად, “მიწისძვრა მოხდა ბერიას დროს” _ რა თქმა უნდა, არავინ აზრადაც არ გაივლებს, რომ განსხვავებით სანაპიროს აშენებისგან, მიწისძვრის ფაქტი უშუალოდ ლავრენტი ბერიას მოღვაწეობას დაუკავშიროს, მაგრამ ფაქტი მაინც ჯიუტია ხოლმე _ “მიწისძვრა ბერიას დროს მოხდა!” _ და მორჩა!

ახლა ჩვენ “ბიძინას დროში” რომ ვცხოვრობთ, ესეც ფაქტია.

რაც უნდა შორს დაიჭიროს თავი პატივცემულმა მილიარდერმა, _ “არა, კაცო, ქვეყნის მართვასთან მე არავითარ კავშირში არ ვარ”-ო, ანდა, რაც უნდა ამტკიცოს მილიარდერის “დანამატმა” ირაკლი ღარიბაშვილმა, _ “ქვეყანას მე ვმართავ”-ო, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ამ პერიოდს ხალხისთვის მაინც “ბიძინას დრო” ეწოდება.

მაშ, ასე:

*ეროსი კიწმარიშვილი _ მოკლეს ბიძინას დროს!

*იური ვაზაგაშვილი _ მოკლეს ბიძინას დროს!

*ბესო ხარძიანი _ მოკლეს ბიძინას დროს!

რა თქმა უნდა, ბევრმა შეიძლება თქვას, ამ სამ პერსონას ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდა და მათი მკვლელობების ერთად განხილვაც არ შეიძლებაო, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ რეალურად, შესაძლოა, ამ სამ ადამიანს მართლაც არაფერი ჰქონოდა საერთო პერსონალურად, თუმცა ისინი სწორედ “დროებმა” დაუკავშირა ერთმანეთს.

კერძოდ, სამივე მათგანზე საზოგადოება საუბრობდა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდამიშას დროს”! მაგრამ სამივე მათგანი მოკლესბიძინას დროს”!

ეცადეთ, არ დაიზაფროთ, მაგრამ ფაქტია _ თუკიმიშას დროასოცირდება ბიზნესმენების, მედიამაგნატების, შვილდახოცილი მშობლების შევიწროებასთან, დაპატიმრებასთან, დაშინებასთან, ქონების წართმევასთან, წამებასთან

აი, ბიძინას დრო უკვე ასოცირდება ამ ადამიანების მკვლელობებთან!

კი, ბატონო, განსხვავება დიდია, რადგან, თუკი “მიშას დროს” ჩამოთვლილ მანკიერებებთან პირდაპირ იყო დაკავშირებული სახელისუფლო წრეები, ახლა ვერავინ იტყვის, რომ ამ მკვლელობებთან ხელისუფლება, შესაძლოა, რაიმე კავშირში იყოს.

მაგრამ, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ბერიასა და მიწისძვრის არ იყოს, არავინ დაეძებს, არის თუ არა უშუალო კავშირში ესა თუ ის ფაქტები კონკრეტულ ხელისუფლებასთან _ ეს ფაქტები ამ ხელისუფლის დროს მოხდა და მორჩა!

ანუ, “ბიძინას დრო” _ ეს არისმკვლელობების დრო”! _ და მორჩა!

განსაკუთრებით საყურადღებო საკითხია ის, რომ (ბერიასა და მიწისძვრისგან განსხვავებით, რომლებიც მართლაც არავითარ კავშირში არ არიან ერთმანეთთან) “ბიძინას დროსსწორედ იმ ხალხს ხოცავენ ქუჩაქუჩა, რომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ ყოფნაზე ამდენს ვსაუბრობდითმიშას დროს”.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პირველი, რასაც საზოგადოება ერთხმად აღნიშნავდა, ხომ სწორედ ეს იყო _ “ამოვისუნთქეთ, როგორც იქნა! ქუჩაში თავისუფლად სიარულის მაინც აღარ შეგვეშინდება. მორჩა! აღარ ემუქრება ჯანმრთელობის დაზიანების ან, მითუმეტეს, სიცოცხლის მოსპობის საფრთხე ამ გაწამებულ ბიზნესმენებს, მედიამაგნატებს, შვილებდახოცილ მშობლებს თუ სიმართლისა და სამართლის მაძიებელ კიდევ სხვა ადმიანებს”.

