Home რუბრიკები პოლიტიკა გენოციდის შეერთებული შტატები

გენოციდის შეერთებული შტატები

1228

ბევრი მკვლევარი და ექსპერტი თანხმდება, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებს, რომელთაც ამერიკის მხარდამჭერები მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შესაყვანად კულტურ-რელიგიური მენტალობების დაპირისპირებას უწოდებენ, ამერიკულმა “ცივილიზაციამ” შთაბერა სული _ ამ ომებს ამერიკის შეერთებული შტატები ან აფინანსებს, ან თვითონ არის მათი წამომწყები, რათა დაამხოს ამა თუ იმ სახელმწიფოს მისთვის მიუღებელი ხელისუფლება, დაეუფლოს ქვეყნის სიმდიდრეებს, გაამყაროს თავისი ვალუტა _ დოლარი და მსოფლიოზე იბატონოს.

აი, რა განაცხადა ამ საკითხზე ორი წლის წინათ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #34, 18-24 სექტემბერი, 2013 წ.) ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ:

“მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად,ევროპელი მარიონეტების დასამორჩილებლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლადამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მას სჭირდება “ყველას ყველასთან”დაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას,რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდგამოყენების პრეტენზია. ომები, რომლებსაც აშშ აწარმოებდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მათ მიერვე ორგანიზებული პროვოკაციების, ინსინუაციების, უტიფარი ტყუილის შედეგად იწყებოდა. ვიეტნამში 10-წლიანი ომი კონგრესის მოტყუებით დაიწყეს, რომ თითქოს ვიეტნამელები ამერიკულ გემს დაესხნენ თავს. შედეგად მივიღეთ 3 მილიონი მოკლული ვიეტნამელი, რომლებსაც, სხვათა შორის, ქიმიური იარაღით ხოცავდნენ, სანაცვლოდ კი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მილიარდობით დოლარი იშოვა.

გაიხსენეთ კოსოვოში  ბოსნიელების “მასობრივი მკვლელობებისა” და “ალბანელთაგენოციდის” ამსახველი დადგმული ვიდეოკადრები, რომლებსაც სერბი მოსახლეობისუმოწყალო დაბომბვა მოჰყვა. შედეგი კი იუგოსლავიის დანაწევრება, შემდეგ სერბეთისდაშლა და ევროპის ცენტრში მუსლიმანური ანკლავის შექმნაა, რომლის ამოქმედებაცნებისმიერ წუთს შეიძლება, თუკი ევროპელები ურჩობას გაბედავენ და დამოუკიდებელპოლიტიკას წამოიწყებენ. გაიხსენეთ “უტყუარი მონაცემები” ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობაზე და კოლინ პაუელი რაღაც კოლბით ხელში. შედეგი _ მილიონობით დახოცილი ერაყელი. მძლავრად განვითარებადი ქვეყანა შუა საუკუნეებში დააბრუნეს, სამაგიეროდ, ნავთობკომპანიებმა, მათ შორის ბუშისა და ჩეინის, მუქთა ნავთობი მიიღეს. მოგვიანებით აღიარეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი უტიფარი სიცრუე იყო, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო, საქმე _ გაკეთებული. გაიხსენეთ ლიბია, დაქირავებული ტერორისტები რომ შეაგზავნეს და ამ ყველაზე თანამედროვე იარაღით კბილებამდე შეიარაღებულმა “დისიდენტებმა”“დემოკრატიისა დათავისუფლების” მოთხოვნა დაიწყეს. შედეგი _ ადგილობრივი კლანები ერთმანეთს ეომებიან, იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სამაგიეროდ, ნავთობი შეუფერხებლად გადაედინება საერთაშორისო კორპორაციების კუთვნილ ტანკერებში. გაიხსენეთ ეგვიპტე,ტუნისი, იემენი, სადაც ამერიკული სპეცსამსახურების პოლიტტექნოლოგებმა უკრაინული “ნარინჯისფერი” და ჩვენებური “ვარდების”  მსგავსი “რევოლუციები” მოაწყვეს. ამ ქვეყნების განვითარება შეჩერებულია, ისინი დენთის კასრებად იქცნენ, რომლებმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება ააფეთქონ რეგიონი.

