Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ბატონ...

საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას

614

1941-1945 წლების დიდი სამამულო ომი, რომელიც მსოფლიო ომად გადაიქცა, თავისი მასშტაბებით წარმოუდგენელია.

ომში ჩაება პლანეტის მოსახლეობის 80%. საბრძოლო მოქმედებებში ჩართული იყო 72 სახელმწიფო. უშუალოდ ომის ხანძარი 40 ქვეყანაში გიზგიზებდა. ჯარისკაცის ფარაჯა 110 მილიონმა კაცმა ჩაიცვა. დედამიწა თვითმკვლელობისთვის ემზადებოდა, მაგრამ გადარჩა.

უპირველესად, პლანეტის და შემდეგ ცივილიზაციის გადარჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს და მის გმირ შვილებს. პირველმა, ვინც დედამიწის მოსახლეობას ახარა, რომ ფაშიზმი დამხობილია, ჩვენი თანამემამულე მელიტონ ქანთარია იყო, რომელმაც რუს ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.

  დღეს მელიტონ ქანთარიას ქალიშვილი ციალა ქანთარია, როგორც ლტოლვილი, საბერძნეთს აფარებს თავს ოჯახთან ერთად. ხოლო 1993 წლის თებერვალში ომში დაღუპული მისი შვილის საფლავი უპატრონოდ არის მიტოვებული აფხაზეთში.

ბატონო პრემიერმინისტრო, ნუთუ რამე ცნობა და შუამდგომლობაა საჭირო, რომ განკარგულება გასცეთ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, ბატონმა სოზარ სუბარმა და ქალაქის მერმა, ბატონმა დავით ნარმანიამ სასწრაფოდ გამოუნახონ თავშესაფარი მელიტონ ქანთარიას ოჯახს; გმირის შვილიშვილი კი, რომელმაც სამშობლოსთვის გაწირა თავი,  გადმოვასვენოთ და იმ სახელოვან მამულიშვილთა შორის დავკრძალოთ, რომლებსაც მუდამ დიდ პატივს მიაგებს ქართველი ხალხი.   

გრიგოლ ონიანი,

საერთაშორისო საზოგადოება

“სტალინის”  თავმჯდომარე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here