აი, იმ დღეებში ვინმესთვის რომ გეთქვათ, ორიოდე წელიწადში ეროსი კიწმარიშვილს, იური ვაზაგაშვილსა და ბესო ხარძიანს ზედიზედ მოკლავენ დღისით-მზისით, საკუთარ სახლთან ან შვილის საფლავზეო, მაშინვე გამოუძახებდნენ შესაბამის სამედიცინო ბრიგადას…

დღეს კი?

დღეს ხდება ის, რომ ახირებული მილიარდერი თავის ახირებებს არ იშლის და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამბად რაღაც უაზრო ფილმების გადაღება მიაჩნიამეტიც, არ იშლის იმასაც, რომ ნახევარი საქართველო არ გალანძღოს და, თუკი ვერაფერს გაუკეთებს მათ სახეიროს, ნერვები მაინც არ აუწეწოს ისედაც გაუბედურებულ ხალხს.

“5 000 (ხუთი ათასი!) ლარი ეს ის მინიმუმია, რა ხელფასითაც შეიძლება დაიქირავო კარგი პროფესიონალი დღეს საქართველოში”, _ ზუსტად ასე უტიფრად აცხადებს გადაცემა “20/30”-ში ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

კიდევ უფრო ზუსტად _ უკვე მერამდენედ აცხადებს ამ სისულელეს ამჯერად უკვე საკუთარ გადაცემაში.

აქამდე მილიარდერის მიერ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაკეთებულ ამ განცხადებას, აი, ამ სრულ უაზრობას საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერ ჩვეულებრივი უკურეაქციით უპასუხა, შემდეგ _ აგრესიით, მერე _ დაცინვით, ბოლოს _ გინებით!

არა! ეს “უტეხი” მილიარდერი მაინც თავისაზე დგას!

არადა, ეს სულელური ფარაზა რომ გავაანალიზოთ (აკი, ანალიზს ეგზომ ეტრფის ჩვენი ბრძენი მილიარდერი), ასეთი რამ გამოდის:

დღეს საქართველოში ვინც 5 ათასზე ნაკლებ ხელფასს იღებს თვეში, ყველა არაპროფესიონალი და დეგენერატია! ეს ადამიანები რომ პროფესიონალები იყვნენ, აუცილებლად იქნებოდნენ დასაქმებულნი, რადგან საქართველოში თურმე კერძო სექტორს და სხვადასხვა ფირმებს, ორგანიზაციებს, ქარხნებსა და ფაბრიკებს ტაციაობა ჰქონიათ პროფესიონალებზე და, თუ მთლად 5 ათასი არა, ამაზე ოდნავ ნაკლებ ხელფასს ულაპარაკოდ იხდიან! სწორედ ამიტომაც უწევს ბიძინა ივანიშვილს, რამეინაირად, 5 ათას ლარად მაინც გადაიბიროს ესპროფესიონალებიდა სახელმწიფოს სამსახურში ჩააყენოს! ყველა დანარჩენი, ვინც 5 ათას ლარზე ნაკლებ ხელფასზე მუშაობს, ელემენტარულად, არაპროფესიონალი, უვიცი და დეგენერატია! აი, ვინც სახლში ზის და სამსახურს ვერაფრით შოულობს, ისინი ხომ სულაც წყალწაღებული ნაცარქექიები არიან!

ჯანდაბას, ნურაფერს ვიტყვით იმაზეც, რომ ეს “5-ათასლარიანი პროფესიონალები” უმეტეს შემთხევვაში პარლამენტარების, მინისტრებისა და სხვადასხვა მაღალჩინოსნის ახლო თუ შორეული ნათესავები აღმოჩნდებიან ხოლმე რატომღაც…

ახია ჩემზე, რადგან ქვეყანას, ხალხს, სამშობლოს ასე სჭირდება-მეთქი და თავის დროზე აქ დასახელებული ანაზღაურების ნახევრზე ნაკლები ხელფასით ნულიდან ავაწყვე და წელიწადზე მეტ ხანს ვაკეთებდი იმხელა საქმეს, 24 საათის განმავლობაში კვებისა და ძილის დრო რომ არ გვქონდა იქ მომუშავე ადამიანებს (საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”-ს ვგულისხმობ), პროფესიონალიზმით უდგებოდა არაერთი ადამიანი ამ საქმეს და მათი ხელფასი აქ დასახელებულის მეათედი იყო ზუსტად!

