Home რუბრიკები საზოგადოება დაძალებული სექსი

დაძალებული სექსი

2664

მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.

ფს. 118, 150


სექსუკუღმართობის სტატისტიკა

I ნაწილი

შვეიცარიის ტელევიზიამ შეისწავლა და გაარკვია, რომ 11 წლის ბიჭების საერთო რაოდენობის 50 პროცენტი, ხოლო 15 წლის ყმაწვილების 90 პროცენტი პორნოგრაფიის მომხმარებელია.

თავისთავად ჩნდება კითხვა _ რა გზებითა და ხერხებით მიაღწია პორნომასალამ ამ ბიჭებამდე?

უწინარეს ყოვლისა, _ მათი მობილური ტელეფონების დისპლეებისა და დღეს უკვე აუცილებელი ინტერნეტის მეშვეობით.

დანაშაული თვალნათელია _ კანონით დასჯადი ქმედება აშკარაა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები ამაზე აშკარად მიგვითითებს: ირღვევა ბავშვების სექსუალური ხელშეუხებლობა.

2006-2007 წლების სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვების სექსუალური ხელშეუხებლობის უამრავი შემზარავი ფაქტი გამოვლინდა. მაგრამ კანონდარღვევის ეს შემაშფოთებელი ფაქტები ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა.

უფრო გასაკვირი კი არის ის, რომ საჯარო სტატისტიკიდან ეს პრობლემატიკა საერთოდ გაქრა.

რატომ?

იმიტომ ხომ არა, რომ დღეს ეს მონაცემები უფრო დამაფიქრებელი, შემაშფოთებელი და უფრო მამხილებელი ძალის მქონე იქნებოდა?

ასეა თუ ისე, პროკურატურამ და სასამართლო ორგანოებმა ამ საკითხს მზერა აარიდეს და წაუყრუეს.

პრობლემური მიზეზი ბევრია. მათგან მხოლოდ ათზე შევჩერდებით:

1. ჯერ კიდევ 2006 წელსგუგლისმეშვეობით პორნოგრაფიას 68 000 000-ჯერ ეძებდნენ;

2. 12-დან 17 წლამდე ბავშვები უკვე მაშინ ითვლებოდნენ მთავარ მომხმარებლებად;

3. ჯერ კიდევ 2007 წელს  ბავშვების 50 პროცენტი, სულ ცოტა, ერთხელ მაინც  შემთხვევით აღმოჩნდა პორნოსაიტებზე;

4. პირველი კონტაქტი პორნოგრაფიასთან ბავშვებს, საშუალოდ, 11 წლისებს ჰქონდათ;

5. 2006 წელს 11-დან 14 წლამდე ბავშვების 60 პროცენტი რეგულარულად უყურებდა პორნოგრაფიას ინტერნეტში (რამდენჯერ მეტია დღეს?);

6. 15-დან 17 წლამდე გამოკითხულ ყმაწვილთა 80 პროცენტი მძიმე პორნოგრაფიის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა;

7. 8-დან 16-წლამდე ბავშვების 90 პროცენტი საშინაო დავალებების შესრულების დროს უყურებდა პორნოგრაფიას;

8. ბავშვთა პორნოგრაფიის 100 ათასამდე საიტი არსებობდა ჯერ კიდევ 2006 წელს, მათი წლიური ბრუნვა 3 მილიარდი ფრანკი იყო;

9. ყოველთვიურად პორნოგრაფიულ საიტებს 7 მილიონი გერმანელი ეცნობოდა. დღეს პორნოსაიტებს რეგულარულად სტუმრობს გერმანიის ინტერნეტმომხმარებლების მესამედი;

10. პორნოინდუსტრია ელვის სისწრაფით ითვისებს ყველა ახალ ტექნოლოგიას, მაგალითად, მობილურ ტელევიზიას და . .

ამასთანავე, 2012 წელს გაიშიფრა საიდუმლო, რომ ინტერნეტში პორნო და სექსსაიტები გაცილებით მეტი იხსნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა. გახრწნილების ამ ფორმას ლობირებს ლესბოსელთა, ჰომოსექჰსუალთა და ტრანსგენდერთა საზოგადოებები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ ბავშვების ადრეული სექსუალიზაციის დანერგვას და აღწევენ კიდეც თავისას. ეს ჯგუფები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ბავშვები უკვე მეექვსე კლასიდან უნდა იყვნენ “პორნოკომპეტენტურები”.

ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ მსოფლიოში დაინერგოს ბავშვების სექსუალური აღზრდა 4 წლიდან.

