Home რუბრიკები პოლიტიკა მუხანათური ომი ეროვნული თავმოყვარეობის წინააღმდეგ

მუხანათური ომი ეროვნული თავმოყვარეობის წინააღმდეგ

736

მსოფლიოს ე. წ. ახალი წესრიგი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ნეოლიბერალური დიქტატურა, პრაქტიკულად უკვე დამყარებულია დასავლეთის “დემოკრატიებში”. რისი უპირველესი ნიშანი ე. წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მეშვეობით, სწორედაც რომ დისკრიმინაციაა ყოველივე ეროვნულისა ტრადიციულის. და, რა თქმა უნდა,  თუ ჯერჯერობით დე იურე არა, დე ფაქტო ყველგან ლეგალიზებულია ერთსქესიანთა ქორწინებები!

ამ რეალობის შესაბამისად, რეფორმირებული განათლების სისტემის მოთხოვნით, ბავშვებს აღარ ასწავლიან ძმები გრიმებისა თუ ანდერსენის ზღაპრებს, რომლებშიც პრინცს პრინცესა უყვარს, ანუ კაცს _ ქალი. ამის ნაცვლად ისეთი ზღაპრები შექმნეს, რომლებშიც მეფეს პრინცი უყვარდება და მასზე ქორწინდება. საბავშვო კომპოზიტორები ორი მამის ან ორი დედის ტექსტებზე ქმნიან სიმღერებს…

ჰოდა, კაი ბიჭი ხარ და ხმა ამოიღე _ გააპროტესტე მშობელმა და შვილი არ გაუშვა .. გენდერული იდენტობის გაკვეთილზე, სადაც შენს პირმშოს უჩიჩინებენ, რომ ის არც გოგოა, არც ბიჭი და, როცა გაიზრდება, თვითონ გადაწყვეტს, ვაჟად დაბადებული, კაბით ივლის თუ კონჩიტა მარტინესივით წვერს მოუშვებს _ ფულად ჯარიმას არ გაკმარებენ და რამდენიმესუტკით” “ადინოჩკასაკანშიც ჩაგსვამენ!

სწორედ ასე დასაჯეს ამას წინათ გერმანიაში 9 შვილის მამა; გერმანიაში, სადაც ჯერ კიდევ არ არის დაკანონებული ელ-გე-ბე-ტე-პედერასტების ქორწინებები?!

ასეთ რაღაცებზე, რა თქმა უნდა, დუმს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით აღფრთოვანებული ჩვენი ნეოლიბერალი ხელისუფლება, ოპოზიცია, მათი სატელიტი არასამთავრობოები.

 იმასაც ხშირად მოისმენ ევროპა-ნატოს მეხოტბე ადგილობრივი ნეოლიბერალებისგან, რომ მსგავსი საფრთხეები ჩვენ არ გვემუქრება, რაც მტკნარი სიცრუეა:

მუშკეტერების, ლინო ვენტურას, ჟან გაბენის, ალენ დელონის, პროსპერ მერიმეს, მატეო ფალკონეს საფრანგეთი გააბახეს ამას წინათ ჩვენ თვალწინ და ქართველები ვის დავკარგვივართ, ჩვენს ხოშზე ვინ გვაგულავებს ნეოლიბერალური დიქტატურის ევროპა-ამერიკაში?..

 ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სკანდალური ინტერვიუდან იმ სამ საკითხს გამოვყოფ, რომლებშიც ვეთანხმები და რომლებმაც მეტ-ნაკლებად შეარბილა ინტერვიუს მიმართ საზოგადოების აღშფოთება:

პირველი _ მართლაც, ვინც უკრაინაშიგმირულიბრძოლისკენ მოუწოდებს ჩვენს ახალგაზრდებს, ჯერ საკუთარი შვილები გაუშვან უაზრო სასაკლაოზე; მეორე _ “რუსთავი 2”-ის, როგორც სიცრუის მანქანისა და ნაცბანდის პროპაგანდისტის მხილება; მესამე _ ქართული არასამთავრობოების წამყვან პირებზე _ კოჟორიძე, გიგაური, ლომჯარიას _ “ტროიკაზედარტყმა.