გამოდის, არაპროფესიონალები, უვიცები, სულაც მათხოვრები ვყოფილვართ!

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, ბატონო ბიძინა, ასეთი დაფასებისთვის!

არა უშავს, მოვა დრო და, თუკი რამეში გავხდი საჭირო, თვეში 10 ათასზე ნაკლებად თუ თითი გავატოკო, მე ვიყო გამზარდია ან თუნდაც ანთაძე!

მაგრამ, ბატონო ბიძინა, მინდა, პირადად და პირდაპირ მოგმართოთ:

ვიდრე თქვენ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ასე უტიფრად გვიწოდებთარაპროფესიონალებსდა არ იშლით ხალხის ასეთ დაცინვასა და შეურაცხყოფას, ამასობაში იმ ქვეყანაში, რომელსაც თქვენ, თქვენი მინისტრები, თქვენი ექსპერტები, თქვენი ანალიტიკოსები და, საზოგადოდ, თქვენი გუნდი ეგზომპროფესიონალურადმართავთ, სრულიად პროფესიონალურად დათარეშობენ ძალიან პროფესიონალიქილერები”!

ამ შემთხვევაში მართალი ხართ _ 5 ათასზე ნაკლებად, არა მგონია, რომელიმე მათგანმა სამართლის მაძიებელი შვილმკვდარი მამის, უსამართლოდ წართმეული ქონების უკან დაბრუნების მოსურნე ბიზნესმენის ან ახალი ტელევიზიის გაკეთებაზემოჩალიჩეყოფილი მედიამაგნატის სისხლით ხელი გაისვაროს!

ანუ, თქვენი კრიტერიუმით, ესქილერებინამდვილად პროფესიონალები არიან!

ძალიან გთხოვთ, ნუ მეტყვით ახლა, მთავრობას მე არ ვხელმძღვანელობ და, ეგეც რომ არ იყოს, ხელისუფლებასთან ამ მკვლელობებს არავითარი კავშირი არ აქვსო…

ხომ არ გნებავთ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ლავრენტი ბერიასა და მიწისძვრის ამბავი?

მაშ, მოდით, დაანებეთ თავი ამდენ უტვინო ექსპერტანალიტიკოსმრჩეველრეჟისორენჯეოშნიკდეგენერატს და საქმეს მიხედეთ!

თუ არადა, ისღა დაგვრჩენია, ვეცადოთ, “გამოვიცნოთ”, ვინ იქნება შემდეგი.

ანუ, ნეტავ, კიდევ რამდენი ადამიანისა და კონკრეტულად ვისი ბიოგრაფია დამთვარდება თქვენთვის ძალიან სამარცხვინო სიტყვებით _ “მოკლულია ბიძინას დროს!”

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ყოჩაღ ბაკურ!!!! ბევრი იტყვის ასეტ სიმარტლეს დიდი ეგოს მკონე, ყოვლისმცოდნე ბიძინაზე, იკნებ მიხვდეს ეგ ადამიანი რომ მის მხარდამჭერებს მოგვაბეძრა ტავი ტავისი უტიპრობიტ და ნაცრის სახეში შეყრის მცდელობიტ.

  2. მიშას მაშინ ყავდა სოდი კუდი და არ ჭირდებოდა მოკვლა თუ ცემაში არ შემოაკვდებოდა, ან თუ ხალხის დაშინება არ ჭირდებოდა, ეხლა აღარ ყავთ პოლიცია მაგრამ ყავთ ზონდერები(ყოფილი ძალონები) და კლავენ ხალხს.

