Home რუბრიკები პოლიტიკა ბართლომეს ღამე-2015, ანუ პარიზის აგდებას რა უნდა

ბართლომეს ღამე-2015, ანუ პარიზის აგდებას რა უნდა

984

როდესაც მილიონობით გაღიზიანებული ადამიანი მზადაა, დაუპირისპირდეს სხვებს, მათი პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის, მსოფლმხედველობის ან, სულაც, ეროვნების თუ კანის ფერის გამო, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაისვას კითხვები: ვის აძლევს ეს ხელს? ვის წისქვილზე ასხამს წყალს პროცესი, რომელიც პარიზის ტერაქტის შემდეგ დაიწყო? ვინ ცდილობს ემოციების მართვას? ვის შეუძლია თანაგრძნობის ნიადაგზე აღმოცენებული “შარლიზმი” გამანადგურებელ ინსტრუმენტად გადააქციოს?


დღეს ზეიმობენ ისინი, ვინც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ისლამი შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ცხოვრების ფუნდამენტურ პრინციპებთან; ისინი, ვინც აფუძნებდნენ საკუთარ თეორიებს ბერნარდ ლუისის 1990 წლის ავადსახსენებელ სტატიაზე “მუსლიმთა სიავის ფესვები” თუ ჰანტინგტონის ცნობილი თეორიის ვულგარულ ინტერპრეტაციებზე და დღეს ამაყად გვიმტკიცებენ, რომ თანაარსებობა გამორიცხულია, ხოლო “ცივილიზაციათა ომი” _ გარდაუვალი. მათი სიხარული უფრო დიდია იმის გამო, რომ ის ემოციური მობილიზაცია, რომელიც დღეს საფრანგეთში და მსოფლიოში დაიწყო, ლიბერალურდემოკრატიული ლოზუნგების მიუხედავად, რიგი მანიპულაციების შემდეგ შეიძლება ანტიმუსლიმანურ მობილიზაციად გადაიქცეს და ევროპაში ქსენოფობიისმეცხრე ტალღაწარმოშვას. მას, პრაქტიკულად, გარანტირებულად მოჰყვება ახალი სისხლიანი ინციდენტები, მასობრივი შეტაკებები, ქაოსი და ბოლოს დღევანდელზე გაცილებით მკაცრი რეჟიმის დამყარება მთელი რიგი შეზღუდვებით, რასაც, თავის მხრივ, შეიძლება ყოვლისმომცველი სამოქალაქო დაპირისპირება და ევროკავშირის ერთერთი მთავარი ბურჯის _ საფრანგეთის მკვეთრი დასუსტება მოჰყვეს. ამ ჰიპოთეტურ დაპირისპირებაში ევროპამ შეიძლება ძალიან ბევრი ღირებული და მიმზიდველი რამ დაკარგოს და გასული საუკუნის 30-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ატმოსფეროს დაუბრუნდეს. შესაძლოა, ფსონი ამ თამაშში გაცილებით დიდია, ვიდრე ლე პენის ან სარკოზის პოლიტიკური ბონუსები. გამორიცხული არაა, რომ “შარლი ებდოს კრიზისის” უკან გაცილებით მასშტაბური გათვლები დგას, რომელთა მიზანი გეოპოლიტიკური ოლიმპოდან ევროკავშირის ჩამოგდებაა.

ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ტერორისტული აქტის შემდეგ ერთერთი პირველნი საფრანგეთის საელჩოსთან თანადგომის გამოსახატად ის ნაძირლები მივარდნენ, რომელნიც სააკაშვილის რეჟიმის ყველა დანაშაულს ამართლებდნენ, იქნებოდა ეს ტელეკომპანიაიმედისშტურმი, მიტინგების დარბევა თუ, უბრალოდ, კაცთაკვლა. სააკაშვილის ზონდერებმა (ხელკეტიანმა თუ მიკროფონიანმა მნიშვნელობა არ აქვს) სოციალურ ქსელებში დაიყენეს ავატარები “მე ვარ შარლი” და დაიწყეს მსჯელობა (ღმერთო ჩემო!) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე. ეს საკმაოდ საგულისხმო ფაქტია იმ მარტივი მოსაზრების საილუსტრაციოდ, რომ ყველაზე ნათელი გრძნობებითა და სამართლიანი პროტესტით შეიძლება უსინდისო ნაძირლებმა ისარგებლონ, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში.