სამივე ეს საკითხი, პირდაპირ თუ ირიბად, არის დაკავშირებული წინამდებარე წერილის მთავარ თემასთან…

 უკრაინაში, საბოლოო ჯამში, აშშ-ის მეთაურობით, ევროკავშირის ნეოლიბერალური იმპერია ებრძვის რუსეთს, როგორც ტრადიციული ფასეულობების დამცველ, კონსერვატიულ იმპერიას!

 დიახაც, რუსეთს, რადგან მხოლოდ რუსეთია ერთადერთი ხელისშემშლელი ძალა მსოფლიოში ნეოლიბერალური დიქტატურის დამყარების გზაზე!

იქიდან გამომდინარე, რომ ნეოლიბერალური იდეოლოგია თავშივე გამორიცხავს ქრისტიანობის მიერ აღიარებულ ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს, საბრძოლო პოლიგონად ქცეულ უკრაინაში, აშშრუსეთის დაპირისპირებას, თამამად შეიძლება კულტურათა, ცივილიზაციათა, უღმერთობასა და ქრისტიანობას შორის ომი ვუწოდოთ.

თუმცა ქრისტიანობა ფართო ცნებაა და ჩვენს შემთხვევაში _ არაზუსტიც, რადგანაც რომის კათოლიკური, ინგლისის ანგლიკანური, გერმანიის ლუთერანული თუ პროტესტანტული ეკლესიები მსოფლიო ნეოლიბერალურ სახელისუფლებო წრეებში დიდი ხანია, აღარ განიხილება როგორც წინაღობა ნეოლიბერალური დიქტატურის დამყარების გზაზე. ამ ეკლესიებში შეგზავნილ-ჩანერგილმა აგენტებმა მოახერხეს და გაალიბერალეს თავის დროზე კონსერვატიული იდეოლოგიის მქადაგებელნი! ამის დასტურია დედაკაცი მღვდლების მომრავლება და გნებავთ, ერთსქესიანი წყვილების “ჯვრისწერის” პრეცედენტები.

მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესიაა ის ძალა, რომელიც ჯერჯერობით მტკიცედ დგას რელიგიური დოგმატების, საზოგადოების ზნეობის სადარაჯოზე!

ჯერჯერობით, რადგან ნეოლიბერალი აგენტები მართლმადიდებელ ეკლესიებშიც მუშაკობენ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღეს რომ უდიდესი, უმდიდრესი და უძლიერესი ეკლესიაა მართლმადიდებელ სამყაროში, სადავო არ არის!

დახედეთ, მე ვიტყოდი, ელ-გე-ბე-ტე-პედერასტების ზეობის ამსახველ მსოფლიოს რუკას, სადაც მუქი ლურჯი ფერით არის გამოყოფილი ის სახელმწიფოები, რომლებშიც ერთსქესიანი ქორწინებების უფლება კანონით არის გარანტირებული და ნახავთ, რომ ნეოლიბერალური დიქტატურა ლამის სრულიად ამერიკის კონტინენტზეა დამყარებული, პლუს სამხრეთ აფრიკა და დასავლეთ ევროპის (ბენილუქსი, სკანდინავია) ქვეყნები. ცისფრად ის ქვეყნებიაშეღებილი”, სადაც ერთსქესიანთა ქორწინების აქტი სრულდება კანონით; მწვანედ _ ისინი, სადაც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა მხარდამჭერი განჩინება, მაგრამ ჯერ არ აღსრულებულა; ყავისფრად _ ისინი, სადაც საკითხი პოლიტიკური განხილვის სტადიაშია და, თავად განსაჯეთ, რას ნიშნავს ევროპული, დასავლური ფასეულობები და საით მიექანებაგანათლებულიამერიკაევროპა?..

როგორც რუკიდან ჩანს, მხოლოდ “ველური” აფრიკა, ისლამური სამყარო და ევრაზიის კონტინენტი (წაიკითხე, რუსეთი) გაჩხერიათ ყელში მსოფლიოს ნეოლიბერალებს.

აფრიკა და, მით უმეტეს, ისლამური სამყარო თავიანთ თავს მიხედავენ, რადგანაც ისლამურ სახელმწიფოებში, მეტ-ნაკლებად ყველგან, შარიათის “დემოკრატია” მუშაობს და ალაჰმა ხელი მოუმართოთ, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ…

უკრაინელი ხალხის ტრაგედიაში ლომის წილი დასავლეთისგან დაფინანსებულმა ადგილობრივმა ასოებმა (არასამთავრობო ორგანიზაციებმა) შეიტანეს. ასოებმა, რომლებმაც სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოახერხეს და კულტურულად, ისტორიულად, სარწმუნოებრივად პრაქჰტიკულად ერთი ერი _ უკრაინელები და რუსები _ სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაჰკიდეს ერთმანეთს.

