Home რუბრიკები საზოგადოება ის, რასაც ქართული პრესა არ აქვეყნებს

ის, რასაც ქართული პრესა არ აქვეყნებს

952

სიყალბე და სიცრუე გამჟღავნდა ერთ წინადადებაში, რომელმაც დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. გასულ ოთხშაბათს პოლონეთის რადიოსთვის მიცემულ 14-წუთიან ინტერვიუში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ ისეთი ტყუილის თქმა იკადრა, კონგენიალურ სააკაშვილსაც რომ შეშურდებოდა… რა თქვა? თუ არ დაიზარებთ, წაიკითხეთ ეს წერილი და გაიგებთ, სირცხვილის როგორ ყულფში გაყო თავი პოლონელმა მინისტრმა, სხვათა ხმაზე ამღერებულმა ამ ორფეოსმა.


სიკვდილის ბანაკი ოსვენციმი

“აუშვიც-ბირკენაუ” მსოფლიოში უდიდესი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც 500 ჰექტარ ფართობზე იყო გაშლილი, ჰენრიხ ჰიმლერის 1940 წლის 27 აპრილის ბრძანებით დაარსდა ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე, ოსვენციმში. 14 ივნისს პირველი ეშელონით აქ 728 პოლონელი ტყვე ჩაიყვანეს.

ოსვენციმი, იგივე “აუშვიც-ბირკენაუ”, მსოფლიოში უდიდესი საკონცენტრაციო ბანაკი იყო _ ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწის ზურგზე. გერმანული სკრუპულოზურობით კარგად ორგანიზებული და აღჭურვილი ინდუსტრიული კომპლექსი, წარმოების უნარჩენო ტექნოლოგიით მომუშავე: ყველაფერი _ ადამიანის ფერფლი, თმები, ოქროს კბილები, ტანსაცმელი _ “ათასწლოვანი რაიხის” ეკონომიკის ნედლეულად იყო გამოყენებული: ოქროს კბილებს ადნობდნენ ზოდებად, ძვლების ფქვილს სუპერფოსპატებად იყენებდნენ, ქალების თმით ლეიბებს ტენიდნენ, ტანსაცმელსა და ბავშვების სათამაშოებს რაიხის ობივატელებს ურიგებდნენ; დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან _ მეორად საქონელს, ოღონდ  უფასოდ.

ასობით ერთსართულიანი ნაგებობა, გაზის კამერები, კრემატორიუმების ღუმელები დაპორტატული სახრჩობელა! ამ გაზის კამერებსა და ღუმელებში მილიონ 500 ათასი ადამიანი მოკლეს და დაწვეს: მათ შორის, მილიონზე მეტი ებრაელი, 70-150 ათასი პოლონელი და 15 ათასი საბჭოთა ტყვე, ასეთია მიახლოებითი მონაცემები, რადგან გერმანელები არ აღრიცხავდნენ იმ მსხვერპლთა რაოდენობას, რომლებსაც ჩასვლისთანავე გაზის კამერებში ასალმებდნენ სიცოცხლეს. უამრავი დოკუმენტი ფაშისტებმა გაანადგურეს. ხოლო ნიუნბერგის ტრიბუნალის დოკუმენტების მიხედვით, აქ დახოცეს 2,8 მილიონი ადამიანი, 90 პროცენტი ებრაელები იყვნენ.

1944 წლის დეკემბერში ოსვენციმის ტუსაღი იცხაკ გონენი ერთ-ერთ კამერასთან რიგში ჩააყენეს. “ეს კამერა, _ იხსენებს იცხაკი, 200 კაცს იტევდა. გერმანელები პედანტები იყვნენ, წესის უსიტყვოდ დამცველები. 200? მაშასადამე, _ ორასი. არც ერთით მეტი. მე 201-ე აღმოვჩნდი. ამან გადამარჩინა. მშობლები, ექვსი და-ძმა დამიხოცეს”.

ბანაკში მოთავსებული ადამიანები კლასებად ჰყავდათ დაყოფილი: პოლიტპატიმრებს ტანსაცმელზე მიკერებული ჰქონდათ წითელი სამკუთხედი, სისხლის სამართლის დამნაშავეებს _ მწვანე, ანტისაზოგადოებრივ ელემენტებს _ შავი, იეღოვას მოწმეთა საზოგადოების წევრებს _ იისფერი, ჰომოსექსუალებს _ ვარდისფერი.

