Home რუბრიკები საზოგადოება გამაოგნებელი შედეგები “კამელინით” მკურნალობისას

გამაოგნებელი შედეგები “კამელინით” მკურნალობისას

1792

პრეპარატ “კამელინს”  სამედიცინო საზოგადოების მხრიდან ინტერესი ჯერ კიდევ პრეპარატის ავტორის, ქირურგ ძაგული მაღლაკელიძის სიცოცხლეშივე ჰქონდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება  “კამელინის” ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევები, როგორც თბილისის, ასევე მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ხარკოვის ონკოცენტრებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. ამ პერიოდის განმავლობაში პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულმა, მათ შორის უმძიმეს სტადიაში მყოფმა ავადმყოფებმაც.


ზარემა იზმაილოვა, ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი:

_ ყირგიზეთში უკანასკნელ წლებში სიმსივნურმა დაავადებებმა საგრძნობლად იმატა, თან გაახალგაზრდავდა, განსაკუთრებით ქალბატონებში. სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ადგილზეა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. საერთაშორისო სიმპოზიუმზე ონკოლოგ ალექსანდრე ცალუღელაშვილისგან (საქართველოდან) შევიტყვე ქართული პრეპარატის _ “კამელინის” შესახებ, დავინტერესდი, გავეცანი ექსპერიმენტულ და კლინიკურ კვლევებს, რომლებიც ჯერ კიდევ ავტორის _ ძაგული მაღლაკელიძის დროიდან დაწყებულა. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით ჩემს პაციენტს, რომელსაც პაპილომავირუსის გამო 15 წელი არ ჰყავდა შვილი (ამოვწურეთ მკურნალობის ყველა აპრობირებული მეთოდი და შედეგს ვერ მივაღწიეთ), შევთავაზე (წყვილს) ემკურნალათ “კამელინის” სანთლებითა და ამპულებით. რა თქმა უნდა, ქირურგიულ ჩარევას “კამელინით” მკურნალობა ამჯობინეს. ზედიზედ ჩაიტარეს მკურნალობის 4 კურსი. ყოველი 20 დღის შემდეგ ხორციელდებოდა შემოწმება, როგორც ექოსკოპიურად, ასევე ანალიზებით. შედეგები დინამიკაში იმედისმომცემი იყო, ამიტომაც ვაგრძელებდით მკურნალობას. მიღწეული შედეგით განცვიფრებული დავრჩი. დავიწყე პრეპარატ “კამელინის” გამოყენება სხვა პაციენტებზეც. შემდეგ კი დამებადა იდეა, “კამელინი” ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყირგიზეთის მოქალაქეებისთვისაც.

პირადად ჩავედი საქართველოში, შევხდი კომპანია “კამელინის” წარმომადგენლებს, კვლევაში ჩართულ მეცნიერთა და სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფს. მათი მეშვეობით უფრო ღრმად გავეცანი კვლევების შედეგებს და გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი. დაიწყო პროცედურები, რომლებიც საჭიროა პრეპარატის რეგისტრაციისთვის სხვა ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე შესატანად. გასაოცრად მოკლე დროში “კამელინის” 5 ფორმა დარეგისტრირდა ყირგიზეთში. ჩემი ინფორმაციით, “კამელინის” მომხმარებლები მაინც ონკოპაციენტები არიან. არადა, მისი გამოყენება რომ ხდებოდეს პროფილაქტიკური მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც, თავიდან ავიცილებდით მრავალი დაავადების რისკს. “კამელინის” შეთავსება შესაძლებელია ყველა სამკურნალო საშუალებასთან.

მარიკა ლორთქიფანიძე, ექიმი კოაგულოლოგი:

_ 49 წელი ვიმუშავე ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის მრავალპროფილურ ინტიტუტში, რომელიც იმ დროს გამორჩეული იყო. ჩვენი დირექტორი, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი, ცდილობდა, ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმები შემოეკრიბა გარშემო და ბატონ ძაგული მაღლაკელიძესთან ერთად ეწარმოებინათ ექსპერიმენტული კვლევები პრეპარატ “კამელინზე”, რომელიც შემდეგ დაინერგებოდა კლინიკაში. ჩემმა მეუღლემ გულმკერდის ქირურგმა, პროფესორმა ოთარ ბურჯანაძემ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა “კამელინი” ფილტვის სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფთა სამკურნალოდ. დაკვირვება წარმოებდა მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შემდეგ დინამიკაში, კლინიკური ანალიზებიც ტარდებოდა. ავადმყოფთა მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯებესება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, სიმსივნის ზომაში შემცირება ოთარს ძალიან ახარებდა. ყველანი დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მიმდინარე იმედისმომცემ პროცესებს _ პრეპარატი “კამელინი” ჩვენ თვალწინ ახდენდა სასწაულს. გული სიამაყით მევსება, როდესაც ვიგებ კომპანია “კამელინის” წარმატებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

დიმიტრი ცეცხლაძე, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში:

