Home რუბრიკები პოლიტიკა პარლამენტი მორიგ ანტიქართულ კანონპროექტს ამტკიცებს

პარლამენტი მორიგ ანტიქართულ კანონპროექტს ამტკიცებს

570

მიმდინარე პოლიტიკური ვაი-ვიშის ფონზე “ქოცნებისტების” ხელისუფლება მორიგ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ კანონპროექტს ისე განიხილავს, რომ “ნაც-ქოცური” ბაკქანალიით გაბრუებული საზოგადოება ბაიბურშიც არ არის. საუბარია “სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლებიც მცირე ხნის წინათ იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების ავტორობით მომზადდა.


აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, უცხოელებს საქართველოში მიწაზე საკუთრების უფლება უბრუნდებათ, ხოლო მათ, ვინც ორი წლის წინათ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე გამოცხადებულმა მორატორიუმმა ინვესტიციების განხორციელებაში ხელი შეუშალა, ახლა უპირატესობა ენიჭებათ. მეტიც, კონკრეტული კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უცხოელები პრაქტიკულად საქართველოს მოქალაქის უფლებებით ისარგებლებენ. ასეთივე მდგომარეობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ უცხოელებს და საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით შექმნილი კომლის წევრებს; ის კი არა, განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაშიც უცხო ქვეყნის მოქალაქე თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე წილს ინარჩუნებს. ამასთანავე, მიწის დასაკუთრება იმ უცხოელსაც შეეძლება, რომელსაც “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა აქვს. მოკლედ, განვაგრძობთ დასავლეთის გაოცებას “დემოკრატიით”. ზემოაღნიშნული ცვლილება ხომ გიგანტური ნახტომია “ცივილიზებული მსოფლიოსკენ”?! ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ახლა რეალურად შევხედოთ ამ ყველაფერს. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებაში სამპროცენტიანი რესპუბლიკელების ხროვა გვიზის, ხოლო მთავრობა ოლიგარქის ხელის ბიჭუნებისა თუ გოგონების ბაგაბაღადაა ქცეული, რაც დღეს ხდება, სავსებით ლოგიკურია. მეტიც, უნდა ვაღიაროთ, რომ ორი წლის წინათ ამ ყველაფერს, ნებსით თუ უნებლიეთ, მწვანე შუქი ჩვენ ავუნთეთ, როცა საარჩევნო ყუთთან მივედით და, სააკაშვილის სიძულვილით, არანაკლებ საძულველ რესპუბლიკელებს მხარი ბრმად დავუჭირეთ. აბა, გაიხსენეთ, რა მოღალატეობრივი ცვლილებები განხორციელდა თავის დროზე კანონში სწორედ “ნაც-რესპების” ერთობლივი ძალისხმევით, _ ჯერ იყო დანიის მოქალაქის, ვინმე ჰაიკე ჰორნკვისტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც კუბლაშვილისკანტორამდააკმაყოფილა და უცხოელ ფიზიკურ პირებს მიწის შესყიდვის შეუზღუდავი უფლება მიენიჭათ (სხვათა შორის, აღნიშნულ პერსონას სარჩელი დაუწერა და იურიდიული მომსახურება გაუწია კახა ბენდუქიძის “თავისუფალმა უნივერსიტეტმა”) _ ეს მოხდა 2012 ლის 26 ივნისს, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კი დაახლოებით 10 000-მდე უცხოელმა შეიძინა გაურკვეველი რაოდენობის მიწები გაურკვეველი მიზნებით.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საზოგადოების ზეწოლის შედეგად, პარლამენტმა მორატორიუმი გამოაცხადა. უცხოელები ვეღარ ყიდულობდნენ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს, მაგრამნაცრესპებისმოღალატეობრივმა პოლიტიკამ აქაც თავისი გაიტანა _ დოკუმენტის თავდაპირველი ვერსია მორატორიუმს 2017 წლის 31 დეკემბრამდე ითვალისწინებდა, ამ ორმა ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა ორგანიზაციამ კი ეს ვადა სამი წლით, ანუ 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეამცირა; თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა, მოგვიანებით კიდევ ერთი რესპუბლიკელის, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, კანონში გაკეთდა ჩასწორება, რომლის თანახმადაც, მორატორიუმის გასვლის შემდეგ მიწის შესყიდვის განუსაზღვრელი უფლება ფიზიკურთან ერთად უცხოურ იურიდიულ პირებსაც მიენიჭათ. მოკლედ, ორმა პარტიამ _ “ნაცებმა”  დარესპებმა” _ მათთან ერთადარასამთავრობოებისმეხუთე კოლონამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართულ მიწას უცხოელი დაპატრონებოდა. საუბედუროდ, მათ ამ მიზანს მიაღწიეს.

