Home რუბრიკები საზოგადოება ლექს-სენი: ჩვენი ქვეყნის სათავეში უვიცი ხალხია

ლექს-სენი: ჩვენი ქვეყნის სათავეში უვიცი ხალხია

1914

ქართველი მომღერალი, რეპერი ლექსო ქავთარაძე, იგივე ლექს-სენი, კარგა ხანია, საზოგადოებაში არ გამოჩენილა. დღეს კი ის შოუბიზნესში და, საერთოდ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება.


_ არ ვიცი, კონცერტებზე რატომ არ მიწვევენ. ეს, ალბათ, ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ. მომღერლისთვის კონცერტში მონაწილეობა სასურველია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რადგან დღეს ხელოვან ადამიანებს ძალიან უჭირთ ცხოვრება, თუმცა, მეორე მხრივ, გული არ მწყდება, პირიქით _ სიმართლე გითხრთ, არც ვაპირებდი ბოლო ხანს გამართულ კონცერტებში მონაწილეობას, რადგან დღევანდელი შოუბიზნესი, კონცერტები მარაზმის დონეზეა დასული და ტაკიმასხარაობას უფრო ჰგავს. ეს სამწუხარო რეალობაა.

_ მიზეზი მაინც არ მითხარით, _ რატომ არ გიწვევენ კონცერტებზე, სხვათა შორის, აღარც სატელევიზიო გადაცემებში…

_ შესაძლოა, ამა თუ იმ კონცერტის ორგანიზატორს არ აქვს საკმარისი გემოვნება და ამიტომ არ მეძახის. ეს დიდი მინუსია. სხვათა შორის, რომ ვაკვირდები დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებსა და მაღალი თანამდებობის მქონე სხვა პირებს, მათ ნამოღვაწარზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ცხადია, რომ გემოვნებაში უჭირთ. ამჟამად მსოფლიოში წამყვანი მუსიკალური ჟანრები არის რეპი და ჰიპ-ჰოპი, მით უმეტეს _ ქუჩაში გამართულ შოუებში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სათავეში უვიცი ხალხი მუშაობს და ამის ცოდნა არც მოეთხოვებათ. როგორიც არის ქვეყანა, ისეთივე შოუბიზნესი გვაქვს. დღეს კონცერტი, ისიც წელიწადში ორჯერ _ ახალ წელსა და თბილისობას  ტარდება, თანაც _ მხოლოდ  მოვალეობის მიზნით და არა ხალხისთვის.

_ მუსიკალური კარიერის დასრულებას ხომ არ აპირებთ?

_ არა, მე ვქმნი  ახალ სიმღერებს, რომლებსაც ვათავსებ ინტერნეტსივრცეში, მიწვევენ კორპორაციულ წვეულებებზე და ა. შ. ვისაც ჰყოფნის ინტელექტი და აქვს გემოვნება, უნდა მოაწყოს საკლუბო, კორპორაციული საღამოები და იქ ყოველთვის მივა გემოვნებიანი მსმენელი.

_ ხელისუფლებაშინაციონალური მოძრაობის”  ყოფნის ბოლო პერიოდში ერთერთ მედიასაშუალებას განუცხადეთ, ფეხებზე მკიდია ამათი სამთავრობო კონცერტებიო. როგორც გატყობთ, სამთავრობო კონცერტები ახლაც ფეხებზე გკიდიათ

