Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული პოლიტიკის “გრუზავიკები”

ქართული პოლიტიკის “გრუზავიკები”

488

მაზეგ 21 მარტია! შენ მიეთრევი “ნაციონალების” დაგეგმილ აქციაზე? ჰო! სწორედ ასე ხისტად, უხამსად და უხეშად გეკითხები, რადგან ადამიანს, რომელიც მანიაკების, კაცისმკვლელებისა და ადამიანთა მწამებლების დაძახილზე ქუჩაში გადის, არ შეიძლება, მშვიდად ელაპარაკოს ნორმალური ადამიანი! “უუნარო” ხელისუფლება? კარგი! მერე? ეს იმას ნიშნავს, რომ მანიაკებს შევეკრათ? ან თუნდაც, როგორ ფიქრობთ, რით გამოიხატება, აი, მაგ მანიაკების “უანრიანობა”: საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარის “თარეშის” ჰალუცინაციით თუ პუტინის ჯანმრთელობისა და მოსკოვში “მიმდინარე სამხედრო გადატრიალების” შესახებ რაღაც სასაცილო ჭორების მოგონებით?

“ბატონი ავად გამხდარა”-ო აჭრელდა ინტერნეტი და სოციალური ქსელები ამ დღეებში. ზოგი ცხარე ცრემლით დასტიროდა ვლადიმერ პუტინს, ზოგიც კი სიხარულით ტაშს შემოჰრკავდა _ “არიქა, ეშველა საქართველოსო!”

პირდაპირ, მინდა, ვთქვა _ ადამიანების ორივე ეს კატეგორია აუცილებლად ფსიქიატრთან ვიზიტს საჭიროებს, რადგან ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ რუსეთის სახელმწიფო ინტერესებსა და საგარეო სტრატეგიას რომელიმე ერთი კონკრეტული პერსონა განსაზღვრავს და განაპირობებს, ნამდვილად მწყრალად არის საღ აზრთან.

არადა, ტელეეთერიდან გადმოფრქვეული აზრებისა თუ სოციალურ ქსელებში დაპოსტილდაკომენტარებულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც თუ ისე მცირე ნაწილს ჩვენი საზოგადოებისას აშკარად ეტყობა “21 მარტოსნებისგავლენა დამზასულელური ფრაზების გაუაზრებელი გამეორება.

ეს ფრაზები ერთგვარპატრიოტიზმის რეცეპტადარის აღქმული და, თუკი გსურს, მეგობრებსა და ახლობლებშიპატრიოტისიმიჯი გქონდეს, აუცილებლად უნდა გაგიხარდეს პუტინის ჯანმრთელობის გაუარესება, ხოლო მოსკოვის ქუჩებში რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა აუცილებლადსახელმწიფო გადატრიალებაუნდა გეგონოს

თითქოსდა, თუკი პუტინს რამე შეემთხვა, რუსეთის სათავეში მოსული რომელიმე ახალი მმართველი იმ წამს დაგიბრუნებს სოხუმს, ცხინვალს, ლორეს, ყარსს, მთლიანად ტაო-კლარჯეთსა და ზევიდან კიდევ ქლუხორსა და კრასნოდარის მხარესაც დაამატებს.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რაში აძლევს ხელს ზოგიერთ ტვინით ავადმყოფს მსგავსი სულელური ჭორების გავრცელება პუტინის “გარდაცვალებასა” თუ მოსკოვში მიმდინარე “სამხედრო გადატრიალების” შესახებ _ ეს ჯერაც შეუსწავლელი ფსიქიატრიული დაავადებაა თუ გართობის რამე ახალი სახეობა, მაგრამ “21 მარტოსნები” მხოლოდ “მოსკოვურ-კრემლური” ბოდვით რომ არ არიან გატაცებული და ადგილობრივი მნიშვნელობის მსგავს განცხადებებსაც აკეთებენ, ესეც ფაქტია.

საკმარისია, გავიხსენოთ ორიოდე კვირის წინათ ვერშემდგარი . . “გრუზავიკებისსკანდალი, როდესაცერთიანი ნაციონალური მოძრაობისოფისში სპეციალური ბრიფინგიც კი გაიმართა და საქართველოს ისედაც დაზაფრულდამშეული მოსახლეობა კიდევ უფრო დაზაფრეს _ “ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონებიო”!

