Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში სომხეთის რელიგიური ექსპანსია გრძელდება

საქართველოში სომხეთის რელიგიური ექსპანსია გრძელდება

სომხეთში მოქმედ რიგ პოლიტიკურ ძალებსა და ოფიციალურ ერევანსაც დიადი არმენიის იდეა დღემდე რომ არ ასვენებთ და ქართულ მიწა-წყალზე თვალი ქორივით რომ უჭირავთ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არახალია. ზოგიერთ სომეხ ისტორიკოსს თუ დავუჯერებთ, საქართველოს თურმე სომხეთის ტერიტორიები მიუტაცებია და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის შესანარჩუნდებლად “ისტორიული სამართლიანობა” უნდა აღდგეს.


გარდა ამისა, ქართულ ტაძრებზე პრეტენზიას აცხადებს წმინდა ეჩმიაძინი. საუბარია 650 ეკლესიაზე, რომლებიც, მათი მტკიცებით, სომხური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს პროპაგანდა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, როცა სააკაშვილის მოღალატე ხელისუფლებამ 2011 წლის 5 ივლისს საქართველოში მოქმედ ხუთ რელიგიურ კონფესიას იურიდიული სტატუსი მიანიჭა. მოკლედ, იქიდან მოყოლებული დღემდე სომხური ლობი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მათი ისტორიული ძეგლები საქართველომ მიითვისა. ამ ძეგლების დაბრუნების მოთხოვნით მათ რამდენიმე დღის წინათ მიმართეს რელიგიურ საქმეთა სამსახურს (ასევე კულტურის სამინისტროს) და, კულუარული ინფორმაციით, მოლაპარაკებებიც დაიწყომეზობელი სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეებზე თვალსაზრისის გამოთქმა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, არმენოლოგ ალექსანდრე აბდალაძეს ვთხოვეთ.

_ ბატონო ალექსანდრე, საფუძვლიანად მიგაჩნიათ სომხური ეკლესიის არგუმენტები ტაძრების გადაცემაზე?

_ საერთოდ, სომხებს პრეტენზია ბევრი აქვთ. ეს არ არის მხოლოდ წმინდა რელიგიური პრობლემა. სომხურ წრეებს მუდამ სურდათ საქართველოს მიტაცება, ანუ მათ უნდოდათ, აღედგინათ ე. წ. დიდი სომხეთი, რომელიც ან არსებობდა, ან არა და ეს უნდა მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე. სამწუხაროდ, თავის დროზე ქართველთა შორისაც აღმოჩნდნენ ამ იდეის აპოლოგეტები. ვგულისხმობ იმ ვაიისტორიკოსებს, რომლებიც გაიყიდნენ ფულზე და ეწეოდნენ სომხების მხარდამჭერ პროპაგანდას. საუბედუროდ, საქართველოში დღემდე არსებობენ ისეთი ე. წ. ისტორიკოსები, რომლებიც მიექირავნენ სომხურ ლობს. ზოგი აზერბაიჯანს მიექირავა, ზოგიც _ თურქეთს და მიმდინარეობს საშინელი ანტიქართული პროპაგანდა. ეს ყველაფერი ემსახურება ისტორიის გაყალბების მცდელობას და შედეგიც ჩანს _ ვისაც რა სურს, იმ პრეტენზიას გვიყენებს…

_ ლაპარაკობენ, რომ უნდა შეიქმნას მეორე სომხური ეპარქია ჯავახეთში. ეს რა მიზანს ემსახურება?

_ ეს არის კულტურული, დემოგრაფიული, რელიგიური (და კიდევ რაც გინდათ, დაარქვით) ექსპანსიის მცდელობა. საერთოდ, სომხებს ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ, როგორც ჩვენთან, ისე აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც, მაგრამ თავის დროზე, ვგულისხმობ XX საუკუნის დასაწყისს, ვერც ერთს ვერაფერი დააკლეს და ჩვენზე გადმოიტანეს აქცენტი. აი, ამის შედეგია დღეს ეს გაშმაგებული პროპაგანდა, რომ თურმე საქართველოს სომხური ეკლესიები აქვს მიტაცებული.

_ კი მაგრამ, თურქეთსა და აზერბაიჯანს თუ ვერაფერი დააკლეს, ჩვენ რატომ მიგვიჩნიეს დაბალ ღობედ?

_ იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც დღეს არ გვყავს პატრონი, მაშინაც არ გვყავდა. იმხანად სათავეში იყვნენ მენშევიკები, რომლებიც ლანძღავდნენ, აგინებდნენ და საფლავშიც არ ასვენებდნენ ილია ჭავჭავაძეს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მკვეთრად ანტიქართულ პოლიტიკას ატარებდნენ. ცხადია, ეს კარგად გამოიყენეს სომხებმა და იცით, რაც მოხდა 1918 წელს… სხვათა შორის, ჟორდანიას დოყლაპია მთავრობა მარცხდებოდა იმ ომში, მაგრამ ხალხი გამოფხიზლდა და გადავრჩით…

_ რა როლს თამაშობდა ამ პროცესებში სომხური ეკლესია?

_ ეჩმიაძინი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ანტიქართული გეგმების განხორციელებაში. ეჩმიაძინი ყველანაირად ცდილობდა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და აკაკი წერეთლის გარდაცვალების შემდეგ უპატრონოდ დარჩენილი ქართველი ხალხის მონათვლას გრიგორიანელებად. ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც მიზანს, თავის დროზე უამრავი ჩვენი თანამემამულე, ეროვნებით ქართველი, გადავიდა მათ სარწმუნოებაზე. შემდეგ, რასაკვირველია, ეს ყველაფერი ისევ ჩვენ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. ილიას შემდეგ საქართველოში არ აღმოჩნდა თუნდაც ერთ საზოგადო ან პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ პროცესს.

_ როგორ ფიქრობთ, არსებობს დღეს სეპარატიზმის საფრთხე სამცხეჯავახეთში?

_ სეპარატიზმის საფრთხე არსებობს არა მხოლოდ სომხებით დასახლებულ ჯავახეთში, არამედ სხვა რეგიონებშიც. სომეხი მეცნიერები ცდილობენ, გააღვივონ შუღლი ქვეყნის კუთხეებს შორის. მაგალითად, იყო ასეთი ქართველოლოგი პარუირ მურადიანი, რომელსაც ჩემი ყოფილი თანამშრომელისთვის _ ავთანდილ თორდიასთვის უთქვამს, _ თქვენ, მეგრელები, ქართველები არ ხართო. საერთოდ, ეს ძველი ამბავია და ამ პროპაგანდის სათავე უნდა ვეძებოთ სომხეთის უმაღლეს წრეებში…

_ როგორ ფიქრობთ, ადეკვატურია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ამ საფრთხეების მიმართ?

_ ადეკვატურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ხელისუფლება, ისევე, როგორც წინა, რასაც უბრძანებენ ამერიკიდან, იმას აკეთებს. არადა, ხომ იცით, რა გავლენიანი ლობი ჰყავს სომხეთს ვაშინგტონში. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, წყალს ასხამს მტრის წისქვილზე…

_ დავუბრუნდეთ ეკლესიების თემას, სომხური მხარე ითხოვს სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის სადავო ტაძრების წარმომავლობას და დაადგენს, რომელია სომხური და რომელი _ არა. როგორ ფიქრობთ, ამ გზით მოხერხდება საკითხის გადაჭრა?

_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ეს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად პრინციპულად უნდა მიუდგეს. რომელიმე ეკლესია, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ის მართლა სომხებმა ააშენეს საქართველოში, უნდა გადაიქცეს მუზეუმად და არა _ მოქმედ ეკლესიად, რადგან, აქ რაც უფრო ბევრი იქნება  მოქმედი სომხური ეკლესია, მით მეტად შეეცდებიან სომხები თავიანთი იდეოლოგიის დანერგვას. ამ იდეოლოგიის თანახმად კი საქართველო სომხეთის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს.

_ იდეოლოგია და თეორიული გათვლები გასაგებია, მაგრამ რეალურად რა  სახეს მიიღებს ეს ყველაფერი?

_ მოდი, ასე შევხედოთ საკითხს: ვთქვათ, გადაეცათ სომხებს ის ეკლესიები, რომლებზეც პრეტენზია აქვთ, ამ ეკლესიებს ხომ ეყოლება მრევლი, ხომ ეყოლება მღვდელი _ ტერტერა? დარწმუნებული ვარ, ეს ტერტერები გააჩაღებენ ანტიქართულ პროპაგანდას სომხურ ენაზე. ახლა მითხარით, ვინ გაუკონტროლებს მათ რამეს _ ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც, რასაც უბრძანებენ ამერიკელები, იმას აკეთებს, მაგის გამკონტროლებელია?..

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here