ზოგიერთი კომენტატორი ამ დღეებში ცდილობს, სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოს საფრანგეთი გულჩვილი ელფების ქვეყანაა, რომელსაც ცოფიანი ორკები (მიგრანტები) უტევენ. ვიდრე პრობლემის ისტორიას ჩავუღრმავდებით, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამქვეყნად ყველაფერს აქვს ფასი, მათ შორის კოლონიურ წარსულსა და ხელისუფლების შეცდომებს. ალჟირელებისპირველი ტალღამეტროპოლიაში თავად ფრანგებმა ჩაიყვანეს პირველ მსოფლიო ომში საბრძოლველად და საწარმოებში მუშა ხელის დეფიციტის შესავსებად. საინტერესოა, რომ საწარმოთა მეპატრონეები ხელს უწყობდნენ ალჟირელი მუშებისთვის სამლოცველოების გახსნას და მათთვის საგანგებოდ მოწვეულ სასულიერო ლიდერებს მოკავშირეებად აღიქვამდნენ, რომლებიც ხელს უწყობდნენ დისციპლინის შენარჩუნებას და ასე თუ ისე ანეიტრალებდნენ, როგორც ეროვნულ-გამათავისუფლებელი, ისე კომუნისტური შინაარსის პროპაგანდას. თუმცა ფრანგული ცხოვრებით თავბრუდახვეული ალჟირელი მუშების ნაწილს შეზღუდვები და შეგონებები, როგორც ჩანს, დიდად არ ანაღვლებდა, საგულისხმოა, რომ 1918-ში ხელისუფლებამ კაფე-რესტორნების მეპატრონეებს მათთვის ალკოჰოლის მიყიდვა აუკრძალა. ალბათ, აქვე უნდა ითქვას, რომ პარიზის დიდი მეჩეთის აგება 1926-ში არა მუსლიმური საზოგადოების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საფრანგეთის ხელისუფლების ინიციატივით მოხდა. იმ წლებში ფრანგული ელიტა აღიქვამდა მუსლიმ სასულიერო პირებს, როგორიც მნიშვნელოვან დასაყრდენს კოლონიების დამორჩილება-დამშვიდების საქმეში, ხოლო თანამედროვე პოლიტიკური ისლამის აღზევებამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო რჩებოდა.

კოლონიებიდან მუშების ჩამოყვანა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური აღმავლობის დროს განახლდა, საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა, ალჟირის ომის შემდეგ კი _ ნახევარ მილიონს. საგულისხმოა, რომ ალჟირიდან საფრანგეთში გაიქცა 40-50 ათასი არაბი, რომელთა ოჯახები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ფრანგ კოლონიზატორებთან და ახალი ეროვნული ხელისუფლების რეპრესიების ეშინოდათ. ეს ჯგუფი საინტერესოა იმიტომ, რომ მის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად სურდათ ფრანგულ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, რომელსაც უმრავლესობამ ვერ მიაღწია და სწორედ მის შიგნით მოხდა “მამებისა და შვილების” ტრაგიკული კონფლიქტი _ ერთნი ცდილობდნენ, მაქსიმალურად დამსგავსებოდნენ ფრანგებს, მეორენი კი უსვამენ ხაზს თავის წარმომავლობას და ხშირად რადიკალების გავლენის ქვეშ ექცევიან.

