RMG-ის უნდა ეზრუნა ოქროს მოპოვების შედარებით ძვირ, შახტურ მეთოდზე, თუნდაც საბადოს ფართობის 1/7-ზე. ანუ უძველესი მაღარო დარჩებოდა ძეგლის სტატუსით და ამით, არც RMG GOLD-ს შეექმნებოდა პრობლემები საზოგადოების მხრიდან. ასეთი ტიპის საბადოდან, ადგილმდებარეობისა და ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით, მადნის მოპოვება აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო არა ღია კარიერული (ბარბაროსული), არამედ შახტური (მიწისქვეშა) მეთოდით, როგორც ეს ხდება ოქროს მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიით.
საზოგადოებისთვის ცნობილია საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებული ვნებათაღელვა, რომელიც დასრულდა ქართველების კიდევ ერთი სირცხვილით – მაღაროს ლიკვიდაციით.
ტყუილად არ ჩაუვლია “დამოუკიდებელ (RMG-ის მხარდამჭერ) ექსპერტთა” ღვაწლს, დაკმაყოფილებულყო RMG GOLD-ის ზღვარგადასული თვითნებობა, რომელიც დაუსჯელობის სინდრომითაა განპირობებული.
“დამოუკიდებელ (RMG-ის მხარდამჭერ) ექსპერტებს” თუ დავუჯერებთ, “ოქროს საერთო რაოდენობა საყდრისის საბადოზე არ აღემატება 6 ტონას, ხოლო მისი საშუალო შემცველობა ტონა მადანზე ალაგ-ალაგ შეადგენს 1 გრამს”…
ამ მონაცემების თანახმად, საბადოს გადამუშავება RMG-ისთვის პრაქტიკულად წამგებიანია, ვინაიდან მოსალოდნელი წმინდა მოგება არ აღემატება 95 მლნ აშშ დოლარს, ანუ, რომ იტყვიან, ჩიტი ბრდღვნად არ ღირს.
ისმის კითხვა: რა საჭიროა ასეთი არამომგებიანი კამპანიის წამოწყება?
პასუხი მარტივია: საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევის თანახმად, საყდრისის საბადოზე ოქროს რაოდენობა, სულ მცირე, 50 ტონაა. ამ რაოდენობის ოქროს გადამუშავებით, მოსალოდნელი მოგება 1 მილიარდ დოლარზე მეტია.
რაც შეეხება უშუალოდ პრეისტორიულ მაღაროს (რომელსაც უჭირავს საბადოს ფართობის 1/7) იქ გადასამუშავებელი ოქროს რაოდენობა შეადგენს 3-5 ტონას, ხოლო მოსალოდნელი წმინდა მოგება _ 50-80 მლნ დოლარს.
თუმცა არსებობს დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მაღაროში ოქროს შემცველობა გაცილებით მეტია. ამიტომ RMG-ის უნდა ეზრუნა ოქროს მოპოვების შედარებით ძვირ, შახტურ მეთოდზე, თუნდაც საბადოს ფართობის 1/7-ზე. ანუ უძველესი მაღარო დარჩებოდა ძეგლის სტატუსით და ამით, არც RMG GOLD-ს შეექმნებოდა პრობლემები საზოგადოების მხრიდან.
ასეთი ტიპის საბადოდან, ადგილმდებარეობისა და ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით, მადნის მოპოვება აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო არა ღია კარიერული (ბარბაროსული), არამედ შახტური (მიწისქვეშა) მეთოდით, როგორც ეს ხდება ოქროს მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიით. საინტერესოა, გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია, თუ მას, საერთოდ, აქვს…
ჩნდება კითხვა, რატომ აძლევს ხელს RMG-ის პრეისტორიული მაღაროს ნამსხვრევებად ქცევა და მისი გადამუშავება, მაშინ, როდესაც მადნეულის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ბალანსზე არსებული, სპილენძის მადნის ნარჩენების (ფუჭი ქანები, არაბალანსური მადანი და გამდიდრების კუდები, რომელთა საერთო რაოდენობა 2001 წლისთვის შეადგენდა 180 მლნ ტ-მდე, ოქროს საერთო რაოდენობით 180 ტ-მდე) გადამუშავებით მოსალოდნელი წმინდა მოგება აჭარბებს 1.5 მილიარდ დოლარს? სხვათა შორის, აღნიშნული ნარჩენები ნიადაგის მძიმე ლითონების მარილებით დაბინძურების წყაროცაა.
პასუხი მარტივია _ საყდრისის ოქროს საბადო კვარცული მადანია, რომლის გადამუშავება გაცილებით იოლია და არ მოითხოვს ისეთ დანახარჯებს, რომლებიც აუცილებელია ნარჩენების გადამუშავების სპეციფიკური ტექნოლოგიის შესაქმნელად.
RMG Gold–ის მიმართ მაქვს რამდენიმე კითხვა, კერძოდ:
1. რატომ განხორციელდა ავსტრალიური კომპანიის მიერ აშენებული როფული გამოტუტვის დანადგარების (7 როფი, თითოეული ტევადობით 1200 ტ მადანი) და მათი ტექნოლოგიური ხაზის დემონტაჟი?
აღნიშნული დანადგარები ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობას იძლეოდა;
2. რატომ არ არის დაცული RMG Gold–ის მიერ აშენებული 22 მლნ ტონა მადნის გროვის ფუძის ზომები, რომლის სიმაღლე 70 მეტრია?.. ასეთი დარღვევა, გარდა იმისა, რომ აუარესებს ტექნოლოგიურ მაჩვენებლებს, ეკოლოგიური კატასტროფის წინაპირობაცაა, მით უმეტეს, ისეთი სეისმოლოგიური რეგიონისთვის, როგორცაა ბოლნისის რაიონი (სად არის გარემოს დაცვის სამინისტრო?);
3. ძეგლის აფეთქებამდე რატომ არ დაელოდა RMG Gold–ი 12 იანვარისთვის გადადებული სააპელაციო სასამართლოს (რომელიც დაინიშნა მისი საჩივრის საფუძველზე) გადაწყვეტილებას ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის თაობაზე?
4. რა მონაცემებს გამოაქვეყნებენ “ერემჯელები” ისეთი პერსპექტიული ოქროს შემცველი საბადოების გადამუშავების წინ, როგორიცაა ქვემო ბოლნისის (სავარაუდო მარაგით _ 41ტ ოქრო), წითელი სოფლის (71 ტ ოქრო) და სხვ.
რევაზ კანაშვილი,
ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი