Home რუბრიკები პოლიტიკა არშემდგარი დაბრუნება

არშემდგარი დაბრუნება

573

21 მარტი ვისთვის ქართული ჟურნალისტიკის დღეა, ვისთვის – დაუნის სინდრომიანი ბავშვების დღე, ვისთვის – ნოვრუზ ბაირამი და ვისთვის _ გაზაფხულის ბუნიობა. წელს ეს დღე მზის დაბნელებითა და “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო მიტინგითაც აღინიშნა, თუმცა “აღნიშვნა” მასშტაბური ვერ გამოდგა – საქართველომ ვერც მზის დაბნელება დაინახა და ვერც “ნაციონალების” რაოდენობამ შეძრა. დახარჯული ფულისა და კონტროლს დაქვემდებარებული მედიის დანთებულმა ცეცხლმა შედეგი ვერ გამოიღო. არც საიმისო განწყობაა საზოგადოებაში, რომ სნაიპერმა ერთი-ორი “ნაციონალი” შეიწიროს და ამას “მაიდანი” მოჰყვეს.


ტრადიციულად, “ნაციონალების” სასარგებლოდ შეშფოთებულმა აშშ-ის ელჩმა მოწონებით მიიღო ის, რომ მოქმედი ხელისუფლების პოლიციის მაღალჩინოსნებს “კომუნიკაცია ჰქონდათ” ყოფილი ხელისუფლების ლიდერებთან; დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლამდე ორი დღით ზურა ჯაფარიძე და გიგა ბოკერია თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსსა და ქალაქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს შეხვდნენ. მათ პოლიციის მაღალჩინოსნებს 21 მარტს დაგეგმილი აქციის გეგმა, დაწყების დრო, ხანგრძლივობა და გადაადგილების მარშრუტი გააცნეს.

თავის მხრივ, სამართალდამცველებმა საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორებს პირობა მისცეს, რომ შაბათს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიიღებდნენ და აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფისთვის მობილიზებული იქნებოდა პოლიციის დამატებითი ჯგუფები.

ამას ხელი არ შეუშლია ორგანიზატორებისთვის, რომ აქციის ჩატარების წინა დღეს შეკრების ადგილი შეეცვალათ. მიზეზად ზურაბ ჯაფარიძემ აქციაზე მისვლის მსურველთა რაოდენობა დაასახელა: “როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონიმიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მარტს, ჩვენ ვმართავთ თბილისში საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოწოდებაც არის, _ გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა სრული შემადგენლობით.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების, რომ გადავწყვიტეთ, აქციის დისლოკაცია შევცვალოთ და ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე. მანამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი _ ვარდების მოედანზე, მეორე _ ეგრეთ წოდებულ კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. აქცია დაიწყება თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის და სწორედ იქ შედგება აქციის ძირითადი ნაწილი, ეგრეთ წოდებული მიტინგი”.

ნაციონალებისმიტინგი რომეგრეთ წოდებულია”, ეს ისედაც ცნობილი იყო, რადგან მრავალმიტინგგამოვლილ საქართველოს ასეთი უმუხტო, უძარღვო და მართლაც უნიათო მიტინგი არ ახსოვს. “იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების” _ ეს ფრაზაც არ არის შემთხვევითი: ისიც ვერ თქვეს, რომ იმდენი მსურველია, ვერ დავეტევითო და ამიტომ აქცენტიდიდ სურვილზეგადაიტანეს, თითქოს სურვილის სიდიდეს მიტინგის დისლოკაციის შეცვლა სჭირდებოდეს!

ჩვენ რომ დავივიწყოთ, “ნაცლიდერებს” ხომ კარგად ახსოვთ, რომ მათ წინააღმდეგ საპროტესტოდ ასიათასობით ადამიანი გამოდიოდა და ისიც კარგად იციან, რომ ამ რაოდენობას ისინი ვერასოდეს მოაგროვებენ. სოციალურ ქსელებში იმავე დღეს დაიდო ერთი რაკურსით გადაღებული ორი ფოტო – 2012 წელს გამოსული ხალხისა და “ნაციონალების” “ეგრეთწოდებული” მიტინგის. ბაკურ სვანიძემ კი იქვე დააწია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს:

“ინტერნეტით ვრცელდება ასეთი ფოტოები, რომლებზეც ნაჩვენებია ერთ მხარეს 2012 წლის სექტემბერში “ოცნების” თბილისის აქციაზე გამოსული ხალხი და მეორე მხარეს _ 2015 წლის მარტის “ნაცების” აქციაზე მისული ხალხი. მინაწერი ამ ფოტოებს აქვს აუცილებლად ისეთი აქცენტით, რომელშიც ხაზგასმულია, – რა ბევრი ხალხი უჭერს მხარს “ოცნებას” და რა ცოტა _ “ნაცებს”!

კატეგორიულად ვაცხადებ: 2012 წლის ფოტოზე არ არიანოცნებისმხარდამჭერები! ეს ხალხი არისანტინაცი”! და არაოცნებისტი”! მაშინ ამდენი ხალხი გამოვიდანაცებისწინააღმდეგ და არაოცნებისმხარდასაჭერად!