 რაც შეეხება ბოლო ცვლილებას კანონში, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება ისედაც დაცარიელებულ და გავერანებულ ქართულ სოფელს წელში გადაამტვრევს და გლეხს ქვეყნიდან გააქცევს. ანუ, ეს, ფაქტობრივადარის განაჩენი ქართველი გლეხისთვის, რომ მოშორდეს მიწას და გადაიხვეწოს საზღვარგარეთ იაფ მუშახელად. სხვათა შორის, ეს განაჩენი თავის დროზე კახა ბენდუქიძემ გამოუტანა ქართულ სოფელს: სოფლად მცხოვრები ქალები მეძავებად უნდა წავიდნენ, კაცები _ შავ მუშებადო. იმ დროიდან მოყოლებული, მართლაც ინგრევა და ცარიელდება საქართველო, ახლა კირესპებიიმდენს იზამენ, სამეურნეო ნაკვეთს ვინ ჩივის, ქართველ კაცს დასამარხი მიწა აღარ დარჩება.

ამაშიც ისევ ჩვენ ვართ დამნაშავე _ 2014 წლის 27 ივნისს, როცა ევროკავშირთან ის ავადსახსენებელი ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, უნდა გამოვსულიყავით და გვეყვირა, რომ ეს არ არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ამის ნაცვლად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ევროკავშირთან ასოცირებას  ხბოს აღტაცებით შეხვდა; ნაწილმა კი პრინციპით “მაინც არაფერი შეიცვლება” პირში წყალი ჩაიგუბა; აი, შედეგიც _ ახლა ის სამასგვერდიანი თუ პუნქტიანი დოკუმენტი გვავალდებულებს, რომ კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს შევუსაბამოთ. ჰოდა,  2-3 წელიწადში ქართულ მიწაზე ქართველის ფეხი აღარ იქნება.

და კიდევ _ ზემოაღნიშნული მუხანათური კანონპროექტის პარალელურად მთავრობა სხვა ცვლილებასაც ამზადებს. ამ ცვლილების თანახმად, დაუმუშავებელი მიწის მფლობელებს გადასახადი ეზრდებათ. აი, რა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ: “ევროპის ქვეყნებში საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს ასეთი წამახალისებელი მიდგომები: ვინც ამუშავებს მიწას, ნაკლებ გადასახადს იხდის, ვინც არ ამუშავებს _ მეტს”.

ახლა ბატონი მინისტრისთვის, ალბათ, აზრი არ აქვს იმის ახსნას, რომ საქართველო ევროპა არ არის და არც საერთაშორისო სტანდარტებთან ვართ ახლოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: აღნიშნული ცვლილება ისედაც წელში გამწყდარი ქართველი გლეხისთვის ის საკონტროლო გასროლა იქნება, რომელიც სულს ამოხდის და სამშობლოს შეაძულებს. აი, ზუსტად ეს არის ამ ხელისუფლების და განსაკუთრებით  რესპუბლიკური პარტიის ამოცანაც _ რაც მეტ ქართველს შეძულდება საქართველო, მით მალე აშენდება მათი საოცნებო ქვეყანა.

ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ვაჰ, ეგღა გვაკლია რა, რატომ უნდა იყიდოს მიწა უცხოელმა? იმათ იმდენი ფული აქვთ, ჩჰვენ კონკურენციას 100 წელი ვერ გავუწევთ :((

  2. მთელი კახეთი რამის ბანკის ვალებშია ჩაფლული ყიდიან ვენახებსაც სახნავ მიწასაც და მალე საქართველოდანაც წავლენ და ეს მიწები დარჩემათ უცხოელებს და საქართველო ერქმევა მერე,სახემწიფომ დროზე ადრე თუ არ გააჩერა ბანკების თარეში ძალიან ცუდი სიტვაცია შეიქმნება.

  3. მე შევთავაზე ქართველ ბიზნესმენებს ასეთი ვარიანტი:.. ჯიპებს და ოქროს ჯვრებს რომ ჩუქნით მღვდლებს – ეყოფათ ამდენი.. ახლა ადექით მიწები იყიდეთ და ეკლესიებს აჩუქეთ-თქვა.. ადრე ძაან მოდაში იყო ეს – შუა საუკუნეებში.

    ეროვნული ტრადიცია იყო ფაქტიურად ..

    მაგრამ ოღონდ ჩემს სიტყვაზე არ გაიარონ და ეკლესიას კი არადა თვითონ იმ ინდოელებს აჩუქებენ მიწებს და შეიძლება ცოლებიც ათხოვონ ხოლმე – რომ არ მოიწყინონ სტუმრებმა..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here