Home რუბრიკები პოლიტიკა “მოაგროვეს ხუთი თუ შვიდი ათასი” _ ივანიშვილის პირველი კომენტარი “ნაციონალების” აქციაზე

“მოაგროვეს ხუთი თუ შვიდი ათასი” _ ივანიშვილის პირველი კომენტარი “ნაციონალების” აქციაზე

475

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ თავისუფლების მოედანზე ჩატარებულ აქციას გადაცემა 20/30-ის ეთერში გამოეხმაურა:

“საზოგადოებამ აჩვენა, რომ ისეთი არ არის, როგორიც “ნაციონალურ მოძრაობას” ჰგონია… როდესაც პირველი ინტერვიუ მივეცი “როიტერს”, ვთქვი, რომ ევროპასაც გავაოცებთ ჩვენი დემოკრატიით, ნახეთ, როგორი კულტურული ხალხი ვართ ქართველები, მოძალადეებს ჩვენ მივეცით უფლება ასეთი დემონსტრაციის… თავხედურად გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უმიზეზოდ, აბსურდული მიზეზებით გადადგომას. ასეთი ცინიზმი ძალიან რთული ასატანია, მაგარი ხალხი ვართ, ძალიან მაგარი ხალხი ვართ ქართველები… ისიც, რაც მოაგროვეს, ხუთი თუ შვიდი ათასი, ცოცხლები რომ არიან, აჩვენეს, პრინციპში, მაგრამ მთავარი, რაც გუშინ კარგად ჩანდა, იყო ჩვენი საზოგადოების ზრდა, როგორ გაიზარდა, მიუხედავად მათი მცდელობისა, ისევ სიცრუეში ამყოფონ”, _ განაცხადა ივანიშვილმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here