Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ალასანია სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ

ირაკლი ალასანია სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ

978

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია არ ტყუოდა, როდესაც ამას წინათ განაცხადა, რომ მინისტრობისას აყენებდა საკითხს “პრორუსული” მედიისა და სხვა ორგანიზაციების “გაპრესვის” შესახებ და მაშინაც კონტრდაზვერვის გამოყენებას ლამობდა: “ჩვენი მოწინააღმდეგეები შეეცდებიან, იმავე საზოგადოების შიგნით შექმნან ახალი განწყობები – კრიტიკული, სკეპტიკური ევროპული ინტეგრაციისკენ.

საზოგადოებრივი განწყობის შექმნაზე გადავა აქცენტი ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან. ამიტომაც, ძირითადად, ასეთ საფრთხეებს ვხედავ, კონტრდაზვერვით საფრთხეებს და, აქედან გამომდინარე, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები იქნება მობილიზებული, რომ არ დაუშვას არც ერთ შემთხვევაში ასეთი განწყობების კულტივაცია”.

ირაკლი ალასანია არასოდეს შეუწუხებია იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნებმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაპორტალი შექმნეს, არც იმას, რომ “რუსთავი 2” ძველებურად წამლავს საზოგადოებას. თუმცა ყველა ეს განცხადება ალასანიას სწორედ ამ ტელეკომპანიის ეთერში აქვს გაკეთებული, რომელიც შანსს არ უშვებს, სხვისი ხელითაც დაამციროს ხელისუფლება და ყოფილი პრემიერი ივანიშვილი. არ შეაწუხებს ეს ალასანიას, რადგან თავს “ნაციონალური მოძრაობის” მტრად რომ არ მიიჩნევს, არაერთხელ განუცხადებია.

ბევრი ითმინა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ბოლოს მაინც თქვა: სამწუხაროა, რომ ირაკლი ალასანია და მისი პარტია ნელნელა არგუმენტებზე უარს ამბობენ და მათი გამონათქვამებინაციონალური მოძრაობისრიტორიკას ემსგავსება. პირადი პატიმრებიო, რომ ამბობენ, რა მქონდა ირაკლი ალასანიასთან პირადული? კონკურენტად რომ აღვიქვამდი, ამ განცხადებას მხოლოდ იუმორით თუ ვუპასუხებ _ კონკურენტის იმდენად მეშინოდა, რომ თანამდებობა სწრაფად დავტოვე?! რამდენად საინტერესო იყო ეს პოსტი ჩემთვის და რამდენად ვეჭიდავებოდი პრემიერობას, ეს ჩემი ქმედებებით კარგად აიხსნება. თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან, ალასანიას რისთვის ვაკრიტიკებდიწავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომლებიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერამეთქი”.…

არც ეგ გაგიკვირდეთ, ბატონო ბიძინა, _ ირაკლი ალასანიას ახლო ურთიერთობები ყოფილ მმართველ გუნდთან იმთავითვე ცნობილი იყო. ასეთები სხვებიც გყავთ კოალიციაში, მაგრამ ახლა რაღა დროს ამაზე ლაპარაკია! გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ სხვა სიტუაციაში “კანონმორჩილი” ალასანია ყველაზე მეტად სწორედ თქვენ გერჩით და გეპაექრებათ. აბა, ვნახოთ, როგორ ამართლებს იგი თავის დამარცხებას ზუგდიდის არჩევნებში (თბილისის მერის არჩევნებში რომ უგულავას მიულოცა გამარჯვება, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ):

პრაქტიკულად, ზუგდიდში ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს და რა გადაწყვეტილებაც მიიღო საარჩევნო კომისიამ, ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, უნდა დავემორჩილოთ. რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ განცდას გადავაყოლოთ სახელმწიფო ინტერესები”.

ახლა რაღამ დაავიწყა სახელმწიფო ინტერესები? ან იქნებ ივანიშვილი ცესკოზე დაბალი ღობე ჰგონია? არა, უბრალოდ, მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი პროდასავლური და პრონატოური რიტორიკისა და ანტირუსული გამოხდომების წყალობით, რაც უნდა ჩაიდინოს, “იქიდანდაიცავენ. აკი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკლ ტერნერმა ახლახანინტერპოლსმოუწოდა, არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე:

“ინტერპოლი, როგორც მსოფლიოს უდიდესი საპოლიციო ორგანიზაცია, ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რომ დაცულ იქნას კანონის უზენაესობა, სამართლიანი პროცესის შემადგენელი ფუნდამენტური უფლები და განმტკიცდეს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. “ინტერპოლის” კონსტიტუციის მესამე მუხლი ეძღვნება სწორედ აღნიშნულ პრინციპებს და მკაცრად უკრძალავს თქვენს ორგანიზაციას, ჩაერთოს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური და რასობრივი ხასიათის საქმეებში.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აგრეთვე, ეუთოს სასამართლო პროცესების მონიტორინგის 2014 წლის დეკემბრის ანგარიშის გათვალისწინებით, ვშიშობ, რომ მოთხოვნამ _ ინტერპოლმა მიიღოს გარკვეული ზომები პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, შესაძლოა, გამოიწვიოს მათგან გადახვევა”, _ წერს ტერნერი.

