Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილი ჟვანიას მკვლელობას მარტო ვერ გადაწყვეტდა, მკვლელობა იმ ადამიანებმა დაგეგმეს,...

ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილი ჟვანიას მკვლელობას მარტო ვერ გადაწყვეტდა, მკვლელობა იმ ადამიანებმა დაგეგმეს, რომელთა მონა-მორჩილიც სააკაშვილია

578

ახალი ხელისუფლება ღირსების საქმედ მიიჩნევს ზურაბ ჟვანიას დაღუპვის სრულყოფილად გამოძიებას, მაგრამ ორ წელიწადზე მეტია, ვერაფრით დაადგინეს,  ყოფილი პრემიერი მოკლულია თუ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ახლახან კი საქართველოს გენერალური პროკურატურა ყოფილი პრემიერმინისტრის დაღუპვის ახალ გარემოებებზე ალაპარაკდა.


ზურაბ ჟვანიას საქმეში გამოვლენილმა ახალმა გარემოებებმა სააკაშვილი და მისი გუნდი დააფრთხო, “ნაცები” თავდაცვაზე გადავიდნენ და ისიც კი იკადრეს, რომ თანაგუნდელს, თანამოაზრესა და თანამებრძოლს ჰომოსექსუალიზმში დასდეს ბრალი. აქ უპრიანი იქნება, გავიხსენოთ, რას ამბობდა სააკაშვილი ზურაბ ჟვანიაზე მისი დაღუპვის შემდეგ: თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში ზურას წვლილი მართლაც ძალზე დიდია, მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ზურა ავითარებდა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, მედიას, სამოქალაქო სექტორს. ბუნებრივია, გარდა იმ ტკივილისა, რომელიც ზურას ჩვენგან წასვლით არის გამოწვეული, მის მიმართ უდიდესი მადლიერების გრძნობით ვართ გამსჭვალული იმისთვის, რაც მან სამშობლოს გაუკეთა. მინდა, მადლობა ვუთხრა ზურას ოჯახსაც, რადგან თითოეული წევრი _ ქალბატონი რემა, ნინო, გოგლაც იყვნენ ჩაბმული იმაში, რითაც ცხოვრობდა ზურა და რითაც ქმნიდა ახალ საქართველოს. მინდა, მადლობა მოგახსენოთ და გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება”.

სააკაშვილის განცხადება მოგვიანებით ასეთი იყო: ყველამ ძალიან კარგად იცის, იქ რა მოხდა. ეს იყო უბედური შემთხვევა, კიდევ კარგიკიდევ კარგი რაცუდი იყო, რაც მოხდა, მაგრამ არსებობს ფედერალური გამოძიების ბიუროს დეტალური დასკვნა, ოჯახი ამ დასკვნას იცნობს. ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, რადგან საქმე ეხება ადამიანის ბევრ ძაან ღრმა და ისეთ დეტალს და ნამდვილად ზურაბის სახელი ჩემთვის იყო წმიდათაწმიდა, თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის ვინმე ოჯახის წევრისთვის, მათ სინდისზე იყოს”. ამ გამოსვლაში ნათლად ჩანს, როგორც დაიცავდნენ თავსნაცები”, თუ ძალიან გაუჭირდებოდათ და ოდესმე ეს საქმე გაიხსნებოდა.

მათ კი, ვინც ჯერ კიდევ მსჯელობს, მოკლულია თუ არა ყოფილი პრემიერი, შევახსენებთ კიდევ ერთ ფრაზას მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან, რომელიც 2005 წლის 4 თებერვალს საერთაშორისო კონფერენციაზე (სამხრეთ კავკასია _ XXI საუკუნის გამოწვევები) წარმოთქვა (წამოსცდა): “რაც შეეხება ჟვანიას მკვლელობას… უკაცრავად, გარდაცვალებას”…

ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელთა უხამს რეაქციაზე, რომელიც ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეში პროკურატურის მიერ გამოვლენილმა ახალმა გარემოებებმა გამოიწვია, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება.

_ ბატონო ელიზბარ, თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ ყოფილი პრემიერის _ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ასაჯაროებენ, რადგან ამერიკას ხელს არ აძლევს დამნაშავის ვინაობის გამჟღავნება. ახლა, როცა ძიება კულმინაციას მიუახლოვდა, “ნაცებმაკიდევ ერთხელ ჩამოიხსნეს ნიღაბი და საშინლად შეურაცხყვეს ყოფილი თანაგუნდელის სახელი.

_ იმ ადამიანების გამკვირვებია, რომლებსაც “ნაცების” საქციელი აკვირვებს. ნაცები”, ადამიანები კი არა, ერთ ყალიბში ჩამოსხმული ეშმაკები არიან, დედის მუცლიდან შობილი არ არის არც ერთი. არც დედა უყვართ, არც _ და, არც _ მეგობარი, მათთვის წმინდა არაფერია.