ბოლო ათწლეულებში ამერიკა მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარ ძალად,ხოლო ამერიკული არმია კბილებამდე შეიარაღებული მკვლელებისა და მოძალადეთაბანდად იქცა. ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არის ბირთვული იარაღი. ამიტომაც ისქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი იარაღი, მაგრამ სურთ, დარჩნენ დამოუკიდებელსახელმწიფოებად და განვითარდნენ, ფორსირებული ტემპით ცდილობენ ბირთვულიიარაღის შექმნას.

ამერიკამ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. სააკაშვილის საყვარელი მასწავლებლის, სენატორ მაკკეინის მოსმენისას ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ სისხლით გაუმაძღარ მანიაკს უსმენს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლმოწყურებული კაციჭამიები და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას და ეს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი კაცობრიობისთვის”.

ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ამ შეფასებას ეხმაურება ციკლი წერილებისა სათაურით _ “გენოციდის შეერთებული შტატები”, რომელსაც გთავაზობთ.


ტაილანდი. 1957 . სამხედრო გადატრიალება

1948 წლის 8 აპრილს სამხედროებმა კუანგა აბჰაივონგის მთავრობა დაამხეს. ჩამოყალიბდა ახალი მინისტრთა კაბინეტი ნაცისტი პიბუნსონგრამის მეთაურობით. პიბუნსონგრამის რეჟიმის მთავარი იდეოლოგი კი იყო კულტურის მინისტრი (მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრი) ვიჩიტ ვიჩიტვათხაკანი _ მწერალი და ბენიტო მუსოლინის თაყვანისმცემელი, რომელსაც ტაილანდში ბრიტანეთის ელჩმაჯიბის გებელსიუწოდა.

1940-იანი წლების დასაწყისში ტაილანდის კულტურული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი იყო სახელმწიფოებრიობის მისტიფიკაცია, პოპულიზმი და რევანშისტული განწყობა (კერძოდ, მოთხოვნა “ძირძველი ტაილანდური” ტერიტორიების _ ბირმისა და კამბოჯის _ გათავისუფლების შესახებ. ეს ტერიტორიები XX საუკუნეში დაიპყრეს საფრანგეთმა და ბრიტანეთმა და კოლონიებად აქციეს).

პიბუნსონგრამის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებისთვის გამოსცეს რუკები, რომლებზეც ბირმისა და კამბოჯის ტერიტორიები ტაილანდის სახელმწიფოს კუთვნილება იყო.

პიბუნსონგრამი თავიდანვე პროამერიკულ საგარეო კურსსა და ავტორიტარულ საშინაო პოლიტიკას ახორციელებდა. 1950 წელს ტაილანდმა ხელი მოაწერა აშშ-თან სამოკავშირეო ხელშეკრულებას და აკრძალა ვაჭრობა სოციალისტურ ქვეყნებთან, იმავე წელს აიკრძალა პოლიტიკური პარტიები. 1954 წელს ტაილანდი ანტიკომუნისტურ ბლოკში (სეატო) შევიდა. ამ ორგანიზაციის სხვა წევრები იყვნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფილიპინები.

დასავლეთი პიბენგსონგრამისთვის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას არ იშურებდა. 1951-57 წლებში აშშ-მა ტაილანდს 371 მლნ დოლარი გამოუყო.

1955 წელს კი პიბუნსონგრამის მთავრობამ კურსი შეცვალა და პოლიტიკის დემოკრატიზაციასა და სოციალიზაციას შეეცადა. ამნისტიის საფუძველზე საპყრობილეებიდან გაათავისუფლეს პოლიტპატიმრები; დაუშვეს პოლიტიკური პარტიების შექმნა, მიიღეს კანონები, რომლებმაც მშრომელთა მდგომარეობა გააუმჯობესა; ჩამოყალიბდა პროფკავშირები, დაწესდა 48-საათიანი სამუშაო კვირა და სხვ.

1957 წლის თებერვალში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც პიბუნსონგრამის პარტია “სერი მანანგასილამ” გაიმარჯვა, მაგრამ პრესამ პიბუნსონგრამი არჩევნების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა და დაიწყო სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლები. აი, ამ ტალღაზე მოვიდა ხელისულების სათავეში ფელდმარშალი სარიტ ტანარატი.

