Home რუბრიკები პოლიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები უგულავას პოლიტპატიმრად გამოცხადებას ცდილობენ!

არასამთავრობო ორგანიზაციები უგულავას პოლიტპატიმრად გამოცხადებას ცდილობენ!

477

“ენჯეოების” სახით ქვეყანაში მოქმედი მეხუთე კოლონა არ ცხრება, _ “დასავლური ღირებულებების” სადარაჯოზე მდგომთ “დემოკრატიის სულ მცირე ხელყოფაც” კი ერთობ აშფოთებთ. ამას წინათ “ნაცმოძრაობის” ქორის _ გიგი უგულავას, მიმართ მართლმსაჯულების “უსამართლო მოქმედებაზე” აღვარღვარეს ცხარე ცრემლი _ პროკურატურა მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს, ხოლო ბრალდებებს, რომლებიც მატროსოვის ბინადრის მისამართით გაჩნდა, უსაფუძვლო უწოდეს.


მოგეხსენებათ, მთავარმა პროკურატურამ ამჟამად პატიმარ თბილისის ყოფილ მერს 2014 წლის 28 ივლისს წარდგენილი ბრალის ფაქტობრივი გარემოებები დაუზუსტა, რომლის საფუძველზეც მას წინასწარი პატიმრობის ვადა გაეზარდა. აღნიშნული ბრალი ტელეკომპანია “იმედისა” და მთაწმინდის პარკის უკანონოდ დაუფლებას ეხება და წინა ბრალდებებთან შედარებით ახალ, უფრო მკაფიო გარემოებებს შეიცავს.

მიუხედავად ამისა, როგორც კი სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და გამოაცხადა გადაწყვეტილება კრიმინალ უგულავასთვის პატიმრობის გახანგრძლივების თაობაზე, გრანტიჭამიაენჯეოებიმარტის კატებივით აკნავლდნენ, _ მართლმსაჯულება პოლიტიკურადაა მოტივირებულიო. თუმცა ესეც არ იკმარეს და მოგვიანებით ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ _ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და “სამოქალაქო განვითარების სააგენტომ” ვრცელი განცხადება გაავრცელეს. გთავაზობთ ამონარიდს ამ განცხადებიდან: “მართალია, საგამოძიებო ორგანოს აქვს უფლება, გამოძიება აწარმოოს გონივრულ ვადაში, დააზუსტოს ფაქტობრივი გარემოებები და შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია, თუმცა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული გარემოებები მიანიშნებს გამოძიების ხელოვნურ გაჭიანურებაზე და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ პროკურატურამ შინაარსობრივად ერთი საქმე ხელოვნურად დაყო სამ სხვადასხვა ეტაპად, რათა მისთვის სასურველ დროს შესძლებოდა უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული”.

… არსებობს ძველთაძველი შეგონება: “მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს”. ზემოაღნიშნულ “არასამთავრობო ორგანიზაციებს” უგულავაზე, როგორც ცოცხალ მკვდარზე, შეეძლოთ პირში წყალი ჩაეგუბებინათ და საერთოდ არაფერი ეთქვათ, მაგრამ მათ გაჩუმებას დუჟმორეული ყაყანი და “ნაცმოძრაობის” წისქვილზე წყლის დასხმა ამჯობინეს. გასაგებია, რამაც განაპირობა ლომჯარიაკოჟორიძეგიგაურის ეგზომდემოკრატიული არჩევანი”, _ ისინი გრანტებს ზუსტად იმ ძალებისგან იღებენ, რომლებიცნაცმოძრაობისპოლიტიკური გარანტორები არიან დავარდოსნებისგურუს _ მიხეილ სააკაშვილს კბილებით იცავენ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ის ოთხი . . არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველანაირად ცდილობს, დამნაშავე უგულავა პოლიტპატიმრად გამოაცხადოსგასაკვირი ის უფრო იქნებოდა, მართლმსაჯულების წარმომადგენლებინაცკრიმინალებისდაუსჯელობისთვის გაეკრიტიკებინათ მოკლედ, ფაქტია, რომ მეხუთე კოლონა ისე გათამამდა, უკვე ნიღაბს საკუთარი ხელით იხსნის, არც ხალხის მრისხანების ეშინია და არც “ყოვლისშემძლე ოლიგარქის”, ეს კი ერთადერთ რამეზე მიგვანიშნებს: როგორც ჩანს, ისინი ვიღაცამ დაარწმუნა (და. ალბათ, ასეც არის), რომ მათ გავლენას ქვეყანაში ვერანაირი საზოგადოებრივი მღელვარება ვერ შეასუსტებს…

სხვათა შორის, ერთი თვის წინათ ივანიშვილმა სწორედ იმ სამ “არასამთავრობო ორგანიზაჰციაზე” (“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები”) განაცხადა, საეჭვოდ მეჩვენება და მათ საქმიანობას დეტალურად შევისწავლითო. ეტყობა, ოლიგარქმა იმთავითვე იცოდა, რომ ეს ორგანიზაციები სააკაშვილის მამა-მარჩენალთა ყურმოჭრილი მონები არიან და პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობენ “ნაცმოძრაობის” რეინკარნაციას.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საქმეს ისეთი პირი უჩანს, საბოლოოდ მეხუთე კოლონა თავისას გაიტანს _ უგულავას, მერაბიშვილსა თუ სხვა “ნაცზონდერს”, რომლებიც დღეს ციხეში სხედან, პოლიტპატიმრად გამოაცხადებს და მსოფლიოს წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც იმავეს გააკეთებინებს. ეს უკვე ნამდვილად იქნება ქართული სახელმწიფოს კრახი და მერე იძახოს “მთაწმინდის ლომმა”, _ დემოკრატიით დასავლეთსაც გავაოცებო. დასავლეთს რომ ქართული დემოკრატია ფეხებზე ჰკიდია, უკვე ყველასთვის ცხადია, მას საქართველოში მხოლოდ “ნაცრეჟიმი”, საქართველოსგან კი პოლიტიკური კონტრიბუცია და მსხვერპლის გაღება სჭირდება, 2008 წლის აგვისტოში რომ გაგვაღებინეს, ისეთი…

სულ ეს არის ჩვენი “ისტორიული მისიაც” და “არჩევანიც…”

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here