ადამიანს ცხოველისგან ზნეობა და მორალი განასხვავებს, “ნაცები” კი ცხოველებისგან არ განსხვავდებიან. ისინი არ არიან შექმნილი სახედ და ხატად უფლისა… მათ აქვთ ცხოველური ინსტიქტები, რომლებსაც თავისუფლება დაარქვეს. მათ არ აქვთ არც ერთი ისეთი თვისება, რომლის გამოც ადამიანები უნდა ვუწოდოთ, ამიტომ მათგან არაფერი მიკვირს.

ამ ცხოველებზე, “ნაცები” რომ ჰქვიათ, ლაპარაკიც არ ღირს, რადგან მათ ერთმანეთის ცოლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან აქვთ ურთიერთობა, ეს მათი ცხოვრების წესია და ამის დამადასტურებელი კადრები არსებობს. ერთადერთი, რასაც არ თამაშობენ, სწორედ ეს არის, დანარჩენში ყველაფერში ყალბები არიან.

_ რატომ მოკლეს ჟვანია? თუ მას სქესობრივი გადახრა ჰქონდა, როგორც მისი თანაგუნდელინაცებიამბობენ, ეს იქნებოდა მისი მკვლელობის მიზეზი? ჟვანიას სომხობასაც სწამებდნენ, მისი ბევრი გადაწყვეტილება კი პოლიტიკოსთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა

_ არა, სომხობა და ქართველობა სააკაშვილს არ აინტერესებს, ის ყოველთვის ამბობდა, ეროვნებაზე მაღლა ვდაგავარო. ეროვნება ცხოველს არ აინტერესებს. მისთვის, სომეხი იქნება თუ ქართველი, მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის, საიდან მოდის და სად მიდის, ყველაფერი სულერთია. ჟვანიას წარმოშობა და ორიენტაცია სააკაშვილისთვის არაფერს ნიშნავდა. თუ ჟვანია . . ელგებეტე საზოგადოების წარმომადგენელი იყო, პირიქით _ უნდა გახარებოდათ კიდეც.

მთავარი კითხვაა: რატომ მოკლეს? საქმე ის არის, რომ სააკაშვილი ჟვანიას მკვლელობას მარტო ვერ გადაწყვეტდა, მკვლელობა იმ ადამიანებმა დაგეგმეს, რომელთა მონა-მორჩილიც სააკაშვილია. ჟვანიას მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა, სანდო წყაროდან ვიცი, რომ ედუარდ შევარდნაძეს უთქვამს, ზურა რუსეთის მომხრე იყოო. დააკვირდით, როგორც კი ჟვანიას მკვლელობის საქმეზე იწყება საუბარი, რა დღეში ვარდება ამერიკის ელჩი _ ცხვირს იბზუებს და საქმეში ხარვეზებს ეძებს.

_ რა უფრო დიდი სირცხვილია _ ის, რომ პრემიერს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს, თუ ის, რომ პრემიერს კლავენ?

_ ის, რასაც მე პედერასტობას ვუწოდებ, ძალიან დიდი უზნეობაა, მაგრამ ამის გამო კაცის მოკვლა არ შეიძლება.

მას შემდეგ, რაც ჟვანიას მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, ბევრმა ნაძირალამ სააკაშვილი გაამართლა და ამბობს, რამდენი ხანი ითმენდა და მალავდა იმას, რაც მოხდაო… სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჟვანია სააკაშვილისთვის საშიში იყო, ჭკვიანი გახლდათ და მოკლეს, თავიდან მოიშორეს. ხშირად ასე იშორებენ თავიდან ჭკვიან ადამიანებს.

მათ კი, ვისაც სააკაშვილი საიდუმლოს “შემნახავი” ჰგონია, ვეტყვი, სააკაშვილს საერთოდ არ ანაღვლებს ადამიანების მორალური და ზნეობრივი სახე. სააკაშვილი იქით მიდის, საითაც ქარი დაუბერავს.

სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან ვიცი, რომ მას ყველაზე მეტად ჟვანიას საქმის გახსნის ეშინია. მან იცის, რომ ამ ამბავს გადაჰყვება და, თუ ეს ხელისუფლება ამ საქმეს გაუხსნელს დატოვებს, უნდა ჩავთვალოთ, რომ მას ხელისუფლება ფორმალურად ჰქვია.

მთავარია, ხელისუფლებამ პრინციპულობა გამოიჩინოს _ არ შეეშინდეს ამერიკის მხრიდან შენიშვნების და ბოლომდე გაიტანოს ის საკითხები, რომლებზეც საუბარს იწყებს. ჩვენ, ხალხმაც, უნდა ვიაქტიუროთ, ხმა უნდა ავიმაღლოთ უმსგავსობის წინააღმდეგ, ისეთის, როგორიცაა “ნაცების” ჯიბის ტელევიზიები თავისი შოუებით, არასამთავრობოები, რომლებიც ამერიკიდან ფინანსდებიან, ანუ უნდა გავილაშქროთ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც სააკაშვილისგან გმირის გამოძერწვას ცდილობენ.

ყველა სიბინძურე, რომლებიც ხდებოდა და ხდება, ამერიკის ბრალია!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here