  3. ასჯერ მადლობა ბაკურ,თქვენ!ოღონდ ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ ხელისუფლება თავისი მილიარდელით ,არაფერ კავშირშია ამ მკვლელობებთან.ყველა ძალოვანი სტრუქტურები,ასევე პროკურატურა,სასამართლოები გავსებული რომ არის ნაცების ზონდერებით,ბევრი მათგანი დააწინაურეს მაღალ თანამდებობებზე!ეხლა გეკითხებით:ეს ზონდერები გამოიძიებენ და სამართალს ვიპოვიით?რიტორიკულია,რაღათქმაუნდა არა!!!მაშ ვის აწყობს ეს მკვლელობები???

  4. ქალბატონო თამარ – მთელი ამ წერილის შინაარსი ის არის, რომ ხელისუფლება სწორედაც კავშირშია ამ მკვლელბებთან. მაგ ერთ ფრაზაში, რომელსაც თქვენ გამოყოფთ წერია სიტყვა "უშუალო". ანუ "უშუალო" კავშორში არ არის, ანუ მმართველი პოლიტიკური ძალის დაკვეთით არ მომხდარა მკვლელობა. თორემ, ისე ზოგად კავშორს რაც შეეხება – პუბლიკაციის სათაური "მოკლეს ბიძინას დროს" – უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ამ მკვლეობებთან ხელისუფლების კავშირი დავინახოთ.

  5. მიშას დროს მკვლელობები როგორ არ ხდებოდა?
    „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოკლული ადამიანების სია
    ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს მოკლული ადამიანების სიას აქვეყნებს, რომელიც ჰააგის მთავარ პროკურორს 2010 წელს ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანისას პირადად გადასცა.
    გთავაზობთ ჰააგის სარჩელიდან ამონაწერს:
    გვირგვლიანი;
    რობაქიძე;
    აფრასიძეები;
    ვაზაგაშვილი;
    გამცემლიძე;
    ჟვანია;
    ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციის დროს );
    ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას);
    დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას );
    ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას );
    ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ );
    ალექსანდრე გომაშვილი ( მოკლეს კახეთში დაკავებისას);
    მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა );
    სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს );
    აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას );
    ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას );
    ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში სოფელ ვახტანგისში);
    ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში მძევლის გათავისუფლებისას);
    ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივენი ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაკავებისას );
    თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას );
    ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში);

  6. ნუგზარ-ბატონო, თქვენ თუ ამ პუბლიკაციიდან ის დასკვნა გამოიტანეთ, რომ "მიშას დროს მკვლეობები არ ხდებოდა" – მართლა პრობლემა გქონიათ წაკითხულის შინაარსის გაგებასთან… ელემენტარულად, ყველაფერს თავი რლმ დაანებოთ, მანდ წერია ფრაზა – "კლავებ შვილებდახოცილ მამებს" – და ამ მამების შვილები როდის დახოცეს ნეტავ? რა თქმა უნდა მიშას დროს, არა? ასე რომ, "მიშას დროს მკვლელობები არ ხდებოდა" – ეს შეიძლება მხოლოდ სულელმა თქვას და დაწეროს. მოდით კიდევ ერთხელ გადაუიკითხეთ ეს პუბლიკაცია და თუ მაინც ვერაფერს გაიგებთ – მაშინ უკვე მართლა ცუდად ყოფილა საქმე 🙂

  7. ასეთი არაობიეკტური შეფასება რომ ბიძოს დროს მოკლეს რა ამერიკაში არ კლავენ ჟერ რომ გამოგიჟიმიიათ ეროსი ვინ მოკლა ეს ერთი და რის დასაფარავად ეს მოხთა ეს მეორე და ვისთან ქონდა მიქარული იცით ნაცების მზე და მთვარე იყო ეს არ გახსოვთ და ეს ნაცების რეჯიმი რომ მოივიდა მისი დიდი დამსახურებაა და სხვები ვინ მოკლა ესეც გაირკვება ბიძოს თავისიც ეყოფა მაგრამ ეს ნაცები რომ მოგვაშორა და ცოცხები მთელ ერს არა აქვს გართხრილი ამაზეც მადლობელი ……

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here