ეს მერამდენედ გვიქნევენ თითს შეერთებული შტატებიდან და ნატოდან, რომ მათძაღლისშვილებსარ შევეხოთ და ირაკლი ალასანიაც სწორედ იმას ცდილობს, რომ სააკაშვილზე უფრო მეტად გახდეს მათიძაღლიშვილი”, ამიტომაც ერჩის ასეპრორუსულვექტორს. ვინვინ და მან ხომ ძალიან კარგად იცის, რაც საქართველოში პროდასავლურიგანწყობების კულტივაციაშიაშშმა მილიონები ჩაყარა ბოლო ოცი წლის განმავლობაში, იმდენს რუსეთი კარგა ხანს ვერ დახარჯავს, სურვილიც რომ ჰქონდეს!

სუკი რომ სუკი იყო, ისიც იდეურ თანამშრომლობაზე დებდა ფსონს და არა ფულით მოსყიდვაზე. ესეც ჩინებულად უნდა იცოდეს ირაკლი ალასანიამ, მაგრამ “იქ” _ დასავლეთში საამოდ ჩაესმით მისი ამგვარი რიტორიკა და ისიც გაკვალულ გზას დაადგა. ისე, ჩვენში დარჩეს და, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიმართვას რომ წაიკითხავ, უნდა გაგიკვირდეს ანტიდასავლური განწყობილებები? ან ერთი შემთხვევა თუ ყოფილა, რომ რუსეთს მოეთხოვოს ჩვენგან ვინმეს დაჭერაგაშვება?

ახლა იმაზე, როგორ გათავისუფლდნენ თავდაცვის სამინისტროდან “დასავლეთში განათლებული კადრები” და როგორ უშვებს ახალი მინისტრი სამსახურიდან კადრებს “ახლობლებისა და ნაცნობობის გამო”.

მთავრობის ბოლო სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე: თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში დავით კეზერაშვილისა და ბაჩანა ახალაიას კადრების დაწინაურება ხდებოდა. სამწუხაროდ, კეზერაშვილის და ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, არამედ უცხოეთში გააგზავნეს სასწავლებლად. ეს არის სირცხვილი”.

თუმცა, როგორც ირკვევა, ნაციონალების გარდა, ალასანიას არ დაუტოვებია არც ცოლის მეჯვარე, არც ბავშვობის მეგობრები და არც ნათელმირონები, თავდაცვის უწყებასა და მასთან ახლო მდგომ სტრუქტურებში რომ არ დაესაქმებინა. მათგან ზოგი ერეკლე კოდუას ყოფილი მოადგილე იყო, ზოგი _ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის დამტერორებელი, ზოგი მისი პარტიის აქტივისტი თუ ოფისმენეჯერი.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობისას იმჟამინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მას პირდაპირ მიუთითა ქართული ჯარის კვებაში საეჭვო სქემების არსებობის თაობაზე. დღეს ივანიშვილი იხსენებს: თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან, ალასანიას რისთვის ვაკრიტიკებდი. ერთერთ პრესკონფერენციაზეც მკითხეს, ჯარში ჯარისკაცები სისტემატურად იწამლებიანო. მაშინ საჯაროდ დავპირდი, პროკურატურას დავავალებ გამოძიებასმეთქი. ამის შემდეგ მთავრობის სხდომაზეც რამდენჯერმე ვთქვი და ალასანიას ისე მივანიშნე, რომ პროკურატურისგან არაფერი მომითხოვია. ისევ ალასანიას ვეუბნებოდი, როგორმე მოახერხე, შენ გყავს შენი ჯგუფი და, თუ ძმა ხარ, როგორც შეგიძლია, ვითარება იქნებ დაალაგომეთქი”.

დალაგების ნაცვლად, ალასანიამ ისევ ისე განაგრძო. საინტერესოა, რომ ალასანიას ბიძაშვილის, ნიკოლოზ ანდღულაძის, ძმაკაცი კოტე ყიფიანი დავით კეზერაშვილის გარემოცვის წევრი იყო, რომელიც 2013 წელს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. იმავე ანდღულაძის ძმაკაცს, გიორგი როგავას, 2013 წელს კომპანიაქართული კვებისდირექტორის პოსტი ჩააბარა, ხოლო მოადგილედ ცოლის მეჯვარე დაუნიშნა _ ეკა ხურციძე.