სახელმწიფო გადატრიალება

1957 წლის სექტემბრის სახელმწიფო გადატრიალებაში მთავარი როლი ითამაშა ამერიკული იარაღითა და ეკიპირებით აღჭურვილმა ტაილანდის ჯარმა ფელდმარშალ სარიტ ტანარატის მეთაურობით. სწორედ მის კონტროლს დაექვემდებარა ტაილანდის მთავრობა, პიბუნსონგრამი კი ქვეყნიდან გაიქცა.

ამმოულოდნელსამხედრო გადატრიალებაში აშშ უშუალოდ იყო ჩართული, ინვესტიციებითა და ადმინისტრაციული მხარდაჭერით. გადატრიალების შემდეგ, 1958 წელს, სარიტ ტანარატი ტაილანდის პრემიერმინისტრი გახდა, დემოკრატიული რეფორმები კი გაჩერდა. აიკრძალა პოლიტიკური პარტიები და საკანონმდებლო ორგანო; დააპატიმრეს გაზეთების რედაქტორები და პროფკავშირების ლიდერები, სტუდენტები, მასწავლებლები, რომლებიც კომუნისტებად გამოაცხადეს; გარდა ამისა, დააპატიმრეს ასობით ეთნიკური ჩინელი, დაიხურა 12 გაზეთი, შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ,აიკრძალა ერთ ადგილას ხუთზე მეტი კაცის თავმოყრა. ქვეყანაში სამხედრო რეჟიმი დამყარდა. ამის შემდეგ ტანარატმა დაიწყოქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული განვითარება”. ამ განვითარების გეგმა შეიმუშავეს აშშმა და მსოფლიოს ბანკმა.

სარიტ ტანარატმა ხელისუფლებაში მოიყვანა ლიბერალი ტექნოკრატები, რომლებმაც დაიწყეს ეკონომიკური პროექტების განხორციელება. ტანარატს ახასიათებდნენ, როგორც სასტიკ და დაუნდობელ პიროვნებას, რომელიც ალკოჰოლიზმისგან ვერაფრით განიკურნა.

1963 წელს, ტანარატის გარდაცვალების შემდეგ, გაზეთებმა გამოაქვეყნეს ინტერვიუ 100-ზე მეტ ქალთან, რომლებთანაც დიქტატორს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. გარდა ამისა, ტანარატს აღმოუჩინეს საიდუმლო ანგარიშები, რომლებზეც 20 მლნ დოლარი ერიცხებოდა, სულ კი მისი უძრავ-მოძრავი ქონება 140 მლნ დოლარად იყო შეფასებული.

აი, რას წერს ცნობილი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ტონი კარტალუჩი:

“აშშ-მა ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად დაუპირისპირდა მსოფლიოში ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას. გავლენა ახლო აღმოსავლეთზე ამერიკას საშუალებას აძლევს, აკონტროლოს ნავთობის რესურსი, აგრეთვე, ამ რეგიონის სატრანსპორტო დერეფნები, მაგრამ მთავარი მიზანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების, უწინარესად, ჩინეთის გავლენის შესუსტებაა. ტაილანდი შევიდა ჩამონათვალში აზია-წყნარი ოკეანის იმ ქვეყნებისა, რომლებშიც ამერიკული სამხედრო ბაზები განლაგდება. პენტაგონის თვალთახედვის არეში მოექცა ტაილანდის სამხედრო-საზღვაო ძალების აეროდრომი უტაპაო. ამ ბაზას აშშ 1970-იან წლების დასაწყისში იყენებდა ვიეტნამის, კამბოჯისა და ლაოსის დასაბომბად”.

ლაოსი. 1958. “საიდუმლო ომი”. ამერიკული აფერისა და მცირერიცხოვანი დაუმარცხებელი ხალხის ისტორია

“ამერიკული გესტაპო”

“ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გაამართლა მისი შემქმნელის _ აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ცუდი წინათგრძნობა, რომელიც შიშობდა, რომ ეს უწყება შეიძლებოდა, “ამერიკულ გესტაპოდ” გადაქცეულიყო. ის, უკვე დიდი ხანია, გესტაპოა, და მისი გამოსწორების იმედი არ არსებობს. ცსს-ს ისტორია _ ეს არის ჩავარდნებისა და ფაშიზმის ისტორია, და ეს უწყება ეწინააღმდეგება დემოკრატიის სულისკვეთებას, ამიტომ უნდა დაიხუროს, დაიხუროს სამუდამოდ”, _ წერდა 2010 წელს ადამიანის უფლებათა დამცველი და Chicago Daily  News-ის რეპორტიორი შერვუდ როსი.