ოსვენციმში მოღვაწე გერმანელიექიმიმეცნიერებიარაადამიანურ კვლევებს ადამიანებზე ატარებდნენ, ექსპერიმენტებს იმის გასარკვევად, თუ რამდენის ატანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმს. ცდებს ატარებდნენ ტყუპებზე, ორსულებზე, კიბოთი დაავადებულებზე, მოხუცებსა და ბავშვებზე, ჯანმრთელებზე, ახალგაზრდებზე.

სტანისლავა ლეშჩინსკა ორი წლის განმავლობაში ოსვენციმ-ბჟეზინკას ქალთა საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღი იყო. 1945 წლის 26 იანვარს დააღწია თავი იმ ჯოჯოხეთის მავთულხლართებს. უამრავი ქალი იყო გამომწყვდეული საკონცენტრაციო ბანაკში, ბევრი _ ორსული. ლეშჩინსკა მეანი ქალი იყო. ფაშისტები მას აიძულებდნენ, ემუშავა მეანად ისეთ კოშმარულ პირობებში, რომლის წარმოდგენაც კი გაუჭირდება თანამედროვე ახალგაზრდა თაობას.

ამათ კი არა, პოლონელ ახალგაზრდებს, რომელთა გაცნობის საშუალება მომეცა ოსვენციმის “ეპოქის” დამთავრებიდან ათიოდე წელიწადში, ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში დამკვიდრებული არაადამიანური მოპყრობა, ფაქტობრივად, არარეალურ მონათხრობად ეჩენებოდათ. ასე იყო ვარშავაშიც, კრაკოვშიც, სხვაგან და სხვაგან, სადაც კი იმართებოდა მათთან შეხვედრები. არ დაგიმალავთ, ოსვენციმის მემორიალური მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მეც და ჩემი მეგობრებიც ისე დავითრგუნეთ, რომ ერთი სული გვქონდა, მალე წამოვსულიყავით პოლონეთიდან.

საქართველოში დავბრუნებულიყავით…

განსაკუთრებით სულის შემძვრელი იყო პატარა ბავშვების ფეხსაცმლის გორა, რომლებიც იქ მოკვდინებულ ბავშვებს ეცვათ… და გაზის კამერებში შეყვანის წინ ხდიდნენ. ჩემი შთაბეჭდილება ქართველ თანატოლებს ახალგაზრდული პრესის ფურცლებიდან გავუზიარე.

ეს იყო ჩემი პირველი რეპორტაჟი უცხოეთიდან.

ბოდიშს ვიხდი ამ ლირიკული გადახვევის გამო და ვუბრუნდები თემას.

მაშ, ასე: სტანისლავა ლეშჩინსკა იხსენებს იმ კოშმარს, რომელშიც ოსვენციმის ტუსაღ ქალებს, განსაკუთრებით, მელოგინეებს უხდებოდათ სიკვდილ-სიცოცხლის პირზე არსებობა.

ქალთა ბარაკები ფიცრით იყო ნაგები, ვირთხების გამოხრული უამრავი ხვრელით. სამსართულიან ხისავე საწოლებზე, თითოეულზე სამოთხ ქალს ეძინა. შუა ბარაკში გრძელი ღუმელი იდგა, რომელშიც წელიწადში ორსამჯერ თუ ანთებდნენ ცეცხლს. სხვა დროს სიცივე ისევე ატანდა ძვალსა და რბილში, როგორც გარეთ, პოლონეთის ყინვიან ზამთარში რომ იცის.

სწორედ ეს ადგილი ღუმელთან იყო ერთადერთი “სამშობიარო”. ელემენტარულ სანიტარულ პირობებზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა: წყალიც კი ბებიაქალს, ერთი ვედრო წყალი, შორიდან უნდა მოეტანა, რისთვისაც 20 წუთი ეკარგებოდა, ასე საჭირო წუთებში მშობიარობის დროს.

გერმანელი ექიმებისთვის _ როდესთვის, კენიგესა და მენგელისთვის ტუსაღი პაციენტებისთვის დახმარების აღმოჩენა შეურაცხმყოფელ ქმედებად ითვლებოდა. მავთულხლართებს იქით მყოფ ადამანებს შეძლებისდაგვარად მკურნალობდნენ ტუსაღი ექიმები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს სასიკვდილოდ განწირულთა გადასარჩენად არ იშურებდნენ.

სტანისლავა ლეშჩინსკას ხელში 3000 ბავშვი დაიბადა. წარმოუდგენელი სიბინძურის, მკბენარების, ვირთხების, ინფექციურ დაავადებათა და ა. შ. პირობებში ახალშობილის სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. “სავსებით შესაძლებელია, _ ასკვნის ამასთან დაკავშირებით ლეშჩინსკა, _ დედების უკიდურესად გამოფიტული ორგანიზმი ბაქტერიებისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო”.