ნიკოლოზ ანდღულაძის კიდევ ერთი ძმაკაცი გიზო ღლონტი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა (ღლონტი ერთ-ერთია ე. წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა შორის). ასევე ანდღულაძის თხოვნით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო სამსახურებში და შესყიდვების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ ანდღულაძის მეგობრები, რომლებიც ხშირად ითვალისწინებდნენ მის თხოვნას და, პირდაპირი შესყიდვის წესით, კონკრეტულ ფირმებთან დებდნენ ხელშეკრულებებს. ქართულ მედიაში იწერებოდა, რომ კომპანია “ქართული კვების” დირექტორი გიორგი როგავა პროდუქტების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებში რეგულარულად ითვალისწინებდა ანდღულაძის ინტერესებს.

ალასანიამ ბავშვობის ძმაკაცები _ გიორგი არაბიძე და გიორგი ხომასურიძე 2013 წელს დანიშნა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამმართველოს უფროსად და სამინისტროს მთავარ სპეციალისტად. პირადი დაცვის ყოფილი უფროსი კახაბერ ჩიხრაძე 2013 წელს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. დაცვის ყოფილი წევრი, დიმიტრი კიკნაძე კი _ თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის უფროსად.

სანდრო ქირია, რომელიც ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის, ძმა გახლავთ და, უბრალოდ, დედის გვარზეა, 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად დანიშნა. თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნის შემდეგ მთელი წლის განმავლობაში თანამდებობაზე რჩებოდნენ გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი ზაზა მჭედლიძე და დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან გაბუნია. ეს ორი პიროვნება ფიგურირებდა სერგო თეთრაძის საქმეში. ალასანია ცრუობდა, როცა ამბობდა, რომ სამინისტროში მისვლისთანავე თეთრაძის საქმეში მონაწილე ათი პირი სამსახურიდან გაათავისუფლა. თეთრაძის ოჯახი ალასანიასგან კატეგორიულად მოითხოვდა აღნიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას.

2013 წლის ოქტომბრის ბოლოს თეთრაძის ოჯახისა და ადვოკატის კატეგორიული მოთხოვნით, ალასანიამ კადრების განკარგულებაში აიყვანა მჭედლიძე და გაბუნია, მაგრამ ცოტა ხანში მჭედლიძემ ისევ განაგრძო მუშაობა თავდაცვის სამინისტროში.

თუმცა ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ნატოს ყველაზე თავგადაკლული მომხრე ხარ!

ირაკლი ალასანიას “ჯაზური იმპროვიზაციების” აღწერას მთელი გაზეთი არ ეყოფა. სერიოზულობაზე პრეტენზიის მიუხედავად, მისი სიტყვები ისეთივე დამაჯერებელია, როგორც ლელა კაკულიას განცხადება: “ნუ გეშინიათ, საქართველო იბრუნებს აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საინგილოს. ურთულესი მდგომარეობიდან გამოვძვრებით. როცა ყველაფერი ირევა მსოფლიოში, საქართველო მაშინ მშვიდდება. რუსეთ-უკრაინის ომი 92 წელს მაქვს ნაწინასწარმეტყველები. ჩემი წიგნი ამით იწყება. რუსეთი ფაქტიურად დაშლილია, მას თავისი საზღვრები აქვს დასაცავი. ამერიკა არც ერთ შემთხვევაში არ დაუთმობს. ამერიკელი რესპუბლიკელები ეს არის ძალა, რომელსაც ვერაფერი ვერ შეარყევს და რუსეთს დაარტყამს აუცილებლად.

ნატოს ცენტრალური შტაბბინა იქნება საქართველოში, თბილისში. ამერიკა ყველაფერს აძლევს საქართველოს, იკეტება საზვრები, ვხედავ რაკეტებს”!

აი, ასე! სულ ტყუილად ნერვიულობენ დასავლეთში და საქართველოში, ყველაფერი გადაწყვეტილი და ნათქვამია. საქართველო კი არ შევა ნატოში, ნატოს შტაბბინა შემოვა თბილისში! ლელა პირველ ხმას იტყვის, ალასანია _ მეორეს და საქართველოც აშენდება!

ხუმრობა იქით იყოს და, ირაკლი ალასანიას ბოლოდროინდელი განცხადებები სულ უფრო ემსგავსება არშემდგარი დიქტატორის ან არშემდეგარი სააკაშვილის რიტორიკას. თუ ის არ იქნება პირველი პირი, სულაც წარღვნას წაუღია ეს ქვეყანა! ოღონდ ერთიცაა: ღალატის დიდოსტატ რესპუბლიკელებსაც არ უკადრებიათ ის, რასაც ალასანია კადრულობსბიძინა ივანიშვილის უთავმოყვარეობაზე ლაპარაკს ის უჯობს, საკუთარ ბიოგრაფიას გადახედოს და ის მაინც გაითვალისწინოს, სხვადასხვა დროს რა აქვს ნათქვამი და ნაკეთები

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here