Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის დასვეს ამერიკელებმა ადეიშვილის მარჯვენა ხელი უკრაინის მთავრობაში

რისთვის დასვეს ამერიკელებმა ადეიშვილის მარჯვენა ხელი უკრაინის მთავრობაში

1210

ცნობილია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერზე, წარსულში საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილესა და ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილე დავით საყვარელიძეზე ბავშვობაში სექსუალური ძალადობა არ განხორციელებულა.

მას არც კატა უწვალებია სასტიკად და არც ესპანეთის მეფის _ ფილიპე II (1527-1598) მსგავსად, როგორც შარლ დე კოსტერი აღწერს თავის ცნობილ წიგნშილეგენდა ტილ ულენშპიგელზე”, სადისტურად არ დაუწვავს გალიაში გამომწყვდეული მაიმუნი და არც ფანჯრის მინაზე სიამოვნებით გაუსრესია ბუზები, მაგრამ საკითხავია, ცნობილი სერიული მკვლელის _ ანდრეი ჩიკატილოს მსგავსად, ახალგაზრდობაში რატომ უყურებდა მანიაკური სიამოვნებით ქართველების წამებას და ხელს არ ანძრევდა მათ დასახმარებლად. როგორც ჩანს, აშშსა და იაპონიაში განათლებამიღებულ საყვარელიძეს, პატრონებისგან მიღებული ბრძანებების გულმოდგინედ შესრულების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა.

დოსიე:

2003-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული რეფორმებისა და იურიდიული ტერმინების დამდგენი კომისიის წევრი.

2004-2005 წლებში _ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი კონსულტანტი და იურიდიული აქტების მოსამზადებელი პროექტებისა და ექსპერტიზის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მთავრობასთან, აგრეთვე, სხვა სახელმწიფო ორგანოსთან ურთიერთქმედების სამსახურის მთავარი კონსულტანტი.

2005-2006 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის მერიის მართლწესრიგის დაცვის გენერალურ ინსპექციას.

2007 წელს იყო გენერალური პროკურორის ოფისის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

2007-2008 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პროკურორად.

2008-2009 წლებში _ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ და თბილისის პროკურორად; 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ;

2015 წლის 16 თებერვალს დაინიშნა უკრაინის გენერალური პროკურორის მოაგილედ.

2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა ღირსების ორდენით. იყო პარლამენტის წევრი.

აი, ასეთია დავით საყვარელიძის ბიოგრაფია, რომელსაც უკრაინული ინტერნეტგამოცემები აქვეყნებენ, ქართულ საიტებზე კი საყვარელიძის ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არის.

2015 წლის 16 თებერვალს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა საქართველოს მოსახლეობა შოკში ჩააგდო, როდესაც თავის მოადგილედ საკადრო პოლიტიკის, რეფორმებისა და ევროინტეგრაციის საკითხებში დანიშნა (შოკინის თქმით, საყვარელიძე, აგრეთვე, რჩება უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტის პრეზიდენტად) დავით საყვარელიძე _ საქართველოს ექსგენერალური პროკურორისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის _ ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. ეს ის ზურაბ ადეიშვილია, რომელზეც, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საქართველოს პროკურატურის მიერ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

სააკაშვილის რეჟიმმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა 9 წლის განმავლობაში:

*დაკარგა ტერიტორიების 20%, სამშობლოში დევნილად აქცია 300 ათასზე მეტი ადამიანი;

*სახელმწიფოს აჰკიდა უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა იხადონ;

*გაანადგურა ქართული კულტურა, განათლება და მეცნიერება;

*უმაღლესი სასწავლებლებიდან გაყარა ღვაწლმოსილი მეცნიერები დაჩარეცხაინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად;

*გაანადგურა სოფლის მეურნეობა და დღეს კიტრი, პომიდორი და ხახვიც კი უცხოეთიდან შემოგვაქვს;

*ააყვავა ელიტური კორუფცია;

*დააწიოკა ბიზნესმენები, რომლებიც სახელმწიფოსჩუქნიდნენმილიონობით თანხას და ქონებას;

*სამაგიეროდ, სააკაშვილის ოჯახის წევრებმა _ დედამ, მამამ, ძმებმა, ბიძამ, კაპიკებად ჩაიგდეს ხელში სახელმწიფოს ქონება;

* სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უზომოდ გამდიდრდნენცალცალი კალოშითმოსული დეპუტატები და სააკაშვილის გუნდის სხვა წევრები: გია ბარამიძე, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, დავით კეზერაშვილი, დავით ბეჟუაშვილი, არჩილ გეგენავა და სხვ.