მაგრამ, როგორც წარმოუდგენელია ცეცხლის ჩაქრობა ბენზინით, ასევე დაუშვებელია ბავშვების ადრეული სექსუალიზაცია, მით უფრო, პორნოგრაფიაზე, პედოფილიაზე, ზოოფილიაზე, სოდომაზოხიზმზე და ა. შ. ყველა ტაბუს გაუქმების გზით.

ამიტომაა საჭირო, რომ პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვან ადამიანებისთვის მიუღებელი ამ უკიდურესად უკანონო მცდელობათა აღსაკვეთად.

სექსუალური პედაგოგიკა სკოლაში, დანაშაულებრივი დოკუმენტები

გერმანიაში ამჟამად 60-65 ათასამდე პედოფილი დამნაშავეა; აღურიცხავი რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

ჟურნალი “სამომავლო მიზანი” 2011 წლის თებერვალში მიუთითებდა, თუ როგორია სექსუალური აღზრდის პრაქტიკა საბავშვო ბაღებში. მაგალითებს შორის დასახელებული იყო ასეთი თამაშიც: ვინც ყველაზე სწრაფად წამოაცვამდა პრეზერვატივს სტაფილოს, გახდებოდა “სტაფილოს მეფე”. დაწყებით სკოლა “პროფამილიაში” ბავშვებს პლასტელინისგან სასქესო ორგანოების ძერწვას ასწავლიდნენ.

ახალგაზრდული ჟურნალიბრავო” 12 წლის გოგონებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ქალწულობა, ანუგეშებდა იმით, თუ როგორ შეეძლოთ ამშეცდომისდაუყოვნებლივ გამოსწორება. და ერთერთ თავის მომდევნო გამოცემასთან ერთად გაავრცელა (არ გაგიკვირდეთ!) “საბავშვო პრეზერვატივები”. აღარაფერს ვამბობთ მასტურბაციისკენ მოწოდებაზე და სხვ.

შემდეგი წყარო ამტკიცებს, რომ სექსმიმართულების რეკლამა ბავშვებისთვის სულ უფრო აუცილებელი ხდება. ზოგიერთ ტელეარხზე იკრძალება ამ რეკლამის ამოღება და წინ გადახვევა. “HD+”-ს ასეთი რეკლამა “ბავშვთა ოთახებში” გადააქვს.

როცა პოლიციას, იუსტიციას ან აღზრდის საკითხების სამმართველოს შეეკითხებიან, რატომ არავინ იცავს ბავშვებს პორნოგრაფიის ამ დაუოკებელი ნაკადისგან, როგორც წესი, ერთსა და იმავე პასუხს იღებენ: არავინ იცის, ზუსტად რა შეიძლება შევაფასოთ პორნოგრაფიად. ხოლო ამის საწინააღმდეგო კანონები იმდენად სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას გაგებული, რომ რეალურად არაფრის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

ეს დამპალი მიზეზია.

ამიტომაც არის, რომ, თუ 1970 წელს განქორწინების რაოდენობა მხოლოდ 16 პროცენტი იყო, მას შემდეგ, რაც შემოვიდა პორნოსაიტები ინტერნეტში და მობილური ტელეფონების საშუალებით, განქორწინებების რაოდენობამ 50 პროცენტს გადააჭარბა.

ეს გასაკვირი არც არის, რადგან ცნობილია, რომ სექსმოდელებისა და პორნოვარსკვლავების სისტემატური ხილვა წყვილებს ერთმანეთის სურვილს უკარგავს და სექსუალურ აღქმას ნულამდე უქვეითებს, ყოველდღიურერთფეროვნებასაუტანელს ხდის და ოჯახიც ინგრევა.

რადიოთი და ტელევიზიით პორნოგრაფიის გავრცელებას კანონი კრძალავს, რადგან ასეთ გადაცემებს შეიძლება ბავშვებმაც უყურონ. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რამდენად უფრო საშიშია მსგავსი პროგრამების გავრცელება ინტერნეტით ან მობილური კავშირით.

წლების განმავლობაში პორნოინდუსტრია გაცილებით უფრო მეტ მოგებას იღებს, ვიდრე ერთად აღებული ისეთი ცნობილი ფირმები, როგორებიცაა Google, Microsoft, Yahoo, eBay, Amazon, Apple. ინტერნეტბიზნესის 70 პროცენტი ონლაინ პორნოგრაფიის საშუალებით განხორციელდება. ჯერ კიდევ 2006 წელს პორნოგრაფიით მიღებულმა შემოსავალმა 97 მილიარდ დოლარს მიაღწია, ყოველ წამში 2304 ევროს ოდენობით იზრდებოდა. ვიდრე ამ წინადადებას კითხულობდით, 28.258 ადამიანი ესტუმრა ინტერნეტის ეროტიკულ გვერდებს.

ინტერნეტმომხმარებელთა საერთო რაოდენობის თითქმის 43-მა პროცენტმა (მათ შორის 10 წლამდე უამრავი არასრულწლოვანია) მოიხმარა ამ სახის ინტერნეტსაიტი. ასე იყო 2006 წელს. იოლი გამოსაანგარიშებელია, რამდენად დიდია ეს რიცხვი დღევანდელ პირობებში.

კიდევ რამდენიმე მაგალითი:

2006 წელს ყოველწლიურად გამოდიოდა 15.000-მდე პორნოფილმი. მხოლოდ საბავშვო პორნოგრაფიისთვის არსებობდა 100 ათასამდე საიტი, წლიური ბრუნვით 3 მილიარდი ფრანკი.

2006 წელს ქსელში ყოველდღიურად ერთვებოდა 266 ახალი პორნოსაიტი. პორნომაღაზიების ქსელის მფლობელის ვაჟი ბეატე უზე უკვე მაშინ ითვლებოდა შვეიცარიის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად.

2007 წელს ინტერნეტბიზნესში ყველაზედიდ ფულსაკეთებდნენ ჩინელები, რომლებმაც ამისთვის, საერთო ჯამში, 20,5 მილიარდი ევრო დახარჯეს.

ერთ ადამიანზე ფულის ოდენობით ლიდერობდა სამხრეთ კორეა _ 396 ევრო.

რამდენი ევრო მოდის დღეს ერთ ადამიანზე?

ხელისუფალთა ჩაურევლობა სულ უფრო აწუხებს ბევრ დამკვირვებელს. ძლიერდება ეჭვი, ასეთი ნეიტრალური დამოკიდებულება ბინძური ბიზნესის მხარდაჭერით ხომ არ არის გამოწვეული? ამ ეჭვის უგულებელყოფა დაუშვებელია, რადგან ასეთი უზარმაზარი შემოსავლიდან გადასახადის უდიდესი რაოდენობით მიღება გარანტირებულია.

მაგრამ სწორედ ასეთი დამოკიდებულება არის თვითგამანადგურებელი სტრატეგია. ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც საკუთარი ხალხის ამოწყვეტაზეა დამყარებული, ერისთვის საფლავის გათხრას ნიშნავს.

საზოგადოების კვდომა ყველა დონეზე სულ უფრო აშკარა ხდება.

მაგალითად, გერმანიის საზოგადოებრივი სამსახურის თანამშრომლებმა 2006 წელს სახელმწიფო 208 000 000 ევროთი დააზარალეს იმით, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პორნოსაიტებსა და ეროტიკულ ჩეთებს სტუმრობდნენ.

ტაბუს დანაშაულებრივი გაუქმება

იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზნეობრივი ტაბუ გააუქმეს, დიდი ხანია, დაარღვიეს კანონის ყველა საზღვარი, ყოველ შემთხვევაში, დღეს მოქმედი კანონმდებლობის საზღვრები.

მასმედია, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე გადმოგვცემს სექსუალურ ურთიერთობებს ცხოველებთან, ხოლო ავსტრიის მიწა კორინთიის გაზეთი თავის დროზე აცხადებდა, რომ 2012 წლის ოლიმპიადის ოლიმპიური სოფელი გადაიქცეოდა ველური სექსორგიების ბუდედ, რადგან მონაწილეთა 75 პროცენტს გაგებაც არ სურს სექსუალური თავშეკავების აუცილებელი მოთხოვნის, და ამიტომ სპორტსმენებისთვის 150 ათასი პრეზერვატივი მოამზადეს, ანუ 80 ათასით მეტი, ვიდრე სიდნეის ოლიმპიური თამაშების დროს.

ადამიანების დიდი რაოდენობისთვის სექსი მტანჯველი შინაგანი იძულება რომ გახდა, არავის აწუხებს, ისევე, როგორც ქორწინებითი ერთგულების დაცვის სასაცილოდ აგდების ფეხმოკიდებული ტენდენცია.

მექანიზმები და ნაყოფი სექსუალური ზღვარგადასულობის ერთი და იგივეა და, როგორც წესი, კრიზისით მთავრდება.

ბავშვი ჯერ სიგარეტის ერთ ღერს მოწევს, შემდეგ _ ორსა და სამს, მალე კი დღეში 2 და 3 კოლოფსაც არ იკმარებს.