რა თქმა უნდა, ჰიპერბოლიზებაა, მაგრამ ოსვენციმის სიკვდილის ბანაკში არსებული ვითარების გადმოსაცემად უკეთესის მოგონება წარმოუდგენელია.

ბაქტერიებიც ვერ უძლებდნენო, პარაზიტები.

მაგრამ ხდებოდა სასწაული: უბედურების ამ ბანაკებში “ყველა ბავშვი ცოცხალი იბადებოდა; ლამაზები, ფუმფულები. ბუნება თავისი უფლების დასაცავად შეუპოვრად იბრძოდა; არავინ იცის, სად და როგორ პოულობდა დაფარულ სასიცოცხლო რეზერვებს”.

ბუნება იბრძოდა, ადამიანები კლავდნენ.

“1943 წლამდე ოსვენციმში დაბადებულ ბავშვებს მხეცურად ხოცავდნენ: წყლიან კასრში ახრჩობდნენ. ამას აკეთებდნენ მედდები კლარა და პფანი. მათგან პირველი პროფესიით ბებიაქალი იყო და ბანაკში ბავშვთა მოკვდინების ბრალდებით მოხვდა. მას მიანდეს საქმე, მელიც ყველაზე უფრო ეხერხებოდა. პფანი ქუჩის მეძავი იყო. მშობიარობის შემდეგ დედებს ამ ქალების ოთახიდან წყლის დგაფუნი ესმოდათ და ცოტა ხანში თავიან ჩვილებს ბარაკის ეზოში გადაყრილებს ხედავდნენ: მათ უსულო სხეულებს ვირთხები ჯიჯგნიდნენ”.

ებრაელ ბავშვებს დაუნდობლად ახრჩობდნენ. სხვები “შიმშილისგან იხოცებოდნენ. მათი სიფრიფანა კანის მიღმა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა ძარღვები და ძვლები… სხვებზე დიდხანს ცოცხლობდნენ საბჭოთა ტუსაღი ქალების შვილები. საბჭოთა კავშირიდან ტყვე ქალების რაოდენობა 50 პროცენტამდე იყო”.

ლეშჩინსკას სამუდამოდ დაამახსოვრდა დედა, რომელიც კრემატორიუმში მიჰყავდათ. “გულში ჭუჭყიან ქაღალდში გახვეული ჩვილი ჩაეკრა. რაღაცას უხმოდ ჩურჩულებდა. ეგებ ნანას უმღეროდა სიკვდილის წინ, მაგრამ ძალაგამოცლილს ხმის ამოღება არ შეეძლო, მხოლოდ ცრემლის ნაკადი ჩამოსდიოდა მიტკალივით თეთრ ლოყებზე”.

ოსვენციმის მადონა!

რამდენიმე ასეული ბავშვი გერმანიაში წაიყვანეს დენაციონალიზაციის მიზნით, 1000-ზე მეტი დაიხოცა შიმშილითა და სიცივით. 1943 წლის აპრილამდელი მიახლოებითი მონაცემებით ასეა.

ასეთია პოლონეთის ტერიტორიაზე ფაშისტი ოკუპანტების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი.

და, ეგებ, ღირდეს, აქვე რომ გავიხსენოთ ადოლფ შიკლგრუბერის _ ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფიის ერთი შტრიხი: 1919 წელს ფაშისტების მომავალი ფიურერი გერმანიაავსტრიის საზღვართან, ტრაუნშტაინთან ახლოს მდებარე სამხედრო ტყვეთა ბანაკის დაცვაში მოხალისედ ჩაეწერა.

ეტყობა, აქედან გამოჰყვა მიდრეკილება საკონცენტრაციო ბანაკებისადმი: არაოფიციალური, ანუ გერმანიის მთავრობის მიერ უღიარებელი, მაგრამ, რეალური მონაცემებით, მესამე რაიხში 42 ათასზე მეტი საკონცენტრაციო ბანაკი და გეტო ფუნქციონირებდა.

ახალგაზრდობიდან გამოყოლილი დაუოკებელი სურვილი მოწინააღმდეგეთა დამორჩილება-დათრგუნვის!

ფროიდის თემა!

ყოფილი ხელისუფლების მიერ საქართველოს ციხეებსა და საპყრობილეებში 36 ათასი თანამოქალაქის შეყრის ზღვარგადასული მისწრაფებაც, ეგებ, ყოფილი მმართველის ახალგაზრდულ ვნებაში უნდა ვეძებოთ.

ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი, რომლის შარლოტა საკუთარი თავი იყო, ხოლო საბედისწერო გასროლის მსხვერპლი _ ხალხი და ქვეყანა.

პოლონეთის ხელისუფლება _ ამერიკელების კომკავშირი

ასე შეაფასა ერთმა ენამწარე პუბლიცისტმა კაჩინსკისდროინდელი პოლონეთის აქტიურობა რუსეთის წინააღმდეგ ძია სემის გულის მოსაგებად.

იყო დრო, როცა “პარტია იტყოდა _ საჭიროა! კომკავშირი უპასუხებდა _ არის!”

აქედან ამოიზარდა უთუოდ იმ პუბლიცისტის შედარება.

დიპლომატიური სკანდალი, რომელიც პუბლიკაციის დასაწყისში ვახსენეთ, ასეთივე ბუნების არის.

ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობის დღეს არსებული უკიდურესი დაძაბულობის პროცესშიღირსეული წვლილისშესატანადამერიკის კომკავშირსთავისი წვლილიც ხომ უნდა შეეტანა?.. უნდა შეეტანა.

და ცეცხლზე ნავთის დასასხმელად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გჟეგოჟ სხეტინა გაამწესეს.

მანაც არ დაახანა და ისეთი სიცრუის თქმა იკადრა, რომ ქვეყნის სამასხარაო გახდა.

ასეთი რა თქვა?

პატივცემულმა სხეტინამ განაცხადა, რომაუშვიცბირკენაუს”, იმავე ოსვენციმის ტყვეების გათავისუფლება უკრაინელი ჯარისკაცების დამსახურებაა(!). ზუსტად ასე.

არგუმენტი, რომელიც ისტორიის მაგისტრის ხარისხის მფლობელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა  მოიშველია, ისეთია, რომ “კა-ვე-ენ”-ის ფინალში გამარჯვებულ გუნდს შეშურდება.

სანამ მის არგუმენტს გაგაცნობთ, მცირე გადახვევა:

გადაწყვეტილი იყო, რომ წლეულს 27 იანვარს უნდა აღენიშნათ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 70-ე წლისთავი.

10 წლის წინათ ასეთსავე ღონისძიებაზე მიწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ამჯერად _ არა. მასპინძლებმა განაცხადეს, რომ ამ ღონისძიებაზე არ ჩამოჰყავთ სხვა ქვეყნების პირველი პირები, ამიტომ არ გაუგზავნიათ მისთვის ოფიციალური მიწვევა. მაგრამ სწორედ ამ დროს კიევში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის პრემიერმინისტრმა ევა კოპაჩმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს აცნობა, რომ იგი (პოროშენკო) მიწვეულია მემორიალურ ზეიმზე ოსვენციმში.

როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ, ზღარბისთვისაც კი გასაგებია ასეთი არჩევანი.

ეს ერთი იაღლიში.

მეორე _ სხეტინას მოხმობილი არგუმენტი. რადიოჟურნალისტმა ჰკითხა _ “პოლონელების დაწვრილმანებას ხომ არ ნიშნავს პუტინის მიუწვევლობა? რუსეთი ხომ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა და ოსვენციმის ჭიშკარი კი სწორედ წითელმა არმიამ გახსნა?”

ბატონმა სხეტინამ ჟურნალისტს თავდაჯერებით უპასუხა, რომ საკონცენტრაციო ბანაკიგაათავისუფლეს პირველმა უკრაინის ფრონტმა და უკრაინელებმა”, და დაუმატა, რომბანაკის ჭიშკარი უკრაინელმა ჯარისკაცებმა გააღეს”.

თაგვმა შვა მთის ოდენა ტყუილი.

ჯერ ერთი, პირველი უკრაინის ფრონტისულაც არ ნიშნავს, რომ ამ სახელწოდებაში რაიმე ეროვნული დევს. 1943 წელს ვორონეჟის ფრონტს გადაერქვა სახელი და ეწოდა პირველი უკრაინის ფრონტი, მაგრამ არა ჯარისკაცებისა და ოფიცრების ეროვნული შემადგენლობის გამო, არამედ მის მიერ გადასაწყვეტი სტრატეგიული მიმართულების ამოცანების გათვალისწინებით გარკვეულ ტერიტორიაზე.

სხვა ფრონტების სახელებიც სწორედ ამ პრინციპით იყო შერჩეული.

