Home რუბრიკები პოლიტიკა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ გჟეგოჟ სხეტინას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ გჟეგოჟ სხეტინას

1348

თბილისი, 27 იანვარი, 2015 წ.

ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო,

ნება მოგვეცით, თქვენი ყურადღება შემდეგ გარემოებას მივაპყროთ: თქვენმა გახმაურებულმა ინტერვიუმ, რომელშიც თქვენ ეხებით სიკვდილის ბანაკ ოსვენციმ–ბირკენაუს გათავისუფლების ისტორიას, პროტესტის გრძნობა გამოიწვია არა მარტო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებში, არამედ საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხა ქვეყნების მოსახლეობაშიც, იმ ხალხში, რომელმაც დაამარცხა და რამდენიმე ათეული წლით გაანადგურა ნაციზმი ევროპაში.

ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გაკვირვება გამოიწვია თქვენმა გამონათქვამებმა უკრაინის ფრონტისა და ვიღაც უკრაინელების შესახებ, რომლებმაც თითქოს საკონცენტრაციო ბანაკის „კარები გააღეს“. არ ვიცით, რომელი ისტორიული წყაროებით ხელმძღვანელობდით ბატონო მინისტრო, მაგრამ  გვინდა შეგახსენოთ, რომ მრავალეროვნული წითელი (საბჭოთა) არმიის რიგებში და მათ შორის უკრაინის ფრონტის შემადგენლობაშიც რუს, ბელორუს, უკრაინელ და მრავალ სხვასთან ერთად ჩვენი მამები და პაპები – ქართველებიც იბრძოდნენ. შესაძლოა, რომ მოსახლეობის რაოდენობასთან პროცენტული შეფარდებით იმ ომში უფრო მეტი ქართველი მონაწილეობდა, ვიდრე უკრაინელი. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ნაციზმზე გამარჯვება თანაბრად ეკუთვნით როგორც უკრაინელებს, ისე ქართველებს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სხვა ხალხებს. იგივე ეხება კონკრეტულად ოსვენციმის გათავისუფლებასაც.

ჩვენ ძლიერ გვეამაყება, რომ ევროპა ფაშიზმისგან გაათავისუფლა იმ მრავალეროვნულმა არმიამ, რომლის რიგებში ჩვენი დიდი წინაპრებიც  იყვნენ. ამ არმიას პოლონელი პატრიოტებიც ეხმარებოდნენ. სიმბოლურია, რომ გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ბერლინში, რუსმა და ქართველმა ჯარისკაცებმა – ეგოროვმა და ქანთარიამ აღმართეს. გთხოვთ, რომ გახსოვდეთ ეს ფაქტები.

ასევე გთხოვთ არ დაივიწყოთ ის მხეცობები, რომელიც უკრაინელმა ფსევდოპატრიოტებმა, რეალურად კი სტეპან ბანდერას ფაშისტებმა ჩაიდინეს პოლონელების მიმართ. სამწუხაროდ, უკრაინული ფაშიზმის რეციდივები კვლავ გახშირდა დღეს, იმ დიდი გამარეჯვებიდან 70 წლის შემდეგ. ამ რეციდივების წაქეზება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის მიერ კარგს არაფერს მოუტანს არც უკრაინელებს, არც პოლონელებს და არც ევროპის სხვა ხალხებს.

გულწრფელი პატივისცემით დიდი პოლონელი ხალხისა და პირადად თქვენს მიმართ:

ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის სახელით – გულბაათ რცხილაძე

ფონდ „ისტორიული მემკვიდრეობის“ სახელით – ტარიელ გაგნიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here