პირადად მე და ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი ასე ვიყავით!

ოცნებისტი კერპთაყვანისმცემლები ნუ ვაჭრობთ ახლა მაგ რაოდენობით!

ახლა კონკრეტულადოცნებისმხარდასაჭერად მიტინგი რომ გამოცხადდეს, მაგის მესამედიც არ მოვა!

ნუ მიიწერთ თქვენს თავზე!

რაც შეეხება “ანტინაცებს”, კი, ბატონო! მაგდენიც იქნება და მეტიც!

აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2012-ის სექტემბერში ხალხი რაიონებიდან არ ჩამოუყვანიათ… მაგ ფოტოზე მხოლოდ თბილისელები არიან”!

ასეა ეს და ნურც “ოცნებას”, ნურცნაცმოძრაობასნუ ეგონებათ, რომ ერთმანეთით დაშინება ან ერთს მოუმატებს მხარდამჭერებს, ან _ მეორეს! ძალიან არ მოსწონს “ქართულ ოცნებას”, როცა “ნაციონალები” მათ მთავრობას “უნიათოს” უწოდებენ, მაგრამ რა უნდა თქვა, როცა დემოკრატიის შეტევით შეპყრობილი პრეზიდენტი მარგველაშვილი ორასამდე პოლიტპატიმრისა და გაცილებით მეტი უსამართლოდ მსჯავრდადებული პატიმრის პირობებში კოტე კუბლაშვილს მადლობას უხდის?

რა უნდა უწოდო მთავრობას, რომელსაც უკან მოხედვის ეშინია, რადგან აშშის ელჩი დანაციონალთასხვა მეგობრები დამნაშავის დასჯის საშუალებას არ აძლევენ? უნიათობანაციონალებისენაზე იმას ნიშნავს, რომოცნებამ” 2012 წლის ოქტომბრის ბოლომდე არ გააკეთა ის, რასაცნაციონალებისწორედაც რომ ჩაიდენდნენ _ არ დააპატიმრა, არ გააკულაკა, არ დაატერორა და არ აკრძალა! ახლა მოფერიანდნენ და შეტევაზე გადავიდნენ.

ინტელექტუალიზაზა ბიბილაშვილი მიტინგზე მისულებს დაჰპირდა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბიძინა ივანიშვილის ფულით შეგისრულებთ მის დაპირებებსო: “დიახ, ივანიშვილი უნდა წავიდეს. შემდეგმა ხელისუფლებამ კი მისი დანაპირების ნაწილი მისივე ქონებითა და ფულით უნდა შეასრულოს _ აკი თავად თქვა, ყველაფერს გადავიხდი მე, პირადადო”! ანუ პირდაპირ და წინსწრებით გამოაცხადა ის, რასაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში “ნაციონალები” აპირებენ _ ტერორს!

ბიბილაშვილის შემდეგ გამოსულმა დავით ბაქრაძემ კი სულ თაფლი და ბადაგი აფრქვია: “ეს მთავრობა აღვივებს დაპირისპირებას, შუღლს. ვნახეთ, რა მოხდა ამ დღეებში ზუგდიდში, როცა შეიარაღებულები მიუვარდნენ ჩვენს ოფისში მყოფ ადამიანებს დასარბევად. მათ არ ესმით, რომ ამ ზიზღითა და ძალადობით ჩვენ ვერაფერს გვიზამენ, მაგრამ საქართველოს დაანგრევენ. ამიტომ მინდა, ვუთხრა მთავრობასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ჯერ კიდევ ეშინიათ წარსულის _ დღეს ამ მოედანზე, მე საჯაროდ ვდებ პირობას თქვენი და ქართველი ხალხის წინაშე, რომ, როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, პირველი ორი ინიციატივა, რომელსაც მე პირადად წამოვაყენებ, იქნება ინიციატივა პოლიტიკური შერიგებისა და ეკონომიკური ამნისტიის შესახებ. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი დაპირისპირებას, ზიზღს. წერტილი უნდა დავუსვათ ერთმანეთის ქვებით დევნას და, თუ დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც მოსახლეობის ერთ ნაწილს ხელში ქვას უდებს და ეუბნება, წადი და მეორე ადამიანს ესროლეო, ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც დააყენებს პოლიტიკური შერიგების ინიციატივას და ყველას ექნება საშუალება, ქვეყანაში მშვიდად იცხოვროს”.

როგორია?

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ქვის სროლით სწორედ ეს სუბიექტები მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერეც ბევრჯერ ჩაუდეს ადამიანებს ხელში ქვები ერთმანეთთან ანგარიშის გასასწორებლად. იმაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ტყვიებითა და ხელკეტებით როგორ უსწორდებოდნენ ოპოზიციას ან როგორ ხვრეტდნენ ქუჩებში პოლიციის ხელით ადამიანებს!