_ ეს იმიტომ ვთქვი, რომ მითხრეს, ამას და ამას რომ ამბობ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე, სამთავრობო კონცერტებზე დაგბლოკავენო. არადა, დამბლოკავდნენ თუ არა, ნაკლებად მაინტერესებდა. ისე, ამის შიში არც ახლა მაქვს… იმხანად ჩემი პოლიტიკური თვალსაზრისი მავანს არ ესიამოვნა, ამიტომაც შემიყვანეს შავ სიაში და არ მიწვევდნენ კონცერტებზე. ამ ადამიანებისთვის საკმაოდ დიდხანს ვიყავი საშიში პერსონა და ცდილობდნენ, არც ერთ კონცერტზე არ მემღერა. სწორედ ამ ადამიანების ბრალია, რაც დაემართა ქართულ შოუბიზნესს. სამწუხაროდ, შოუბიზნესის პოლიტიზება ახალ მთავრობაშიც მოდურია და ის ადამიანები, რომლებსაც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში კარის მომღერლებს ეძახდნენ, დღესაც ნომერ პირველ მომღერლებად ჰყავთ… სხვათა შორის, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩემთან მოდიოდა შოუბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი და მეკითხებოდა, რა ვქნა, როგორ მოვიქცეო. ამაზე მეცინებოდა და ვუპასუხებდი ხოლმე, ისე უნდა მოიქცე, როგორც შენი ქვეყნისთვის არის უკეთესი, დღეს სხვა რეალობაა, ხვალ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით და ლავირება უნდა შეძლო-მეთქი. მართლაც ბევრმა მოუწოდა ხელისუფლებას, ასე ნუ იქცევი, თორემ ჩამოგშორდებიო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაყოფა იმისიანებად და ამისიანებად, კარის მომღერლებად… ამ ტალახიდან ოდესმე ხომ უნდა ამოვიდეთ?!

_ მაინც როგორ?

_ საღი აზრის მეშვეობით. ხელისუფალმაც უნდა შეიგნოს, რომ, როდესაც არასწორად გააკეთებს რაღაცას და ამის გამო გააკრიტიკებენ, მიიღოს კრიტიკა. კრიტიკას ვერავინ გაექცევა…

_ თქვენ კი ყველაფერს გაექეცით, დღეს აღარ ჩანხართ

_ გავექეცი, იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. ადრე ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველაფერს განვიცდი, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. წლების წინათ ისე იყო ყველა ჭკუიდან გადასული, რომ ჩემს ნათქვამს მავანი არასწორად ბეჭდავდა, არასწორად მიჰქონდა ამბავი, არასწორად ახმოვანებდა, რის გამოც ჩნდებოდა კონფლიქტები. ამიტომ ვთქვი, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს-მეთქი და გავეცალე.

ვიდრენაცმოძრაობასგაეცლებოდით, საკმაოდ დიდი ხელშეწყობით სარგებლობდით. “ნაცებმა”, როგორც პროექტპატრინოტისგამარჯვებულს, ძვირადღირებული კლიპიც კი დაგიფინანსეს.

_  ეს იყო კონკურსი და მეამაყება, რომ ამ კონკურსში გავიმარჯვე. ბოლოს და ბოლოს, სამშობლოს ვუმღერე. ამ კლიპში ერთი ლარიც არ ამიღია, არადა, მის გადასაღებად სოლიდური თანხა დაიხარჯა. ამ სიმღერამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რაც ზოგს ესიამოვნა, ზოგს _ არა. არც ერთი კონცერტი არ ჩამიტარებია ისე, რომ ამ სიმღერით არ დამეხურა. ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის დროზე ვეუბნებოდი, ცოტა სხვანაირად მოქცეულიყვნენ _ ამდენი უფასო და მარაზმატული კონცერტები დაღუპავს შოუბიზნესს და ქვეყანაზეც ცუდად აისახება-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვები ყურად არავინ იღო, ეს სფერო ხელში ჩაუგდეს ვიღაც წურბელებს, რომლებმაც სადამდეც მიგვიყვანეს, დღეს კარგად ჩანს. ვიღაცვიგოდნიკებიდღესაც კარგად არიან, მაგრამ მე მათნაირად მოქცევა არ შემიძლია. ხალხთან ადამიანობის გამო ვმეგობრობ და არა მათი რეგალიის ან პროფესიის გამო. წინა ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ, დღეს მათ ეამაყებათ ჩემი საქციელი და იმჟამინდელ ნაბიჯებს მიწონებენ.

_ წურბელებში ვის გულისხმობთ _კომპანიაარტ ფორუმისდამფუძნებლებს _კახა ცისკარძესა და სტეფანე მღებრიშვილს?