 მიუხედავად ამისა, ისინი, როცა იქნება, შერიგდებიან, ის ქართველები კი, რომლებიც ანგარების თუ უფრო უარესი, ნეოლიბერალური რწმენის გამო, კიევის ფაშისტური რეჟიმის მხარეს იბრძვიან, როდესაც ე. წ. სეპარატისტები გაიმარჯვებენ, რას იზამენ?

თუმცა, რაც უნდათ, ის უქნიათ…

 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიძლიერე არა მხოლოდ მრევლის სიმრავლესა და რწმენაშია, არამედ იმაშიც, რომ რუსეთში ერი და ბერი, სახელმწიფო და ეკლესია, ერთსულ და ერთხორც არიან და ღვთის იმედთან ერთად, ბირთვული პოტენციალის იმედიც აქვთ!

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც 100 წლით(!) არის აკრძალული გეიპროპაგანდა და, აქედან გამომდინარე, ერთსქესიანთა ქორწინებებიც.

თუნდაც მხოლოდ ამიტომ, ამერიკა-რუსეთის ომში ყველა ნორმალური, მართლმადიდებელი ქართველის სიმპათია ერთმორწმუნე რუსეთის მხარესაა!

აღარაფერს ვიტყვი აფხაზეთის თუ ცხინვალის თემაზე, რომლის გადაჭრაც რუსეთის კეთილი ნების გარეშე უტოპიაა…

უკრაინისა არ იყოს, ქართული არასამთავრობოების უმრავლესობა საქართველოში მსოფლიოს ნეოლიბერალების მეხუთე კოლონის როლს ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ!

ელ-გე-ბე-ტე-პედერასტებით დაწყებული, სატანისტი სექტებით გაგრძელებული და მაწანწალა ძაღლების უფლებების დაცვით დამთავრებული, ყველაფრით ებრძვიან ყოველგვარ ქართულს, ეროვნულს, ტრადიციულს, მართლმადიდებლურს.

აი, რისთვის უხდიან ფულს კარლ ბილდტის მსგავსი დასავლელიმეგობრებიკოჟორიძეგიგაურილომჯარასტროიკას”…

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ ასოებმა კიდევ ერთი ფარული ფუნქცია იკისრეს _ “ნაცბანდისგადარჩენარეაბილიტაცია.

ეს ახლა დაინტერესდნენ ციხეებში პატიმრების ყოფით, თორემ სააკაშვილის ზეობის პერიოდში პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული და თვალებზე ლიბრი გადაკრული, არადა, პატიმრებს ხმამაღლა ლაპარაკისთვის ცემით კლავდნენ, სადისტურად აწამებდნენ და ცოცხებით აუპატიურებდნენ!

ეს ის ხალხია, რომელთა დაჟინებული მოთხოვნითაც გაანადგურესნაცებისსადისტობის დამადასტურებელი ათასობით ვიდეოფაილი!

არადა, ის კადრები სრულიად საქართველოს უნდა ენახა და “ნაცმოძრაობაც” მყისვე დამთავრდებოდა!

ეს ის ხალხია, რომელსაც კრინტი არ დაუძრავთ და, თუ დაუძრავთ, ყასიდად წაუკნავლებიათ 7 ნოემბერზე, 26 მაისჰზე, ციხის ბუნტზე, ასობით ახალგაზრდის ქუჩაში დახვრეტაზე!

ახლა, ზემოხსენებული “ტროიკა” იტყვის, ჩვენ იმხანად ასოების ხელმძღვანელები არ ვყოფილვართო და ზოგიერთ, უფრო ადრეულ ეპიზოდებში პირადად შეიძლება, არც მონაწილეობდნენ, მაგრამ სახელებს რა მნიშვნელობა აქვს, მათი ორგანიზაციები ხომ იყვნენ?

ეს ის ხალხია, რომელმაც ამას წინათ ხელისუფლებას მინისტრის მოადგილის პოსტიდან სანდრო ბრეგაძის გათავისუფლება მოსთხოვა იმის გამო, რომ სანდრომ ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისთვის “იდენტობის”, ანუ პედერასტების ბელად ირაკლი ვაჭარაძეს ავადმყოფი უწოდა!