გარდატეხა 1974-ში მოხდა, როდესაც ეკონომიკური კრიზისის გამო, საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილი კოლონიებიდან შრომითი მიგრანტების შემოდინება მკვეთრად შეეზღუდა. იმ მომენტში საფრანგეთში მყოფმა მუშების უმრავლესობამ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და ყველა საშუალებით ცდილობდა, საფრანგეთში ოჯახებიც ჩაეყვანა. მკვეთრად გაიზარდა საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების რაოდენობა, შეიცვალა მათი მოტივები და ცხოვრების სტილი. თუ ადრე მათი უმრავლესობა საფრაგეთში შრომობდა, რათა სამშობლოში უკეთესი ცხოვრება მოეწყო, ამ შეზღუდვების შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა მოეჭრათ, რამაც უბიძგა საფრანგეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, “პატარა სამშობლოსჩამოყალიბებისკენ, შესაბამისი ტრადიციებით და ადათ-წესებით; იქამდე საშოვარზე ჩასულებს ეს პრობლემები ნაკლებად აწუხებდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდშიც, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ისლამი გაცილებით აგრესიული გახდა, საფრანგეთის მმართველი წრეები მაინც განიხილავდნენ სასულიერო ლიდერებს (მათ შორის აშკარა რადიკალებს) გაცილებით ნაკლებ საფრთხედ, ვიდრე კომუნისტებს და მათში ისევ მნიშვნელოვან მოკავშირეებს ხედავდნენ. სწორედ ამ პერიოდში ფრანგულ საზოგადოებაში იწყება მუსლიმი მიგრანტების საწინააღმდეგო განწყობების მკვეთრი ზრდა, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ალჟირის ომის დროინდელი კომპლექსები, საუბრები კულტურულ შეუთავსებლობაზე, უკმაყოფილება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და სხვ.

ცხადია, ეს ისტორია არ შედგება მხოლოდ შეცდომებისგან, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მშიდობიანი თანაცხოვრებისთვის და დაპირისპირების გრადუსის დასაგდებად, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერთმა ცუდმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უამრავი რამ გააფუჭოს. მაგალითად, როდესაც სირიაში ომი დაიწყო, ოფიციალური პარიზი, ფაქტობრივად, ხელს უწყობდა საფრანგეთში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმების ჩაბმას ბრძოლაში (ამა თუ იმ ფორმით), შემდეგ კი მათი ნაწილიისლამური სახელმწიფოსმებრძოლთა რიგებში აღმოჩნდა, რომელსაც საფრანგეთი მოკავშირეებთან ერთად უპირისპირდება, ნაწილი კი იმედგაცრუელბული და უკიდურესად გაღიზიანებული საფრანგეთში დაბრუნდა და გლობალური ხალიფატის შექმნის იდეებს ერთგულებს. ვინ აიძულებდა საფრანგეთის მთავრობას, ხელი შეეწყო ამ ახალგაზრდების რადიკალიზაციისთვის, მათი გადამტერებისთვის დასავლურ ცივილიზაციასთან?

ეს პრობლემა ჩვენც გვეხება. სირიასა და ერაყში საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის, გაცილებით მეტი, ვიდრე უკრაინაში. როდესაც ისინი დაბრუნდებიან (ფრიად შეცვლილი მსოფლმხედველობით), მათი რეინტეგრაცია მშვიდობიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საქართველოსთვის დამახასიათებელ ტოლერანტულ გარემოში უპრობლემო ნამდვილად არ იქნება. მით უმეტეს, რომ სააკაშვილის მსახურები, უკვე რამდენიმე წელია, მიზანმიმართულად ცდილობენ, პოტენციურად პრობლემურ რეგიონებში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების პროვოცირება მოახდინონ. ასე რომ, კარიკატურაც შეიძლება დაახვედრონ, ღორის თავიც და ა. შ.

შარლი ებდოს კრიზისიარ არის შემთხვევითი მოვლენების დრამატული თანხმედრა ან დაგროვილი წინააღმდეგობების სტიქიური ამოფრქვევა _ ეს დიდი პოლიტიკაა და პროცესი იმართება. თქმული არ ნიშნავს, რომ ამ ტრაგედიის ყველა მონაწილეს პირველივე წუთიდან მარიონეტებივით მართავდენ, როგორც ამას კონსპიროლოგები გვიმტკიცებენ ხოლმე, მაგრამ ტელევიზორებთან მიჯაჭვული მასების ემოციების მართვა ნამდვილად ხდება და ისიც აშკარაა, რომ საფრანგეთს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებენ.