სამხედრო დანაშაულები, მათ შორის, წამებები, ადამიანების გაქრობა, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობები, მოტაცებები, დაბომბვები, გამდიდრებული ურანის, აგრეთვე, _ თეთრფოსფორიანი და კასეტური ბომბების გამოყენება, უპილოტო საფრენი აპარატებიდან დარტყმები და სხვ. აშშის 30-ზე მეტ ოფიციალურ პირს ბრალი ედება სამხედრო დანაშაულების ჩადენაში”, _ ამონარიდი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის _ ფრენსის ბოილის გამოსვლიდან პუერტორიკოში გამართულ კონფერენციაზე.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პროექტი სამხრეთაღმოსავლეთ აზიაშიამერიკული წესრიგისდამყარების თაობაზე

აშშის მიზანი

_ პატარა და ღარიბი ლაოსის დესტაბილიზაცია, ქვეყნისა, რომლის დიდი ნაწილი დაფარულია ჭაობებითა და ჯუნგლებით, რომლის მოსახლეობაც, ძირითადად, სოფლებში ცხოვრობს.

 რისთვის?

პასუხი მოცემულია ამ მოვლენების მონაწილე აშშ-ის ყოფილი საზღვაო ოფიცრის _ უილიამ ლედერერის წერილში(william J. Lederer A nation of sheep _ Cricernich Conn. Fawcett Publications 1962):

ამჟამინდელი სახით ლაოსი ნაკლებსაინტერესო, მაგრამ სტრატეგიულად და პოლიტიკურად ნამდვილი საგანძურია _ ის უზრუნველყოფს გასასვლელს 6 მოსაზღვრე დიდ სახელმწიფოსთან. ლაოსი _ ეს არის დერეფანი ტაილანდამდე, სამხრეთ ვიეტნამამდე, მალაიზიამდე, ბირმასა და კამბოჯამდე მისაღწევად. ეს არის იმ ბუნებრივი შოსეს ჩრდილოეთი ბოლო, რომლითაც ჩინელი კომუნისტები ცდილობენ სამხრეთით გადაადგილებას _ ინდონეზიამდე. ლაოსი არის გასაღები, რომლითაც წითელმა ჩინეთმა შეიძლება, გააღოს სამხრეთი აზიის უზარმაზარი ბრინჯის ველებისკენ, ნავთობსაბადოებისკენ, მინერალური სასუქებისკენ, იაფი მუშახელისკენ მიმავალი გზის კარი. თუ წითელი ჩინეთი ხელში ჩაიგდებს ლაოსის სამხრეთით მდებარე ამ მდიდარ ნახევარკუნძულს, დაიკავებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციას და დაემუქრება ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ინდოეთს, ამით ის ჰაერს გადაუკეტავს იაპონიას და ამ ქვეყანას სოციალისტურ ბანაკში გადაათრევს”.

აშშ-ის სამხედრო ჩარევას ლაოსის საშინაო საქმეებში “საიდუმლო ომი” უწოდეს, რადგან სხვა ქვეყნებმა არაფერი იცოდნენ ლაოსში განვითარებულ მოვლენებზე…

 რეაქციულმა ძალებმა ლაოსის მთავრობასა და პარლამენტში აშშ-ის, სამხრეთ ვიეტნამისა და ტაილანდის არმიების ძლიერი მხარდაჭერა მიიღეს. ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ყველაფერი გააკეთა ინდოჩინეთში ეთნიკური კოლნფლიქტების გასაღვივებლად და სამოქაოლაქო ომის დასაწყებად. “ამერიკული წესრიგისდასამყარებლად და გასაძლიერებლად ამერიკელებმა ინდოჩინეთში უზარმაზარი თანხები გაიღეს ადგილობრივი სახელისუფლო ორგანოების, შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და მედიასაშუალებების დასაფინანსებლად