ვისი უფრო გჯერათ _ ბიბილაშვილის, რომელიცნაციონალებისკარგად ცნობილ ხელწერას აანონსებს, თუ ბაქრაძის, რომელიც თავს იკატუნებს, დავბრუნდებით და ყველას მოგეფერებითო? _ მე ბიბილაშვილის დაპირების უფრო მჯერა.

“ნაციონალების” კრიზისის კიდევ ერთი მაჩვენებელი არის ის, რომ მიტინგის მონაწილეებს გიგა ბოკერიამ მიმართა. მისი “პოპულარობა” ხომ საყოველთაოდ ცნობილია და თვითონ სააკაშვილიც მიხვდა, რომ ბოკერიას საჯაროდ გამოჩენა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობისთვის” უკიდურესად წამგებიანი იყო. ახლა მან მიკროფონი იხელთა და, სხვა მრავალთან ერთად, “პოლიტპატიმრებზე” გვამცნო:

“მინდა, მივესალმო ჩვენს ყოფილ პრემიერმინისტრს, ჩვენს გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს, ქალაქის მერს _ გიგი უგულავას, თავდაცვის მინისტრს _ ბაჩო ახალაიას, ჩვენს კანდიდატებს, ჩვენს პოლიციელებს და სხვებს, ჩვენს პოლიტპატიმრებს, რომლებიც მარტო იმიტომ დაისაჯნენ, რომ კრიმინალებს ებრძოდნენ და ჩვენს შვილებს იცავდნენ. ყველანი ციხიდან გამოვლენ და, რაც მთავარია, ეს მთავრობა ააშენებს ჩვენი ქვეყნის მომავალს”.

მხოლოდ მათ შვილებს რომ იცავდნენ და სხვისას ან კლავდნენ, ან აწამებდნენ, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ბოკერია სწორედ იმას სჩადის, რასაც მისი თანამომიტინგე ზაზა ბიბილაშვილი ბიძინა ივანიშვილს აბრალებს: “ჩვენ აღარ მოვითმენთ ივანიშვილის მიერ ყველა ღირებულების თავდაყირა დაყენებას: იმას, რომ უსამართლობას სამართლიანობა დაარქვა. თავისუფლებისთვის მებრძოლს დამნაშავე უწოდა, მკლელებს, ჯაშუშებსა და საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ ექსტრემისტებს კი _ პოლიტპატიმრები.

ამის შემდეგ ეს “ინტელექტუალი” აცხადებს: “მთავარი, რაც ჩვენ გვაერთიანებს, არა ვინმეს სიძულვილი, არამედ თავისუფლების სიყვარული და სიმართლეა”. და ცოტა ხნის შემდეგ სწორედ იმ ენაზე იწყებს მეტყველებას, რომელსაც სწორედ სიძულვილის ენა ჰქვია: “რუსეთის მონები, კა-გე-ბე-ს აგენტები, ჩუნგა-ჩანგას მომღერალი ამებები და კლოუნები” მხოლოდ მცირე ნაწილია იმ “მარგალიტებისა”, რომლებიც მან უხვად დაუყარა ფეხქვეშ მიტინგის მონაწილეებს.

ხელისუფლებაშინაციონალებისდაბრუნების, მათ მიერ დაპირებულიპოლიტიკური შერიგებისადაეკონომიკური ამნისტიისავისაც სჯერა, მას აღარაფერი უშველის. ვის შეუსრულებელ დაპირებებზე ლაპარაკობენ ეს სუბიექტები, რომელთა ლიდერმაც თავისი დაპირება _ მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საქართველოს გამთლიანება _ ისე შეასრულა, რომ საქართველო დღეს იმაზე გაცილებით ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე ხელისუფლებაში მის მოსვლამდე?

რომელ დაპირებებზე გვესაუბრებიან ეს ვაჟბატონები, რომლებსაც, საკუთარი კეთილდღეობის გარდა, სხვა არაფერი აწუხებდათ და ახლაც იმას მისტირიან, რომ, რაც მოესურვებათ, იმას ვერ სჩადიან?

საზოგადოდ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში ცუდი არაფერია _ ხალხს ამის უფლება აქვს, მაგრამ, როცა ამასნაციონალებიხალხის სახელით აცხადებენ, ეს სწორედ ხალხის დაცინვაა და სხვა არაფერი!

მთავრობის კრიტიკის უფლება უნდა გქონდეს. ეს უფლება კი “ნაციონალებმა” დიდი ხნის წინათ დაკარგეს. ბოლო წერტილი 2011 წლის 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია იყო, როცა ასეულობით ადამიანს სასტიკად გაუსწორდნენ, ხელებშეკრული მიცვალებულები მაღაზიის სახურავზე შემოაწყვეს და სრულიად საქართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორები გაავსეს.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ამას არც ამერიკის იმჟამინდელი ელჩი შეუშფოთებია და არც ახლანდელი. არც ძველი ხელისუფლება იძიებდა ამ სასტიკ დარბევას და არც ახალი.

თუ დავით ბაქრაძის სიტყვას ვენდობით, ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს, რამე რომ იყოს, ისევ შეურიგდება.

საკითხავი მხოლოდ ის არის, შეურიგდება თუ არა ამას ქართველი ხალხი.

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here