“ახალი ცივი ომი” მოითხოვს მსხვერპლს, მეტ პოლიტიკურ სიცხადეს და მკაცრ ბიპოლარულ დაყოფას. ევროკავშირის, როგორც ეკონომიკური გიგანტის და პოლიტიკურად (თითქმის) დამოუკიდებელი ცენტრის აღზევება ძველი “ცივი ომის” დასრულებამ განაპირობა და ეს ყველას როდი მოსწონს. მარტივად რომ ვთქვათ, ვაშინგტონს დღეს, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, ისე საერთაშორისო არენაზე სჭირდება გაცილებით დამჯერი ევროპა, ისეთი უმცროსი პარტნიორი, როგორიც 70-იანებში ჰყავდა. ვაშინგტონს არ მოსწონსგერმანული ამბოხიდა არაპირდაპირი სტრატეგიის ფარგლებში შეიძლება ძირითადი დარტყმა ევროკავშირის სუსტ რგოლს _ საფრანგეთს მიაყენოს, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ მისი ჩაძირვა ქაოსში არც ისე რთული ამოცანაა (ძველად რომ იტყოდნენ, “პარიზის აგდებას რა უნდა”). დასავლეთ ევროპაზე აშშის მკაცრი კონტროლის აღდგენის პარალელურად, რუსები, სავარაუდოდ, შეეცდებიან, პოსტსაბჭოთა სივრცე და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარი გავლენის სფეროში მოაქციონ. საზოგადოდ კი, ყველაფერი, რაც დღეს კონტინენტზე ხდება, პარიზში თუ დონეცკში, გერმანიის (და შესაბამისად ევროპის) მომავლისთვის, ბერლინისთვის გამართული ბრძოლის ნაწილია. გათავისუფლდება და აყვავდება ევროპა თუ მისი მორიგი მოტაცება-გაუპატიურება მოხდება?

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შემზარავი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას და ასეთ დროს მნიშვნელოვანია, არავის მივცეთ ჩვენი ემოციების მართვის შესაძლებლობა, რათა “ცივილიზაციათა ომისთვის” სახარჯ მასალად, სხვისი ინტერესების მიღწევის ინსტრუმენტად არ გადაგვაქციონ. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ვამხილოთ ყველა, ვინც ცდილობს მაღალფარდოვანი ლოზუნგებით შენიღბოს ქსენოფობიასა და შეუწყნარებლობაზე აღმოცენებული ახალი ევროპული ფაშიზმის დაბადება, რომელიც, ადრე თუ გვიან, უბედურებას ჩვენს ქვეყანასაც მოუტანს. ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ ვის სჭირდება, რომ ევროკავშირი (და მისი სამეზობლო, რომელსაც ჩვენც მივეკუთვნებით) პოლიტიკური და ეკონომიკური თვითგანადგურების რეჟიმში გადავიდეს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. თუ რაღაც უსაშველო კატაკლიზმა არ მოხვდა ყველა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს თავის ოჯახთან ერთად საკუთარ ქვეყანაში. უნდა მოსთხოვოს და აკონტროლოს თავისი არჩეული მთავრობა,რომ იმუშაონ წესიერად მიხედონ ქვეყანას და ხალხს. ყველა ერს აქვს თავისი რელიგია და ტრადიცია და უნდა დაიცვას თავისი და პატივი სცეს სხვისას. მე არ მინდა არც ფრანგული, არც რუსული და არც ამერიკული. ყველა ქართველს უნდა თავისი ტრადიცია, ყველას უნდა ცხოვრება თავის ქვეყანაში,პატივს ვცემთ ყველა ერის რელიგიას და ტრადიციებს,მაგრამ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქართული.გასაოცარია რატომ უნდა მოგვახვიოს თავს დროებით არჩეულმა მიშამ, ვანომ, გიგომ ფრანგული, ევროპული , ამერიკული და თუ გნებავთ რუსული,ეს არ არის ამ დროებითი ტაკიმასხა კაცუნების გადასაწყვეტი ამას ერი წყვიტავს. ამიტომ ხალხო მოვიდეთ ჭკუაზე და გადავწყვიტოთ რა უნდა ერს. ვისაც არ მოწონს ქართული წავიდეს და იცხოვროს თავისი ცხოვრებით იქ ევროპულად და ნუ ცდილობს ჩვენ გადაკეთებას. ვინც იყო ჩვენი წინაპარი ჩვენც გვინდა ვიყოთ ისეთები.გქვონდეს ისეთივე რელიგია, პატიოსნება და გაგება,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here