Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე რუსეცკი: ნატოს ბაზებს რუსეთი არც უკრაინაში დაუშვებს და არც საქართველოში

ალექსანდრე რუსეცკი: ნატოს ბაზებს რუსეთი არც უკრაინაში დაუშვებს და არც საქართველოში

1266

საქართველოს ხელისუფლება არჩეული კურსიდან გადახვევას არ აპირებს, არც უხვევს და ნატოსკენ სწრაფვასაც განაგრძობს. მიზანი და გეგმა ნათელია _ 2015 წლის ბოლომდე საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი უნდა ამოქმედდეს. რა საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის ამ იდეის განხორციელება და რა შეცდომას უშვებენ ქართველი პოლიტიკოსები _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი გვესაუბრება.


_ გასაკვირი არ არის, რომ რუსეთს ხელს არ აძლევს თავის საზღვრებთან არც ნატოს ბაზების და არც ცენტრების არსებობა, ამიტომ ის აუცილებლად დაიცავს თავის საზღვრებს ამ საფრთხისგან.

თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მას ამბიცია აქვს, რომ შავი ზღვის აუზში დომინანტი იყოს, ამიტომ რეალურად უყურებს ყველაფერს და თვლის, რომ მისთვის რუსეთთან კარგი ურთიერთობა უფრო სასარგებლოა. რუსეთისა და თურქეთის დიპლომატიაც კარგად მუშაობს, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით.

ქვეყნები კურსსაც იცვლიან და თვალსაზრისსაც… ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინის გზას არ დავადგეთ. ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი, კლასიკური მაგალითია ჩვენთვის _ ნატოს ბაზებს რუსეთი არც უკრაინაში დაუშვებს და არც საქართველოში. ნატოში ინტეგრაცია ბევრ ქართველს წარმოუდგენია, როგორც უსაფრთხოების სისტემაში შესვლა, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ნატოში შესვლა უამრავ საფრთხეს შეიცავს, მათ შორის, რუსეთიდან მომდინარეს. სერგეი ლავროვის ბოლოდროინდელი განცხადებაც ამის დასტურია.

ჩვენ რომ შეგვძლებოდა, მივახლოვებოდით ნატოს, დაცული ვიქნებოდით, ყოველ შემთხვევაში, ნატოს წევრი ქვეყნები თავს დაცულად თვლიან. რაც შეეხება იმას, რა ფორმით ვუახლოვდებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებში ასეა წარმოდგენილი.

ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა რეალურად ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯია. მარნეულის აეროდრომი, ბათუმის აეროდრომიც, ჩათვალეთ, რომ თურქეთის გავლენის ქვეშ იმყოფება, ამიტომ რუსეთში ამას აანალიზებენ. პოლიტიკურ ველზე არის ერთი მოთამაშეც, რომელსაც ქართული მხარე ყურადღებას არ აქცევს _ სომხეთი, რომელსაც თურქეთის გაძლიერება ხელს არ აძლევს, ასევე ირანსაც… ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ნატოსკენ კი არ მივდიოდით, უბრალოდ, ვყვიროდით, მივდივართო, რაც იწვევდა რუსეთის მიზანმიმართულ გაღიზიანებას.

_ ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში ნატოს შემოსვლა, მხოლოდ რუსეთის კი არა, “ისლამურ სახელმწიფოსაცგააღიზიანებს.

_ “ისლამური სახელმწიფოს” სამიზნე ნატოს გარეშეც ვართ.

საქართველოს არ აქვს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი სტრატეგია. ხელისუფლება რომ შეიცვალა, რამდენიმეკაციანი ჯგუფი შევხვდით პაატა ზაქარეიშვილს და კონფლიქტების ახალ ხედვაზე ვესაუბრეთ, მაგრამ იმხანად მან ოლიმპიადა მოიმიზეზა, შემდეგ კიდევ რაღაც გამოჩნდა და ეს საკითხი ღიად დარჩა. საქართველოს კონფლიქტების მოგვარების არანაირი გეგმა არ აქვს.