1953 წელს საფრანგეთმა ლაოსთან ხელი მოაწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას და ყოფილი კოლონია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ ლაოსში მონარქიული წყობილება დამყარდა, ფრანგების წასვლის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამ ბრძოლაში ლიდერი იყო პატრიოტული ფრონტი პატეტ ლაო (“ლაოს ქვეყანა”), რომელიც სსრკ-ის მხარდაჭერით სარგებლობდა, თუმცა ამერიკელები მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. 1950 წელს ლაოსში სამოქალაქო ომი გაჩაღდა, რომელმაც მოგვიანებით ინტერნაციონალური ხასიათი მიიღო. 1951 წელს ლაოსის მთავრობამ ხელშეკრულება გააფორმა აშშ-თან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელმაც საშუალება მისცა ამერიკულ კაპიტალს, ლაოსის ეკონომიკაში შეეღწია. ლაოსიდან საფრანგეთის წასვლამ ხელ-ფეხი გაუხსნა აშშ-ს, რომელმაც დაიწყო ვიეტნამის, კამბოჯისა და ლაოსის საქმეებში ჩარევა. აშშ-ის მე-7 ფლოტი მიუახლოვდა ვიეტნამის სანაპიროებს. 1955 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოსტერ დალესი, რომელმაც იმპერიალისტურ ძალებს ინდოჩინეთში ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდა, ლაოსში ჩავიდა…

1958 წელს ვიენტიანში (ლაოსის დედაქალაქი) განლაგდნენ ამერიკული სამხედრო მისიები, რომელთა ამოცანაც ლაოსში პროამერიკული ხელისუფლების მოყვანა იყო. სახდეპარტამენტმა, პენტაგონმა და ცსს დაიწყეს გადამწყვეტი კონტრრევოლუციური მოქმედებების დაგეგმვა. ლაოსის საშინაო საქმეებში სამხედრო ჩარევისთვის ვაშინგტონს სჭირდებოდა მისი ნების ისეთი შემსრულებელი, რომელიცმილიონი სპილოს ქვეყანაშიფართოდ გაუღებდა კარს აშშის ინტერესებს. ამერიკელებმა არჩევანი შეაჩერეს კონსერვატორ ფუი სანანიკონზე. ცსსსა და პენტაგონის ძალისხმევით ლაოსის ხელისუფლების სათავეში მოვიდა მემარჯვენე ხელისუფლება. დაიწყო პატრიოტების რეპრესიები და ტერორი.

1959 წლის თებერვალში სანანიკონმა დახმარების თხოვნით მიმართა აშშ-ს და ლაოსში შეიქმნა ორგანიზაცია “დახმარების სამსახური”, რომლის ფუნქციებშიც შედიოდა იარაღის შეტანა ქვეყანაში, გზების, აეროდრომების მშენებლობა, ჯარისკაცების გაწვრთნა, რომელსაც აშშ ინდოეთის ნახევარკუნძულზე გამოიყენებდა, აგრეთვე, ჯაშუშური ქსელის შექმნა. ლაოსი აშშის სამხედრო ბაზად იქცა ინდოჩინეთში. 1961 წელს ზემოაღნიშნულ სამსახურს სახელწოდება გამოუცვალეს და სამხედრო ძლიერებისმრჩეველთა ჯგუფიდაარქვეს, მოგვიანებით კი ეს ორგანიზაცია აშშის ოპერატიულ მისიად გადაკეთდა.

1959 წელს ლაოსის მთავრობამ საჩივრით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს “ვიეტნამის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან აგრესიის” შესახებ და აშშ-მაც სწრაფად ითავა “ლაოსის დაცვა”, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს კომისიამ ვიეტნამის მხრიდან აგრესიის მტკიცებულებები ვერ იპოვა.

1961 წლის 16 მაისს ჟენევაში დაიწყო მოლაპარაკებები ლაოსის საკითხზე. მონაწილეებმა _ სსრკ-ის, აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, ინდოეთის, პოლონეთის, კანადის, ლაოსის, კამბოჯის, ბირმის, ტაილანდისა და სამხრეთ ვიეტნამის წარმომადგენლებმა 1962 წლის 23 ივლისს მიიღეს დეკლარაცია ლაოსის ნეიტრალიტეტის შესახებ. დეკლარაციის მიხედვით, ლაოსი უნდა დაეტოვებინა უცხო ქვეყნების სამხედრო შენაერთებს, აიკრძალა ამ ქვეყანაში იარაღის შეტანა.

სწორედ ამ პერიოდში პროამერიკული მთავრობის სამხედრო შენაერთები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ პატრიოტულ ძალებთან ბრძოლაში. აშშ-ის ელჩმა ლაოსში თავის ხელისუფლებას მემარჯვენე ძალების მძიმე მდგომარეობის შესახებ აცნობა.