ახლა კი ვაიუშველებელი ატეხეს დასავლეთის ნეოლიბერალმა “შნირებმა” ბიძინა ივანიშვილის გამო _ ჩვენ კითხვების დასმას როგორ გვიბედავსო. მათ ოპერატიულად გამოეხმაურნენ ჩვენი ასოების პატრონები ევროკავშირიდან და თავიანთ “შნირებზე” ზეწოლაში დაადანაშაულეს ბიძინა ივანიშვილი და გოგა ხაინდრავა!

ეს ის ხალხია, ვინც კრინტს არ ძრავს სააკაშვილის ხელისუფლების ფაშისტურ რეჟიმად გამოცხადებასა და პრეზიდენტყოფილის დაპატიმრებაზე, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის მოთხოვნაა!..

ამას წინათ ჩემმა მეგობარმა ნანა დევდარიანმა სწორედ კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურის “ტროიკას” არასამთავრობოთა კლანი უწოდა, რომელთა ვიზირების გარეშე ქვეყანაში არაფერი ხდება.

 მართლაც, ყველა საკითხზე ამ ხლისტების კლანს სთხოვენ კომენტარს, ყველა ტელეეთერში ეს ლაწირაკები სხედან და საზოგადოებას მოძღვრავენ!

ბიძინა ივანიშვილის მიერ ასოების “ტროიკაზე” შეტევის გამო, დანარჩენმა, ნაკლებწონიანმა 35 ასომ რუსეთისკენ გაიშვირა ხელი, _ იქაც განახორციელეს ასოებზე შეტევაო.

არადა, რუსეთში კანონმდებლობით არის რეგულირებული ასოების მოღვაწეობა და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ვალდებული არიან, თითოეული ცენტის ხარჯვა ამცნონ შესაბამის ორგანოებს.

ჰოდა, თუ ეს არის დემოკრატიაზე შეტევა, მაშინ გაუმარჯოს ასეთ შეტევას, რადგანაც, თუ არ აილაგმა ასოების უკონტროლო თარეში, თუ არ დამთავრდა სააკაშვილის წანწალი ევროპაამერიკაში, თუ არ მიეცა პოლიტიკური შეფასება 9-წლიან ფაშისტურ რეჟიმს დანაცმოძრაობასამუდამოდ არ გადაშენდა, საქართველოს მოსვენება და წინსვლა არ უწერია!

ამ რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება ეროვნული ღირსების საკითხია. ღირსებიჰსა, რომელიც “ტვინების გამორეცხვის” თანამედროვე ტექნოლოგიებით ლამისაა ნულამდე დაგვიყვანეს… ამ თვალსაზრისით უკრაინელები ჩვენზე არანაკლებ მძიმე დღეში არიან.

თავად განსაჯეთ _ მთელი მაიდანი და ფარსი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, მოშლასა და უკრაინელების ტრაგედიაში გადაიზარდა, სწორედ ნაციონალური ლოზუნგებით, ეროვნული თავმოყვარეობის განცდით იყო შენიღბული და, ერთი შეხედვით, უკრაინელების ეროვნულ ღირსებას, “ნეზალეჟნოსტს” ემსახურებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოჩვენებითი გამოდგა და მაიდნის შედეგად უკრაინის ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოშორდა ყველაფერი უკრაინული.

მიაქცევდით ყურადღებას, რომ უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, წამყვანი რეგიონების გუბერნატორებიწმინდა მიწიდანარიან, შინაგან საქმეთა მინისტრი სომეხია, ძირითადი უწყებების ხელმძღვანელები, მინისტრის მოადგილეები, “რეფორმატორებიკი, ძირითადად, ქართველები და ბალტიისპირელები არიან

სად არიან უკრაინელი ნაციონალისტები _ რატომ არ მიაკარეს ისინი სათოფეზენეზალეჟნიუკრაინის მართვას?..