 _ რამდენიმე წლის წინათ თანამშრომელი გაგვიხდა ავად, დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა, რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში მეტასტაზური კერა. ჩივილები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეფიქრა ონკოდაავადებაზე. ჩვენდა გასაოცრად, მან უარი განაცხადა კონსერვატიულ მკურნალობაზე და თბილისში გაემგზავრა. ახლობლის რჩევით დაიწყო “კამელინ მ1”-ის გამოყენება. პირადად ვკურირებდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ არ მიმხელდა, რა საშუალებით მკურნალობდა. პაციენტმა მალე მოიმატა წონაში, სიმპტომები თანდათან ალაგდა, ორი თვის შემდეგ მას გაუკეთდა ხელახალი რენტგენოლოგიური კვლევა. გულწრფელად ვაღიარებ, რომ გაოგნებული დავრჩი _ მეტასტაზური კერის ნასახი არსად ჩანდა. ის ჩრდილი, რომელიც საკმაოდ დიდ უბანზე იყო, სრულიად გაიწმინდა. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ იგი “კამელინის” ინიექციებით მკურნალობდა. დღეს ჩვენი თანამშრომელი თავს შესანიშნავად გრძნობს. მივესალმები “კამელინის” ფართოდ დანერგვას ფთიზიატრიაში.

მემედ ჯინჭარაძე, ბათუმის ონკოლოგიური კლინიკის ონკოლოგი:

_ “კამელინ მ1”-ის და “კამელინ მ2”-ის გამოყენებამ უმძიმეს პაციენტებში (სხვადასხვა სიმსივნის მე-4 სტადია) მოგვცა ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევაში დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადის და ენერგიის მომატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი. კლინიკიდან ვასკვნით, რომ “კამელინი” მე-4 სტადიის სიმსივნის მქონე უმძიმეს პაციენტებში საკმარისი ეფექტით გამოირჩევა.

პაციენტები .. (38 წლის) _ ჰქონდა საშვილოსნოს ყელის წყლული. 15 წლის განმავლობაში მკურნალობდა სხვადასხვა მედიკამენტებით, რის გამოც განუვითარდა მედიკამენტოზული ინტოქსიკაცია. 6 თვის მანძილზე იმკურნალა “კამელინით”. ინტოქსიკაციური სიმპტომები მალევე მოეხსნა, ამიტომაც გადაწყვიტა მკურნალობის გაგრძელება. საბოლოო გამოკვლევებით პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა.

.. _ ჰქონდა ბაქტერიული ვაგინიტი. ჭარბ გამონადენთან ერთად ჰქონდა ქავილი და წვა. კამელინით მკურნალობით სრულიად განთავისუფლდა ყველა ჩივილისგან.

.. _ ჰქონდა ბაქტერიულ-ვირუსული ვაგინიტი. მკურნალობდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა საშუალებით. “კამელინ მ4”-ისა და “კამელინ მ1”-ის საშუალებით 3 კურსის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა.

. მინდიაშვილს (68 წლის) 6 წლის წინათ ონკოლოგიურში დაუსვეს მარჯვენა ყურში სწრაფი სარკომის დიაგნოზი. სხივურმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო. დაიწყო “კამელინ მ1”-ის (ინიექციის) გამოყენება, მე-3 დღიდან სითხის მოდინებამ ყურიდან შემცირება დაიწყო, მე-2 კურსის დაწყებიდან კი საერთოდ შეწყდა. 3 კურსის შემდეგ კი (ტყემლისოდენა) სიმაგრეც მთლიანად ალაგდა. დღეს პაციენტი არაფერს უჩივის, მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ იტარებს “კამელინით” მკურნალობის კურსს, არის შრომისუნარიანი, სრულიად ჯანმრთელი.

. . (საჩხერე) _ დიაგნოზი: ქრონიკული პროსტატიტი. ჩაიტარა ანტიბაქტერიული თერაპიის, ფიტოთერაპიისა და ფიზიოთერაპიის კურსი, მაგრამ შედეგები მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. პაციენტმა, ექიმის რჩევით, გადაწყვიტა, “კამელინის” ინიექციითა და სანთლებით დაეწყო მკურნალობა. ჩაიტარა მკურნალობის 2 კურსი. ულტრაბგერითი კვლევების საფუძველზე პაციენტს აღენიშნა პროსტატის მოცულობის შემცირება და ლეიკოციტოზის ნორმალიზაცია. მესამე წელია, მდგომარეობა სტაბილურია ცვლილებების გარეშე.

.. (64 წლის, რუსთავი) _ მარჯვენა ფილტვზე წარმონაქმნი. კამელინის კაფსულებით დაიწყო მკურნალობა, მოემატა მადა, ენერგია, დაიწყო წონაში მატება და გამოვლინდა ტემპერატურის ნორმალიზაცია. ორი კურსის შემდეგ რენტგენოგრაფიული კვლევით წარმონაქმნი არ აღენიშნებოდა. პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს. პროფილაქტიკური მიზნით, წელიწადში ორჯერ აპირებს კამელინით მკურნალობას.

.. (62 წლის, საგარეჯოს რაიონი) _ საშვილოსნოს სიმსივნის გამო საშვილოსნო მთლიანად ამოუღეს. პროფილაქტიკური თვალსაზრისით, ურჩიეს “კამელინით” მკურნალობა (კაფსულები და სანთლები). ორი კურსის შემდეგ პაციენტს ოპერაციის შემდგომი ყველა ჩივილი მოეხსნა, თავს კარგად გრძნობს.

მოამზადა

მაია ცომაიამ

“კამელინთან” დაკავშირებულ საკითხებზე

ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-75-04-08;

599-33-10-89; 599-58-09-07; 577-73-56-51; 599-23-03-33

www.camelyn.ge

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here