(მოგეხსენებათ, შემდგომში ეს გარკვეული სასოფლოსამეურნეო დანიშნულებით გასაყიდი რუსული წარმოების ჩვეულებრივი სამოქალაქოგრუზავიკებიაღმოჩნდა); კერძოდ, ნუგზარ წიკლაურმა სენაკის სამხედრო ბაზის მიმართულებით მოძრავი “რუსული სამხედრო ავტოკოლონის” ვიდეოკადრები წარუდგინა საზოგადოებას. თავი დავანებოთ იმას, რომ ამ “სამხედრო ავტოკოლონის” შემადგენლობაში მხოლოდ ორი სატვირთო მანქანა იყო, და იმასაც, რომ ორივეს სამოქალაქო სანომრე ნიშნები ჰქონდა, რადგან მოგვიანებით “ნუგზარ-დიადმა” ისეთი რამე თქვა, რუსეთთან და მის არმიასთან დაკავშირებული ყველა მანამდელი სულელური გამონათქვამი საუკუნოდ დაჩრდილა.

კერძოდ, როდესაც მას ჰკითხეს, საიდან ასაბუთებდა, რომ ეს რუსული მანქანები ნამდვილად სამხედრო დანიშნულების იყო და ნამდვილად სენაკის სამხედრო ბაზაზე მიდიოდა, წიკლაურმა, არც მეტი, არც ნაკლები, ასეთი პასუხი გასცა:

არიან თვითმხილველები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანქანის რუსმა მძღოლმა შეაჩერა მანქანა, იქვე მდგომ მოსახლეობას ჰკითხა, სად იყო სამხედრო ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა მოძრაობა”.

საინტერესოა, როდესაც 2008 წელს რუსულმა სამხედრო ავიაციამ თითო-თითო უზუსტესი დარტყმით 3 საათში გაანადგურა ყველა ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წერტილი, ყველა ქართული სამხედრო აეროდრომის ასაფრენი ზოლი, ყველა ქართული სამხედრო ბაზა, რომლებიდანაც შეიძლებოდა რუსულ სატანკო კოლონას საფრთხე შექმნოდა, მაშინ, ნეტავ, ვის ჰკითხეს რუსმა სამხედრო პილოტებმა იქ, ღრუბლებში _ სად მდებარეობდა ეს გასანადგურებელი ობიექტები?

და, თუ ვერავის ჰკითხავდნენ, მაშინ საოცარია, როგორ მიაგნეს?

ან იმავე რუსულმა სატანკო კოლონებმა 2008 წელს, ნეტავ, ასე კითხვა-კითხვით მიაგნეს ორჭოსანის ასახვევს?

არა, რუსებს “ჟანგიანი ტანკები” რომ ჰყავდათ და “მოძველებული სამხედრო ტექნიკა” რომ ჰქონდათ, ეგ კი ვიცოდი აქამდეც, მაგრამ, თუკი “ოკუპანტის სამხედრო კოლონა” ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდოდა და სენაკის სამხედრო ბაზას, ასე, გლდანში ახალგადასული ბიძაშვილის კორპუსივით კითხვა-კითხვით დაუწყებდა ძებნას, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

ალბათ, რუსების ასეთი “დაბნეულობისა და უსუსურობის” გამოა, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება,  მოსკოვის აღებასა და დაპყრობას გეგმავს, უკვე რამდენიმე წელია, და ერთადერთი, რის გამოც კრემლი ჯერ-ჯერობით მაინც დგას, არის ის, რომ ისინი, უბრალოდ, ვერ შეთანხმდნენ, რომელი მათგანი დაიწყებს პირველ იერიშს!

ასე გასინჯეთ, ჩვენს სახელოვან ყოფილ მთავარსარდალს სულ წუთი-წუთზეც კი ჰქონია გათვლილი ყველაფერი!