ახლა მეორე, მსუბუქი იუმორით:

უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ოსვენციმის ჭიშკრის გახსნა (მართლა ასე იყო?!) თუ ნიშნავს, რომ უკრაინელებმა გაათავისუფლეს ეს საკონცენტრაციო ბანაკი, მაშინ ქანთარიას და ეგოროვს აუღიათ ბერლინი.

ახლა კი _ ხუმრობაგაშვებით:

ბატონ სხეტინას გამოხდომა საერთაშორისო მიმომხილველებმა შეაფასეს, როგორც რუსოფობიის მწვავე დაავადების გამოვლენა: “პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურს “სიკორსკის ავადმყოფობის” _ რუსოფობიის _ მწვავე ფორმა სჭირს, ამიტომ მზად არის, დაივიწყოს, რომ ბანდერელებმა 200 ათასი პოლონელი დახოცეს”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ისტორიის აბუჩად აგდება და პატივი სცენ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს ევროპისა და, კერძოდ, პოლონეთის გათავისუფლებისთვის.

“აუშვიც-ბირკენაუს”, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების ნაწილი ჯერ კიდევ ცოცხალია. მათ იციან სიმართლე, ახსოვთ, როცა საბჭოთა მზვერავებმა ოსვენციმის ჭიშკარი გააღეს, ოთხი ღუმელი, რომლებშიც ადამიანების გვამებს წვავდნენ, ისევ ბოლავდა. მაშინ არავის აზრადაც არ მოსვლია, გაერკვია, იმ საბჭოთა მზვერავებიდან ვინ რომელი ეროვნებისა იყო. აი, გჟეგოჟ იულიუშ სხეტინამ (რომელიც ამ მოვლენიდან 18 წლის შემდეგ დაიბადა) კი “იცის”(!).

ვეტერანები თავიანთ სიმართლეს მედროვეების საჯიჯგნად არ გაიმეტებენ ისე, როგორც მედდები კლარა და პფანი ახლადშობილთა სხეულებს ვირთხებს მიუგდებდნენ, როგორც საკვებს.

გუშინ, 2015 წლის 27 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განასაიდუმლოვა დოკუმენტები, მათ შორის, პატაკი პირველი უკრაინის ფრონტის  მე-60 არმიის მსროლელთა 472-ე პოლკის საბრძოლო მოქმედებათა შესახებ, ასევე, მე-100 მსროლელთა დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსის და არმიის პოლიტგანყოფილების უფროსის პატაკები, რომლებითაც დასტურდება, რომ ოსვენციმის გამათავისუფლებელი მე-60 არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ 39 ეროვნების ჯარისკაცები: რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, ქართველები, სომხები, ოსები და მრავალი სხვა.

არმაზ სანებლიძე

P.S. ბატონ სხეტინას პროვოკაციული განცხადებიდან რამდენიმე საათში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა თავისტვიტერშიმობოდიშების ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა:

საბჭოთა ქვეყნის ყველა ხალხს აქვს უფლება, იამაყოს ფაშიზმზე გამარჯვებით და საკონცენტრაციო ბანაკაუშვიცბირკენაუსგათავისუფლებით”.

მადლობა ღმერთს, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ ყოფილა.

P.P.S. “აუშვიცბირკენაუსსაკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების მომგებიან თემას ამერიკელები ხელიდან როგორ გაუშვებდნენ და პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა: ოსვენციმი ამერიკელებმა გაათავისუფლეს!

არგუმენტი?

მისი (ობამას) ნათესავი მონაწილეობდა თურმე ამ სამხედრო ოპერაციაში. ჯერ ასე თქვა, მაგრამ, როცა თვით ამერიკელებმა შეახსენეს, ჩვენ იქ ფეხი არ დაგვიდგამსო, გაჩუმდა.

დიპლომატიური ეთიკის ჩარჩოებით შემოვიფარგლოთ და ვთქვათ: ეს არის ისტორიის ცინიკური გაყალბების მცდელობასამწუხაროდ!

 

1 COMMENT

  1. ვისაც ეჭვი ეპარება სიმართლეში, წაიკიტხოს ვადიმ ბოიკოს წიგნი, სიტყვა სიკვდილით დასჯის შემდეგ. რა თქმა უნდა თუ სადმე არის შემორჰენილი.

  2. ყველაფერი მართალია რაც აქ წერია. მაგრამ აი თქვენ რა გაწუხებთ საინტერესოა? ერთი მეზობელი მეორე მეზობელს რამეს ცუდს ეუბნებოდეს და იტყუებოდეს, შენი საქმე როცა არაა, რომელიმეს მხარეს რატო იჭერ? მით უმეტეს რუსის?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here