მაიდნის შედეგად, რომელსაც “უკრაინის აყვავება” უნდა მოეტანა, დღეს ქვეყანაში უმძიმესი სურათია: უკრაინას ეთნიკური უკრაინელები აღარ მართავენ, როგორც სახელმწიფო, მოშლილი და დანგრეულია. ერთადერთი, რისი უფლებაც ეთნიკურ უკრაინელებს და იაროშის მაგვარ ნაციონალისტებს დაუტოვეს, არის ერთმანეთის უმოწყალო ხოცვა სამოქალაქო ომში. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მაიდანზე წინა პლანზე იყო, და როგორიცაა, ეროვნული თავმოყვარეობისა და უკრაინის, როგორც ეროვნული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღზევება, აღარავის ახსოვს, რადგან ეს ყველაფერი იმთავითვე იყო ბლეფი, სატყუარა, რომლის მეშვეობითაც ოკეანისგაღმელმა ძალებმა მორიგი სისხლიანი ექსპერიმენტის პოლიგონად აქციეს უკრაინა.

სამწუხაროდ, ამ გარე ძალებს ყველაზე მორჩილად და კუდის ქიცინით სწორედ “ნაციონალიზმში შემჩნეული” უკრაინელები ემსახურებიან. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, განადგურებაში, უკრაინელების დახოცვაში წინა ხაზზე სწორედ ის უკრაინელი ნაციონალისტები დგანან, რომლებიც ხმამაღლა გაჰყვიროდნენ უკრაინელი ერის ღირსეჰბაზე. ისტორიის გარკვეულ პერიოდში ერები კარგავენ თავმოყვარეობას. ადვილად წამოეგებიან ხოლმე გარე ძალების ანკესზე და დაუფიქრებლად აკეთებენ იმას, რასაც ამ ერებისთვის სავალალო შედეგი მოაქვს.

ამ მხრივ, უკრაინა, სადაც უკრაინელ ეთნოსს მხოლოდ საზარბაზნე ხორცისა და პერსპექტივაში უქონელი იაფი მუშა ხელის როლი აქვს, გამონაკლისი არ არის. ჩვენც გამოვიარეთ ეროვნულ თავმოყვარეობის ნივილირების პერიოდი, ლამის 90% მხარდაჭერით ავირჩიეთ ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი ბანდა, რომლის წევრებსაც მხოლოდ გვარები თუ ჰქონდათ ქართული. ეს ბანდა თავის მენტალობითა და მსოფლმხედველობით იყო ანტიქართული, გარე ძალების მიერ ხელოვნურად დასმული კასტა, რომლის მიზანიც საქართველოს აოხრება და გარე პატრონების ხელში არაკეთილსინდისიერი ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა იყო.

მათი ხელისუფლებაში ყოფნის მიზანს კი საქართველოში ეროვნული თავმოყვარეობის აღმოფხვრა წარმოადგენდა, რაც გააკეთეს კიდეც. ერთადერთი, რაც ვერ გაანადგურეს, ეკლესიაა, თუმცა უკრაინაში მათ ეს პრობლემა არ აქვთ. იქ მართლმადიდებელი ეკლესია გახლეჩილია და ამ “ბარიერს” მალე მოუღებენ ბოლოს, რის შემდეგაც უკრაინა გადიქცევა სანედლეულე დანამატად, ხოლო უკრაინელები, რომლებიც ეროვნულ თავმოყვარეობასა და ეროვნულ ღირსებას აქამდე არ უჩიოდნენ, _ “საერთაშორისო მმართველობის” მონებად.

ალბათ, მოვა დრო, როდესაც უკრაინელები მიხვდებიან, რომ ნაციონალისტური ლოზუნგებისა და ეროვნულ თავმოყვარეობის ნიღბით თავს მოახვიესსაერთაშორისო მმართველობა”, რომელიც ჯერჯერობით წარმატებით ასრულებს მთავარ ამოცანას _ მოსპოს უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ამოშანთოს ყოველივე ეროვნული უკრაინელ ეთნოსში და უკრაინის ტერიტორია გადააქციოს ზესახელმწიფოთა ბრძოლის პოლიგონად.

მოვა დრო და უკრაინელები მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი მათ სახელმწიფოს დამართეს არა “საერთაშორისო მმართველობაში” ვაშინგტონის ბრძანებით ხელდასხმულმა ებრაელმა, ქართველმა ან ლიტველმა შემსრულებლებმა, არამედ ამერიკამ, რომელსაც დღეს მთავარ პარტნიორად და მხსნელად მიიჩნევენ.

ისინი ამ ყველაფერს მიხვდებიან, მაგრამ უკრაინისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, გვიანი იქნება!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here