_ კიდევ კარგი ამ ადამიანების გვარ-სახელები თქვენ თქვით და მე არ დამჭირდა მათი დასახელება. ამ ადამიანების ქმედება დიდი შეცდომა იყო. სწორედ მათ გააფუჭეს ვითარება და მოკლეს შოუბზნესი. ეს სფერო თავისთავად დაიღუპებოდა, როცა ისეთ ადამიანებს ჩააბარეს, რომლებიც არაფრის აზრზე არ არიან. არადა, ასეთი ხალხი მუსიკას უნდა ჩამოაშორო. სხვათა შორის, მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტებში ყოველთვის იყო კონფლიქტები, მომღერლებს თავიათი შეხედულებისამებრ ურიგებდნენ ჰონორარებს, ზოგს მოჭრილ ხელფასს უნიშნავდნენ არაფერში, ზოგსაც ჭიქა კონიაკის ხათრით ამღერებდნენ. ეს იმ ადამიანებმა გააკეთეს, რომლებსაც მუსიკაში ღირებული არაფერი შეუქმნიათ. სწორედ მათ ჩაუგდეს ხელში შოუბიზნესი და ესენი წყვეტდნენ, ვინ უნდა გამოსულიყო სცნაზე და ვინ _ არა. თავის დროზე ამიტომაც გავილაშქრე მათ წინააღმდეგ.

_ რეპის ბევრი მოყვარული ამბობს, ლექსსენი ბერამ ჩაანაცვლაო. ამაზე რას გვეტყვით?

_ ბერამ ჩემი სკოლა გაიარა, მას წლების წინათ ვასწავლიდი რეპს და, როცა ახალს შექმნის ხოლმე, მიხარია. როცა მის ახალ სიმღერებს ვუსმენ, ვხვდები, რომ ჩემი სკოლა არ დაკარგულა.

_ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს როგორ შეაფასებთ?

_ როდესაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ხალხი ელოდებოდა, რომ ქვეყნის ცხოვრება სასიკეთოდ წარიმართებოდა. ბოლო ხანს მომიწია სამცხეჯავახეთში, კახეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ჩასვლა, და ვიცი, რომ მოსახლეობა იმედგაცრუებულია. რატომღაც შემომტირეს, ახალი მთავრობის იმედი გვქონდა, მაგრამ ამაოდო. უარეს ვითარებაში ჩავარდა მთელი საქართველო.

_ თქვენ თუ გქონდათ განცდა, რომ ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდებოდა?

_ ცოდვა გამხელილი სჯობს და უნდა ვაღიარო, რომ იმედი მართლა მქონდა, მაგრამ შევცდი. თუმცა, ღრმად რომ ჩავუფიქრდი, მივხვდი, რომ ასე უნდა მომხდარიყო. თუ არ ვიცხოვრეთ ამ მარაზმსა და სიბინძურეში, თუ არ ვაგინეთ ერთმანეთს, ვერ მივხვდებით, რა არის შავი და რა _ თეთრი. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა. ისინი, ვინც პარლამენტში შედიან, მდიდრდებიან, დანარჩენები კი მათ ვაგინებთ. აი, ასეთ ყოფაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ორი ათეული წელია. ყველაზე მეტად რაც მაოცებს, არის ხელფასებს შორის დიდი კონტრასტი _ დეპუტატებს ათასობით ლარი აქვთ, მასწავლებლებს კი _ 350. რომ დაბალანსდეს და პოლიტიკოსს, მინისტრს, სხვა მაღალჩინოსნებს და უბრალო მუშას დაახლოებით მაინც თანაბარი ხელფასი ჰქონდეთ, საინტერესოა, ეს ადამიანები კიდევ მოისურვებენ პოლიტიკოსობას, კიდევ იბრძოლებენ სკამისთვის? ამ პატარა ქვეყანაში კიდევ იქნება ამდენი პოლიტიკური პარტია? ხომ ცხადია, რომ პოლიტიკაში ფულის გასაკეთებლად მიდიან და არა ხალხის საკეთილდღეოდ?

მიიღონ ისეთი კანონი, რომ ხელისუფლების რიგები პროფესიონალებით, ინტელექტუალებით შეივსოს და არა _ მომღერლებითა და მსახიობებით.

_ მახსოვს, უკრაინაში აპირებდით საცხოვრებლად გადასვლას.

_ სამწუხაროდ, უკრანაში ახლა ისეთი ვითარებაა, რომ, იქ სამღერლად კი არა, თოფით ხელში თუ წახვალ…

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here