აშშ-ის ცენტრალურმა სამმართველომ ფეხებზე დაიკიდა ჟენევის შეთანხმება და ლაოსის დაპყრობის ტაქტიკა შეცვალა _ პატრიოტთა წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუყენა ლაოსის სამხედრო პოლიციის შეფი და ცსს-ს აგენტი გენერალი სიხო.

1963 წელს კი მოკლეს ლაოსის საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ იმაღლებდნენ ხმას.

მეორე პერიოდი. “არასაიდუმლო ომი” (1964-1973)

1964 წლის 17 მაისს აშშმა უხეშად დაარღვია 1962 წლის ჟენევის ხელშეკრულება და ლაოსს ბომბების სეტყვა დააყარა (ეს მოხდა ვიეტნამზე თავდასხმამდე), ამასთანავე, აშშ მსოფლიოს არწმუნებდა, რომ ლაოსის საშინაო საქმეებში არ ერეოდა. საავიაციო თავდასხმები ლაოსზე 1973 წლამდე გაგრძელდა. ამერიკის ავიაციის, სახმელეთო ჯარების, საზღვაო ფლოტის სამხედრო მოქმედებებმა ინდოჩინეთის ნახევარკუნძული მოიცვა _ ტონკინის ყურედან სიამის ყურემდე. პრესაში გაჟონა ინფორმაციამ აშშის საიდუმლო ოპერაციების თაობაზე კოდური სახელწოდებით: “ოქროს არწივი”; “სამკუთხედი”; “სიკორდი”; “დეპჩიფი”, გეგმა “404” და სხვ. აშშმა ვეღარ დამალა ლაოსის მიმართ ჩადენილი დანაშაულები და ცენტრალურმა სამმართველომ დაიწყო აგრესიის ლეგალიზება იმ საბაბით, რომაშშის ავიაცია ლაოსს მხოლოდ ვიეტნამში მებრძოლი ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების სიცოცხლის გადასარჩენად ბომბავდა, ლაოსს კი ჩრდილოეთ ვიეტნამელი კომუნისტების აგრესიისგან იცავდა”.

1969 წლის ბოლოს ვაშინგტონი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ “აშშ-ს ლაოსში მხოლოდ რამდენიმე მრჩეველი ჰყავდა და ხელისუფლებამ ნებართვა გასცა, ლაოსი დაებომბათ მხოლოდ დიდი სიმაღლიდან”.

გაზეთმა “ნიუ-იორკ თაიმსმა” გამოაქვეყნა აშშ-ის მთავრობის განცხადება, რომელშიც პირველად აღიარეს ლაოსის დაბომბვა, აგრეთვე, ის, რომ ამ ქვეყანაში იმყოფებოდა 1040 ამერიკელი”. გაზეთი “უოლ სტრიტ ჯორნელი” კი წერდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ლაოსში იყენებდა არა მხოლოდ ამერიკულ სამხედროებს, არამედ უცხოელ დაქირავებულებსაც და ეს ომი აშშ-ს ყოველწლიურად 250 მლნ დოლარი უჯდებოდა.

1965-დან 1973 წლებში ამერიკელებმა ლაოსში 270 მლნ-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს. კომუნიზმის შეჩერების საბაბით კი ლაოსის მეზობელ ვიეტნამში ომი გააჩაღეს.

აშშისსაიდუმლო ომისშედეგები

1973 წლის 27 იანვარს პარიზში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც ბოლო მოუღო ომს ლაოსში. იმავე წელს ამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოვიდა პატრიოტული ძალა. 1975 წელს გამოცხადდა ლაოსის დემოკრატიული რესპუბლიკა. ამერიკელებმა ვერ შეძლეს ლაოსის დამორჩილება.

თუმცა ინდოჩინეთის ომის ექოს გამოძახილი დღესაც ისმის: ამერიკელების მიერ დანაღმულ ადგილებში დღესაც ფეთქდებიან ადამიანები. ბოლო 40 წლის განმავლობაში 11 ათასზე მეტი ლაოსელი დაიღუპა _ ამერიკული აფერა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დაბომბვებისგან განსაკუთრებით დაზარალდა . . ქვევრების ველი _ უნიკალური არქეოლოგიური ძეგლების კომპლექსი, რომელიც საუკუნეებს ითვლიდა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here