ამავე გზით მიდიან ალკოჰოლიკობამდე; შემდეგ მსუბუქი ნარკოტიკებია, ჰეროინი, კოკაინი, ექსტაზი, ფსიქონარკოტიკები და მათდაგვარიკროკოდილებისნაირინაერთები.

წამალდამოკიდებულება.

მსგავსი რამ ხდება სექსშიც: ჩვევა თანდათან ავხორცობად ყალიბდება.

ყველაფერი ერთი ფოტოსურათით იწყება, ამას სექსჟურნალები და სექსფილმები მოჰყვება, პორნოჟურნალები და პორნოფილმები, ათობით, ათასობით, ასიათასობით.

დღეს მსოფლიოს მოსახლეობა მილიონობით სექს და პორნოფილმის გავლენის ქვეშაა მოქცეული, რომლის შედეგიცაა დამონებული, ავხორცობით მოწამლული, ნებაშერყეული, გახრწნილი ხალხი _ ადამიანების საცოდავი გროვა, ორიენტაცია შეცვლილი ქალკაცები და გადონდლოებული მამაკაცყოფილები.

ბესტსელერად მიიჩნევენ სოდომაზოხისტურ რომანს “პრინცი მათრახით”, რომელსაც თითქოს ჰარი პოტერზე უფრო დიდი რაოდენობით ყიდულობს მკითხველი.

მაყურებლები ბრალს დებენ შვეიცარიის ტელევიზიას სოდომაზოხიზმის დანაშაულებრივ აღზევებასა და ქება-დიდებაში. ამ არხის ჟურნალისტები, როგორც დაციკლულები, ინტერვიუს ჩამოსართმევად სისტემატურად იწვევდნენ ქალაქ როშარის სოდომაზოხისტური მაღაზიის მფლობელს.

საიდან მოდის ეს მისწრაფება იმ გაუკუღმართებისადმი, რომელიც ლექსიკონში ასეა განმარტებული: “სოდომაზოხიზმი _ სექსუალური აღგზნება წამების განცდის დროს ან მისი გამოყენებით”.

სექსუალური გადაჭარბებულობის, მათ შორის, სოდომაზოხიზმის მილიონობით მსხვერპლი წარმოგვიდგება გამოფიტულ, სულიერად დაავადებულ, ნაწამებ ადამიანთა მასად.

სულ უფრო მეტი სამედიცინო, ფსიქიატრიული და კრიმინალისტური კვლევა ადასტურებს ამ გადახრების შემზარავ და დამღუპველ ზეგავლენას ადამიანების სულსა და სხეულზე.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან სექსუალური ექსტაზის სურვილი სწორედ თავში, ადამიანის გონებაში იბადება, იქიდან იღებს სათავეს. ხოლო მოყირჭებული და გადახრებითი სექსურთიერთობით გამოფიტული სხეული ამ მისწრაფებას ვეღარ აკმაყოფილებს.

სექსუალური პრობლემების მკვლევარები დაჟინებით გვაფრთხილებენ, რომ ის, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, რადგან ნეგატივიზმის ჰიპოცენტრში დუღს ამორალურ მიდრეკილებათა უზარმაზარი მასა და თანდათან გადმოედინება ვულკანური მაგმის მსგავსად.

მხოლოდ გერმანიაში ერთი წამის განმავლობაში ერთი სექსუალური ძალადობა და ამ კუთხით ბავშვების ბოროტად გამოყენების ორი ფაქტი ხდება.

ასეა ოფიციალური სტატისტიკით, რეალურად კი, ცხადია, მეტი იქნება.

ამაზე _ მომდევნო პუბლიკაციაში, ახლა კი ერთი შემზარავი ფაქტის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ სექსგადახრები, როგორც წესი, სხვადასხვა ანომალურ, ანტიადამიანურ, საშინელ და შემზარავ ქმედებაში გადაიზრდება.

გაზეთი Der Breintaler იტყობინებოდა: “მამაკაცი მოკლა და შეჭამა”.

ეს მოხდა ქალაქ კასელში.

კანიბალიზმის ბრალდებით პოლიციამ დააპატიმრა 41 წლის მამაკაცი. ჩართული ვიდეოკამერის წინ მან მოკლა, აქნა და შეჭამა 42 წლის მამაკაციამ უკანასკნელის თანხმობით. ეს დანაშაული ახსნეს იმით, რომ ორივე მამაკაცი მიდრეკილი იყო ჰომოსექსუალიზმისა და კანიბალიზმისკენ.

(დასასრული იქნება)

რუბრიკას უძღვება

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here