_ ვიდრე ტერიტორიების პრობლემა არსებობს, ნატოში არავინ მიგვიღებს, .. ფიქრობენ და გეგმავენ, რომ ტერიტორიებზე უარი თქვან?

_ დიახ, იძულებულნი იქნებიან, ტერიტორიების დაბრუნებაზე უარი თქვან. ქვეყნის სათავეში მყოფ ადამიანებს ალტერნატიული გეგმა არ აქვთ. ამოიჩემეს ერთი ხაზი და სხვა არაფრის გაგონება არ სურთ.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა სერიოზულად ავადაა, დაავადება ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მათ დასაავადებლად კარგად იმუშავეს პროფესიონალებმა.

ქართველ პოლიტიკოსებს იმასაც კი უგეგმავენ, რომელი ტერმინებით ილაპარაკონ. ამჟამინდელ არც ერთ პოლიტიკოსსა და ანალიტიკოსს ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან მათ ეს არ იციან. მათ ტერმინოლოგიაც კი არ იციან და ქვეყანა როგორ უნდა მართონ?!

_ ისევ ხომ არ ჩავებმებით კონფლიქტში?

_ ორი ვარიანტია. თუ ისე გაგრძელდა ყველაფერი, როგორც დაიწყეს, საქართველოს ტერიტორიას სხვა ქვეყნები გადაინაწილებენ. ხელისუფლებამ ახალი სტრატეგია უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც რეალურად იმუშავებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაც უნდა გამოიხატოს კომპრომისით. არ შეიძლება, იცხოვრო იმის მოლოდინით, მიგიღებს თუ არა რომელიღაც ორგანიზაცია თავის რიგებში. ასე ქვეყანა არ აშენდება. საქმე ძალიან ცუდად არის _ ეროვნული ღირსება დავკარგეთ!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ეროვნული და მორალური ღირსება დაკარგული გვაქვს ნამდვილად.ზომბებად იქცა ქართველი ერი

  2. ერთადერთი ადამიანი, დღევანდელი გადმოსახედიდან არის ვ.ვ., პუტინი, რომელმაც უნდა აიღოს თავის თავზე, ის საშინელი პასუხისმგებლობა და მოახდინოს მისი რეალიზება—გაანადგუროს დედამიწას მომდგარი შავი ჭირი, რომლის მიზანია აქციოს მთელი კაცობრიობა მონებად, დაარსოს ერთპოლარული სისტემა,7 მილრდ ადამიანი მიიყვანოს 1 მლრდ-მდე,, მართონ ისინი, როგორც მათ მოესურვებათ!

  3. ყველაზე დიდ საფრთხეს თავად საზოგადოების უმრავლესობა წარმოადგენს მისი ხედვებით და მოთხოვნებით, ხოლო საზოგადოების ,,ყურის საამებლად” მთავრობაც შესაბამისად იქცევა მისი უნაარობიდან გამომდინარე, მას არც ადამინური რესურსი და ძლიერება შესწევს რაციონალური პოლიტიკა აწარმოოს, ან კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცე და პოლიტიკის სხვა აქტორები შეაფასოს. ნატოში ინტეგრაცია სალაყბოდ ფარია ხელისუფლებისათვის, მინიმუმ იმას მაინც უნდა ხვდებოდნენ რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, და საჭიროა დღეს არსებული სიტუაციისა და საფრთხეების ანალიზი. ხოლო ტერიტორიულ კონფლიქტებს რაც შეეხება, არცერთ ხელისუფლებაში ტერიტორიების დაბრუნების მზაობა არ ყოფილა,ამას მოწმობს კონფლიქტებთან მიმართებაში სტრატეგიის არ ქონაც.

  4. მე თუ პუტინი მომწონს მოგალატე რატომ ვარ ერტი ამიხსენიტ. კაი კაცია და გმერტმა გაუმარჯოს. ეგ სტალინიაა. და რუსი დავიტ აგმასჰენებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here