ამერიკის შეერთებული შტატების არმიას შეუძლია, მოსკოვი 40 წუთში აიღოს!” _ განაცხადა უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა. მანამდე იგი იმავე მისიის შესრულებას უკრაინულ არმიას უსახავდა, მაგრამ უფრო ხანგრძლივ დროში _ 2 საათში!

ხოლო 2008 წელს კეზერას ტანკებს რუსეთის საზღვრამდე დაახლოებით საათნახევარში უნდა მიეღწიათ! სულ ახლახან ისიც კი ითქვა, რომ თურმე ნორვეგიის არმიას შეუძლია მოსკოვის აღება 1 საათში!

აი, მთავარსარდალიც ასეთი უნდა.

აბა, ზოგიერთივით კი არ არის, მკითხაობას რომ დაიწყებს _ “ორი თვე დაგვჭირდება მოსკოვის ასაღებად თუ 1 წელიწადი, ზუსტად ვერ გეტყვითო”…

მოკლედ, პრეზიდენტ პუტინის “მაგრობის” აღიარება თუ გვიტყდება, ის მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ მას ძალიან სულელი და სასაცილოდ მოაზროვნე მოწინააღმდეგეები ჰყავს, რადგან მათი მოგონილი და გავრცელებული ტყუილებიც კი მხოლოდ ბავშვურ თამაშს მოგვაგონებს და მას არავითარი რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია…

ზუსტად ასევეა სპეციალურად 21 მარტისთვის მოგონოლი სხვადასხვა “ფორმულა”, რომლითაც ზუსტად ისევე უშედეგოდ ცდილობენ “ნაცები” ხალხის ქუჩაში გამოყვანას, როგორც “მოსკოვის აღებას” და “კრემლის განადგურებას”.

“მე არ ვარ “ნაციონალების” მომხრე, მაგრამ მივდივარ 21 მარტის აქციაზე!” _ არაერთი ასეთი შინაარსის მიმართვა გამოჩნდა ამ დღეებში სოციალურ ქსელებში, რომლებიც აშკარაა, რომ ქართული პოლიტიკის “გრუზავიკების” მოგონილია.

მათი მსუბუქი ტვინით, ადამიანები, რომლებიც სამართლიანად არიან განაწყენებული “ქართული ოცნების” მთავრობაზე, ამ სულელურ ტრიუკზე უნდა წამოეგონ და “ნაციონალებს” მიტინგზე რაოდენობა დაუფიქსირონ…

ასევე გამოიყენება მეთოდი _ “ქართველებო, პოლიტიკის გამო ნუ დავკარგავთ ერთმანეთს!”

არადა, მართლა არა მგონია, ადამიანების წამება, ქუჩებში ჩაცხრილვა და ცემატყეპაპოლიტიკაიყოს!

ამიტომ ძალიან კარგია, რომ მათი ეს მეთოდები ქართული საზოგადოებისთვის სწორედ იმ რუსული “გრუზავიკებივით” მოძველებული და ჩამოწერილია. თუმცა ვაღიარებ _ ამ ჩვენმა მსუბუქმა “გრუზავიკებმა” ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაბრუება მაინც მოხარეხა და, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი გაბრუებული ადამიანები მივლენ 21 მარტის აქციაზე და სწორედ მათ კიდევ ერთხელ ხისტად ვეკითხები:

შენ მიეთრევი “ნაციონალების” აქციაზე? კი?

კარგია! რადგან კიდევ ერთხელ კარგად უნდა დაგათვალიეროთ, დაგთვალოთ და დავიმახსოვრო თქვენი მანიაკი და გაბრუებული სახეები!

ბაკურ სვანიძე

ქართული პოლიტიკის “გრუზავიკები”

1 COMMENT

  1. ნაცები საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ უყვართ იმდენად ამაზრზენები და უღირსები არიან!

  2. მეოცნებეებს სად გცალიათ ჩვენთვის,ბანკირებთან ერთად ფულებს ითვლით ალბათ,თქვენ ხომ ეკონომიკური ზრდა გელოდებათ კიარადა გემუქრებათ,ჰო კიდევ ციხეში გაუპატიურებული ძველი ბიჭები მომიკითხეთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here