*დაარბია ტელეკომპანიაიმედი”. მანამდე კი სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დახურა ტელეკომპანიაიბერია”, “მეცხრე არხი”, გაზეთიახალი ეპოქადა ჟურნალიომეგა”;

*მოაწყო 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევები;

*გამოგონილი ბრალდებებით დააპატიმრა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტებიც;

*ქუჩაში დახოცა უამრავი ახალგაზრდა;

*ციხეები გაავსო პატიმრებით, რომლებსაც სასტიკად აწამებდა და ცოცხით აუპატიურებდა

აი, ამ პერიოდში იყო დავით საყვარელიძე სამართალდამცველი ორგანოების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, რომელსაც, როგორც ჩანს, თავისი კეთილდღეობის გარდა, არაფერი ანაღვლებდა, თორემ ამ სასტიკი დანაშაულების ჩამდენთა მიმართ პროტესტის განცდა მაინც გაჩნდებოდა…

დავით საყვარელიძე ინტერპოლის მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო, სწორედ მათი თაოსნობით შემუშავდა კორუფციული სქემა, რომლითაც ბიზნესმენები “ნებაყოფლობით” ჩუქნიდნენ სახელმწიფოს უზარმაზარ თანხებსა და ქონებას. აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წელს, როდესაც საყვარელიძე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციაფრიდომ ჰაუსმაგამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაცსაქართველოში კორუფცია 1999-2000 წლების დონეზეა და კვლავ პრობლემად რჩება”.

აი, ეს ადამიანია ახლა უკრაინაში გენერალური პროკურორის მოადგილე, მომავალში კი ანტიკორუფციული ბიუროს შეფად დანიშვნას უპირებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმი” წერს, საყვარელიძის ყოფილი კოლეგები არ მალავენ მის უარყოფით როლს, პრაქტიკულად, ყველა შეთხზულ საქმეში, რომლებიც დაკავშირებული იყო სააკაშვილის ზონდერბრიგადების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმებთან, ნარკოტიკებსა და იარაღის ჩადებასთან. საყვარელიძე, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილთან ერთად, “ნაცმოძრაობისიმ ლიდერთა შორის იყო, რომელიც ცხოვრებაში ახორციელებდა სააკაშვილის ლოზუნგს: “ნულოვანი ტოლერანტობა _ ყველანი ციხეში!”

სააკაშვილმა, როდესაც საქართველო დატოვა და უკრაინაში გადაბარგდა, წინასწარ მოამზადა ნიადაგი, რომ იქ კომფორტულად ყოფილიყო. სააკაშვილმა და მისმა ამერიკელმა პატრონებმა უკრაინაში ჩაიყვანეს “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც მაიდნის მომწყობ ნაციონალისტებს შეერწყნენ და ახლა თითქმის დაშლილ-დანაწევრებულ ქვეყანაში სურთ აშშ-ის ინტერესების გატარება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და უკრაინაში “კორუფციასთან მებრძოლ დავით საყვარელიძესა და მის ნაციონალ მეგობარ გიორგი ღვინიაშვილს კონკრეტული პირებისგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. საყვარელიძეს, აგრეთვე, ადანაშაულებენ ძვირად ღირებული სპარსული ხალიჩების მითვისებაშიც.

სააკაშვილის რეჟიმის ერთერთისახე” _ დავით საყვარელიძე _ ფიგურირებს რესტორანლა ტრუფეშიმომხდარ სკანდალურ ინციდენტში, როდესაცნაციონალებმამოქალაქეებს ჩხუბი აუტეხეს, მაგრამ თვითონ გაილახნენ, საყვარელიძეს კი ცხვირი გაუტეხეს. გარდა ამისა, საყვარელიძე ფიგურირებს სიაში იმნაციონალებისა”, რომლებმაც სააკაშვილთან ერთად ახალი წლის დადგომა დუბაიში აღნიშნეს.

“ქვეყნის ბიუჯეტიდან შოკისმომგვრელი თანხები იხარჯებოდა პრეზიდენტის, ქალაქის მერის, გუბერნატორებისა და დეპუტატების ფუფუნებაზე, საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე. მაგალითად, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, აგრეთვე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ამჟამინდელი დეპუტატები გიორგი ხაჩიძე, ნუგზარ წიკლაური, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, დავით საყვარელიძე, სერგო რატიანი და დავით დარჩიაშვილი ახალ წელს პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ დუბაიში. შემდეგ კი პრეზიდენტმა ერთადერთ დეპუტატ ქალს ძვირად ღირებული ტელეფონი და სამაჯური უყიდა”, _ განაცხადა 2013 წელს იმხანად საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ახლა კი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა.

და მაინც, რატომ უყვარს აშშ-სა და ახლა უკვე უკრაინის ხელისუფლებასაც “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილი სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები?

უკრაინის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის, დავით საყვარელიძის, ეკატერინე ზღულაძის, გია გეწაძისა და სხვების “დასაქმება”, უკრაინელთა ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ამერიკელების ძალისხმევით რომ მოხდა, ეჭვი, ალბათ, ცოტას თუ ეპარება.

ამით აშშ რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს: სურს, ძმათამკვლელ ომში ჩაძირულ უკრაინაში სააკაშვილისა და მისთანების ლაქლაქითა და მოქმედებით კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება და რუსეთი ფართომასშტაბიან ომში ჩაითრიოს. თავისი მარიონეტები კი კვლავ დააბრუნოს საქართველოს ხელისუფლების სათავეში. ნაციონალებისთვის, რომლებმაც ამერიკელთა მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტში მანდატების 40% შეინარჩუნეს, უკრაინა პლაცდარმია საქართველოს ხელისუფლებაში რევანშით დასაბრუნებლად

თუკი ამის საშუალება მათ ქართველმა საზოგადოებამ მისცა.

მოამზადა

გიორგი ბერიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here